Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ზაზა ფირალიშვილი - ჩვენი შინნაზარდი პუტინისტები თავის პატრონებს არაადეკვატურ წარმოდგენებს უქმნიან თავისი გავლენისა და პერსპექტივის შესახებ

ზაზა ფირალიშვილი - ჩვენი შინნაზარდი პუტინისტები თავის პატრონებს არაადეკვატურ წარმოდგენებს უქმნიან თავისი გავლენისა და პერსპექტივის შესახებ

2016-03-07 10:01:00

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი" ფილოსოფოსს, ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა. - ბატონო ზაზა, მოგეხსენებათ, 2016 წელი საარჩევნო წელია და ამ თვალსაზრისით, თქვენი დაკვირვებით, რა ხდება საშინაო პოლიტიკაში საინტერესო და მნიშვნელოვანი და რას მიიჩნევდით ნაკლებად საინტერესოდ და შესაბამისად სრულიად უმნიშვნელოდ? - ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორც ვფიქრობ, ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევაა. ეს არ გახლავთ, უბრალოდ, ერთი პირის მეორე პირით ჩანაცვლება. მის მოსვლასთან ერთად იწყება საუბარი დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, აგრეთვე იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაზეც მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ქვეყნის განვითარება. ყველაფერ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის საერთო განწყობისათვის. წინა პრემიერის თანამდებობაზე ყოფნის ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის განელებული იყო იმედი, რომ "ოცნება" რამე თვალსაჩინოსა და მნიშვნელოვანს გააკეთებდა და არ იყო საფუძველს მოკლებული ეჭვი, რომ მისი ლიდერები ძირითადად "ნაცმოძრაობასთან" თუ ყოფილ მოკავშირეებთან დაპირისპირების რეჟიმში აპირებდნენ არჩევნებზე წარდგომას. ვფიქრობ, ახალი პრემიერი უფრო ორგანულად მოერგო თავის როლს, ვიდრე წინამორბედი. უკანასკნელი განცხადებების მიხედვით იგი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის იდეის ირგვლივ საერთო საზოგადოებრივი კონსესუსის მიღწევას ცდილობს. ცხადია, არსებობს საშიშროება, რომ გარკვეული ძალები შეეცდებიან იგი წინასაარჩევნოდ ხელისუფლების ფასადად აქციონ და არა მხოლოდ საშინაო პოლიტიკურ სივრცეზე, ამ ფასადის მიღმა კი იქნება კულუარული მმართველობა და ბუნდოვანი საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსი. კოალიციაშიც კვლავ იაქტიურებენ ის ძალები და პერსონები, ვისთვისაც დასავლური ორიენტაცია მხოლოდ ფასადია და მზად არიან, ფარულად თუ ზოგჯერ აშკარადაც ამ კურსის მოწინააღმდეგეებს დაუჭირონ მხარი. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მნიშვნელოვნად თავად ბატონ გიორგიზე იქნება დამოკიდებული. რამდენადაც ვიცი, იგი არ არის იოლად მართვადი პიროვნება, რომელიც მხოლოდ კულუარების გახმოვანებას ან მის დეკორირებას დასჯერდება. მისი პიროვნების მიმართ სერიოზული ეჭვი ჯერჯერობით თითქმის არავის გამოუთქვამს. მის მიერ დეკლარირებულ პრინციპებს შორის ერთი რამ მიმაჩნია ზედმიწევნით მნიშვნელოვნად. ესაა სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში კონსესუსისა და შეხების წერტილების შექმნის აუცილებლობა. აშკარაა, რომ იმ ხისტ დაპირისპირებას, რომელსაც განვლილი წლების განმავლობაში თვალს ვადევნებდით, ქვეყანა ჩიხში შეჰყავდა. ვიღაცას, შესაძლოა, მართლაც ჰქონდა იმედი, რომ "ნაციონალებთან" დაპირისპირების სტრატეგია მომავალ არჩევნებშიც "ოცნებას" პოლიტიკურ კაპიტალს შესძენდა. ამ სტრატეგიის ავტორებმა ვერ განსაზღვრეს, რომ წლების განმავლობაში თავად "ოცნებაც" შეიძენდა უარყოფით კაპიტალს და რომ ეს დაპირისპირება არა მხოლოდ მნიშვნელობას დაჰკარგავდა, არამედ ზოგ შემთხვევაში არაკონტექსტუალურიც აღმოჩნდებოდა. ხისტი დაპირისპირების დროს თითქოს საგანგებოდ იქმნება ვითარება, რომ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან განიდევნონ არა მხოლოდ ცალკეული ადამიანები, ან, რაც ბუნებრივია, სისხლის სამართლის დამნაშავეები, არამედ მთელი ჯგუფები. ქართველი პუტინისტები ცდილობენ პოლიტიკიდან განდევნონ არა მხოლოდ "ნაციონალები", რაც კიდევ გასაგები იქნებოდა ამ უკანასკნელთა ლიდერების მიზეზით, არამედ ევრო-ამერიკულ ორიენტაციასთან ასოცირებული ნებისმიერი პოლიტიკური ძალა: "რესპუბლიკელები", "თავისუფალი დემოკრატები" და ა.შ. ექსტრემისტი ლიბერალები უპირისპირდებიან არა მხოლოდ ფუნდამენტალიზმს, არამედ რწმენას, როგორც ასეთს. თავის მხრივ, ფუნდამენტალისტები უპირისპირდებიან არა მხოლოდ პოლიტკორექტულობად გაგებულ ლიბერალიზმს, არამედ ლიბერალიზმს, როგორც მსოფლმხედველობას და ასე შემდეგ. ამგვარი ხისტი დაპირისპირება ანგრევს სახელმწიფოს უმთავრეს ფუნდამენტს - საერთო სასიცოცხლო სივრცის განცდას, ეროვნული კონსესუსის შესაძლებლობას და ყველაფრის ხელახლა დაწყების რევოლუციურ ხიბლში გვაქცევს. როგორი დიდებული პროექტებიც არ უნდა შევქმნათ და განვახორციელოთ, ადამიანებს მაინც ჩიხის განცდა ექნებათ. ასეთია "ცივი სამოქალაქო ომის" ლოგიკა, რადგან, როდესაც ამგვარ ვითარებას ქმნი, ერთი მხარე უნდა დამარცხდეს. სხვაგვარად მუდმივი ზღვრული დაძაბულობა გვექნება. ასეთ დროს რომელიმე მხარემ მაინც უნდა შექმნას გონივრული, ზნეობრივი და სამართლის შესაბამისი კონსენსუსის პრეცედენტი. ამის გარეშე მუდმივი არაფრისმომცემი და დამღუპველი აჟიოტაჟის მდგომარეობაში ვიქნებით. არავინ არ წავა ამ ქვეყნიდან. დაპირისპირებული მხარეები კვლავაც იარსებებენ, ისევე, როგორც არსებობენ სხვა ქვეყნებში, სადაც ახერხებენ და ეს დაპირისპირება ცივი სამოქალაქო ომის რეჟიმში არ გადაჰყავთ. სახელმწიფო მრავალხმიანობაა და არა ერთადერთი და განუმეორებელი სოლისტის მიერ შესრულებული არია. ამ მრავალხმიანობაში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, ვისაც დანაშაული არ მიუძღვის, ან ვინც დაუფარავად არ მტრობს თავის ქვეყანას - პირველ რიგში ვგულისხმობ იმათ, ვისაც თუნდაც მხოლოდ 2008 წლის ომის შემდეგ ნოსტალგიითა და სითბოთი შეუძლია რუსულ სახელმწიფოზე ილაპარაკოს, ან ვინც თავისი ქცევით - როგორი ლიბერალური რიტორიკის მატარებელიც არ უნდა იყოს იგი - ნებით თუ უნებლიედ, ყველაზე მძიმე ფუნდამენტალისტურ და ეთნოფეტიშისტურ ძალებს აღვიძებს. ყველანი კვლავ აქ ვიქნებით, სამაგიეროდ, სულ უკან და უკან წავა სახელმწიფოს საქმე. როდესაც 90-იანი წლების დასაწყისში ეროვნულ უმცირესობებს თავის ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებისაკენ მოუწოდებდნენ, უკვე მაშინ იყო ცხადი, რომ თუ ვინმე წავიდოდა, მხოლოდ მიწებთან ერთად. იგივე შემიძლია ვთქვა ამ შემთხვევაშიც. არავინ წავა, სახელმწიფოებრივი სხეული კი მუდამ დაბზარული და მთლიანობის პრინციპებს იქნება მოკლებული. ამიტომაც, ძალიან კარგია, როდესაც პოლიტიკური ოპონენტები - გიორგი კვირიკაშვილი და ირაკლი ალასანია, "ნაციონალებთან" დიალოგის შესაძლებლობას უშვებენ. ცხადია, იგულისხმება "ნაციონალების" ის ნაწილი, რომელსაც დანაშაული არ მიუძღვის და რომელიც არ ებუტება დღევანდელ პოლიტიკურ რეალობას. მთავარი გაბედვა იყო და ამ ორმა გაბედა. სასიხარულო იქნება, თუ სხვებიც გაბედავენ. თუმცა, ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეებთან გავაბათ დიალოგი. თუ ოდესმე "ნაცმოძრაობას" საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, ეს იმიტომ, რომ "ნაცმოძრაობა" ქვეყნის ევროპულ მოდერნიზაციასთან ასოცირდებოდა. ბევრი ადამიანი მოდერნიზაციის ამ იდეის ერთგულებით უჭერდა მას მხარს. ეს ჩვენც უნდა გავიგოთ - მათმა ოპონენტებმა და უნდა შევძლოთ, რომ მთელს ქართულ საზოგადოებას შევთავაზოთ მოდერნიზაცია, თუ შეიძლება ითქვას, ადამიანური სახით, - საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქირურგიული ჩარევისა და თავქარიანი, ვოლუნტარისტული გადაწყვეტილებების გარეშე. "ნაციონალების" ბევრმა წარმომადგენელმა, ალბათ, უნდა აღიაროს, რომ მოდერნიზაცია ერთი ჯგუფის ძალაუფლებით ტკბობად, პოლიტიკური ოპონენტების (და არა მხოლოდ) წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობად, თავნებობად, ლიდერის ბონაპარტისტულ ქცევად, ჰედონიზმად, მოკლედ, იქცა ყველაფერ იმად, რამაც მოდერნიზაციის იდეის დისკრედიტირება გამოიწვია. მათი მიმართულებით უკვე გადაიდგა ნაბიჯი. ახლა მათ პასუხზეა დამოკიდებული, შეიქმნება თუ არა დიალოგის ის სივრცე, რომლის გარეშეც კონსესუსი და შესაბამისად სახელმწიფო წარმოუდგენელია. - "ქართულ ოცნებაში" "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის საჯარო სივრცეში დაპირისპირება ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად რჩება. პრემიერთან "რესპუბლიკელების" შეხვედრის შემდეგ პარლამეტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ვითარებაში სიცხადე აშკარად არ შეუტანია. თქვენი აზრით, რა ხდება "ქართულ ოცნებაში" და "ნაცმოძრაობაში"? - ერთის მხრივ, კვირიკაშვილი ლაპარაკობს ოპონენტებთან დაძაბულობის განელებასა და პარტიის განახლებაზე. ჩნდება იმედი, რომ "ოცნება" აღარ იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომლის ზოგი წევრის ოდიოზურმა განცხადებებმა, საპრემიო სიხარბემ, საქმისადმი პასიურმა და უგერგილო დამოკიდებულებამ, დაუფარავმა პუტინისტურმა სიმპატიებმა, თუ, უბრალოდ, არაკვალიფიციურობამ 2015 წლის მეორე ნახევრის განმავლობაში თავად "ოცნების" მომხრეთა შორის მნიშვნელოვანი შფოთი დათესა. ამასთანავე დაიწყო მასირებული შეტევა "რესპუბლიკელებზე". დრო გვიჩვენებს, თუ რა პოლიტიკურ სიუჟეტად დალაგდება ყველაფერი ეს. "რესპუბლიკელებს" თავისი ძალზე მნიშვნელოვანი ნიშა აქვთ კოალიციაში. ესაა დასავლეთთან ურთიერთობა. პრემიერის განცხადებებმა დასავლური კურსის ერთგულების შესახებ, "რესპუბლიკელები" თითქოს მის ბუნებრივ მოკავშირეებად აქცია. ამასთანავე, პრემიერთან შემდგარი შეხვედრის შემდეგ გამოდის ხმები ერთმანეთთან შეხების წერტილების დაკარგვისა და "რესპუბლიკელების" მდგომარეობის შერყევის შესახებ. მე არ ვიცი, რამდენად დამოუკიდებელია პრემიერი თავის მოქმედებაში და ხომ არ აღმოჩნდება იგი იმ ძალების უნებური ინსტრუმენტის როლში, რომლებიც 2012 წლის შემდეგ ცდილობენ, რომ "ნაციონალების" მარცხი დასავლეთის იდეის მარცხად აქციონ. როგორც ჩანს, საკმაოდ მნიშვნელოვანია მათი როლი კოალიციიდან "თავისუფალი დემოკრატების" გასვლის საქმეშიც. ადრეც მითქვამს, რომ "რესპუბლიკელთა" ელიტიზმი და მისი ზოგი ლიდერის საზოგადოების დიდი ნაწილისათვის მიუღებელი გამონათქვამები, ამ პოლიტიკურ ძალას საგრძნობლად აუცხოვებდა დანარჩენი ქართული საზოგადოებისაგან. ამიტომაც არის, რომ მისი პოლიტიკური როლი და გავლენა თითქმის არ აისახება მისივე რეიტინგში. მაგრამ ისიც ცხადია, რომ მოცემულ პოლიტიკურ კონტექსტში ისინი მნიშვნელოვან და საჭირო როლს თამაშობენ. პირადად მე, ვერ წარმომიდგენია თანამედროვე ქართული პოლიტიკური სპექტრი დავით უსუფაშვილის გარეშე. შეძლებს კი ახალი პრემიერი მათ ფუნქციონალურ ჩანაცვლებას? შეძლებს კი იგი თავის გარშემო იმგვარი პერსონალიების მობილიზებას, რომლებიც იმავე როლში მოევლინებიან ქართულ საზოგადოებასაც და საერთაშორისო პოლიტიკურ წრეებსაც. თუ ვერ შეძლებს, "ქართული ოცნება" აშკარად პუტინისტური ან იდეოლოგიურად ამორფული ადამიანების ხელში აღმოჩნდება და "რესპუბლიკელებთან" დაპირისპირებაც მოსკოვის დაკვეთის ელფერს მიიღებს. კოალიციასთან დაკავშირებულია ბევრი ადამიანი, ვისაც მხოლოდ ზღვრული დაძაბულობის რეჟიმში ენიჭებათ რაიმე მნიშვნელობა. დაძაბულობის განელება და ახალი პარადიგმების შემოტანა მათთვის პოლიტიკური სიკვდილის, საკუთარი პოლიტიკური მნიშვნელობის სრული დაკარგვის ტოლფასია. მეორე მხრივ, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების მშვიდ და რაციონალურ რეჟიმში გადასვლა დაუშვებელია დღევანდელი რუსული პოლიტიკისათვის. ამ უკანასკნელს 1991 - 1995 წლის ქართველები უყვარს: თავქარიანები, ეგზალტირებულები, სიტყვებისა და იდეების ტყვეობაში მოქცეულები, ერთმანეთის მიმართ დაუნდობლები და ა.შ. ამიტომაც ველოდეთ, რომ ჩრდილოეთი ჩვენში კვლავაც აამოქმედებს იმ პატარა, მაგრამ განუზომელი პატივმოყვარეობის ადამიანებს, ვისთვისაც, როგორც ვთქვი, რაციონალური პოლიტიკური ცხოვრება პოლიტიკური სიკვდილია. ის, რომ ახალი პრემიერი და მისი ზოგი პოლიტიკური ოპონენტი მაინც პოლიტიკურ რაციონალიზმს ნერგავენ, ბევრს დააფრთხობს.- ალბათ შეამჩნევდით, რომ გახშირდა საინფორმაციო სივრცეში იმაზე საუბარი რომ "ნაციონალების" საარჩევნო სიის პირველი ნომერი სანდრა რულოვსი, ანაც გიორგი პაპუაშვილი იქნებიან. აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ამ სიაში ასევე იქნება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. "ნაციონალების" ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის მტკიცებით, "ნაციონალების" საარჩევნო სიაში ახალი სახეები იქნებიან". თქვენი აზრით, რა ხდება "ნაცმოძრაობაში"? სავარაუდოდ, როგორი იქნება "ნაცმოძრაობის" საარჩევნო სია? - რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას." ბევრი რამ გამოჩნდება მაშინ, როდესაც სიის პირველ ათეულს ვნახავთ. ახლანდელი მითქმა-მოთქმითა და გამოჟონილი ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, იქ წამყვან როლს კვლავ მიხეილ სააკაშვილი ინარჩუნებს და იმ ადამიანების მობილიზებას ახდენს, ვინც ვერ გამოსულა მთელი დანარჩენი საზოგადოების წინააღმდეგ შეთქმულთა როლიდან და ვერ მიმხვდარა, თუ რა მოხდა 2012 წელს. ისინი კვლავ და კვლავ შეეცდებიან, რომ ერთხელაც გაიმეორონ 2003 წლის ნოემბრის სცენარი. ცხადია, მათაც იგივე ბედი ელის, როგორიც იმათ, ვინც 1989 წლის 9 აპრილის სცენარის განმეორებაც ცდილობდა მთელი განვლილი 25 წლის განმავლობაში. "ნაციონალთა" შორის არიან ისეთებიც, ვინც გრძნობს, რომ მოძრაობა ჩიხში იმყოფება. წეღან ვთქვი და გავიმეორებ - სააკაშვილმა მოდერნიზაცია გააიგივა ძალადობასთან. არსებობს ასეთი პოლიტიკური თეორიებიც, რომელთა მიხედვითაც მოდერნიზაცია ძალადობის რაღაც ხარისხის გარეშე შეუძლებელია. თუნდაც ეს მართალი იყოს, ჩვენ კარგად ვხედავდით, რომ 2003-2006 წლებში ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი გაგებით ხვდებოდა ამ "გარდუვალ" ძალადობას. მაგრამ, საქმე ისაა, რომ ძალადობამ ზვავისებრი ინერცია იცის. ის, რაც 2007 ან 2011 წლებში მოხდა, ის, რაც ხდებოდა ციხეებში ან ბიზნესთან ურთიერთობაში, უკვე დიდწილად იყო ძალადობა ძალადობისათვის და არა რაიმე რაციონალური პოლიტიკური მიზანდასახულების მქონე რამ.- თქვენი კოლეგა ექსპერტები ხშირად გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკმაოდ დაბალი იქნება ამომრჩეველთა აქტიურობა. თუმცა, შესაძლოა, ვითარება შეიცვალოს, როცა არჩევნების მთავარი ინტრიგა გამოიკვეთება. მაგრამ, თუ პოლიტიკური პროცესების დინამიკასა და პოლიტიკური სუბიექტების მოქმედებას დავაკვირდებით, ვინაიდან ჩვენს ირგვლივ არასახარბიელო ტურბულენტური გარემოა, შესაძლოა 2016 წლის არჩევნების შედეგებზე მეტად მნიშვნელოვანი ის აღმოჩდეს, თუ რამდენად მშვიდად ჩატარდება იგი. თქვენი დაკვირვებით, ხელისუფლებასა და ძირითად პოლიტიკურ აქტორებს გაცნობიერებული აქვთ, რომ თუ არჩევნების გამო საქართველომ წონასწორობა დაკარგა, ეს ქვეყნისთვის კატასტროფული შეიძლება აღმოჩნდეს? - ბოლოდან დავიწყებ. რა გითხრათ?! დიდ ნაწილს ეს გაცნობიერებული აქვს. ბევრს კი საქმე მიზანდასახულად მიჰყავს აქეთ. პრორუსული ძალებისა და წეღან ნახსენები პატარა ადამიანებისათვის ეს დაძაბულობა საარსებოდ აუცილებელი რამ არის. ისინი ნავის დარწევის სტრატეგიას ადგნენ და ადგანან და ეს უკვე 25 წელია გრძელდება. 25 წლის წინანდელი ექსტრემისტული განწყობების ინერცია ძალზე ძლიერი აღმოჩნდა. ამას ხელს უწყობდა ისიც, რომ ქართულ საზოგადოებაში თავიდანვე თითქმის არავინ იცოდა, თუ რას ნიშნავდა სახელმწიფოებრივი ცხოვრება და ერთგვარი "სპირიტუალისტური სეანსით" ისევ "საბჭოთა სულების" გამოძახება მოხდა. ცხადია, არც ამ უკანასკნელებმა არ იცოდნენ, რას ნიშნავს ახალი სახელმწიფოებრიობის შექმნა, მაგრამ ელემენტარული, თუმცა კი კორუფციით გაჯერებული სახელმწიფოებრივი კავშირების შექმნა შეეძლოთ. ამას ის სიკეთეც ჰქონდა, რომ სიტუაციაში გასარკვევად დრო გვეძლეოდა. ეს დიდი თემაა და აღარ შევეხები. მოკლედ, ინერცია დღესაც ძლიერია. გარკვეული ძალები სიტუაციის ესკალაციას ცდილობენ, რათა 2016 წლის არჩევნებმა აჟიოტაჟის ვითარებაში ჩაიაროს. ამას თავისი კეთილი მხარეც აქვს - მათი ასეთი აქტიურობა აიძულებს ქართულ პოლიტიკურ რაციონალიზმს, იმ ძალებს, როლებსაც ესმის, თუ რა საფრთხე გველის ჩრდილოეთიდან, დაძლიოს პიროვნული დაპირისპირებები და ერთიანი პლატფორმა შეიმუშავოს - თუნდაც ეს ფორმალურად არც იყოს გაფორმებული. ამდენად. ამ ეტაპზე, სიმშვიდის დიდი იმედი არა მაქვს. ჩემთვის მაინც მთავარი არჩევნების ნორმალურად ჩატარება და მისი შედეგებია. - თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ მის მიერ გოგი თოფაძეზე გაკეთებულ განცხადებაზე ბევრად მნიშვნელოვანი გახლდათ მისთვის ეუთო-ში რუსეთის ელჩის მიერ ნათქვამი - "ეუთო-ში რუსეთის ელჩმა მითხრა, რომ არარეალისტური გეგმები მაქვს და დამპირდა, რომ არჩევნების შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვლება." ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ მინისტრ ხიდაშელის "არარეალისტურ გეგმებში" საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება იგულისხმება. თქვენი აზრით, რა აძლევს ეუთო-ში რუსეთის ელჩს იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოში "არჩევნების შემდეგ ყველაფერი შეიცვლება", ანუ, ქვეყნის საგარეო კურსში სერიოზული კორექტივები მოხდება? - ცხადია, ეუთო-ში რუსეთის ელჩის მიერ ნათქვამი, უმალ პოლიტიკური იმედების სფეროა, ვიდრე პროგნოზისა. თუ რუსები შეძლებენ საქართველოში თავისი ძალების მობილიზებას და მათ უზრუნველყოფას ასე თუ ისე მისაღები ლიდერით, მართლაც შეიძლება ასეთი რამ მოხდეს. ამ ეტაპზე მათ ასეთი ლიდერი არ ჰყავთ. ის, ვინც ლიდერობაზე აცხადებს პრეტენზიას, ძნელია წარმოსადგენია, ამომრჩეველთა უმრავლესობისათვის მისაღები იყოს. ამ ძალას გარკვეული მხარდაჭერა ექნება, მაგრამ არა ისეთი, რომ ამან ჩვენი გეოპოლიტიკური კურსის ცვლილება გამოიწვიოს. ერთადერთი, რაც სერიოზულ საფრთხეს ქმნის, რუსეთის თავნებობაა, რომელსაც დასავლეთი დღეს მხოლოდ ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილ სტრატეგიას უპირისპირებს. თავისთავად ეს სტრატეგია სრულიად გამართლებულია, თუმცა კი სანამ ის თავის ნაყოფს მოგვცემს. რუსეთს კი რჩება დრო საიმისოდ, რომ რამდენიმე ჭირვეული სვლა გააკეთოს. ამან, მართლაც შეიძლება შეცვალოს არჩევნების შედეგები. თუ ელჩი ამას გულისხმობდა... უფრო კი მგონია, რომ ჩვენი შინნაზარდი პუტინისტები უქმნიან თავის პატრონებს არაადეკვატურ წარმოდგენებს თავისი გავლენისა და პერსპექტივის შესახებ. ერთხელ ერთ მოსკოველ ჟურნალისტს ვაძლევდი ინტერვიუს და აღმოვაჩინე, თუ რა არაადეკვატური წარმოდგენა ჰქონდა მას ჩვენში პრორუსული განწყობების მასშტაბებზე. ვიცით, რომ ამ განწყობის მატარებელთა ოდენობა გაიზარდა, მაგრამ მან ისეთი რიცხვები დამისახელა, არავითარ კრიტიკას რომ არ ექვემდებარება. - რუსეთში მიმდინარე პროცესები ბევრი რამით იქცევს ყურადღებას. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც რუსეთში მას შემდეგ ხდება, რაც დასავლეთმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა და რუსეთი სირიაში ასადის რეჟიმის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს? - რუსეთში იმპერიული ვნებები გაღვივდა და გონება დუმს. დერჟავის იდეა უბრალო ადამიანების ტვინებს ეუფლება. ის, ვინც თავისი არსებობის მნიშვნელობას ვერ გრძნობდა, დღეს დერჟავის მსახური და იმპერიის ჯარისკაცია. ვფიქრობ, რუსეთი გაწირავდა ასადს მისი სრულფასოვანი ჩანაცვლება რომ შეეძლოს. ასადს რუსული მხარდაჭერის პირობებშიც გაუჭირდება ხელისუფლების შენარჩუნება. მისი მთელი ფუნქცია დღეს დაძაბულობის შენარჩუნებაა, რათა როგორმე ეს ნავთობის ფასს დაეტყოს. ვფიქრობ, ნავთობის ექსპორტიორი, ძირითადად, სუნიტური სამყაროს პოზიციისა და ფიქლური ნავთობის ტექნოლოგიების შემუშავების შემდეგ, განუხორციელებელი იმედია. შიიტური ირანის გამოჩენა ნავთობის ბაზარზე ფასების დაცემას თუ შეუწყობს ხელს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი ვითარება. სირიის ამბებში სამხედრო ჩარევით რუსეთი შიდაისლამურ რელიგიური ომში აღმოჩნდა ჩართული, თანაც - ცალსახად შიიტური ისლამის მხარეს. ამის შესახებ რუსები საუდის არაბეთის ხელისუფლებამაც გააფრთხილა. არადა, თავად რუსეთში სუნიტი მუსლიმების ოდენობა 3.5-ჯერ აღემატება შიიტებისას. ამდენად, ნავთობის გაძვირების გზების ძიება რუსეთს საკმაოდ რთული შედეგებით შეიძლება მიუბრუნდეს. იმის გახსენებაც საკმარისია, რომ ჩეჩნები სუნიტები არიან და თავისი რესპუბლიკის ოფიციალურ რელიგიათაც აქვთ გამოცხადებულები. თუ პროცესები გაგრძელდა, ეს ფაქტორი აუცილებლად იჩენს თავს.- აშშ და ნატო-ში მისი მოკავშირეები რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევისთვის ზომებს იღებენ. ამის შესახებ ევროპაში ალიანსის ძალების მეთაურმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა. რუსულ მედიასივრცეზე დაკვირვება იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ კრემლი საზოგადოებას მოვლენათა ყველაზე ცუდი სცენარით განვითარებისთვისაც კი ამზადებს. არაპროგნოზირებადი რუსეთი რა ნაბიჯებს გადადგამს, ამის თქმა შეუძლებელია, მაგრამ მაინც - რამდენად დიდია ნატო-ს რუსეთთან კონფლიქტის ალბათობა? და კიდევ, თუ ამგვარი რამ მაინც მოხდა, ვითარებაში, როცა ნატო საქართველოს უსაფრთხოებაზე პასუხიმგებლობას მრავალი მიზეზის გამო ვერ თუ არ იღებს, თქვენი აზრით, საქართველოსთვის მოქმედების ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი როგორი შეიძლება იყოს? - არა მგონია, თავად პუტინს არ ესმოდეს, რომ სამხედრო დაპირისპირება რუსეთისათვის გამანადგურებელი იქნება, საწყის ეტაპზე როგორ წარმატებასაც არ უნდა მიაღწიოს. მისთვის იდეალურია დაძაბულობის შენარჩუნება, რითაც ეკონომიკის დაცემასა და უკრაინაში წამოწყებული საქმის ბოლომდე მიუყვანლობას გადაფარავს. ამგვარი დაძაბულობა, მით უმეტეს, რუსეთში, მმართველის ირგვლივ საზოგადოების მობილიზებას ახდენს. არ მინდა, ცუდი წინასწარმეტყველი ვიყო, მაგრამ მოვლენათა მდინარება მაინც იძლევა ყველაზე ცუდი პროგნოზის შესაძლებლობას. 2008 წლის აგვისტოს ომი და უკრაინის მოვლენები რუსეთის მუხლებიდან წამოდგომის რიტორიკის შედეგი იყო. რიტორიკა ვერ დარჩებოდა მხოლოდ რიტორიკად. არ მინდა წარმოვიდგინო, რომ ომისათვის მზადების რიტორიკასაც ექნება შედეგები. მოგეხსენებათ, პოლიტიკოსები იოლად ექცევიან საკუთარი რიტორიკის მძევალთა მდგომარეობაში. თუ პუტინი დაძაბულობის კულტივირებით ცდილობს დრო გაჭიმოს იმ სანეტარო მომენტამდე, როდესაც ნავთობის ფასი კვლავ გაიზრდება, რუსული არმიისათვის მარშლიდან დაწყებული და რიგითი ლოთი პროპორშჩიკით დამთავრებული ეს არის შანსი იმისა, რომ საკუთარი საჭიროება დაადასტუროს. ომის წინ იოლად ხდება მომავალი პროცესების ერთგვარი რომანტიზაცია. იღვიძებს და საზოგადოებაში ცირკულირებას იწყებს სრულიად ბოდვითი გეოპოლიტიკური პროექტები, განცდა იმისა, რომ სულ მცირე ძალისხმევა და მთელ სამყაროს თავისი სიმართლით დაეუფლებიან. ესაა სწორედ საშიში. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას - ჩვენი მშვიდი, მეთოდური და თანამიმდევრული სვლა დასავლეთისაკენ არ უნდა შევაფერხოთ ჩვენივე ცეცხლოვანი პროდასავლური და ანტირუსული რიტორიკით. ამ უკანასკნელით საქმეს ვერ გავაკეთებთ, მრავალ ურჩხულს კი ნამდვილად გავაღვიძებთ. მცირე ქვეყანას არა აქვს საქმის ფართო მონასმებით კეთების ფუფუნება. ჩვენი დასავლელი პარტნიორები დღეს სწორედ ამაზე მიგვითითებენ. კობა ბენდელიანი"ინტერპრესნიუსი"
stdClass Object ( [id] => 369405 [title] => ზაზა ფირალიშვილი - ჩვენი შინნაზარდი პუტინისტები თავის პატრონებს არაადეკვატურ წარმოდგენებს უქმნიან თავისი გავლენისა და პერსპექტივის შესახებ [alias] => zaza-firalishvili-chveni-shinnazardi-putinistebi-thavis-patronebs-araadekvatur-tsarmodgenebs-uqmnian-thavisi-gavlenisa-da-perspeqtivis-shesakheb [title_alias] => [introtext] => [fulltext] => საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი" ფილოსოფოსს, ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა. - ბატონო ზაზა, მოგეხსენებათ, 2016 წელი საარჩევნო წელია და ამ თვალსაზრისით, თქვენი დაკვირვებით, რა ხდება საშინაო პოლიტიკაში საინტერესო და მნიშვნელოვანი და რას მიიჩნევდით ნაკლებად საინტერესოდ და შესაბამისად სრულიად უმნიშვნელოდ? - ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორც ვფიქრობ, ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევაა. ეს არ გახლავთ, უბრალოდ, ერთი პირის მეორე პირით ჩანაცვლება. მის მოსვლასთან ერთად იწყება საუბარი დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, აგრეთვე იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაზეც მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ქვეყნის განვითარება. ყველაფერ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის საერთო განწყობისათვის. წინა პრემიერის თანამდებობაზე ყოფნის ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის განელებული იყო იმედი, რომ "ოცნება" რამე თვალსაჩინოსა და მნიშვნელოვანს გააკეთებდა და არ იყო საფუძველს მოკლებული ეჭვი, რომ მისი ლიდერები ძირითადად "ნაცმოძრაობასთან" თუ ყოფილ მოკავშირეებთან დაპირისპირების რეჟიმში აპირებდნენ არჩევნებზე წარდგომას. ვფიქრობ, ახალი პრემიერი უფრო ორგანულად მოერგო თავის როლს, ვიდრე წინამორბედი. უკანასკნელი განცხადებების მიხედვით იგი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის იდეის ირგვლივ საერთო საზოგადოებრივი კონსესუსის მიღწევას ცდილობს. ცხადია, არსებობს საშიშროება, რომ გარკვეული ძალები შეეცდებიან იგი წინასაარჩევნოდ ხელისუფლების ფასადად აქციონ და არა მხოლოდ საშინაო პოლიტიკურ სივრცეზე, ამ ფასადის მიღმა კი იქნება კულუარული მმართველობა და ბუნდოვანი საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსი. კოალიციაშიც კვლავ იაქტიურებენ ის ძალები და პერსონები, ვისთვისაც დასავლური ორიენტაცია მხოლოდ ფასადია და მზად არიან, ფარულად თუ ზოგჯერ აშკარადაც ამ კურსის მოწინააღმდეგეებს დაუჭირონ მხარი. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მნიშვნელოვნად თავად ბატონ გიორგიზე იქნება დამოკიდებული. რამდენადაც ვიცი, იგი არ არის იოლად მართვადი პიროვნება, რომელიც მხოლოდ კულუარების გახმოვანებას ან მის დეკორირებას დასჯერდება. მისი პიროვნების მიმართ სერიოზული ეჭვი ჯერჯერობით თითქმის არავის გამოუთქვამს. მის მიერ დეკლარირებულ პრინციპებს შორის ერთი რამ მიმაჩნია ზედმიწევნით მნიშვნელოვნად. ესაა სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში კონსესუსისა და შეხების წერტილების შექმნის აუცილებლობა. აშკარაა, რომ იმ ხისტ დაპირისპირებას, რომელსაც განვლილი წლების განმავლობაში თვალს ვადევნებდით, ქვეყანა ჩიხში შეჰყავდა. ვიღაცას, შესაძლოა, მართლაც ჰქონდა იმედი, რომ "ნაციონალებთან" დაპირისპირების სტრატეგია მომავალ არჩევნებშიც "ოცნებას" პოლიტიკურ კაპიტალს შესძენდა. ამ სტრატეგიის ავტორებმა ვერ განსაზღვრეს, რომ წლების განმავლობაში თავად "ოცნებაც" შეიძენდა უარყოფით კაპიტალს და რომ ეს დაპირისპირება არა მხოლოდ მნიშვნელობას დაჰკარგავდა, არამედ ზოგ შემთხვევაში არაკონტექსტუალურიც აღმოჩნდებოდა. ხისტი დაპირისპირების დროს თითქოს საგანგებოდ იქმნება ვითარება, რომ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან განიდევნონ არა მხოლოდ ცალკეული ადამიანები, ან, რაც ბუნებრივია, სისხლის სამართლის დამნაშავეები, არამედ მთელი ჯგუფები. ქართველი პუტინისტები ცდილობენ პოლიტიკიდან განდევნონ არა მხოლოდ "ნაციონალები", რაც კიდევ გასაგები იქნებოდა ამ უკანასკნელთა ლიდერების მიზეზით, არამედ ევრო-ამერიკულ ორიენტაციასთან ასოცირებული ნებისმიერი პოლიტიკური ძალა: "რესპუბლიკელები", "თავისუფალი დემოკრატები" და ა.შ. ექსტრემისტი ლიბერალები უპირისპირდებიან არა მხოლოდ ფუნდამენტალიზმს, არამედ რწმენას, როგორც ასეთს. თავის მხრივ, ფუნდამენტალისტები უპირისპირდებიან არა მხოლოდ პოლიტკორექტულობად გაგებულ ლიბერალიზმს, არამედ ლიბერალიზმს, როგორც მსოფლმხედველობას და ასე შემდეგ. ამგვარი ხისტი დაპირისპირება ანგრევს სახელმწიფოს უმთავრეს ფუნდამენტს - საერთო სასიცოცხლო სივრცის განცდას, ეროვნული კონსესუსის შესაძლებლობას და ყველაფრის ხელახლა დაწყების რევოლუციურ ხიბლში გვაქცევს. როგორი დიდებული პროექტებიც არ უნდა შევქმნათ და განვახორციელოთ, ადამიანებს მაინც ჩიხის განცდა ექნებათ. ასეთია "ცივი სამოქალაქო ომის" ლოგიკა, რადგან, როდესაც ამგვარ ვითარებას ქმნი, ერთი მხარ
იხილეთ მსგავსი სიახლეები :