Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

"ვიდრე თეთრ სახლში ობამა ზის, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა საქართველოზე გალაშქრება გარისკოს კიდეც"

"ვიდრე თეთრ სახლში ობამა ზის, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა საქართველოზე გალაშქრება გარისკოს კიდეც"

2016-02-23 11:08:00

95 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთმა დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. ამ თემას ცნობილმა რუსმა ისტორიკოსმა ბორის სოკოლოვმა საინტერესო სტატია - "საერთო წარსული - როგორ დაიპყრეს ბოლშევიკებმა საქართველო" მიუძღვნა. "ინტერპრესნიუსი" რუსული პენ-ცენტრისა და რუსეთის თავისუფალ ისტორიკოსთა საზოგადოების წევრს, ბორის სოკოლოვს ესაუბრა. - ბატონო ბორის, გავეცანი თქვენს სტატიას "საერთო წარსული - როგორ დაიპყრეს ბოლშევიკებმა საქართველო", სადაც თქვენ წერთ - "რამდენიმედღიანი ჰიბრიდული ომის შემდეგ, 1921 წლის თებერვალს წითელი არმია საქართველოში შეიჭრა." ტერმინი ჰიბრიდული ომი, არც ისე დიდი ხანია რაც იხმარება, მაგრამ ყირიმის მაგალითზე უკვე ვიცით რაცაა, მაგრამ თქვენი აზრით, როგორ გამოიყურებოდა ე.წ. ჰიბრიდული ომი გასული საუკუნის შორეულ 1921 წელს? - საბჭოთა რუსეთმა საქართველოში წითელი არმიის მე-11 და მე-9 არმიების ქვედანაყოფების შესვლამდე ორგანიზება გაუკეთა აჯანყებას აფხაზეთში და სომხური ნაწილები შეიყვანა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ნეიტრალურ ზონაში. ასევე გამოსვლები იყო ორგანიზებული ოსებით დასახლებულ რაიონებში, რომლის ბაზაზეც შეიქმნა შემდეგ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. მთავარი ისაა, რომ სამივე ეს აქტივობა მოსკოვის მიერ იყო ორგანიზებული. ვინაიდან, საქართველოს გასაბჭოება 1920 წლის დეკემბერის შუა რიცხვებში იყო დაგეგმილი, მაგრამ რიგი მიზეზების გამო საქართველოში შეჭრა გადაიდო, შესაბამისად ე.წ. აჯანყებებიც 1921 წლის თებერვლისთვის იქნა გადატანილი. გარდა ამისა, ამ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული რუსეთის საელჩო საქართველოში, სადაც მუშაობდა ლავრენტი ბერია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწეოდა. საქართველოს მენშევიკურმა მთვარობამ იგი სწორედ ამგვარი საქმიანობისთვის დააპატიმრა, მაგრამ მოსკოვის საბჭოთა ხელისუფლების მოთხოვნით იგი საქართველოს ხელისუფლებამ გაანთავისუფლა და ქვეყნიდან გააძევა. - თქვენს სტატიაში ვკითხულობთ - "1920 წლის მაისის დასაწყისში, პრაქტიკულად წინააღმდეგობის გაწევის გარეშე მოხდა აზერბაიჯანის გასაბჭოება. მოსკოვში ამერიეკავკასიაზე კონტროლის დამყარებას ელვის სისწრაფით იმედოვნებდნენ, მაგრამ პოლონეთთან დაწყებული ომის გამო, საჭირო გახდა ჯარების პოლონეთში გადასროლა და ოპერაცია შეაჩერეს. პოლონეთთან ომის დასრულების შემდეგ პირველ ეტაპზე უსისხლოდ გასაბჭოვდა სომხეთი, მაგრამ დემოკრატიული საქართველო, სადაც ხელისუფლებაში სოციალ-დემოკრატები (მენშევიკები) იყვნენ, საკმაოდ მაგარი კერკეტი კაკლები აღმოჩდნენ". ქართველ ისტორიკოსები კი მიიჩნევენ - 1921 წელს საქართველომ იმიტომ დაკარგა დამოუკიდებლობა, რომ ქართველი სოციალ-დემოკრატები როგორც თქვენ ამბობთ, მაგარი კერკეტი კაკლები სულაც ვერ აღმოჩდნენ... - თუ მხედველობაში მივიღებთ ძალთა შორის რეალურად არსებულ უთასანსწორობას, საქართველომ წითელ არმიას წინააღმდეგობა საკმაოდ დიდხანს გაუწია. თავად განსაჯეთ, თუ საქართველოს შეეძლო 11 ათასი ფეხოსნის გამოყვანა, 2 ათასი გვარდიელის საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა, ასევე სადაზვერვო ჯგუფის გამოყვანა, რომლის რაოდენობა 400 არ აღემატებოდა, მათ სულ ჰქონდათ 46 ქვემეხი, რამდენიმე ასეული ავტომატური ცეცხლასასროლი იარაღი, 4 ჯავშანმატარებელი, რამდენიმე ტანკი, საბჭოთა ძალებს ყველაფერი მეტი მათზე ჰქონდათ. საბჭოთა ძალების მე-11 და მე-9 არმიებში იყო დაახლოებით 37000 ფეხოსანი და 4300 კავალერისტი. ქართველებს კავალერისტები პრაქტიკულად არც ჰყავდათ. წითელი არმიის ნაწილებს მხარს უჭერდა 900 ოსი და 2 000 აფხაზი აჯანყებული. გარდა ამისა, მათ განკარგულებაში იყო 196 ქვემეხი, 1065 ავტომატური ცეცსასროლი იარაღი, 7 ჯავშანმატარებელი, 4 ტანკი. წითელი არმიის უპირატესობა რომ აშკარაა, ფაქტია. ძალთა ასეთი უთანასწორობის მიუხედავად საქართველომ საკმაოდ დიდხანს გასწია წინააღმდეგობა. ოკუპაციის დასრულების ბოლო ეტაპზე საქართველოში უკვე 50 ათასამდე წითელარმიელი იმყოფებოდა. სომხეთს წინააღმდეგობა იმის გამო არ გაუწევია, რომ წითელი არმიის სომხეთში შესვლამდე იგი ქემალისტურმა თურქეთმა გაანადგურა, რომელიც ამიერკავკასიის გასაბჭოების საქმეში საბჭოთა რუსეთის მოკავშირე იყო. საქართველოს შემთხვევაშიც თურქეთი რუსეთის მოკავშირე იყო. საქართველოს სამხრეთ საზღვრებზე თურქული არმია იდგა. მიუხედავად ამისა, საქართველოში მიმდინარეობდა სასტიკი ბრძოლები, რომელშიც ქართველებს ჰქონდათ წარმატებებიც. მათ შეძლეს ტყვედ აეყვანათ 2400 წითელარმიელი, თბილისის სამხედრო სკოლის 510-მა კურსანტმა შეუძლებელი შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე რიცხოვნობით მათ მრავალჯერ აღემატებოდა ორი დღე არ დათმეს თბილისთან ახლოს მდებარე სოფელი ტაბახმელა. 24 თებერვალს ნოე ჟორდანიას მთავრობა თბილისიდან ჯერ ქუთაისში, ხოლო შემდეგ ბათუმში გადავიდა. მეორე დღეს თბილისში დარჩენილი ქართული ძალების ნარჩენებმა ალყაში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად ქალაქი დატოვეს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ შეძლებდნენ ბათუმის პლაცდარმის შენარჩუნებას, საბჭოთა ჯარების ზურგში პარტიზანული ომის ორგანიზებას და დაელოდებოდნენ ანტანტის ინტერვენციას. აღსანიშნავია, რომ 23 თებერვალს თურქეთმა საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა და 20 ათასიანმა თურქულმა ჯარებმა დაიკავეს ბათუმის ოლქის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქები ართვინი და არდაგანი. საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა იმის იმედი, რომ საბჭოთა ჯარებსა და თურქებს შორის შეტაკება მოხდებოდა. ამ იმედით მათ 8 მარტს თურქები ბათუმში შემოუშვეს, რომელსაც წითელი არმია უახლოვდებოდა. იმ დროისთვის ქართულ ჯარს უკვე დაკარგული ჰყავდა 3200 ჯარისკაცი, რამდენიმე ათასი იყო დაჭრილი. ბრძოლის უნარი ჰქონდა 3 - 4 ათას ადამიანს. ზოგიერთი მათგანი წინააღმდეგობას უწევდა თურქებს, რომლებსაც ბოლშევიკებზე მეტ უბედურებად მიიჩნევდნენ. წითელი არმიის დანაკარგები გაცილებით მეტი იყო. მათ დაეღუპათ 5500 ჯარისკაცი და ჰყავდათ 10 ათასზე მეტი დაჭრილი. ასე რომ, საქართველოს იმდროინდელმა მთავრობამ და შეიარაღებულმა ძალებმა წითელ არმიას, რომელიც რიცხოვნულად და შეირაღებით მათ ბევრად აღემატებოდა, საკმაოდ დიდი წინააღდეგობა გაუწიეს. - სტატიაში თქვენ აღნიშნავთ, რომ "საქართველო ომის დაწყებამდე დამარცხებული იყო".. - იმისათვის, რომ საქართველო საბჭოთა რუსეთს გამკლავებოდა, მას ჰქონდა ერთადერთი შანსი, თუ საქმეში ჩაერეოდნენ ანტანტის ქვეყნები და საქართველოში თავის ჯარებს, ანუ მრავალრიცხოვან დესანტს გააგზავნიდნენ. რიგი მიზეზების გამო ანტანტის ქვეყნები ამის გაკეთებას არ აპირებდნენ. საქმე იმაშია, რომ მათი ჯარები პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობის გამო დაქანცული იყვნენ და კავკასიაში ომში ჩართვა არც არავის უნდოდა. მათ უკვე ჰქონდათ გადაწყვეტილი კავკასია საბჭოთა რუსეთისთვის დაეთმოთ. ამის თქმის საფუძველს იძლევა ის, რომ ევროპის ქვეყნებმა საქართველოს დამოუკიდებლობა დე-იურე არც აღიარეს. საქართველოს დამარცხება განაპირობა თურქეთის ჩარევამ და ანტანტის უმოქმედობამ. - სტატიაში აღნიშნავთ, რომ ლენინს საქართველოში ომის დაწყება "სარისკო საქმედ მიაჩნდა", მაგრამ თებერვლის დასაწყისში ტროცკიმ და სტალინმა იგი დაარწმუნეს რომ საქართველოში ომის დაწყება სარისკო არ იყო. რატომ თვლიდა ლენინი საქართველოსთან ომის დაწყებას სარისკოდ? - ლენინი არ გამორიცხავდა ანტანტის ჩარევას. ანუ, იგი გადაჭარბებულად აფასებდა ანტანტის შესაძლებლობებსა და მზადყოფნას ჩართულიყო საქართველოსთვის ბრძოლაში და დაეცვა საქართველო. ეს ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ანტანტა პოლონეთს დაეხმარა. მართალია, ანტანტას პოლონეთის რუსეთთან ომში პირდაპირი მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ პოლონეთს ანტანტისგან ჰქონდა საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა. ალბათ, ამიტომ იყო რომ ლენინი ყოყმანობდა, მაგრამ უკვე 6 თებერვალს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შექმნილიყო თბილისზე შეტევის განსახორციელებლად წითელი არმიაში სამხედრო დაჯგუფება. ამ დროისათვის საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. მოლაპარაკებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან რუსეთი 13 თებერვლამდე აწარმოებდა, მომავალი შეჭრის შენიღბვას ემსახურებოდა. სხვათა შორის, მოლაპარაკებებზე განიხილავდნენ საქართველოსთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების თემას. იმ დროისთვის მოქმედებაში იყო რუსეთსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც სხვა გეოპოლიტიკურ ვითარებაში იყო გაფორმებული. მხედველობაში მაქვს ის, რომ ეს ხელშეკრულება რუსეთ-პოლონეთის ომის დროს იყო გაფორმებული. სწორედ ამ ომის გამო გადადო კრემლმა ამიერკავკასიის გასაბჭოება. - ბრძანებთ, რომ 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში საბჭოთა რუსეთს და თურქეთს შორის, რომელსაც ქემელ-ფაშა ხელმძღვანელობდა, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას მეგობრობის შესახებ. იმავე დღეს, ანუ 16 მარტს ბრიტანეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის გაფორმდა სავაჭრო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ლონდონმა ივალდებულა რუსეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიაზე არ ეწარმოებინა ანტისაბჭოთა საქმიანობა. გამოდის, რომ რუსეთს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებაში თურქეთის გარდა ხელს დიდი ბრიტანეთიც უწყობდა? - დიახ ასეა. უნდა ითქვას, რომ რუსეთი თურქეთთან თანამშრომლობდა აზერბაიჯანისა და სომხეთის ოკუპაციის დროსაც. სწორედ თურქეთის ქემალისტებმა დაარწმუნეს აზერბაიჯანელი მუსავატისტები აზერბაიჯანს დაეყარა იარაღი და საბჭოთა რუსეთისათვის წინააღმდეგობა არ გაეწიათ. სომხეთის ტერიტორიების უდიდესი ნაწილის ოკუპაციაც თურქეთმა მოახდინა. - ბატონო ბორის, თქვენ სტატიაში არაფერს ამბობთ ყარსის შეთანხმებაზე. რატომ? - ყარსის შეთანხმებას ხელი მოეწერა უფრო გვიან, მას შემდეგ, რაც ამიერკავკასიაში უკვე დამყარებული იყო საბჭოთა ხელისუფლება. ყარსის შეთანხმებას ხელი 1921 წლის 13 ოქტომბერს მოეწერა. ყარსის კონფერენცია 26 სექტემბერს იქნა მოწვეული რუსეთსა და თურქეთს შორის 1921 წლის 16 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების შესასრულებლად. თურქეთმა რუსეთის მონაწილეობით სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან გააფორმა მეგობრობის შეთანხმება. იგი ძალაში შევიდა 1922 წლის 11 სექტემბერს. როგორც მოსკოვის შეთანხმება ითვალისწინებდა, ყარსის შეთანხმების თანახმად ბათუმის ოლქის სამხრეთით მდებარე ქალაქები ყარსი და არდაგანი, ასევე სომხეთის ტერიტორიების საკმაოდ დიდი ნაწილი თურქეთს უნდა დარჩენოდა. ამავე შეთანხმებით ნახჩევანის ოლქი უნდა გადასცემოდა აზერბაიჯანს და იქ მდგომი თურქული სამხედრო ნაწილები იქედან უნდა გასულიყვნენ. - რუსეთსა და თურქეთს შორის გართულებული ურთიერთობების ფონზე რუსეთის სათათბიროში კომუნისტების ფრაქციიდან ორი დეპუტატი გამოვიდა ინიციატივით რუსეთი გამოსულიყო როგორც თურქეთსა და რუსეთს შორის 1921 წლის 16 მარტის, ასევე 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებიდან. რუსული მედიის მტკიცებით, ყარსის შეთანხმებას მხარეები ყოველ 25 წლის შემდეგ კვლავ აწერენ ხელს და ახლა როცა მორიგი 25 წლიანი ვადა იწურება, რუსეთს შეუძლია მათზე უარი თქვას. ჯერ ერთი მართლაც ასეა თუ არა? და კიდევ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთმა უარი თქვას თურქეთთან 1921-1922 წლებში გაფორმებულ, მათ შორის ყარსის შეთანხმებაზე? - არა, რა თქმა უნდა, ეს ასეა არაა. ყარსის შეთანხმებების შემდეგ სსრკ-ს თურქეთთან უამრავი შეთანხმება აქვს ხელმოწერილი. ყველა მათგანი ადასტურებდა არსებულ საზღვრებს. რაც შეეხება მათი გადახედვის, ან ანულირების შესაძლებლობას. ეს უპერსპექტივო გზაა. 1946 წელს სსრკ-ს ჰქონდა თურქეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები, მაგრამ 1953 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ მოსკოვმა მათზე უარი თქვა. პრეტენზიები ეხებოდა სწორედ იმ ტერიტორიებს, რომელიც საბჭთა რუსეთმა თურქეთს 1921 წლის 16 მარტში დაუთმო. - რა გახლდათ იმის მიზეზი, რომ სტალინმა უარი თქვა თურქეთის მიმართ სსრკ-ს, ტერიტორული პრეტენზიებზე, ანუ პრაქტიკულად საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიების დაბრუნების იდეაზე? - სწორედ იმ პერიოდში აშშ-სა და თურქეთს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ეს შეთანხმება ასევე ითვალისწინებდა საჭიროების შემთხვევაში აშშ-ს მიერ თურქეთისათვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას. ტრუმენის დოქტრინა უკვე ამოქმედებული იყო, ანუ, ვაშინგტონმა მოსკოვს აგრძნობინა, რომ სსრკ-სა და თურქეთს შორის ვითარების გამწვავების შემთხვევაში აშშ თურქეთს დაეხმარებოდა. ამერიკელი და ბრიტანელი მოკავშირეების წინააღმდეგ სსრკ-სა და სტალინს ბრძოლა არ შეეძლო. საბჭოთა ჯარები კონცენტრირებული კი იყო თურქეთის საზღვრებთან, სსრკ საკმაოდ დიდხანს ამბობდა უარს გამოეყვანა თავისი ქვედანაყოფები ირანში აზერბაიჯანული ტერიტორიებიდან, მაგრამ ბოლოს და ბოლოს სსრკ იძულებული გახდა გამოსულიყო ირანში აზერბაიჯანლებით დასახლებული ტერიტორიებიდან და უარი ეთქვა თურქეთზე თავდასხმის იდეაზე. - იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი პუტინი ღიად აცხადებს რომ სურს სსრკ-ს აღდგენა, რამდენად დიდი იმის ალბათობა, რომ გასული საუკუნის 20-იანი წლების ისტორია 21-ე საუკუნეშიც განმეორდეს? - ვფიქრობ, რომ ახლა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ალბათობა საკმაოდ დაბალია. თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ახლა კრემლს საქართველოში მასზე საკმაოდ დამოკიდებული პრორუსული ხელისუფლება ჰყავს და მათი ჩამოგდების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. გარდა ამისა, მოსკოვი რომ ასეთ ნაბიჯზე წავიდეს, ამ პროცესს დასავლეთის მკაფიო რეაქცია მოჰყვება. თუმცა, ვიდრე თეთრ სახლში ობამა ზის, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა საქართველოზე გალაშქრება გარისკოც კიდეც. - იმედია, ამგვარ რისკზე კრემლი არ წავა. ახლა რუსეთს უკრაინისა და სირიის სახით ისედაც ბევრი თავსატეხი აქვს... - ვიდრე კრემლი უკრაინასთან და სირიასთან არ გაარკვევს ურთიერთობებს, არა მგონია საქართველოს სახით კიდევ ერთი კონფლიქტი შეიქმნას. თუმცა, არც კი ვიცი რა ვთქვა, ვინაიდან ახლა რუსეთის ქცევის ლოგიკა გაუგებარია. ვგულისხმობ იმას, რომ უკრაინასთან არ გვქონდა გარკვეული არაფერი და რუსეთი სირიაში შეძვრა. თუ კრემლში გადაწყვიტეს რომ კიდევ უფრო მეტად უნდათ ვითარების დესტაბილიზაცია, გამორიცხული არაფერია, მაგრამ მე მაინც არა მგონია, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია გადაწყვიტოს. - თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც დღეს ერთი მხრივ მსოფლიოში საერთაშორისო ურთიერთობებში, ხოლო მეორე მხრივ რუსეთში ხდება?- მსოფლიოში არსებული დესტაბილიცია სირიაში მიმდინარე პროცესებსა და ევროპაში ახლო აღმოსავლეთიდან დევნილთა ნაკადების ჩასვლას უკავშირდება. რუსეთში ნელ-ნელა ღრმავდება ეკონომიკური კრიზისი. ყველა ელოდება ნავთობზე ფასის კიდევ დაცემას. ხელისუფლება აგრძელებს ნებისმიერ ოპოციზიციურ ჯგუფებთან ბროლასა და ლიკვიდაციას, სახეზე გვაქვს პოლიტიკური რეჟიმის გამკაცრება, კანონების გამკაცრება. სულ უფრო აშკარა ხდება, რომ რუსეთში პოლიტიკური ცვლილებები შესაძლებელი მხოლოდ ეკონომიკური ვითარების სერიოზულად გაუარესების შემთხვევაში იქნება. ახლა ეკონომიკური დინამიკის პროგნოზირება შეუძლებელია. სიტუაცია შეიძლება 1-2, ან სამ წელში ძალიან შეიცვალოს. შესაძლოა, ვითარება მაშინ შეიცვალოს, როცა რუსეთს დასავლური კრედიტები დასჭირდება. თუ როდის დასჭირდება რუსეთს კრედიტები, ანუ დასავლეთის ფინანსები, ამის თქმა საკმაოდ ძნელია. უამრავი ფაქტორები არსებოს, რის გამოც ვერ ხერხდება იმის თქმა, რუსეთს ძალიან როდის გაუჭირდება. კობა ბენდელიანი "ინტერპრესნიუსი"
stdClass Object ( [id] => 367519 [title] => "ვიდრე თეთრ სახლში ობამა ზის, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა საქართველოზე გალაშქრება გარისკოს კიდეც" [alias] => vidre-thethr-sakhlshi-obama-zis-ar-gamovrickhav-rom-rusethma-saqarthveloze-galashqreba-gariskoc-kidec [title_alias] => [introtext] => [fulltext] => 95 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთმა დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. ამ თემას ცნობილმა რუსმა ისტორიკოსმა ბორის სოკოლოვმა საინტერესო სტატია - "საერთო წარსული - როგორ დაიპყრეს ბოლშევიკებმა საქართველო" მიუძღვნა. "ინტერპრესნიუსი" რუსული პენ-ცენტრისა და რუსეთის თავისუფალ ისტორიკოსთა საზოგადოების წევრს, ბორის სოკოლოვს ესაუბრა. - ბატონო ბორის, გავეცანი თქვენს სტატიას "საერთო წარსული - როგორ დაიპყრეს ბოლშევიკებმა საქართველო", სადაც თქვენ წერთ - "რამდენიმედღიანი ჰიბრიდული ომის შემდეგ, 1921 წლის თებერვალს წითელი არმია საქართველოში შეიჭრა." ტერმინი ჰიბრიდული ომი, არც ისე დიდი ხანია რაც იხმარება, მაგრამ ყირიმის მაგალითზე უკვე ვიცით რაცაა, მაგრამ თქვენი აზრით, როგორ გამოიყურებოდა ე.წ. ჰიბრიდული ომი გასული საუკუნის შორეულ 1921 წელს? - საბჭოთა რუსეთმა საქართველოში წითელი არმიის მე-11 და მე-9 არმიების ქვედანაყოფების შესვლამდე ორგანიზება გაუკეთა აჯანყებას აფხაზეთში და სომხური ნაწილები შეიყვანა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ნეიტრალურ ზონაში. ასევე გამოსვლები იყო ორგანიზებული ოსებით დასახლებულ რაიონებში, რომლის ბაზაზეც შეიქმნა შემდეგ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. მთავარი ისაა, რომ სამივე ეს აქტივობა მოსკოვის მიერ იყო ორგანიზებული. ვინაიდან, საქართველოს გასაბჭოება 1920 წლის დეკემბერის შუა რიცხვებში იყო დაგეგმილი, მაგრამ რიგი მიზეზების გამო საქართველოში შეჭრა გადაიდო, შესაბამისად ე.წ. აჯანყებებიც 1921 წლის თებერვლისთვის იქნა გადატანილი. გარდა ამისა, ამ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული რუსეთის საელჩო საქართველოში, სადაც მუშაობდა ლავრენტი ბერია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწეოდა. საქართველოს მენშევიკურმა მთვარობამ იგი სწორედ ამგვარი საქმიანობისთვის დააპატიმრა, მაგრამ მოსკოვის საბჭოთა ხელისუფლების მოთხოვნით იგი საქართველოს ხელისუფლებამ გაანთავისუფლა და ქვეყნიდან გააძევა. - თქვენს სტატიაში ვკითხულობთ - "1920 წლის მაისის დასაწყისში, პრაქტიკულად წინააღმდეგობის გაწევის გარეშე მოხდა აზერბაიჯანის გასაბჭოება. მოსკოვში ამერიეკავკასიაზე კონტროლის დამყარებას ელვის სისწრაფით იმედოვნებდნენ, მაგრამ პოლონეთთან დაწყებული ომის გამო, საჭირო გახდა ჯარების პოლონეთში გადასროლა და ოპერაცია შეაჩერეს. პოლონეთთან ომის დასრულების შემდეგ პირველ ეტაპზე უსისხლოდ გასაბჭოვდა სომხეთი, მაგრამ დემოკრატიული საქართველო, სადაც ხელისუფლებაში სოციალ-დემოკრატები (მენშევიკები) იყვნენ, საკმაოდ მაგარი კერკეტი კაკლები აღმოჩდნენ". ქართველ ისტორიკოსები კი მიიჩნევენ - 1921 წელს საქართველომ იმიტომ დაკარგა დამოუკიდებლობა, რომ ქართველი სოციალ-დემოკრატები როგორც თქვენ ამბობთ, მაგარი კერკეტი კაკლები სულაც ვერ აღმოჩდნენ... - თუ მხედველობაში მივიღებთ ძალთა შორის რეალურად არსებულ უთასანსწორობას, საქართველომ წითელ არმიას წინააღმდეგობა საკმაოდ დიდხანს გაუწია. თავად განსაჯეთ, თუ საქართველოს შეეძლო 11 ათასი ფეხოსნის გამოყვანა, 2 ათასი გვარდიელის საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა, ასევე სადაზვერვო ჯგუფის გამოყვანა, რომლის რაოდენობა 400 არ აღემატებოდა, მათ სულ ჰქონდათ 46 ქვემეხი, რამდენიმე ასეული ავტომატური ცეცხლასასროლი იარაღი, 4 ჯავშანმატარებელი, რამდენიმე ტანკი, საბჭოთა ძალებს ყველაფერი მეტი მათზე ჰქონდათ. საბჭოთა ძალების მე-11 და მე-9 არმიებში იყო დაახლოებით 37000 ფეხოსანი და 4300 კავალერისტი. ქართველებს კავალერისტები პრაქტიკულად არც ჰყავდათ. წითელი არმიის ნაწილებს მხარს უჭერდა 900 ოსი და 2 000 აფხაზი აჯანყებული. გარდა ამისა, მათ განკარგულებაში იყო 196 ქვემეხი, 1065 ავტომატური ცეცსასროლი იარაღი, 7 ჯავშანმატარებელი, 4 ტანკი. წითელი არმიის უპირატესობა რომ აშკარაა, ფაქტია. ძალთა ასეთი უთანასწორობის მიუხედავად საქართველომ საკმაოდ დიდხანს გასწია წინააღმდეგობა. ოკუპაციის დასრულების ბოლო ეტაპზე საქართველოში უკვე 50 ათასამდე წითელარმიელი იმყოფებოდა. სომხეთს წინააღმდეგობა იმის გამო არ გაუწევია, რომ წითელი არმიის სომხეთში შესვლამდე იგი ქემალისტურმა თურქეთმა გაანადგურა, რომელიც ამიერკავკასიის გასაბჭოების საქმეში საბჭოთა რუსეთის მოკავშირე იყო. საქართველოს შემთხვევაშიც თურქეთი რუსეთის მოკავშირე იყო. საქართველოს სამხრეთ საზღვრებზე თურქული არმია იდგა. მიუხედავად ამისა, საქართველოში მიმდინარეობდა სასტიკი ბრძოლები, რომელშიც ქართველებს ჰქონდათ წარმატებებიც. მათ შეძლეს ტყვედ აეყვანათ 2400 წითელარმიელი, თბილისის სამხედრო სკოლის 510-მა კურსანტმა შეუძლებელი შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე რიცხოვნობით მათ მრავალჯერ აღემატებოდა ორი დღე არ დათმეს თბილისთან ახლოს მდებარე სოფელი ტაბახმელა. 24 თებერვალს ნოე ჟორდანიას მთავრობა თბილისიდან ჯერ ქუთაისში, ხოლო შემდეგ ბათუმში გადავიდა. მეორე დღეს თბილისში დარჩენილი ქართული ძალების ნარჩენებმა ალყაში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად ქალაქი დატოვეს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ შეძლებდნენ ბათუმის პლაცდარმის შენარჩუნებას, საბჭოთა ჯარების ზურგში პარტიზანული ომის ორგანიზებას და დაელოდებოდნენ ანტანტის ინტერვენციას. აღსანიშნავია, რომ 23 თებერვალს თურქეთმა საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა და 20 ათასიანმა თურქულმა ჯარებმა დაიკავეს ბათუმის ოლქის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქები ართვინი და არდაგანი. საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა იმის იმედი, რომ საბჭოთა ჯარებსა და თურქებს შორის შეტაკება მოხდებოდა. ამ იმედით მათ 8 მარტს თურქები ბათუმში შემოუშვეს, რომელსაც წითელი არმია უახლოვდებოდა. იმ დროისთვის ქართულ ჯარს უკვე დაკარგული ჰყავდა 3200 ჯარისკაცი, რამდენიმე ათასი იყო დაჭრილი. ბრძოლის უნარი ჰქონდა 3 - 4 ათას ადამიანს. ზოგიერთი მათგანი წინააღმდეგობას უწევდა თურქებს, რომლებსაც ბოლშევიკებზე მეტ უბედურებად მიიჩნევდნენ. წითელი არმიის დანაკარგები გაცილებით მეტი იყო. მათ დაეღუპათ 5500 ჯარისკაცი და ჰყავდათ 10 ათასზე მეტი დაჭრილი. ასე რომ, საქართველოს იმდროინდელმა მთავრობამ და შეიარაღებულმა ძალებმა წითელ არმიას, რომელიც რიცხოვნულად და შეირაღებით მათ ბევრად აღემატებოდა, საკმაოდ დიდი წინააღდეგობა გაუწიეს. - სტატიაში თქვენ აღნიშნავთ, რომ "საქართველო ომის დაწყებამდე დამარცხებული იყო".. - იმისათვის, რომ საქართველო საბჭოთა რუსეთს გამკლავებოდა, მას ჰქონდა ერთადერთი შანსი, თუ საქმეში ჩაერეოდნენ ანტანტის ქვეყნები და საქართველოში თავის ჯარებს, ანუ მრავალრიცხოვან დესანტს გააგზავნიდნენ. რიგი მიზეზების გამო ანტანტის ქვეყნები ამის გაკეთებას არ აპირებდნენ. საქმე იმაშია, რომ მათი ჯარები პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობის გამო დაქანცული იყვნენ და კავკასიაში ომში ჩართვა არც არავის უნდოდა. მათ უკვე ჰქონდათ გადაწყვეტილი კავკასია საბჭოთა რუსეთისთვის დაეთმოთ. ამის თქმის საფუძველს იძლევა ის, რომ ევროპის ქვეყნებმა საქართველოს დამოუკიდებლობა დე-იურე არც აღიარეს. საქართველოს დამარცხება განაპირობა თურქეთის ჩარევამ და ანტანტის უმოქმედობამ. - სტატიაში აღნიშნავთ, რომ ლენინს საქართველოში ომის დაწყება "სარისკო საქმედ მიაჩნდა", მაგრამ თებერვლის დასაწყისში ტროცკიმ და სტალინმა იგი დაარწმუნეს რომ საქართველოში ომის დაწყება სარისკო არ იყო. რატომ თვლიდა ლენინი საქართველოსთან ომის დაწყებას სარისკოდ? - ლენინი არ გამორიცხავდა ანტანტის ჩარევას. ანუ, იგი გადაჭარბებულად აფასებდა ანტანტის შესაძლებლობებსა და მზადყოფნას ჩართულიყო საქართველოსთვის ბრძოლაში და დაეცვა საქართველო. ეს ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ანტანტა პოლონეთს დაეხმარა. მართალია, ანტანტას პოლონეთის რუსეთთან ომში პირდაპირი მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ პოლონეთს ანტანტისგან ჰქონდა საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა. ალბათ, ამიტომ იყო რომ ლენინი ყოყმანობდა, მაგრამ უკვე 6 თებერვალს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შექმნილიყო თბილისზე შეტევის განსახორციელებლად წითელი არმიაში სამხედრო დაჯგუფება. ამ დროისათვის საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. მოლაპარაკებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან რუსეთი 13 თებერვლამდე აწარმოებდა, მომავალი შეჭრის შენიღბვას ემსახურებოდა. სხვათა შორის, მოლაპარაკებებზე განიხილავდნენ საქართველოსთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების თემას. იმ დროისთვის მოქმედებაში იყო რუსეთსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც სხვა გეოპოლიტიკურ ვითარებაში იყო გაფორმებული. მხედველობაში მაქვს ის, რომ ეს ხელშეკრულება რუსეთ-პოლონეთის ომის დროს იყო გაფორმებული. სწორედ ამ ომის გამო გადადო კრემლმა ამიერკავკასიის გასაბჭოება. - ბრძანებთ, რომ 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში საბჭოთა რუსეთს და თურქეთს შორის, რომელსაც ქემელ-ფაშა ხელმძღვანელობდა, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას მეგობრობის შესახებ. იმავე დღეს, ანუ 16 მარტს ბრიტანეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის გაფორმდა სავაჭრო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ლონდონმა ივალდებულა რუსეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიაზე არ ეწარმოებინა ანტისაბჭოთა საქმიანობა. გამოდის, რომ რუსეთს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებაში თურქეთის გარდა ხელს დიდი ბრიტანეთიც უწყობდა? - დიახ ასეა. უნდა ითქვას, რომ რუსეთი თურქეთთან თანამშრომლობდა აზერბაიჯანისა და სომხეთის ოკუპაციის დროსაც. სწორედ თურქეთის ქემალისტებმა დაარწმუნეს აზერბაიჯანელი მუსავატისტები აზერბაიჯანს დაეყარა იარაღი და საბჭოთა რუსეთისათვის წინააღმდეგობა არ გაეწიათ. სომხეთის ტერიტორიების უდიდესი ნაწილის ოკუპაციაც თურქეთმა მოახდინა. - ბატონო ბორის, თქვენ სტატიაში არაფერს ამბობთ ყარსის შეთანხმებაზე. რატომ? - ყარსის შეთანხმებას ხელი მოეწერა უფრო გვიან, მას შემდეგ, რაც ამიერკავკასიაში უკვე დამყარებული იყო საბჭოთა ხელისუფლება. ყარსის შეთანხმებას ხელი 1921 წლის 13 ოქტომბერს მოეწერა. ყარსის კონფერენცია 26 სექტემბერს იქნა მოწვეული რუსეთსა და თურქეთს შორის 1921 წლის 16 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების შესასრულებლად. თურქეთმა რუსეთის მონაწილეობით სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან გააფორმა მეგობრობის შეთანხმება. იგი ძალაში შევიდა 1922 წლის 11 სექტემბერს. როგორც მოსკოვის შეთანხმება ითვალისწინებდა, ყარსის შეთანხმების თანახმად ბათუმის ოლქის სამხრეთით მდებარე ქალაქები ყარსი და არდაგანი, ასევე სომხეთის ტერიტორიების საკმაოდ დიდი ნაწილი თურქეთს უნდა დარჩენოდა. ამავე შეთანხმებით ნახჩევანის ოლქი უნდა გადასცემოდა აზერბაიჯანს და იქ მდგომი თურქული სამხედრო ნაწილები იქედან უნდა გასულიყვნენ. - რუსეთსა და თურქეთს შორის გართულებული ურთიერთობების ფონზე რუსეთის სათათბიროში კომუნისტების ფრაქციიდან ორი დეპუტატი გამოვიდა ინიციატივით რუსეთი გამოსულიყო როგორც თურქეთსა და რუსეთს შორის 1921 წლის 16 მარტის, ასევე 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებიდან. რუსული მედიის მტკიცებით, ყარსის შეთანხმებას მხარეები ყოველ 25 წლის შემდეგ კვლავ აწერენ ხელს და ახლა როცა მორიგი 25 წლიანი ვადა იწურება, რუსეთს შეუძლია მათზე უარი თქვას. ჯერ ერთი მართლაც ასეა თუ არა? და კიდევ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთმა უარი თქვას თურქეთთან 1921-1922 წლებში გაფორმებულ, მათ შორის ყარსის შეთანხმებაზე? - არა, რა თქმა უნდა, ეს ასეა არაა. ყარსის შეთანხმებების შემდეგ სსრკ-ს თურქეთთან უამრავი შეთანხმება აქვს ხელმოწერილი. ყველა მათგანი ადასტურებდა არსებულ საზღვრებს. რაც შეეხება მათი გადახედვის, ან ანულირების შესაძლებლობას. ეს უპერსპექტივო გზაა. 1946 წელს სსრკ-ს ჰქონდა თურქეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზ
იხილეთ მსგავსი სიახლეები :