Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ვალერიან გორგილაძე – "ქართულ ოცებას" დღეს აწყობს პოლიტიკური კალეიდოსკოპი, რომელიც მრავალი და უამბიციო სუბიექტებისაგან შედგება

ვალერიან გორგილაძე – "ქართულ ოცებას" დღეს აწყობს პოლიტიკური კალეიდოსკოპი, რომელიც მრავალი და უამბიციო სუბიექტებისაგან შედგება

2016-02-25 16:57:00

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" სოციოლოგ ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა. - ბატონო ვალერიან, მედიაში აქტიურად განიხილება სამთავრობო გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებების თემა. უმრავლესობის წევრები ადასტურებენ, რომ პრემიერისთვის მინისტრების მიერ ანგარიშების წარდგენის პროცესი დასრულდა და შესაძლოა, ვინმე შეიცვალოს. თქვენ რამდენად გაქვთ იმის მოლოდინი, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება? - ჩემი აზრით, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებული მოლოდინი უკავშირდება ორ ფაქტორს - გიორგი კვირიკაშვილის ხედვას იმის შესახებ მინისტრთა კაბინეტის საქმიანობაში თუ რომელი მიმართულება უნდა გამოცხადდეს პრიორიტეტულ ვექტორად და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს. კვირიკაშვილს, რომლის დანიშვნაც პრემიერის პოსტზე საგანგებო რეჟიმში მოხდა, ჯერაც არ გამოუყენებია თავისი უფლებამოსილება საკადრო ცვლილებებთან მიმართებაში. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ კვირიკაშვილის განსაკუთრებული ინტერესების სფეროს წარმოადგენს ეკონომიკა, ინვესტიციები და ფინანსური სექტორი, შეიძლება დავასკვნათ, რომ მომავალი ცვლილებები დაუკავშირდება შესაბამის სამინისტროებს და საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც კვირიკაშვილის დროს, პრაქტიკულად, საგარეო-ეკონომიკური უწყების ფუნქციას ასრულებდა. სხვა თვალსაზრისით, მოსალოდნელი ცვლილება შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ერთგვარი შეტყობინება მოსახლეობისთვის. მაგალითად, არ არის გამორიცხული, რომ დავით სერგეენკო, როგორც ყველაზე პოპულარული და სახალხო ნდობით აღჭურვილი მინისტრი, დაეუფლოს ვიცე-პრემიერის თანამდებობას და ეს ფორმალური დაწინაურება დაუკავშირდეს რომელიმე ფართომასშტაბიანი, სოციალური პროექტის პრეზენტაციას. - მმართველ კოალიციაში "მრეწველებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის დაწყებული დაპირისპირება, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან კორექტივებს შეიტანს ქართულ პოლიტიკაში. "მრეწველების" ლიდერის გოგი თოფაძის განცხადება - "კოალიციიდან ვერავინ გაგვრიცხავს", ვიცე-პრემიერ კახი კალაძის მტკიცება, რომ "ქართული ოცნება" აუცილებლად დაიშლება" იმაზე ხომ არ მიუთითებს, რომ წინასაარჩევნოდ მმართველ გუნდში სერიოზული ცვლილებები შეიძლება მოხდეს? შესაძლოა, ვიდრე ამ საკითხებზე "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს არ უმსჯელია, ამ თემაზე საუბარი ნაადრევიც კი იყოს, მაგრამ თუ უკვე მომხდარის პოლიტიკურ ასპექტებზე გავამახვილებთ ყურადღებას, თქვენი აზრით, ამ ეტაპზე რისი თქმა შეიძლება? ანუ, რა ხდება ივანიშვილის ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ პოლიტიკურ ძალაში, რომელმაც 2012 წლის 1-ელი ოქტომბერის არჩევნებზე საკმაოდ ორგანიზებული, მოტივირებული და დიდი პოლიტიკური გამოცდილების "ნაციონალები" დაამარცხა? - ის, რაც ახლა კოალიციაში ხდება, არის კანონზომიერი და ობიექტური პროცესი. როგორც მეფე სოლომონი იტყოდა არის - "ჟამი ქვების გაბნევისა და ჟამი ქვების მოგროვებისა". უბრალოდ, ჩვენ ვადევნებთ თვალს პროცესს, რომელიც სხვა თანმიმდევრობით ვითარდება. კოალიციამ 2012 წელს შეასრულა თავისი ზეამოცანა, ხელისუფლებიდან განდევნა "ნაცმოძრაობა". "ოცნების" კოალიცია, არც 2012 წელს გამოირჩეოდა განსაკუთრებული ორგანიზებულობით. "ნაცმოძრაობა" დაამარცხდა არა ორგანიზებულმა, არამედ გაერთიანებულმა, შეიძლება ითქვას, მოგროვებულმა ძალამ, ვინაიდან, ცხადი იყო, რომ მხოლოდ პოლიტიკურ ძალთა შორის ბალანსისა და პოლარიზაციის შემთხვევაში იყო შესაძლებელი ძალზედ ორგანიზებული "ნაცმოძრაობის" დამარცხება. დღეს, როდესაც ისმის კითხვა, თუ ვინ იღებს პასუხისმგებლობას მიმდინარე პროცესებზე და შესაბამისად ვინ უნდა დაეუფლოს არსებულ სახელისუფლებო ბერკეტს, ბუნებრივად იჩენს თავს უამრავი შიდა კონფლიქტი და დაპირისპირება, რომელიც ისედაც ახასიათებდა ამ ეკლექტურ გაერთიანებას. ვფიქრობ, რომ კოალიციაში შიდა ძალების გამიჯვნის და დაშლის პროცესი გარდაუვალია.- თქვენი კოლეგის, ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, "რესპუბლიკელები" ახლა იმავე გზას გადიან, რაც თავის დროზე სააკაშვილმა, ხოლო შემდეგ "თავისუფალმა დემოკრატებმა" გაიარეს. ჯერ სააკაშვილი, ხოლო შემდეგ "თავისუფალი დემოკრატები" ამტკიცებდნენ, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნა იყო ქვეყნის საგარეო ვექტორის გარანტია. ახლა "რესპუბლიკელები" ამბობენ იგივეს. ფაქტია, რომ ივანიშვილმა სააკაშვილი და "თავისუფალი დემოკრატები" ქართულ პოლიტიკაში სერიოზულად ჩააჩოჩა. ისიც ფაქტია, რომ "რესპუბლიკელების" მმართველ კოალიციაში ყოფნა საქართველოს დასავლელ პარტნიორებს ხანდახან ათქმევინებს - ქვეყნის საგარეო ვექტორში არანაირი ცვლილება არ მომხდარა და ხელისუფლება გაცხადებულ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს. ახლა უპრიანიცაა კითხვა ასე დაისვას: "მრეწველებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის ვისზე გააკეთებს არჩევანს ივანიშვილი?- საქმე ისაა, რომ "რესპუბლიკელები" "ნაციონალების" და "თავისუფალი დემოკრატებისგან" განსხვავებით, არ იყენებენ საგარეო დღის წესრიგს ალარმისტული, ანუ ემოციურად პანიკური მდგომარეობის პოზიციიდან. მახსოვს, 2012 წლის საარჩევო კამპანიის დროს შეშინებული სააკაშვილი თუ როგორ მიმართავდა თელაველებს. ის განწირული ხმით ყვიროდა - "აქ თელავის ქუჩებში, ოქტომბრის არჩევნებზე ერთმანეთს დაუპირისპირდება თავისუფალი საქართველო და კოლექტიური პუტინი". ბუნებრივია, "კოლექტიურ პუტინში" ყოფილი პრეზიდენტი "ოცნებას" გულისხმობდა ანუ, სააკაშვილი ცდილობდა თავისი ძალაუფლების გადარჩენას საგარეო დღის წესრიგის საგანგებო არტიკულაციით. იგივე ხერხს, რაც, ბუნებრივია, შეცდომა იყო, მიმართავდა ალასანიაც, როდესაც გადააყენეს მინისტრის პოსტიდან და ამით, პრაქტიკულად, განდევნეს კოალიციიდან. "თავისუფალ დემოკრატებსაც" თავისი პროდასავლური "უალტერნატივობა" მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როდესაც ჩამოერთვა სახელისუფლებო ბერკეტის თავისი მოკრძალებული ლუკმა. "რესპუბლიკელები" (და ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა) მიზანმიმართულად ზრდიან თავის გავლენას როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე ადგილებზე, თვითმმართველობის ორგანოებში და ა.შ. ბუნებრივია, რომ როგორც კოალიციაში ყველაზე კვალიფიციური და ორგანიზებული ძალა, "რესპუბლიკელები" თანმიმდევრულად აცხადებენ პრეტენზიას უფრო მეტ ძალაუფლებაზე და უფრო მეტ გავლენაზე. ბუნებრივია, რომ ამ პრეტენზიების ლეგიტიმურობას ამყარებს მწყობრი და თანმიმდევრული იდეოლოგიური და შესაბამისად საგარეო ორიენტაციაც. ვფიქრობ, კოალიციის დაშლის საკითხი ასე დრამატულად არ დგას და ივანიშვილს "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის არჩევანის გაკეთება არ მოუწევს. თუმცა, მოცემულ მომენტში ამგვარი არჩევანი რომც იყოს გასაკეთებელი, ივანიშვილი, როგორც ძალზედ პრაგმატული ადამიანი, რასაკვირველია, არჩევანს "რესპუბლიკელებზე" გააკეთებდა. ამ ჯაჭვიდან გადის ყველაზე სუსტი... - 2011 წელს, როცა სააკაშვილის ხელისუფლებამ შეძლო ოპოზიციურ "რვიანში" განხეთქილების შეტანა და იმგვარი საარჩევნო სისტემის შექმნა, როცა ხელისუფლების დამარცხება შეუძლებელი იყო, პოლიტიკურ სცენაზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდე ექსპერტთა უმეტესება აღნიშნავდა, რომ სააკაშვილს "პოლიტიკური ველი გასუფთავებული ჰქონდა", ანუ მას რეალური კონკურენტი არც ჰყავდა. თუ გამოკითხვების უკანასკნელ შედეგებს დავუჯერებთ, რომლის მიხედვითაც, არც "ქართულ ოცნებას" და არც "ნაციონალებს" დიდად სახარბიელო მაჩვენებლები არ აქვთ, ასევე იმას გავიხსენებთ, რომ გამოკითხულთა 61%-მა ჯერ არ იცის 2016 წლის არჩევნებზე ვის დაუჭერს მხარს, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ 2016 წლის არჩევნებისთვისაც მეტ-ნაკლებად "პოლიტიკური ველი გასუფთავებულია. ასეთ ვითარებაში სრულიად ლოგიკურია დაისვას კითხვა: ვის, ან რომელ პოლიტიკურ ძალას უსუფთავებს პოლიტიკურ მოედანს ბატონი ივანიშვილი? - არც არავის უსუფთავებს. წინა კითხვაზე საუბრისას ჩვენ გავიხსენეთ ეკლეზიასტი და "ჟამი ქვების გაბნევისა...". მმართველ კოალიციას პოლიტიკური პარტიების სიმრავლე ხელს აძლევს. თუ 2012 წელს პოლიტიკური ზეამოცანის მისაღწევად საჭირო იყო ფორმულის - "შუა უნდა გაიკრიფოს" განხორცილება, დღეს "ქართულ ოცებას" აწყობს პოლიტიკური კალეიდოსკოპი, რომელიც მრავალი და უამბიციო სუბიექტებისგან შედგება. "ოცნების" სხვა სტრატეგიულ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს ის, რომ არ დაუშვას მსხვილი გაერთიანების შექმნა, თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან ეს საფრთხე "ოცნებას" ნამდვილად არ ემუქრება. - თქვენ განაცხადეთ, რომ ამგვარი საფრთხე "ოცნებას" არ ემუქრება, მაგრამ ქართულ მედიაში სხვადასხვა წონისა და იმიჯის მქონე ყოფილი და პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული პერსონები ავითარებენ აზრს, რომ არჩევნებამდე პოლიტიკურ ასპარეზზე საკმაოდ წონიანი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება. არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ ამგვარი პარტია ჰორიზონტზე ჯერ არ გამოჩენილა. შესაძლოა, ყველაფერიც წინაა, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, ქართულ პოლიტიკურ სცენაზე რა ტიპის და რაც მთავარია, რა შემადგენლობით შეიძლება გამოვიდეს ახალი პარტია თუ პოლიტიკური ძალა და რით შეიძლება იგი განსხვავდებოდეს დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტებისაგან, რის გამოც მას არჩევნებში სერიოზული შედეგის დადების იმედი შეიძლება ჰქონდეს? - ამ საარჩევნო ციკლში გამოვრიცხავ რაიმე წონიანი პოლიტიკური ძალის გამოჩენას. საამისოდ, არ არის არც დრო და არც ადამიანური რესურსი. არის ის, რაც არის, თვისობრივ სიახლეს სჭირდება დრო. შეიძლება მომდევნო ციკლში ჩვენ ვიხილოთ პოლიტიკური ძალა, რომელიც გააერთიანებს ადამიანებს, რომლებიც დღეს გადანაწილებულები არიან სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებში ან სამოქალაქო სექტორში. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური მომავალი უდაოთ აქვთ ასეთ პიროვნებებს, როგორებიც არიან ბექა ნაცვლიშვილი, ალეკო ელისაშვილი, ლევან ლორთქიფანიძე, გიორგი ტაბიძე და ა.შ. რაც შეეხება მოარულ ხმებს ახალი პოლიტიკური "წონიანი" პოლიტიკური პარტიის შესახებ, მე შემოგთავაზებდით ამ "საინფორმაციო მოლოდინის" განხილვას სოციოლოგიის კონტექსტში. ამგვარი მოლოდინი შეიძლება აიხსნას საზოგადოებაში არსებული იმედგაცრუებით, ფრუსტრაციით. ამიტომაცაა რომ სხვადასხვა გამოკითხვაში არსებული პოლიტიკური კლასის მიმართ უნდობლობის უპრეცედენტოდ მაღალი ხარისხი ფიქსირდება.- ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ამომრჩევლებს პოლიტიკოსებისადმი ნდობა აქვთ დაკარგული. მეტიც, შეინიშნება ამომრჩევლის პოლიტიკისგან გაუცხოება და პოლიტიკოსებისგან დისტანცირება, რაც, პრაქტიკულად, ყველას ეხება. რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ 2016 წლისთვის ამომრჩეველი პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისაგან აშკარად განხიბლულია და 2016 წლის არჩევნებზე ამომრჩევლის აქტიურობა საკმაოდ დაბალი შეიძლება იყოს? - ზემოთქმულიდან გამომდინარე სულაც არ გამომდინარეობს რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდება დაბალი აქტივობა. მოქალაქეებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება არსებული პოლიტიკური მენიუდან. გურმანი დაუსრულებლად ვერ დაელოდება მისთვის მისაღებ კერძს და ფუჭ მოლოდინში ნამდვილად არ გარდაიცვლება ანორექსიით. ჩემი აზრით, მოსახლეობაში გაზრდილია სამოქალაქო თვითშეგნება და იმის განცდა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება წარმოადგენს პასუხისმგებლობას საკუთარი თავის და ქვეყნის წინაშე. 2012 წელს ყველა დარწმუნდა იმაში, რომ არჩევნების მეშვეობით ბევრი რამის შეცვლაა შესაძლებელი. გარდა ამისა, არსებული ცესკო-ს მიმართ მაღალი ნდობის ხარისხი და საარჩენო ადმინისტრირების ეფექტიანი მენეჯმენტი ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან წინაპირობას საიმისოდ, რომ არჩევნებზე ამომრჩეველთა საკმაოდ მაღალი აქტივობა ვივარაუდოთ. - იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესები და მოსამართლე მამუკა ახვლედიანის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გათავისუფლებაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნმა გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა - "იუსტიციის საბჭო კანონით დადგენილ საფუძვლებს გასცდა". მეტიც, მისივე თქმით, "აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და მაქსიმალურად დაჩქარებული ვადებში უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს რადიკალური რეფორმირება, იმისთვის რომ ამ ორგანომ დაიბრუნოს საზოგადოების ნდობა და ეს ნდობის მანდატი გაძლიერდეს". არადა, აშკარაა, რომ არც აღმასრულებელი და არც საკანონმდებლო ორგანოები არ თუ ვერ იმჩნევენ იმას, რომ მას შემდეგ რაც იუსტიციის საბჭომ მოსამართლე მურუსიძეს დაუჭირა მხარი, საზოგადოებაში იუსტიციის საბჭოსადმი ნდობის საკითხისადმი, რბილად რომ ვთქვათ, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა. თქვენი აზრით, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ის, რომ იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებულ საკითხებში პრეზიდენტის ინსტიტუტი უფრო პრინციპულ პოზიციებს აფიქსირებს, ვიდრე აღმასრულებელი და საკანომდებლო ორგანოები ? - მხოლოდ იმას, რომ პრეზიდენტი სახელისუფლებო კონფიგურაციაში წარმოადგენს ყველაზე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურას, რომელიც ემანსიპირებულია გარე გავლენებისაგან. კობა ბენდელიანი "ინტერპრესნიუსი"
stdClass Object ( [id] => 367984 [title] => ვალერიან გორგილაძე – "ქართულ ოცებას" დღეს აწყობს პოლიტიკური კალეიდოსკოპი, რომელიც მრავალი და უამბიციო სუბიექტებისაგან შედგება [alias] => valerian-gorgiladze-qqarthul-ocebasq-dghes-atsyobs-politikuri-kaleidoskopi-romelic-mravali-da-uambicio-subieqtebisagan-shedgeba [title_alias] => [introtext] => [fulltext] => საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" სოციოლოგ ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა. - ბატონო ვალერიან, მედიაში აქტიურად განიხილება სამთავრობო გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებების თემა. უმრავლესობის წევრები ადასტურებენ, რომ პრემიერისთვის მინისტრების მიერ ანგარიშების წარდგენის პროცესი დასრულდა და შესაძლოა, ვინმე შეიცვალოს. თქვენ რამდენად გაქვთ იმის მოლოდინი, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება? - ჩემი აზრით, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებული მოლოდინი უკავშირდება ორ ფაქტორს - გიორგი კვირიკაშვილის ხედვას იმის შესახებ მინისტრთა კაბინეტის საქმიანობაში თუ რომელი მიმართულება უნდა გამოცხადდეს პრიორიტეტულ ვექტორად და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს. კვირიკაშვილს, რომლის დანიშვნაც პრემიერის პოსტზე საგანგებო რეჟიმში მოხდა, ჯერაც არ გამოუყენებია თავისი უფლებამოსილება საკადრო ცვლილებებთან მიმართებაში. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ კვირიკაშვილის განსაკუთრებული ინტერესების სფეროს წარმოადგენს ეკონომიკა, ინვესტიციები და ფინანსური სექტორი, შეიძლება დავასკვნათ, რომ მომავალი ცვლილებები დაუკავშირდება შესაბამის სამინისტროებს და საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც კვირიკაშვილის დროს, პრაქტიკულად, საგარეო-ეკონომიკური უწყების ფუნქციას ასრულებდა. სხვა თვალსაზრისით, მოსალოდნელი ცვლილება შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ერთგვარი შეტყობინება მოსახლეობისთვის. მაგალითად, არ არის გამორიცხული, რომ დავით სერგეენკო, როგორც ყველაზე პოპულარული და სახალხო ნდობით აღჭურვილი მინისტრი, დაეუფლოს ვიცე-პრემიერის თანამდებობას და ეს ფორმალური დაწინაურება დაუკავშირდეს რომელიმე ფართომასშტაბიანი, სოციალური პროექტის პრეზენტაციას. - მმართველ კოალიციაში "მრეწველებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის დაწყებული დაპირისპირება, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან კორექტივებს შეიტანს ქართულ პოლიტიკაში. "მრეწველების" ლიდერის გოგი თოფაძის განცხადება - "კოალიციიდან ვერავინ გაგვრიცხავს", ვიცე-პრემიერ კახი კალაძის მტკიცება, რომ "ქართული ოცნება" აუცილებლად დაიშლება" იმაზე ხომ არ მიუთითებს, რომ წინასაარჩევნოდ მმართველ გუნდში სერიოზული ცვლილებები შეიძლება მოხდეს? შესაძლოა, ვიდრე ამ საკითხებზე "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს არ უმსჯელია, ამ თემაზე საუბარი ნაადრევიც კი იყოს, მაგრამ თუ უკვე მომხდარის პოლიტიკურ ასპექტებზე გავამახვილებთ ყურადღებას, თქვენი აზრით, ამ ეტაპზე რისი თქმა შეიძლება? ანუ, რა ხდება ივანიშვილის ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ პოლიტიკურ ძალაში, რომელმაც 2012 წლის 1-ელი ოქტომბერის არჩევნებზე საკმაოდ ორგანიზებული, მოტივირებული და დიდი პოლიტიკური გამოცდილების "ნაციონალები" დაამარცხა? - ის, რაც ახლა კოალიციაში ხდება, არის კანონზომიერი და ობიექტური პროცესი. როგორც მეფე სოლომონი იტყოდა არის - "ჟამი ქვების გაბნევისა და ჟამი ქვების მოგროვებისა". უბრალოდ, ჩვენ ვადევნებთ თვალს პროცესს, რომელიც სხვა თანმიმდევრობით ვითარდება. კოალიციამ 2012 წელს შეასრულა თავისი ზეამოცანა, ხელისუფლებიდან განდევნა "ნაცმოძრაობა". "ოცნების" კოალიცია, არც 2012 წელს გამოირჩეოდა განსაკუთრებული ორგანიზებულობით. "ნაცმოძრაობა" დაამარცხდა არა ორგანიზებულმა, არამედ გაერთიანებულმა, შეიძლება ითქვას, მოგროვებულმა ძალამ, ვინაიდან, ცხადი იყო, რომ მხოლოდ პოლიტიკურ ძალთა შორის ბალანსისა და პოლარიზაციის შემთხვევაში იყო შესაძლებელი ძალზედ ორგანიზებული "ნაცმოძრაობის" დამარცხება. დღეს, როდესაც ისმის კითხვა, თუ ვინ იღებს პასუხისმგებლობას მიმდინარე პროცესებზე და შესაბამისად ვინ უნდა დაეუფლოს არსებულ სახელისუფლებო ბერკეტს, ბუნებრივად იჩენს თავს უამრავი შიდა კონფლიქტი და დაპირისპირება, რომელიც ისედაც ახასიათებდა ამ ეკლექტურ გაერთიანებას. ვფიქრობ, რომ კოალიციაში შიდა ძალების გამიჯვნის და დაშლის პროცესი გარდაუვალია.- თქვენი კოლეგის, ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, "რესპუბლიკელები" ახლა იმავე გზას გადიან, რაც თავის დროზე სააკაშვილმა, ხოლო შემდეგ "თავისუფალმა დემოკრატებმა" გაიარეს. ჯერ სააკაშვილი, ხოლო შემდეგ "თავისუფალი დემოკრატები" ამტკიცებდნენ, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნა იყო ქვეყნის საგარეო ვექტორის გარანტია. ახლა "რესპუბლიკელები" ამბობენ იგივეს. ფაქტია, რომ ივანიშვილმა სააკაშვილი და "თავისუფალი დემოკრატები" ქართულ პოლიტიკაში სერიოზულად ჩააჩოჩა. ისიც ფაქტია, რომ "რესპუბლიკელების" მმართველ კოალიციაში ყოფნა საქართველოს დასავლელ პარტნიორებს ხანდახან ათქმევინებს - ქვეყნის საგარეო ვექტორში არანაირი ცვლილება არ მომხდარა და ხელისუფლება გაცხადებულ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს. ახლა უპრიანიცაა კითხვა ასე დაისვას: "მრეწველებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის ვისზე გააკეთებს არჩევანს ივანიშვილი?- საქმე ისაა, რომ "რესპუბლიკელები" "ნაციონალების" და "თავისუფალი დემოკრატებისგან" განსხვავებით, არ იყენებენ საგარეო დღის წესრიგს ალარმისტული, ანუ ემოციურად პანიკური მდგომარეობის პოზიციიდან. მახსოვს, 2012 წლის საარჩევო კამპანიის დროს შეშინებული სააკაშვილი თუ როგორ მიმართავდა თელაველებს. ის განწირული ხმით ყვიროდა - "აქ თელავის ქუჩებში, ოქტომბრის არჩევნებზე ერთმანეთს დაუპირისპირდება თავისუფალი საქართველო და კოლექტიური პუტინი". ბუნებრივია, "კოლექტიურ პუტინში" ყოფილი პრეზიდენტი "ოცნებას" გულისხმობდა ანუ, სააკაშვილი ცდილობდა თავისი ძალაუფლების გადარჩენას საგარეო დღის წესრიგის საგანგებო არტიკულაციით. იგივე ხერხს, რაც, ბუნებრივია, შეცდომა იყო, მიმართავდა ალასანიაც, როდესაც გადააყენეს მინისტრის პოსტიდან და ამით, პრაქტიკულად, განდევნეს კოალიციიდან. "თავისუფალ დემოკრატებსაც" თავისი პროდასავლური "უალტერნატივობა" მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როდესაც ჩამოერთვა სახელისუფლებო ბერკეტის თავისი მოკრძალებული ლუკმა. "რესპუბლიკელები" (და ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა) მიზანმიმართულად ზრდიან თავის გავლენას როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე ადგილებზე, თვითმმართველობის ორგანოებში და ა.შ. ბუნებრივია, რომ როგორც კოალიციაში ყველაზე კვალიფიციური და ორგანიზებული ძალა, "რესპუბლიკელები" თანმიმდევრულად აცხადებენ პრეტენზიას უფრო მეტ ძალაუფლებაზე და უფრო მეტ გავლენაზე. ბუნებრივია, რომ ამ პრეტენზიების ლეგიტიმურობას ამყარებს მწყობრი და თანმიმდევრული იდეოლოგიური და შესაბამისად საგარეო ორიენტაციაც. ვფიქრობ, კოალიციის დაშლის საკითხი ასე დრამატულად არ დგას და ივანიშვილს "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის არჩევანის გაკეთება არ მოუწევს. თუმცა, მოცემულ მომენტში ამგვარი არჩევანი რომც იყოს გასაკეთებელი, ივანიშვილი, როგორც ძალზედ პრაგმატული ადამიანი, რასაკვირველია, არჩევანს "რესპუბლიკელებზე" გააკეთებდა. ამ ჯაჭვიდან გადის ყველაზე სუსტი... - 2011 წელს, როცა სააკაშვილის ხელისუფლებამ შეძლო ოპოზიციურ "რვიანში" განხეთქილების შეტანა და იმგვარი საარჩევნო სისტემის შექმნა, როცა ხელისუფლების დამარცხება შეუძლებელი იყო, პოლიტიკურ სცენაზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდე ექსპერტთა უმეტესება აღნიშნავდა, რომ სააკაშვილს "პოლიტიკური ველი გასუფთავებული ჰქონდა", ანუ მას რეალური კონკურენტი არც ჰყავდა. თუ გამოკითხვების უკანასკნელ შედეგებს დავუჯერებთ, რომლის მიხედვითაც, არც "ქართულ ოცნებას" და არც "ნაციონალებს" დიდად სახარბიელო მაჩვენებლები არ აქვთ, ასევე იმას გავიხსენებთ, რომ გამოკითხულთა 61%-მა ჯერ არ იცის 2016 წლის არჩევნებზე ვის დაუჭერს მხარს, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ 2016 წლის არჩევნებისთვისაც მეტ-ნაკლებად "პოლიტიკური ველი გასუფთავებულია. ასეთ ვითარებაში სრულიად ლოგიკურია დაისვას კითხვა: ვის, ან რომელ პოლიტიკურ ძალას უსუფთავებს პოლიტიკურ მოედანს ბატონი ივანიშვილი? - არც არავის უსუფთავებს. წინა კითხვაზე საუბრისას ჩვენ გავიხსენეთ ეკლეზიასტი და "ჟამი ქვების გაბნევისა...". მმართველ კოალიციას პოლიტიკური პარტიების სიმრავლე ხელს აძლევს. თუ 2012 წელს პოლიტიკური ზეამოცანის მისაღწევად საჭირო იყო ფორმულის - "შუა უნდა გაიკრიფოს" განხორცილება, დღეს "ქართულ ოცებას" აწყობს პოლიტიკური კალეიდოსკოპი, რომელიც მრავალი და უამბიციო სუბიექტებისგან შედგება. "ოცნების" სხვა სტრატეგიულ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს ის, რომ არ დაუშვას მსხვილი გაერთიანების შექმნა, თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან ეს საფრთხე "ოცნებას" ნამდვილად არ ემუქრება. - თქვენ განაცხადეთ, რომ ამგვარი საფრთხე "ოცნებას" არ ემუქრება, მაგრამ ქართულ მედიაში სხვადასხვა წონისა და იმიჯის მქონე ყოფილი და პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული პერსონები ავითარებენ აზრს, რომ არჩევნებამდე პოლიტიკურ ასპარეზზე საკმაოდ წონიანი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება. არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ ამგვარი პარტია ჰორიზონტზე ჯერ არ გამოჩენილა. შესაძლოა, ყველაფერიც წინაა, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, ქართულ პოლიტიკურ სცენაზე რა ტიპის და რაც მთავარია, რა შემადგენლობით შეიძლება გამოვიდეს ახალი პარტია თუ პოლიტიკური ძალა და რით შეიძლება იგი განსხვავდებოდეს დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტებისაგან, რის გამოც მას არჩევნებში სერიოზული შედეგის დადების იმედი შეიძლება ჰქონდეს? - ამ საარჩევნო ციკლში გამოვრიცხავ რაიმე წონიანი პოლიტიკური ძალის გამოჩენას. საამისოდ, არ არის არც დრო და არც ადამიანური რესურსი. არის ის, რაც არის, თვისობრივ სიახლეს სჭირდება დრო. შეიძლება მომდევნო ციკლში ჩვენ ვიხილოთ პოლიტიკური ძალა, რომელიც გააერთიანებს ადამიანებს, რომლებიც დღეს გადანაწილებულები არიან სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებში ან სამოქალაქო სექტორში. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური მომავალი უდაოთ აქვთ ასეთ პიროვნებებს, როგორებიც არიან ბექა ნაცვლიშვილი, ალეკო ელისაშვილი, ლევან ლორთქიფანიძე, გიორგი ტაბიძე და ა.შ. რაც შეეხება მოარულ ხმებს ახალი პოლიტიკური "წონიანი" პოლიტიკური პარტიის შესახებ, მე შემოგთავაზებდით ამ "საინფორმაციო მოლოდინის" განხილვას სოციოლოგიის კონტექსტში. ამგვარი მოლოდინი შეიძლება აიხსნას საზოგადოებაში არსებული იმედგაცრუებით, ფრუსტრაციით. ამიტომაცაა რომ სხვადასხვა გამოკითხვაში არსებული პოლიტიკური კლასის მიმართ უნდობლობის უპრეცედენტოდ მაღალი ხარისხი ფიქსირდება.- ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ამომრჩევლებს პოლიტიკოსებისადმი ნდობა აქვთ დაკარგული. მეტიც, შეინიშნება ამომრჩევლის პოლიტიკისგან გაუცხოება და პოლიტიკოსებისგან დისტანცირება, რაც, პრაქტიკულად, ყველას ეხება. რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ 2016 წლისთვის ამომრჩეველი პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისაგან აშკარად განხიბლულია და 2016 წლის არჩევნებზე ამომრჩევლის აქტიურობა საკმაოდ დაბალი შეიძლება იყოს? - ზემოთქმულიდან გამომდინარე სულაც არ გამომდინარეობს რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდება დაბალი აქტივობა. მოქალაქეებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება არსებული პოლიტიკური მენიუდან. გურმანი დაუსრულებლად ვერ დაელოდება მისთვის მისაღებ კერძს და ფუჭ მოლოდინში ნამდვილად არ გარდაიცვლება ანორექსიით. ჩემი აზრით, მოსახლეობაში გაზრდილია სამოქალაქო თვითშეგნება და იმის განცდა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება წარმოადგენს პასუხისმგებლობას საკუთარი თავის და ქვეყნის წინაშე. 2012 წელს ყველა დარწმუნდა იმაში, რომ არჩევნების მეშვეობით ბევრი რამის შეცვლაა შესაძლებელი. გარდა ამისა, არსებული ცესკო-ს მიმართ მაღალი ნდობის ხარისხი და საარჩენო ადმინისტრირების ეფექტიანი მენეჯმენტი ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან წინაპირობას საიმისოდ, რომ არჩევნებზე ამომრჩეველთა საკმაოდ მაღალი აქტივობა ვივარაუდოთ. - იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესები და მოსამართლე მამუკა ახვლედიანის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გათავისუფლებაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნმა გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა - "იუსტიციის საბჭო კანონით დადგენილ საფუძვლებს გასცდა". მეტიც, მისივე თქმით, "აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და მაქსიმალურად დაჩქარებული ვადებში უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს რადიკალური რეფორმირება, იმისთვის რომ ამ ორგანომ დაიბრუნოს საზოგადოების ნდობა და ეს ნდობის მანდატი გაძლიერდეს". არადა, აშკარაა, რომ არც აღმასრულებელი და არც საკანონმდებლო ორგანოები არ თუ ვერ იმჩნევენ იმას, რომ მას შემდეგ რაც იუსტიციის საბჭომ მოსამართლე მურუსიძეს დაუჭირა მხარი, საზოგადოებაში იუსტიციის საბჭოსადმი ნდობის საკითხისადმი, რბილად რომ ვთქვათ, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა. თქვენი აზრით, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ის, რომ იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებულ საკითხებში პრეზიდენტის ინსტიტუტი უფრო პრინციპულ პოზიციებს აფიქსირებს, ვიდრე აღმასრულებელი და საკანომდებლო ორგანოები ? - მხოლოდ იმას, რომ პრეზიდენტი სახელისუფლებო კონფიგურაციაში წარმოადგენს ყველაზე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურას, რომელიც ემანსიპირებულია გარე გავლენებისაგან. კობა ბენდელიანი "ინტერპრესნიუსი" [state] => 1 [sectionid] => 2 [mask] => 1 [catid] => 44 [created] => 2016-02-25 12:57:07 [created_by] => 124 [created_by_alias] => [modified] => 2016-02-25 13:31:28 [modified_by] => 3559 [checked_out] => 0 [checked_out_time] => 0000-00-00 00:00:00 [publish_up] => 2016-02-25 12:57:07 [publish_down] => Never [images] => [urls] => [attribs] => big_image=../photo/2015_02/0-01TEBER-2016/gorgiladze.jpg multicategory=| video_file= video_image= video_type=1 show_title= link_titles= show_intro= show_section= link_section= show_category= link_category= show_vote= show_author= show_create_date= show_modify_date= show_pdf_icon= show_print_icon= show_email_icon= language= keyref= readmore= ext_link= galerycategory=0 [version] => 3 [parentid] => 0 [ordering] => 1 [metakey] => [metadesc] => [access] => 0 [hits] => 148 [metadata] => robots= author= [popup] => 1456405117 [corrected] => 1 [topic_id] => -1 [author] => Maka Chaganava [usertype] => Super Administrator [category] => ინტერვიუ [section] => REPORTER [slug] => 367984:valerian-gorgiladze-qqarthul-ocebasq-dghes-atsyobs-politikuri-kaleidoskopi-romelic-mravali-da-uambicio-subieqtebisagan-shedgeba [catslug] => 44:interviu [groups] => Public [sec_pub] => 1 [cat_pub] => 1 [audio] => [video] => [image] => [sec_access] => 0 [cat_access] => 0 [topic_title] => [rating_count] => 0 [rating] => 0 [text] => საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" სოციოლოგ ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :