Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

უკანალების ჰიტ-პარადი: "ბელფი" – ახალი ვარსკვლავური ტრენდი (+ფოტო)

უკანალების ჰიტ-პარადი: "ბელფი" – ახალი ვარსკვლავური ტრენდი (+ფოტო)

2014-04-29 11:38:00

ჯერ კიდევ საჭმელების ფოტოებს დებთ "ინსტაგრამზე" ან ახლა სწავლობთ ”სელფის” გადაღებას? მაშინ ყურადღება მიაქციეთ ახალ ვარსკვლავურ ტრენდს. იხილეთ ფოტოგალერეათითქოს მოილაპარაკესო, ყველა სელებრითი თავს ბელფების გადაღებით იქცევს. რა არის "ბელფი"?საკუთარი უკანალისთვის ფოტოს გადაღება. ზედმეტად თამამია? არა! ვარსკვლავები ასე არ ფიქრობენ.გაჩხიკინებული მოდელები დიდი ხანია, ჩაანაცვლა ჯანმრთელი სხეულისა და მასიური თეძოების მოდამ. ჟურნალების ფურცლებზე სულ უფრო ხშირად ნახავთ მსხვილთეძოებიანი ვარსკვლავების – კიმ კარდაშიანის თუ სხვათა ფოტოებს. მგონი, კითხვას: ”ეს შარვალი ხომ არ მასუქებს?” - აღარავინ სვამს. ამ ფენომენთან ერთად, მოდაში შემოვიდა საკუთარი უკანალის ფოტოების გამოფენა სოციალურ ქსელებში. და სანამ თქვენ პირველი სელფის გადაღებით ხართ დაკავებული, ვარსკვლავური უკანალების ფოტოებით, ბელფებით (ინგლ. Belfie – bottom selfie) გაივსო "ინსტაგრამი". ჯერ კიდევ ადრე, მსგავსი ფოტოები კარდაშიანების ოჯახის საფირმო ნიშნად მიიჩნეოდა, ნუ, მაქსიმუმ მაილი საირუსის, მაგრამ ახლა თითქმის ყველა ცნობილი სახე ცდილობს, აიტაცოს ეს ტენდენცია. ამ ფონზე განსაკუთრებით პოპულარული გახდა ვარჯიშების სპეციალური კომპლექსი, რომელიც უკანალის გასამკვრივებლად და გასაზრდელად არის შექმნილი. ბევრი ჯანმრთელი უკანალის მფლობელი უკვე ამაზე ფულსაც შოულობს. მაგალითად, კოკო ოსტინმა გამოუშვა მობილური ტელეფონისთვის დამატება ფიტნეს-ინსტრუქციებით, ხოლო "ინსტაგრამის" 20 წლის ვარსკვლავი ჯენ სელტერი მსოფლიო სპორტულ ბრენდებთან თანამშრომლობს. ასე რომ, თუ გსურთ, არ ჩამორჩეთ მოდას, გაივარჯიშეთ უკანალის კუნთები და ისწავლეთ ბელფების გადაღება!
იხილეთ მსგავსი სიახლეები :