Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

2014-04-04 00:00:00

აქ ნახავთ პასუხებს კითხვებზე, რომელსაც ყველაზე ხშირად სვამენ ჩვენი გვერდის მკითხველები. რა არის გამაფხვიერებელი?გამაფხვიერებელი სახამებლის, ლიმონმჟავასა და სოდის ნარევია, რომელიც თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება. ცომში დამატებისას არ საჭიროებს გაზავებას ძმრით ან ლიმონის წვენით. სოდით ჩანაცვლებისას დოზა გაანახევრეთ. ინგლისურად ეწოდება baking powder.რა არის ნაღები?ნაღები (რძის ნაღები) თხევადი სახით იყიდება მუყაოს კოლოფებში. აქვს სხვადასხვა პროცენტულობა. კრემისათვის გამოდგება 32% და მეტი ცხიმიანობით. დაბალცხიმიანი ნაღები განკუთვნილია სოუსების მოსამზადებლად და კერძებისთვის. რა არის ბაზილიკი?ბაზილიკი რეჰანის ერთ-ერთი სახეობაა მრავალთაგან. აქვს ძლიერი, მაგრამ ნაზი არომატი და პრიალა ფოთლები. ხშირად აიგივებენ შაშკვლავთან, რაც არასწორია, რადგან თავად შაშკვლავიც რეჰანის ქვე-სახეობაა. ბაზილიკთან შედარებით უფრო მძაფრი არომატი აქვს და გარეგნულადაც განსხვავდება.შედარებისთვის: ბაზილიკიდა შაშკვლავი:რა არის ორეგანო?ორეგანოს ქართულად თავშავას უწოდებენ. ჩვენთან ძირითადად იმპორტირებული მშრალი სუნელის სახით იყიდება და სწორედ "ორეგანოს" სახელწოდებით უფრო გაგიიოლდებათ მისი პოვნა/შეძენა.რა არის ჯანჯაფილი?ჯანჯაფილი, იგივე კოჭა მცენარის ფესვია. აქვს ყვითელი გული და ციტრუსის მსგავსი არომატი. გამოიყენება კულინარიაშიც და სამკურნალოდაც. იყიდება როგორც ნედლი, ისე დაფქული სახითრა არის კრემ-ყველი?კრემ-ყველს ხშირად მდნარ ყველთან აიგივებენ, რაც არასწორია. კრემ-ყველი (cream cheese)  ნაღებისგან მომზადებული ნაზი, უმარილო, თეთრი ფერის მასაა, გამოიყენება დესერტებშიც და ბუტერბროდებშიც, ძირითადად თევზეულთან (ორაგული) 
იხილეთ მსგავსი სიახლეები :