Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ხრაშუნა პურის კალორიულობა ჩვეულებრივის ანალოგიურია

ხრაშუნა პურის კალორიულობა ჩვეულებრივის ანალოგიურია



ხრაშუნა პურის (რუსულად - "ხლებცი") კალორიულობა ჩვეულებრივის ანალოგიურია, თუმცა საფუვრიანი პურისგან მას განასხვავებს უჯრედისის და "ხანგრძლივი" ნახშირწყლების მაღალი შემცველობა, რის წყალობითაც ადვილი ასათვისებელია და სწრაფადაც ანაყრებს. ხრაშუნა პურის უჯრედისი აფერხებს კალორიების ათვისებას, ამიტომ ის, მიუხედავად მაღალი კალორიულობისა, წონის კლების ხელშემწყობი შესანიშნავი საშუალებაა. გახდომის მსურველებმა, სასურველია, დღეში 3-5 ცალი მიირთვან, რათა მიიღონ 35 გრამი უჯრედისი და დაწვან 245 კკალორია. ორგანიზმს არაფერს ავნებთ, პირიქით, არგებთ კიდეც, თუ დროებით უარს იტყვით თეთრ პურზე, ფუნთუშებსა და ბატონებზე და ხრაშუნა პურზე გადახვალთ. თუ მას უცხიმო ხაჭოს, მწვანილსა და ბოსტნეულსაც მიაშველებთ, ორგანიზმს უფრო მეტ სარგებლობას მოუტანთ. ყველაზე ნაკლებკალორიულია ჭვავის ხრაშუნა პური. მასში ბევრი ამინმჟავაა, რომლებიც ხელს უწყობს ჭარბი ცხიმის წვას. ხრაშუნა პურის სხვა სასარგებლო თვისებების შესახებ იხილეთ ვრცლად
იხილეთ მსგავსი სიახლეები :