Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ზაზა ვაშაყმაძე – ამერიკულმა მხარემ გამოთქვა სურვილი უფრო ღრმად შეისწავლოს საქართველოში არსებული რელიგიური ჯგუფების ურთიერთობები

ზაზა ვაშაყმაძე – ამერიკულმა მხარემ გამოთქვა სურვილი უფრო ღრმად შეისწავლოს საქართველოში არსებული რელიგიური ჯგუფების ურთიერთობები

2016-03-21 12:58:00

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო აქტიურად აგრძელებს ქვეყანაში რელიგიური შემწყნარებლობის განმტკიცების კუთხით საქმიანობას. სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება რელიგიის თავისუფლების დაცვისა და რელიგიის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით. ვისთან გამართა შეხვედრები და რა საკითხებზე გამახვილდა ყურადღება, ამ და სხვა თემებზე "ინტერპრესნიუსი" რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელ ზაზა ვაშაყმაძეს ესაუბრა. - ბატონო ზაზა, რა იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის მიზანი? - სააგენტოს დაარსების მომენტიდან, ჩვენ მიზნად დავისახეთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების შესწავლა რელიგიური პოლიტიკის მიმართულებით. რამდენადაც ჩვენი სააგენტოს შექმნამდე სახელმწიფოში არ არსებობდა ინსტიტუციური რელიგიური პოლიტიკა და შესაბამისი უფლებამოსილების უწყება, უმნიშვნელოვანესი იყო იმ გამოცდილების გაცნობა, რაც ამ მხრივ სხვა ქვეყნებს პოლიტიკურ და საკანონმდებლო დონეზე აქვთ. ასეთი სახის ვიზიტი რამდენიმე ქვეყანაში ჩვენ უკვე გვქონდა. ამ მიზნით ჩვენ ვიყავით დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ირანში, ბულგარეთში, რუმინეთში, ბალტიის ქვეყნებში, ასევე, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში სომხეთსა და თურქეთში. გავეცანით სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ევროპულ მოდელებს და შევისწავლეთ დამოკიდებულება სახელმწიფოსა და რელიგიურ თემებს შორის, კერძოდ, როგორ უზრუნველყოფენ რელიგიის თავისუფლებას, როგორც პიროვნულ, ასვეე რელიგიური გაერთიანებების დონეზე.სწორედ ამ მიზნით დაიგეგმა ვიზიტი აშშ-ში, ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, რათა გავცნობოდით მათ სახელმწიფო სტანდარტებს რელიგიის თავისუფლების საკითხში, საბოლოო ჯამში ხომ ჩვენმა სახელმწიფომაც უნდა დახვეწოს მოდელი რელიგიის თავისუფლების კუთხით. შტატებში გახლდით ერთკვირიანი და ძალზე დატვირთული პროგრამით. გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები. ასევე, დავამყარეთ პირდაპირი კონტაქტები ჩვენს კოლეგებთან და რაც ყველაზე მთავარია, იმ ჯგუფთან და იმ ხალხთან, რომელიც საქართველოში რელიგიის თავისუფლების კუთხით ანგარიშს ამზადებს. ისინი იმ ინსტანციის წარმომადგენლები არიან, რომლებიც მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების კუთხით შეფასებებსა და დასკვნებს ამზადებენ. - ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეთ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, რაზე ისაუბრეთ ამ შეხვედრაზე?- შეხვედრა გაიმართა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის რელიგიის, მშვიდობისა და გლობალურ საკითხთა ბერკლის ცენტრის წარმომადგენლებთან. შევხვდით ბერკლის ცენტრის პროგრამების დირექტორ მელოდი ფოქს აჰმედს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რელიგიის როლზე სახელმწიფო პოლიტიკაში და მის მნიშვნელობაზე.ბერკლის ცენტრში ჩვენი სტუმრობა ორ მიზანს ისახავდა. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ამ ცენტრთან ვთანამშრომლობთ გასული წლიდან "სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის" პროექტის ექსპერტიზის მიმართულებით. შარშან ჩვენ მათ მივაწოდეთ ჩვენი "სტრატეგიის" დოკუმენტი და შევთანხმდით, რომ ანალიზისა და რეკომენდაციების შემუშავების დასასრულს ჩვენ გავმართავდით შეხვედრას. ეს იყო ერთ-ერთი მიზანი და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ჩვენ დოკუმენტის ფარგლებში ძალიან სიღრმისეულად ვისაუბრეთ სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებებზე. მათი რეკომენდაციები საბოლოო სახით რამდენიმე თვეში გვექნება და აისახება ჩვენს განახლებულ "სტრატეგიაში". ამასთან, ჩვენი შეხვედრის მეორე ნახევარი დაეთმო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული "სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" შესახებ საუბარს. ეს ცენტრი შექმნილია იმ მემორანდუმების ბაზაზე, რომლებიც სააგენტომ გასულ წელს 12 უმაღლეს სასწავლებელთან გააფორმა. ბერკლის ცენტრი და მთლიანად ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი წარმოადგენს მნიშვნელოვან აკადემიურ რესურს, რომელიც ხელშესახებ დახმარებას გაუწევს ამ ცენტრს და მასში გაერთიანებულ აკადემიურ პერსონალს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქართულ აკადემიურ პერსონალს ამერიკელ კოლეგებთან უშუალო ურთიერთობების საშუალებას მისცემს. ეს ასპარეზი ერთის მხრივ, სააგენტოსთვის და მეორეს მხრივ, უნივერსიტეტის პროფესორებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის ერთობლივი პროექტებისგანხორციელების შესაძლებლობაა. არაა გამორიცხული, რამდენიმე სტუდენტი ბერკლის ცენტრში სასწავლებლადაც გაიგზავნოს.ჩვენ, ასევე, წარვუდგინეთ სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნების ორი ტომი, რომლებშიც თავმოყრილია რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები და სხვადასხვა საერთაშორისო აქტები, მათაც მოგვცეს სამეცნიერო პუბლიკაციები და ამ მხრივაც მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა. ქალბატონ მელოდი ფოქს აჰმედის მხრიდან, გამოითქვა ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების სურვილი და დაიგეგმა მისი საქართველოში ჩამოსვლაც. სექტემბერში იგეგმება საერთაშორისო ღონისძიების ჩატარება, როგორც ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით, ასევე ზოგადად, რელიგიის თავისუფლების კუთხით - სამეცნიერო კვლევითი მიმართულებებით და გამოითქვა ინიციატივა, რომ ქართულმა მხარემაც მიიღოს ამ ღონისძიებაში მონაწილეობა.- თქვენ ასევე შეხვედრა გამართეთ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტში, რას საკითხებს შეეხებოდა ეს შეხვედრა? - იუსტიციის დეპარტამენტში შევხვდით სამოქალაქო უფლებების განყოფილების სპეციალურ მრჩეველს რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის საკითხებში - ერიკ ტრინს. ბატონმა ტრინმა ისაუბრა აშშ-ში რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის დაძლევის ინსტიტუციური პოლიტიკისა და სამართლებრივი ინსტრუმენტების, ასევე, დისკრიმინაციის მსხვერპლთა ადვოკატირების პრაქტიკის შესახებ. იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს გავაცანით საქართველოში მოქმედი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და სააგენტოს საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებები.ფაქტობრივად, შევთანხმდით ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაზე. ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ, ჩამოვიდნენ საქართველოში და ჩაატარონ ტრენინგები, მოხდეს საქართველოს რელიგიური გარემოს ანალიზი და გამოწვევების დაძლევის გზების შემოთავაზება. ჩვენ მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური ქვეყანა ვართ. რაც ყველაზე საინტერესოა, ჩვენთან რელიგიურ ნიადაგზე ომი და დაძაბულობა არ მომხდარა, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან. ამ ფაქტორის დაფიქსირება აშშ-სთვის ძალიან ნიშანდობლივი მომენტია. გვითხრეს, რომ მათ უნდათ ჩვენი გამოცდილების უკეთგაცნობა. როდესაც ჩვენ ვუთხარით, რომ შიიტები და სუნიტები ერთ საკულტო ნაგებობაში ლოცულობენ, ეს მათთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ გამოთქვეს სურვილი, უფრო ღრმად შეესწავლათ ჩვენს ქვეყანაში რელიგიური ჯგუფების ურთიერთობები. შეხვედრა გავმართეთ, ასევე, აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების ოფიცერთან ისან ზაფართან. უსაფრთხოების მიმართულებით, ეს ერთ-ერთი ძლიერი სტრუქტურაა. მათი ძირითადი საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში რელიგიური შეუწყნარებლობა და დისკრიმინაცია დაიძლიოს და ზოგადად მოხდეს რელიგიური ჯგუფების მაქსიმალური ინტეგრაცია. ამას ახორციელებენ სხვადასხვა პროგრამებით. გამოიყოფა გარკვეული რაოდენობის სახელმწიფო გრანტები, რომლის ფარგლებშიც ესა თუ ის რელიგიური მიმდინარეობა თუ ჯგუფი ცდილობს მაქსიმალურად ჩაერთოს სოციალურ და საქველმოქმედო აქტივობებში, რაც უწყობს კიდეც ხელს მათ ინტეგრაციას.მათ გაგვაცნეს საკუთარი პროექტები, რომელთაგან ყურადღება გამახვილდა საჯარო მოხელის ტოლერანტული ცნობიერების ამაღლებაზე. სხვათა შორის, როდესაც ისინი პირს სახელმწიფო სამსახურში იღებენ, აუცილებელი პირობაა ტრენინგების და კვალიფიკაციური კურსების გავლა, სწორედ ამის შემდეგ ხდება გარკვეული კონტიგენტის მიღება სამსახურებში. ამ პროგრამის ფარგლებში ხდება მათთვის რელიგიის ნიშნით ანტიდისკრიმინაციული და ტოლერანტული მიმართულებით ტრენინგების ჩატარება. ეს მოდელი უკვე აპრობირებულია. საჯარო მოხელეების ამგვარ გადამზადებას და რელიგიური თემების ინტეგრაციას მინიმალურ დონეზე დაყავს ის რისკები, რაც შეიძლება რელიგიის სფეროში არსებობდეს. ეს ძალიან საინტერესო მოდელია. ამ მხრივ მათთვის საინტერესო იყო ჩვენი პროექტის გაცნობაც, რომელიც უკვე მოქმედი საჯარო მოხელეების გადამზადებას გულისხმობს ტოლერანტობისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის მიმართულებით. აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად მსგავსი მიდგომები გვაქვს ამ მხრივ და ამ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ისან ზაფარმაც გამოთქვა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი.- როგორც ცნობილია, თქვენ ასევე შეხვდით ამერიკელ კოლეგას, რომელიც აშშ-ში რელიგიის საკითხებზე მუშაობს, რა საკითხები განიხილეთ ამ შეხვედრაზე? - ჩვენ ამერიკაში კიდევ ორი შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ წარმომადგენელთან რელიგიისა და გლობალურ საკითხებში შონ ქეისთან და რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩ დევიდ საპერშტეინთან. სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი ახალი სტრუქტურაა და ის პირადად სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის გადაწყვეტილებით, დაახლოებით, 2 წელია, რაც შეიქმნა. ეს უწყება ძირითადად მუშაობს რელიგიის საერთაშორისო მდგომარეობისა და ქვეყნის შიდა მდგომარეობის კონტექსტურ ანალიზზე ორი მიმართულებით, ერთი ეს არის ზოგადად, საერთაშორისო რელიგიის მიმართულებით ინფორმაციის მოძიება და ანალიზი და მეორე_ კონტრტერორიზმის კუთხით საფრთხეების ანალიზი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სპეციალურ წარმომადგენელს პირდაპირი კონტაქტი აქვს სახელმწიფო მდივანთან, აწვდის ინფორმაციას, როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე, ასევე, მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე პროცესებზე.მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოითქვა მისი მხრიდან. ამერიკაში არის ასეთი პრაქტიკა - სხვადასხვა ქვეყანასთან რელიგიის თავისუფლების კუთხით ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ. ძალიან კარგია ის, რომ აქედან გარკვეული ჯგუფი აშშ-ში გაემგზავრება და გადამზადდება, იქიდან კი საქართველოში ამ დარგის სპეციალისტები ჩამოვლენ. ამ პროექტის განხორციელება და თანამშრომლობის დაწყება ჩვენთვის დიდი პატივია. ეს პროექტი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი შემოთავაზება, რომელიც დაახლოვებით ორწლიან ფართომასშტაბიან თანამშრომლობას გულისხმობს რელიგიის თავისუფლებისა და ანტიდისკრიმინაციული მიმართულებით.რაც შეეხება შემდეგ შეხვედრას, ეს იყო პრინციპში ჩვენი სამუშაო ვიზიტის ცენტრალური შეხვედრა. ჩვენ შევხვდით სახელმწიფო დეპარტამენტის საგენგებო დავალებათა ელჩს რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების საკითხებშიდევიდ საპერშტეინს (ეს გახლავთ ჩვენი მიმართულებით ყველაზე მაღალი ინსტანცია სახელმწიფო დეპარტამენტში). ელჩის ეოფისი ამზადებს ყოველწლიურ ანგარიშს საერთაშორისო მასშტაბით რელიგიის თავისუფლების შესახებ, რომელიც მოიცავს მდგომარეობის ანალიზს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში. ეს ანგარიში ერთ-ერთი სახელმძღვანელო დოკუმენტია სახელმწიფო დეპარტამენტისთვის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში.უნდა ითქვას, რომ აქამდე, როცა საქართველოში რელიგიის თავისუფლების კუთხით აშშ-ს ანგარიში იწერებოდა, ამერიკული მხარე ეყრდნობოდა სხვადასხვა წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას. ჩვენი ვიზიტის ძირითადი შედეგია, რომ მომავალი, მათ შორის 2015 წლის ანგარიშის ფარგლებში მოხდება ინფორმაციის მიწოდება სააგენტოს მხრიდანაც. ჩვენ მათ უკვე გადავეცით, სააგენტოს საქმიანობის 2015 წლის ანგარიში და ვთხოვეთ, გაეთვალისწინებიათ და შეესწორებიათ გარკვეული ხარვეზები, რომელიც მათ მიერ გამოქვეყნებულ დასკვნებში აქამდე არსებობდა. ინფორმაციული უზრუნველყოფა და ინფორმაციის გაცვლა ორმხრივი ინტერესი აღმოჩნდა და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ამ მხრივ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლით. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირი კონტაქტები დამყარდა ქართულ სახელმწიფოს, რელიგიის სააგენტოსა და მათ შორის, როგორც პიროვნულ, ასევე უწყებების დონეზე. სააგენტოს 2015 წლის ანგარიშის გაცნობის ფარგლებში განვიხილეთ ჩვენი საქმიანობის ისეთი მიმართულება, როგორიცაა ინტერრელიგიური დიალოგის ახალი ფორმატის. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ეს არის ღია ფორმატი, რომელშიც რელიგიები მონაწილეობენ საკუთარი სურვილით და წარმოადგენს სახელმწიფოსთან უშუალო დიალოგის სივრცეს. ამან ძალიან დადებითი შეფასება დაიმსახურა. ასევე, ვრცლად ვისაუბრეთ საქართველოში არსებული რელიგიური თემების წინაშე მდგარი გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ. გავაცანით სახელმწიფოს პოლიტიკა და ის საკანონმდებლო ინიციატივები რაც საკუთრების, საკულტო ნაგებობების მშენებლობისა და საგადასახადო რეგულირების მიმართულებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რელიგიური გაერთიანებების მდგომარეობას საქართველოში.მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგი კონტაქტი დამყარდა_ ავუხსენით საქართველოში არსებული სიტუაცია, გავაცანით სააგენტოს საქმიანობა -მიზნები, ამოცანები. ჩვენ ახალი სტრუქტურა ვართ საქართველოში _ მოვუყევით, რა გაკეთდა სააგენტოს მუშაობის პერიოდშივგულისხმობ საჯარო მოხელეების გადამზადებას, ფინანსური და ქონებრივი საკითხების კომისიას, მთავრობის ცნობილ დადგენილებას ოთხი კონფესიისათვის(მუსლიმური, კათოლიკური, იუდეური და სომხური ეკლესიები) საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანისათვის გამოყოფილი ფინანსური ანაზღაურების თაობაზე, გამოცემულ წიგნებს, რელიგიურ-პოლიტიკური კვლევის ცენტრს და სხვა. გავაცანით ყველაფერი, რაც ამ ერთი წლისა და რვა თვის განმავლობაში შევძელით. ცხადია, ამერიკული მხარე ჩვენი საქმიანობის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას უკვე ფლობდა, თუმცა, ჩვენ დეტალურად ვესაუბრეთ ამ საკითხებზე.- ვიზიტის ფარგლებში თქვენ, ასევე, შეხვდით სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებს, თუ გამოთქვეს მათ საქართველოსთან ურთიერთობის სურვილი? - გვქონდა შეხვედრები ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში. შევხვდით მართლმადიდებელ ეპისკოპოსს, ეპარქიის ხელმძღვანელს აშშ-ში მეუფე საბას. ვთვლი, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიის არსებობა გამართლებული და საჭიროა, იქ ძალიან ბევრი ქართველია. ორი შეხვედრა გვქონდა ქართველ ებრაელებთან. ქვინსში არის ქართველი ებრაელების დიდი სინაგოგა და კარგად ორგანიზებული ქართულ ებრაული თემი, ისინი აქტიურად მუშაობენ, ქართულ წიგნებს, ჟურნალებს, გაზეთებს გამოსცემენ,ინარჩუნებენ ქართველი ებრაელობისთვის დამახასიათებელ თვითმყოფადობას. სინაგოგას შესასვლელში აწერია "ქართველ ებრაელთა კონგრეგაცია". ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენთვის, ქართველებისთვის და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ჩვენს მრავალსაუკუნოვან მეგობრობას. ვიყავით იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში ბრუკლინში, იქ გვქონდა 3-4 საათიანი შეხვედრა, დაგვათვალიერებინეს ბიბლიის მუზეუმი, განვიხილეთ საქართველოში იეჰოვას მოწმეების მდგომარეობა და შევთანხმდით თანამშრომლობაზე. გარდა ამისა, შეხვედრა გვქონდა მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისტთა წარმომადგენლებთან და იქაც განვიხილეთ, ზოგადად, ურთიერთობისა და თანამშრომლობის ფორმები. ზოგადად, ეს ვიზიტი, როგორც პირველი სამუშაო ვიზიტი, ძალიან საინტერესო და შედეგიანი იყო. მინდა მადლობა მოვახსენო ჩვენ ელჩს აშშ-ში არჩილ გეგეშიძეს და გენერალურ კონსულს ნიუ-იორკში დიანა ჟღენტს ყურადღებისთვის და აქტიური ჩართულობისთვის. ასევე, საელჩოს და საკონსულოს თანამშრომლებს. მათ ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს ვიზიტის დაგეგმვასა და განხორციელებაში.თეა ბითაძე"ინტერპრესნიუსი
stdClass Object ( [id] => 371554 [title] => ზაზა ვაშაყმაძე – ამერიკულმა მხარემ გამოთქვა სურვილი უფრო ღრმად შეისწავლოს საქართველოში არსებული რელიგიური ჯგუფების ურთიერთობები [alias] => zaza-vashaymadze-amerikulma-mkharem-gamothqva-survili-ufro-ghrmad-sheistsavlos-saqarthveloshi-arsebuli-religiuri-jgufebis-urthierthobebi [title_alias] => [introtext] => [fulltext] => რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო აქტიურად აგრძელებს ქვეყანაში რელიგიური შემწყნარებლობის განმტკიცების კუთხით საქმიანობას. სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება რელიგიის თავისუფლების დაცვისა და რელიგიის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით. ვისთან გამართა შეხვედრები და რა საკითხებზე გამახვილდა ყურადღება, ამ და სხვა თემებზე "ინტერპრესნიუსი" რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელ ზაზა ვაშაყმაძეს ესაუბრა. - ბატონო ზაზა, რა იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის მიზანი? - სააგენტოს დაარსების მომენტიდან, ჩვენ მიზნად დავისახეთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების შესწავლა რელიგიური პოლიტიკის მიმართულებით. რამდენადაც ჩვენი სააგენტოს შექმნამდე სახელმწიფოში არ არსებობდა ინსტიტუციური რელიგიური პოლიტიკა და შესაბამისი უფლებამოსილების უწყება, უმნიშვნელოვანესი იყო იმ გამოცდილების გაცნობა, რაც ამ მხრივ სხვა ქვეყნებს პოლიტიკურ და საკანონმდებლო დონეზე აქვთ. ასეთი სახის ვიზიტი რამდენიმე ქვეყანაში ჩვენ უკვე გვქონდა. ამ მიზნით ჩვენ ვიყავით დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ირანში, ბულგარეთში, რუმინეთში, ბალტიის ქვეყნებში, ასევე, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში სომხეთსა და თურქეთში. გავეცანით სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ევროპულ მოდელებს და შევისწავლეთ დამოკიდებულება სახელმწიფოსა და რელიგიურ თემებს შორის, კერძოდ, როგორ უზრუნველყოფენ რელიგიის თავისუფლებას, როგორც პიროვნულ, ასვეე რელიგიური გაერთიანებების დონეზე.სწორედ ამ მიზნით დაიგეგმა ვიზიტი აშშ-ში, ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, რათა გავცნობოდით მათ სახელმწიფო სტანდარტებს რელიგიის თავისუფლების საკითხში, საბოლოო ჯამში ხომ ჩვენმა სახელმწიფომაც უნდა დახვეწოს მოდელი რელიგიის თავისუფლების კუთხით. შტატებში გახლდით ერთკვირიანი და ძალზე დატვირთული პროგრამით. გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები. ასევე, დავამყარეთ პირდაპირი კონტაქტები ჩვენს კოლეგებთან და რაც ყველაზე მთავარია, იმ ჯგუფთან და იმ ხალხთან, რომელიც საქართველოში რელიგიის თავისუფლების კუთხით ანგარიშს ამზადებს. ისინი იმ ინსტანციის წარმომადგენლები არიან, რომლებიც მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების კუთხით შეფასებებსა და დასკვნებს ამზადებენ. - ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეთ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, რაზე ისაუბრეთ ამ შეხვედრაზე?- შეხვედრა გაიმართა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის რელიგიის, მშვიდობისა და გლობალურ საკითხთა ბერკლის ცენტრის წარმომადგენლებთან. შევხვდით ბერკლის ცენტრის პროგრამების დირექტორ მელოდი ფოქს აჰმედს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რელიგიის როლზე სახელმწიფო პოლიტიკაში და მის მნიშვნელობაზე.ბერკლის ცენტრში ჩვენი სტუმრობა ორ მიზანს ისახავდა. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ამ ცენტრთან ვთანამშრომლობთ გასული წლიდან "სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის" პროექტის ექსპერტიზის მიმართულებით. შარშან ჩვენ მათ მივაწოდეთ ჩვენი "სტრატეგიის" დოკუმენტი და შევთანხმდით, რომ ანალიზისა და რეკომენდაციების შემუშავების დასასრულს ჩვენ გავმართავდით შეხვედრას. ეს იყო ერთ-ერთი მიზანი და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ჩვენ დოკუმენტის ფარგლებში ძალიან სიღრმისეულად ვისაუბრეთ სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებებზე. მათი რეკომენდაციები საბოლოო სახით რამდენიმე თვეში გვექნება და აისახება ჩვენს განახლებულ "სტრატეგიაში". ამასთან, ჩვენი შეხვედრის მეორე ნახევარი დაეთმო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული "სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" შესახებ საუბარს. ეს ცენტრი შექმნილია იმ მემორანდუმების ბაზაზე, რომლებიც სააგენტომ გასულ წელს 12 უმაღლეს სასწავლებელთან გააფორმა. ბერკლის ცენტრი და მთლიანად ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი წარმოადგენს მნიშვნელოვან აკადემიურ რესურს, რომელიც ხელშესახებ დახმარებას გაუწევს ამ ცენტრს და მასში გაერთიანებულ აკადემიურ პერსონალს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქართულ აკადემიურ პერსონალს ამერიკელ კოლეგებთან უშუალო ურთიერთობების საშუალებას მისცემს. ეს ასპარეზი ერთის მხრივ, სააგენტოსთვის და მეორეს მხრივ, უნივერსიტეტის პროფესორებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის ერთობლივი პროექტებისგანხორციელების შესაძლებლობაა. არაა გამორიცხული, რამდენიმე სტუდენტი ბერკლის ცენტრში სასწავლებლადაც გაიგზავნოს.ჩვენ, ასევე, წარვუდგინეთ სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნების ორი ტომი, რომლებშიც თავმოყრილია რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები და სხვადასხვა საერთაშორისო აქტები, მათაც მოგვცეს სამეცნიერო პუბლიკაციები და ამ მხრივაც მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა. ქალბატონ მელოდი ფოქს აჰმედის მხრიდან, გამოითქვა ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების სურვილი და დაიგეგმა მისი საქართველოში ჩამოსვლაც. სექტემბერში იგეგმება საერთაშორისო ღონისძიების ჩატარება, როგორც ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით, ასევე ზოგადად, რელიგიის თავისუფლების კუთხით - სამეცნიერო კვლევითი მიმართულებებით და გამოითქვა ინიციატივა, რომ ქართულმა მხარემაც მიიღოს ამ ღონისძიებაში მონაწილეობა.- თქვენ ასევე შეხვედრა გამართეთ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტში, რას საკითხებს შეეხებოდა ეს შეხვედრა? - იუსტიციის დეპარტამენტში შევხვდით სამოქალაქო უფლებების განყოფილების სპეციალურ მრჩეველს რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის საკითხებში - ერიკ ტრინს. ბატონმა ტრინმა ისაუბრა აშშ-ში რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის დაძლევის ინსტიტუციური პოლიტიკისა და სამართლებრივი ინსტრუმენტების, ასევე, დისკრიმინაციის მსხვერპლთა ადვოკატირების პრაქტიკის შესახებ. იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს გავაცანით საქართველოში მოქმედი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და სააგენტოს საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებები.ფაქტობრივად, შევთანხმდით ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაზე. ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ, ჩამოვიდნენ საქართველოში და ჩაატარონ ტრენინგები, მოხდეს საქართველოს რელიგიური გარემოს ანალიზი და გამოწვევების დაძლევის გზების შემოთავაზება. ჩვენ მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური ქვეყანა ვართ. რაც ყველაზე საინტერესოა, ჩვენთან რელიგიურ ნიადაგზე ომი და დაძაბულობა არ მომხდარა, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან. ამ ფაქტორის დაფიქსირება აშშ-სთვის ძალიან ნიშანდობლივი მომენტია. გვითხრეს, რომ მათ უნდათ ჩვენი გამოცდილების უკეთგაცნობა. როდესაც ჩვენ ვუთხარით, რომ შიიტები და სუნიტები ერთ საკულტო ნაგებობაში ლოცულობენ, ეს მათთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ გამოთქვეს სურვილი, უფრო ღრმად შეესწავლათ ჩვენს ქვეყანაში რელიგიური ჯგუფების ურთიერთობები. შეხვედრა გავმართეთ, ასევე, აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების ოფიცერთან ისან ზაფართან. უსაფრთხოების მიმართულებით, ეს ერთ-ერთი ძლიერი სტრუქტურაა. მათი ძირითადი საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში რელიგიური შეუწყნარებლობა და დისკრიმინაცია დაიძლიოს და ზოგადად მოხდეს რელიგიური ჯგუფების მაქსიმალური ინტეგრაცია. ამას ახორციელებენ სხვადასხვა პროგრამებით. გამოიყოფა გარკვეული რაოდენობის სახელმწიფო გრანტები, რომლის ფარგლებშიც ესა თუ ის რელიგიური მიმდინარეობა თუ ჯგუფი ცდილობს მაქსიმალურად ჩაერთოს სოციალურ და საქველმოქმედო აქტივობებში, რაც უწყობს კიდეც ხელს მათ ინტეგრაციას.მათ გაგვაცნეს საკუთარი პროექტები, რომელთაგან ყურადღება გამახვილდა საჯარო მოხელის ტოლერანტული ცნობიერების ამაღლებაზე. სხვათა შორის, როდესაც ისინი პირს სახელმწიფო სამსახურში იღებენ, აუცილებელი პირობაა ტრენინგების და კვალიფიკაციური კურსების გავლა, სწორედ ამის შემდეგ ხდება გარკვეული კონტიგენტის მიღება სამსახურებში. ამ პროგრამის ფარგლებში ხდება მათთვის რელიგიის ნიშნით ანტიდისკრიმინაციული და ტოლერანტული მიმართულებით ტრენინგების ჩატარება. ეს მოდელი უკვე აპრობირებულია. საჯარო მოხელეების ამგვარ გადამზადებას და რელიგიური თემების ინტეგრაციას მინიმალურ დონეზე დაყავს ის რისკები, რაც შეიძლება რელიგიის სფეროში არსებობდეს. ეს ძალიან საინტერესო მოდელია. ამ მხრივ მათთვის საინტერესო იყო ჩვენი პროექტის გაცნობაც, რომელიც უკვე მოქმედი საჯარო მოხელეების გადამზადებას გულისხმობს ტოლერანტობისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის მიმართულებით. აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად მსგავსი მიდგომები გვაქვს ამ მხრივ და ამ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ისან ზაფარმაც გამოთქვა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი.- როგორც ცნობილია, თქვენ ასევე შეხვდით ამერიკელ კოლეგას, რომელიც აშშ-ში რელიგიის საკითხებზე მუშაობს, რა საკითხები განიხილეთ ამ შეხვედრაზე? - ჩვენ ამერიკაში კიდევ ორი შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ წარმომადგენელთან რელიგიისა და გლობალურ საკითხებში შონ ქეისთან და რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩ დევიდ საპერშტეინთან. სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი ახალი სტრუქტურაა და ის პირადად სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის გადაწყვეტილებით, დაახლოებით, 2 წელია, რაც შეიქმნა. ეს უწყება ძირითადად მუშაობს რელიგიის საერთაშორისო მდგომარეობისა და ქვეყნის შიდა მდგომარეობის კონტექსტურ ანალიზზე ორი მიმართულებით, ერთი ეს არის ზოგადად, საერთაშორისო რელიგიის მიმართულებით ინფორმაციის მოძიება და ანალიზი და მეორე_ კონტრტერორიზმის კუთხით საფრთხეების ანალიზი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სპეციალურ წარმომადგენელს პირდაპირი კონტაქტი აქვს სახელმწიფო მდივანთან, აწვდის ინფორმაციას, როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე, ასევე, მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე პროცესებზე.მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოითქვა მისი მხრიდან. ამერიკაში არის ასეთი პრაქტიკა - სხვადასხვა ქვეყანასთან რელიგიის თავისუფლების კუთხით ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ. ძალიან კარგია ის, რომ აქედან გარკვეული ჯგუფი აშშ-ში გაემგზავრება და გადამზადდება, იქიდან კი საქართველოში ამ დარგის სპეციალისტე
იხილეთ მსგავსი სიახლეები :