Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ზაფრანა - სანელებელი, რომელიც ოქროზე ძვირია

ზაფრანა - სანელებელი, რომელიც ოქროზე ძვირია

2015-02-24 12:50:00

ზაფრანა (შაფრანი) მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სანლებელია. მისი 1 კილოგრამის ფასი საშუალოდ 3000$-იდან იწყება და ხარისხისა და წარმომავლობის შესაბამისად იცვლება. ყველაზე იაფფასიანად ირანული ზაფრანა ითვლება, რომლის 1 კილოგრამის ფასი დაახლოებით 1500$. უფრო მაღალ საფასო კატეგორიაში გადის ბერძნული და ინდური, ხოლო ყველაზე ძვირი იტალიური და ესპანური ზაფრანა ღირს. ისინი უფრო მძაფრი და დახვეწილი არომატით გამოირჩევიან. თავის დროზე ზაფრანა მეფეებისთვისაც კი საუკეთესო საჩუქრად მიიჩნეოდა. ესპანეთში ზაფრანა მავრებმა შეიტანეს და მას შემდეგ სწორედ აქაური სანელებელია ყველაზე ძვირადღირებული. კაცობრიობის ისტორიაში ცნობილია ზაფრანის ომიც, რომელიც ამ სანელებლით სავსე გემის ხელში ჩასაგდებად გაიმართა. ასევე შემორჩენილია წერილობითი მტკიცებულებები, თუ როგორ დაწვეს მე-15 საუკუნეში ინკვიზიციის ცეცხლზე არაკეთილსინდისიერი ვაჭარი, რომელიც გაყალბებულ ზაფრანას ყიდდა.რა განაპირობებს ამ სანელებლის ასეთ გიჟურ ფასს? - ალბათ იკითხავთ თქვენ. საქმე ისაა, რომ ზაფრანის მიღება-დამუშავება მთლიანად ხელით ხდება. ნამდვილი ზაფრანა წარმოადგენს კროკუსის ყვავილების წითელ ულვაშს. 1 კილოგრამი ზაფრანის მოსაგროვებლად თითქმის 200 000 ყვავილია საჭირო. ყვავილებს აუცილებლად გამთენიისას აგროვებენ, როგორც კი პირველად გაიშლება.უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სახეობის კროკუსის ყვავილი არ გამოდგება ზაფრანის მისაღებად. ამისთვის მხოლოდ ერთი სახეობაა ვარგისი, მკვეთრი, ულამაზესი იისფერი ყვავილებით. თითოეულ ყვავილს სულ 2-3 წითელი "ულვაში" აქვს - სწორედ ესაა ზაფრანა. ზაფრანას ხშირად აყალბებენ - განსაკუთრებით თუ დაფქული სახით იყიდება. ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ დაუფქველი შეიძინეთ. ის წვრილ ძაფს წააგავს და მუქი წითელი-მოყავისფრო შეფერილობა აქვს. აქვს დამახასიათებელი არომატი. თუ ზაფრანის ძაფები ადვილად იმსხვრევა და ფერიც მკვეთრი არ არის - ნიშნავს რომ ძველია.ზაფრანა უამრავი დადებითი თვისებით ხასიათდება. აქვეითებს არტერიულ წნევას, ამსუბუქებს სახსრების ტკივილს, არეგულირებს ლიპიდურ ცვლას, სასარგებლოა გულის იშემიური დაავადებების საწყის სტადიაზე, სტენოკარდიის, ათეროსკლეროზის, სტრესის დროს. რძესთან შეხამებისას ამაგრებს გულსა და ნერვულ სისტემას.თუმცა მის მიღებას ერიდებიან ორსულობის პერიოდში. აუცილებლად უნდა დაიცვათ დოზირება - 2-3 ღერი სრულიად საკმარისია 4 კაციანი კერძისთვის.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :