Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

უნივერსალური განმწმენდი დიეტა 5 საფეხური - მინუს 5 კილო

უნივერსალური განმწმენდი დიეტა 5 საფეხური - მინუს 5 კილო

2014-06-08 11:00:00

ახალი მეთოდით თვეში 3-5 კილოს დაკლებას შეძლებთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წონას დიეტის დასრულების შემდეგაც შეინარჩუნებთ და არც ჯანმრთელობას დაიავადებთ. საფეხურების დიეტა ძალიან მარტივია, - 5 დღე, 5 საფეხური, ყოველდღე ახალი საფეხური. პირველი დღე - გაწმენდაპირველი დღე ორგანიზმის გაწმენდას უნდა მოანდომოთ, რასაც შესაძლოა 1-2 კილოს დაკლებაც მოჰყვეს. მეორე დღე - აღდგენაამ ეტაპზე კუჭის ნორმალური მუშაობა უნდა აღდგეს. გაანებივრეთ თქვენი ორგანიზმი მაწვნითა და იოგურტით და გაწმენდის შემდეგ კუჭ-ნაწლავის მუშაობა უკეთესი გახდება. ამ დღესაც შეიძლება 1-2 კილო დაიკლოთ. მესამე დღე - ენერგიულისაფეხურის ყველზე გემრიელი და სასიამოვნო დღე. გაამდიდრეთ რაციონი თაფლითა და ქიშმიშით. ამ ტკბილ დღეს შეიძლება 0,5-დან 1 კილომდე დაიკლოთ. მეოთხე დღე - აღმდგენი ორგანიზმს ცხიმის უჯრედების დაწვასა და კუნთის გამაგრებაში უნდა დავეხმაროთ. ამ დღეს შეიძლება 700 გრამი დაიკლოთ. მეხუთე დღე - ცხიმის წვაესეც მეხუთე, დამამთავრებელი საფეხური. უჯრედისი ახშობს შიმშილის გრძნობას და გახდომას უწყობს ხელს. მის გადამუშავებას დიდი ენერგია სჭირდება და მის გამოსამუშავებლად ორგანიზმი კიდევ 1-2,5 კილოს მოიკლებს. საფეხურის დიეტაპირველი დღე: უნდა შეჭამოთ 1 კილო ვაშლი; დალიოთ 1 ლიტრი წყალი და 6-8 აბი აქტივირებული ნახშირი (თითო აბი ყოველ 2 საათში). მეორე დღე: უნდა შეჭამოთ 600 გრამი უცხიმო ხაჭო. დალიოთ 1 ლიტრი მაწონი ან კეფირი. აგრეთვე 1 ლიტრი მინერალური, გაზგაშვებული წყალი. მესამე დღე: 2 სადილის კოვზი თაფლი, 300 გრამი ქიშმიში, ჩირის უშაქრო კომპოტი, დალიეთ 1 ლიტრი წყალი. მეოთხე დღე: 500 გრამი მოხარშული ქათმის (ინდაურის) ხორცი, მწვანილი, დალიეთ 1 ლიტრი წყალი. მეხუთე დღე: მიირთვით უმი ბოსტნეულის სალათა და ხილი, განუსაზღვრელი რაოდენობით, აგრეთვე 200 გრამი შვრიის ფანტელის წყალზე მოხარშული ფაფა, დალიეთ 1 ლიტრი წყალი. ჩაიხედეთ სარკეში, აიწონეთ და აღმოაჩენთ, რომ საფეხურის სათავეში გამხდარი და გაახალგაზრდავებული დგახართ. საფეხურის დიეტა სასარგებლო და მარტივია. მისი გაკეთება ყოველთვიურადაც შეგიძლიათ, მაგრამ კატეგორიული მოთხოვნაა, ასეთ გამწმენდ-აღმდგენ პროცედურას თვეში ერთჯერზე მეტად ნუ გაიკეთებთ. იყავით ჯანმრთელები!
იხილეთ მსგავსი სიახლეები :