Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ვინ იქნება "ბორჯღალოსნების" მეოთხე მეტოქე 2015 წლის მსოფლიოს თასზე?

ვინ იქნება "ბორჯღალოსნების" მეოთხე მეტოქე 2015 წლის მსოფლიოს თასზე?

2014-06-28 10:03:00

საქართველოს ნაკრებმა 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის საგზური წლეულს, გაზაფხულზე ერთა თასის გათამაშების მოგების შედეგად მოიპოვა. ჩვენი გუნდის მეტოქეები C ჯგუფში ახალი ზელანდიის, არგენტინისა და ტონგას ნაკრებები არიან. კიდევ ერთი მეტოქის ვინაობა კი ივლისის დასაწყისში გარკვევა. "ბორჯღალოსნების" მეოთხე მეტოქე აფრიკის კონტინენტიდან იქნება. აქ მსოფლიოს უდიდეს სარაგბო ფორუმზე მოსახვედრად შესარჩევი ტურნირის ბოლო ეტაპზე ოთხი გუნდი იბრძოლებს. მათ შორის ჩვენთვის ყველაზე კარგად ნაცნობი ნამიბიის ნაკრებია, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ შეჯიბრების ფავორიტია. ნამიბიელებს ერთხელ უკვე ვეთამაშეთ მსოფლიოს თასზე. 2007 წელს საფრანგეთში "ბორჯღალოსნებმა" მეტოქე მშრალი ანგარიშით 30:0 დაამარცხეს. ნამიბიელებს მსოფლიოს თასის საგზურს ზიმბაბვეს, კენიისა და მადაგასკარის ნაკრებები შეეცილებიან. ზიმბაბვე დიდი ხანია აფრიკის კონტინენტზე სიძლიერის მიხედვით მესამე გუნდად ითვლება, სამხრეთ აფრიკისა და ნამიბიის ეროვნული გუნდების შემდეგ. კენიას სერიოზული პოგრესი აქვს შვიდკაცა რაგბიში. ამ ქვეყნის გუნდი ბოლო წლებში მსოფლიოს სერიის მუდმივი ბინადარია და ელტარულ ქვეყნებს დიდ წინააღმდეგობას უწევს, ზოგჯერ ამარცხებს კიდეც მათ. მადაგასკარი კი, მიმდინარე შესარჩევი ტურნირის აღმოჩენაა. ერთი სიტყვით, ამ ოთხი გუნდიდან ოთხივეს თანაბრად აქვს იმის შანსი, რომ "ბორჯღალოსნებს" ინგლისში დაუპირისპირდნენ. გადამწყვეტი ეტაპის მატჩები მადაგასკარში "მაჰამასინა სთედიუმზე" გაიმართება. 28 ივნისი კენია-ნამიბიაზიმბაბვე-მადაგასკარი2 ივლისიზიმბაბვე-ნამიბიაკენია-მადაგასკარი6 ივლისინამიბია-მადაგასკარიზიმბაბვე-კენიაყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იხილეთ მსგავსი სიახლეები :