Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ჭარხალი - ცივი სეზონის ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული

ჭარხალი - ცივი სეზონის ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული

2013-11-07 00:00:00

მიირთვით ჭარხალი, თუ გინდათ რომ ცხოვრებას ვარდისფერ ფერებში ხედავდეთ - მოგვიწოდებენ კვების სპეციალისტები. ჭარხალი ცივი სეზონის ბოსტნეულია. ყველაზე ცნობილია მისი წითელი სახეობა, თუმცა არსებობს თეთრი და ყვითელიც. საკვებად ვარგისი ჯიშების გარდა, არსებობს საფურაჟე და შაქრის ჭარხალიც.  ძველ დროში ჭარხალს სამედიცინო მიზნით იყენებდნენ, სუფრაზე კი მოგვიანებით გამოჩნდა. საკვებად გამოიყენება ბოლქვიც და ქორფა ფოთლებიც.ჭარხლის სარგებლიანობა მრავალმა კვლევამ დაადასტურა.  მასში შემავალი ანტიოქსიდანტები, ლუტეინი და ბეტალაინი ხელს უშლის  გულ-სისხლძარღვთა დაავადებების,  ასაკთან დაკავშირებული პათოლოგიების, მაგალითად კატარაქტის განვითარებას.  შეიცავს უამრავ ვიტამინს: A, B1, B2, B5, B6, B9, C, D, E და  K . ჭარხალში ორგანიზმისთვის  აუცილებელი ოლიგო-ელემენტები - სპილენძი, რკინა და მანგანეზი შედის, რომელთა ნაკლებობა სხვადასხვა გართულების, ინფექციის და დაღლილობის მიზეზია.  მასში შემავალი მინერალები -კალციუმი, მაგნეზიუმი და პოტასიუმი კი აუცილებელია ისეთი ფიზიოლოგიური მექანიზმების გამართული მუშაობისთვის, როგორიცაა სისხლის მიწოდება, ნერვული სიგნალების გადაცემა. ჭარხალი ძალიან დაბალკალორიულია და მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს, რაც იწვევს სისხლში ინსულინის მნიშვნელოვანი დოზის გამოთავისუფლებას.ჭარხალი ძალიან სასარგებლოა იმ მხრივაც, რომ მეტაბოლიზმს აუმჯობესებს და კუჭ-ნაწლავის მოქმედებას არეგულირებს. სასარგებლო ნივთიერებების უკეთ შესანარჩუნებლად, ჭარხალი კანიანად უნდა მოვხარშოთ ან შევწვათ. საუკეთესო საშუალებაა მისი უმად მირთმევა სალათებში. სხვათაშორის, ჭარხლით ნამცხვრებსაც აცხობენ: მისი გემო გამოკვეთილად არ იგრძნობა, სამაგიეროდ პროდუქტის ტექსტურას უფრო ნოტიოს და ნაზს ხდის.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :