Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

Volkswagen Toyota Prius-ის კონკურენტზე მუშაობს

2016-03-09 15:24:00

სექტემებრში აგორებული და ჯერ კიდევ დაუსრულებელი სკანდალის შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპნაია Volkswagen ახალ წამოწყებას საჭიროებს, რომელსაც სიმბოლური დატვირთვაც ექნება , ისევე როგორც თავის დროზე მოდელს Prius-ს მისი შემქნელი Toyota-სთვის.კომპანიაში ახალი ხელმძღვანელის ჰერბერტ დიესის მოსვლის შემდეგ, აქტიურად დაიწყო მუშაობა სრულიად ახალ პლატფორმაზე მოდელისთვის, სახელად XL3, რომელიც იქნება ერთგვარი მემკვიდრე თავის დროზე მხოლოდ 250 ეგზემპლარად შექმნილი მოდელისა XL1. მიუხედავად იმისა, რომ Volkswagen-ის სამოდელო გამაში არის რამდენიმე ჰიბრიდული თუ სრულად ელექტროძრავიანი მოდელები, რომლებიც Up-ის, Golf-ისა და Passat-ის პლატფორმებზე იქმნება, ამჯერად კომპანიაში გეგმავენ სრულიად დამოუკიდებელი პლატფორმის შექმნას ახალი მოდელისთვის. ეს იქნება სედანის ტიპის ინდივიდუალური დიაზინის მქონე ჰიბრიდული ავტომობილი, რომელიც 100 კმ-ის მანძილზე მხოლოდ 3 ლიტრ საწვავს მოიხმარს და მისი სასტარტო ღირებულება 30 ათასი ევრო იქნება.გერმანელები ამ ტიპის ავტომობილის წარმოებას ახლო მომავალში გეგმავენ.კოკა კვირკველია მასალის გამოყენების პირობები
იხილეთ მსგავსი სიახლეები :