Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

"ზესტაფონი": პლუს გიორგი ადამია და თედორე გრიგალაშვილი

"ზესტაფონი": პლუს გიორგი ადამია და თედორე გრიგალაშვილი

2013-12-04 10:48:00

4 დეკემბერს "ზესტაფონი" ეროვნული ჩემპიონატის მე-15 ტურის მატჩს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. გია გეგუჩაძის გუნდს მიყოლებით მესამე დერბის გამართვა უწევს - ქუთაისში იმერული დერბი ჰქონდა, ბოლო ტურში - მეტალურგთა ქალაქების დერბი და ორივეში გამარჯვებული დარჩა.ამჯერად ზესტაფონელებს კვლავ იმერული ჯახი ელით - ამჯერად საჩხერის "ჩიხურასთან". "ზესტაფონის" პრესსამსახურის ცნობით, საერთო ჯგუფში ვარჯიში განაახლეს გიორგი ადამიამ და თედორე გრიგალაშვილმა, რომლებიც ტრავმების გამო იძულებით ისვენებდნენ.რაც შეეხება ირაკლი ქობალიას, ამ ეტაპზე ის ინდივიდუალური პროგრამით ემზადება, ხოლო ზესტაფონელთა სერბი ნახევარმცველი იგორ იელიჩი სამშობლოში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს იქვე გადის და წესით, გუნდს ზამთრის პაუზის დასრულების შემდეგ უნდა შეუერთდეს.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"ასევე იხილეთ:უმაღლესი ლიგის XVტურის წინ: სუსხიანი გრაფიკი
იხილეთ მსგავსი სიახლეები :