Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

წარმატების საიდუმლო მიუნხენურად - sportsmen.ge

წარმატების საიდუმლო მიუნხენურად - sportsmen.ge

2014-02-28 13:13:41

მიუნხენის "ბაიერნი" ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და ამის საწინააღმდეგოდ ბევრი არგუმენტის მოყვანა ძალიან ძნელია. მოდით "ბაიერნს" სხვა მხრიდან შევხედოთ და ვნახოთ მათი სატრანსფერო პოლიტიკა. ორიათასიანი წლების დასაწყისში "ბაიერნს" ფულის არდახარჯვის გამო აკრიტიკებდნენ, რაც პირდაპირპროპორციულად აისახებოდა კლუბის ნაჩვენებ შედეგებზე. ბუნდესლიგაში მოწინავე პოზიციის დათმობა და უეფას თასზე თამაში ამის ყველაზე კარგი მაგალითია. ფრანკ რიბერი ასე ვთქვათ პირველი მერცხალი იყო ძვირადღირებული ფეხბურთელებიდან, შემდეგ სხვები დაემატნენ და "ბაიერნი" გერმანიის ფარგლებს თამამად გასცდა და მთელს ევროპაში აისრულა ჰიტლერის ოცნება! ბუნდესლიგაში მიუნხენელთა ბოლოდროინდელი ჰეგემონია, სხვა გერმანული კლუბების დასუსტების ფონზე მოხდა, თორემ, როცა სხვა იყო მოწოდების სიმაღლეზე ("დორტმუნდი", "ჰამბურგი", "შალკე", "ვერდერი", "შტუტგარტი", "ვოლფსბურგი" და ა.შ.) იმ სეზონში "ბაიერნს" ძალიან უჭირდა და როგორც წესი ჩემპიონი ვერ ხდებოდა. ბოლო სეზონებია მიუნხენელთა მთავარი კონკურენტი დორტმუნდის "ბორუსიაა". "ბავარიელებმა" გამოსავალი მარიო გიოტცესა და რობერტ ლევანდოვსკის გადაბირებით იპოვეს… მანამდე შტუტგარტს წაჰგვარეს უმთავრესი ფორვარდი – მარიო გომესი. უფრო მანამდე ბრემენის "ვერდერს" მოუღეს ბოლო, როცა მიროსლავ კლოზე და ტიმ ბოროვსკი წამოიყვანეს სამხრეთში. კლაუდიო პიზაროც "მუსიკოსებიდან" იქნა გადმოყვანილი. სხვადასხვა დროს "შალკეს" (მანუელ ნოიერი და ჰამიტ ალტინტოპი), "ჰოფენჰაიმს" (ლუის გუსტავო), "გლადბახს" (მარსელ იენსენი და დანტე), "ჰამბურგსა" (დანიელ ვან ბიუტენი და ივიცა ოლიჩი) და "ვოლფსბურგს" (მარიო მანჯუკიჩი) შესთავაზეს მაცდური წინადადება წამყვანი ფეხბურთელების სანაცვლოდ... საინტერესოა მარკო როისის შემთხვევა, რომელმაც "ბაიერნს" "დორტმუნდი" არჩია და ბოლო წლების ტრადიცია უხეშად დაარღვია! ეს "ბორუსიის" მოძლიერების ბრალიც იყო, მაგრამ ახლა მონოპოლისტი ისევ ერთი გუნდია და ძნელია წინააღმდეგობა გაუწიო მას. გერმანიამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზური "ბაიერნის" მეოხებით მიიღო, რომელმაც ბოლო 4 ფინალიდან სამში ითამაშა. მაგრამ მარტო ვერაფერს იზამდა, რომ არა "შალკეს", "ვერდერის", "ჰამბურგის", "ლევერკუზენისა" და იმავე "დორტმუნდის" დამხმარება, რომლებიც ასევე წარმატებით გამოდიოდნენ საკლუბო ტურნირებში.   ხოდა რისი თქმა მინდოდა, რისი და მიუნხენის "ბაიერნმა" აცადოს სხვა კლუბებსაც განვითარება, გააძლიეროს აკადემია და მისთვისაც უკეთესი იქნება თუ საქართველოსა და შოტლანდიის ჩემპიონატებს არ დაამსგავსებს ბუნდესლიგას. იგივე გლაზგოს სელტიკს რთული კონკურენტი, რომ აღარ ჰყავს შოტლანდიაში, იმიტომ არის რომ ევროტურნირებზე ვერაფერს შვება. "ბავარიავ", აცადე სხვასაც თამაში ბიჭო! წყარო: http://rokiti.wordpress.com                                ავტორი: აკაკი გვენეტაძე
იხილეთ მსგავსი სიახლეები :