Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ძველ იაპონური ბრძნული გამონათქვამები, რომლებიც წარმატებისკენ მიმავალ გზას მიგვანიშნებენ

ძველ იაპონური ბრძნული გამონათქვამები, რომლებიც წარმატებისკენ მიმავალ გზას მიგვანიშნებენ

2014-07-05 11:00:00

იაპონური კულტურის იდუმალებასა და სიბრძნეზე საათობით შეიძლება საუბარი. დღეს ყველაზე თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური ქვეყანა თავის ფესვებსა და ტრადიციებს ინარჩუნებს და მისდევს მათ. იქნებ, სწორედ ამაშია ამ ქვეყნის ასეთი წინსვლის საიდუმლო? გთავაზობთ ძველ იაპონურ ბრძნულ გამონათქვამებს, რომლებიც იმედია, სულ ცოტათი მაინც მიგვაახლოებენ ჭეშმარიტებასთან და წარმატების ფორმულასაც გვაპოვნინებენ.თუ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, მაშინ არ ღირს მასზე ნერვიულობა, მაგრამ თუ მისი მოგვარება შეუძლებელია, მაშინ მასზე ნერვიულობას აზრი არ აქვს.დაფიქრდი და გადაწყვიტე, ხოლო თუ გადაწყვიტე – აღარ იფიქრო.ნუ შეაყოვნებ მიმავალს, ნუ გააგდებ მოსულს.სწრაფად – ეს ნელაა, ოღონდ შეუჩერებლად.ჯობს იყო კარგი ადამიანის მტერი, ვიდრე ცუდის – მეგობარი.ჩვეულებრივი ადამიანების გარეშე ვერ იარსებებენ გამოჩენილები.ვისაც ძალიან უნდა მაღლა ასვლა, ის კიბესაც გამოიგონებს.ცოლი და ქმარი ხელებსა და თვალებს უნდა ჰგავდნენ: როცა ხელს სტკივა – თვალები ტირიან, ხოლო როცა თვალები ტირიან – ხელები ცრემლს იმშრალებენ.მზემ არ იცის მტყუან-მართალი. მზე ანათებს იმ მიზნის გარეშე, რომ ვინმე გაათბოს. ის, ვინც საკუთარი თავი იპოვა, მზეს ჰგავს.ზღვა იმიტომ არის დიდი, რომ პატარა მდინარეებს არ უტოლდება.შორი გზაც ახლოდან იწყება.ის, ვინც სვამს, არ იცის, ღვინის მავნებლობის შესახებ. ის ვინც არ სვამს, არ იცის ღვინის სარგებლობის შესახებ.შეიძლება ხმალი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ დაგჭირდეს, მაგრამ მისი ტარება მაინც ყოველთვის აუცილებელია.ლამაზი ყვავილები კარგ ნაყოფს არ ისხამს.მწუხარება დახეულ კაბას ჰგავს, ის გარეთ არ უნდა გამოიტანო.როცა სიყვარული არსებობს, ნაყვავილარი სახეც ისეთივე ლამაზია, როგორც ლოყებზე ნაჩვრეტები.ლოგინში მწოლიარე, ქვას ფეხს ვერ წამოკრავს.ერთ კეთილ სიტყვას შეუძლია გაათბოს ზამთრის სამი ცივი თვე.დაუთმე გზა სულელებსა და გიჟებს.როცა ხის ტოტს ხატავ, მოუსმინე ქარის ხმას.შვიდჯერ გაზომე, სანამ ადამიანში ეჭვს შეიტანდე.გააკეთე ყველაფერი, რაც შეგიძლია, დანარჩენში ბედს მიენდე.გადაჭარბებული კეთილსინდისიერება სისულელეს უტოლდება.სახლში, სადაც იცინიან, ბედნიერება მოდის.ხანდახან ფოთოლი იძირება, ხოლო ქვა დაცურავს.ღიმილიან სახეს ისარს არ ესვრიან.ცივი ჩაი და ცივი ბრინჯი ასატანია, ხოლო ცივი მზერა და ცივი სიტყვა – აუტანელი.ათი წლის ასაკში – საოცრება, 20 წლისა – გენიოსი, ხოლო 30-ის შემდეგ – ჩვეულებრივი ადამიანი.თუ ქალმა მოინდომა – კლდის მიღმაც გაივლის.დასვა შეკითხვა – წამიერი სირცხვილია, ხოლო არცოდნა – მთელი ცხოვრების.დახვეწილი ლარნაკი არასოდეს გამოსულა ცუდი ოსტატის ხელიდან.ღრმა მდინარეები უხმაუროდ მიედინება.თუ შენი ნებით დაადექი გზას, მაშინ 1000 რიც კი 1-ად მოგეჩვენება.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :