Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ზამთრის პროდუქტები

ზამთრის პროდუქტები



წელიწადის ცივ პერიოდში, როდესაც ორგანიზმის ცხოველქმედება მზის სხივების უკმარისობისა და დაბალი ტემპერატურის გავლენით რამდენადმე ნელდება, აუცილებელია რაციონში გარკვეული ცვლილებების შეტანა, რათა ორგანიზმი სათანადოდ მოვამარაგოთ იმ ნივთიერებებით, რომლებიც ამაღლებს სისხლძარღვებისა და კუნთების ტონუსს და, რაც მთავარია, დიდ დახმარებას გვიწევს დაავადებებთან ბრძოლაში. რაციონში ზამთრის პროდუქტების ჩართვით იმუნურ სისტემას გავიძლიერებთ, იოლად მოვერევით სიცივესა და გრიპის ეპიდემიას, ნერვულ სტრესს, უძილობასა და ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიურ შედეგებს. კომბოსტოეს ერთ-ერთი ყველაზე იაფი საკვებია, რომელიც ზამთრის პირობებში აძლიერებს იმუნურ სისტემას. მდიდარია ცილით, გლუკოზით, ფრუქტოზით, პექტინური ნივთიერებებით და მცენარეული უჯრედისით. კომბოსტოს კიდევ ერთი ღირსებაა მრავალფეროვნება. მისი სხვადასხვა სახეობისგან უამრავი კერძი მზადდება. ამიტომ იოლად არ მოგბეზრდებათ. კომბოსტოს სახეობებს შორის სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით ბროკოლი ლიდერობს. რეიტინგში მის პოზიციას ბეტა-კაროტინისა და ასკორბინის მჟავას საკმაოდ მაღალი შემცველობა განსაზღვრავს.ქამა სოკოსაკმაოდ გავრცელებული და ხელმისაწვდომი ქამა სოკო მდიდარია შეუცვლელი ამინმჟავებით. ის ვიტამინების მთელ კომპლექსს შეიცავს, მათ შორის - B, D, ჩ, H-ს, თუმცა მისი გვირგვინია ბეტა-გლუკანი - ნახშირწყალი, რომელიც ააქტიურებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმში შეჭრის მოსურნე ბაქტერიებს, სოკოებს, ვირუსებს, პარაზიტებს, კანცეროგენებს ბარიერად ეღობება წინ. გარდა ამისა, ბეტა-გლუკანი დიდ სტიმულს აძლევს ძვლის ტვინს, აქტიურად გამოიმუშაოს ახალი იმუნური უჯრედები.ნიორისპეციფიკური არომატის წყალობით იგი სადილების შეუცვლელი კომპონენტია, ხოლო იმუნომასტიმულირებელი თვისება მას ზამთარში გაციებისა და გრიპოზული ინფექციების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად აქცევს. ნიორს სხვა ღირსებებიც აქვს: ათხელებს სისხლს, მოქმედებს როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ზრდის ორგანიზმის უნარს, წინააღმდეგობა გაუწიოს მავნე გარეგან ფაქტორებს. გარშემო მყოფები ნივრის სუნით რომ არ შეაწუხოთ, შეგიძლიათ, მის გასანეიტრალებლად ლიმონის პატარა ნაჭერი ან რამდენიმე ღერი ოხრახუში გაღეჭოთ.მწვანე ჩაიზამთრის რაციონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მწვანე ჩაი. მას ფასეულ თვისებებს სძენს ფლავონოიდები, რომლებსაც ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. მის შემადგენლობაში შემავალი ორგანული ნივთიერებებიდან აღსანიშნავია პოლიფენოლები, კატექინი. იგი ასევე შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ნატრიუმს, ფოსფორსა და მის ნაერთებს. ასეთი შემადგენლობის წყალობით მწვანე ჩაი ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა სისტემაზე ახდენს მატონიზებელ და მასტიმულირებელ ზემოქმედებას, აუმჯობესებს გულის მუშაობას და თავის ტვინის კვებას, აძლიერებს სისხლძარღვთა კედლებს, დადებითად მოქმედებს სისხლის შედედების უნარზე. მწვანე ჩაი საუკეთესო სამკურნალო თვისებების მქონე სასმელია, მაგრამ დღეში 3 ფინჯანზე მეტის დალევას მაინც არ გირჩევთ.ნუშიზოგიერთ უძველეს კულტურაში ნუში წარმატების, კეთილდღეობისა და სიყვარულის მომტანად მიაჩნდათ. მისი ნაყოფი მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, ვიტამინებით: რიბოფლავინით, ნიაცინით, პირიდოქსინით, კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმით, ფოსფორითა და რკინით. ამ ნივთიერებათა წყალობით ნუში მეტად სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და მთელი ორგანიზმისთვის. იგი ხელს უშლის სტრესის განვითარებას. მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ საკმაოდ მაღალკალორიული პროდუქტია და დღეში 30-50 გრამზე მეტის ჭამა რეკომენდებული არ არის.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :