Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

Victoria’s Secret-ის მოდელები საცვლების გარეშე – კიდევ ერთი ცხელი ფოტოსესია Interview-ში (+ფოტო)

Victoria’s Secret-ის მოდელები საცვლების გარეშე – კიდევ ერთი ცხელი ფოტოსესია Interview-ში (+ფოტო)

2013-09-02 12:43:00

ამერიკული ჟურნალის, Interview-ს სექტემბრის ნომრისთვის, სახელწოდებით The Models, არა მხოლოდ 90-იანი წლების მოდელები გაშიშვლდნენ, არამედ Victoria’s Secret-ის ანგელოზებიც. იხილეთ ფოტოსესიაჟურნალის ფოტოსესიაში მიმდინარე დეკადის ყველაზე მოთხოვნადმა მოდელებმა მიიღეს მონაწილეობა. ესენი არიან: მირანდა კერი, ალესანდრა ამბროსიო, დაუტცენ კრეზი, ჯორდან დანი, კენდის სვეინპოლი და კონსტანს იაბლონსკი. ცხელ ფოტოსესიაში ასევე მონაწილეობდნენ ლეონარდო დი კაპრიოს ახალი სატრფო ტონი გარნი და ადამ ლევაინის საცოლე ბეჰატი პრინსლუ. საინტერესოა, რა რეაქცია ექნებათ დი კაპრიოს ან ადამ ლევაინს, როცა თავიანთ საყვარელ ქალებს მეტად თამამ ფოტოსესიაში იხილავენ?ლამაზმანებს, ფაქტობრივად, არაფერი აცვიათ, შიშველ სხეულს მხოლოდ მარგალიტის სამკაულები უმშვენებთ, ხოლო უხერხულ ადგილებს ისინი ტყავის ჩანთებით და ბეწვის მოსასხამებით იფარავენ. რა თქმა უნდა, გოგონები არაჩვეულებრივად გამოიყურებიან, მაგრამ ვერ ვიტყოდით, რომ ნაომის მადისაღმძვრელ ფორმებს კენდის სვეინპულის ზედმეტად გამხდარი სხეული შეედრება. თქვენ რომელი ფოტოსესია უფრო მოგეწონათ, ახალგაზრდა გვარდიის თუ 1990-იანელების?ასევე ნახეთ: 7 შიშველი, სექსუალური სუპერმოდელი ჟურნალ Interview-ს სექტემბრის ნომერში (+ფოტო)
იხილეთ მსგავსი სიახლეები :