Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

თვალის ჰიგიენა



 ახლახან შევამჩნიე, რომ ჩემს 6 თვის გოგონას ცალი გუგა მეორეზე დიდი აქვს. გთხოვთ მითხრათ, რას უნდა ნიშნავდეს ეს, კიდევ რას მივაქციო ყურადღება და რა განსხვავებაა ჩვილისა და მოზრდილის მხედველობის ფუნქციას შორის. მკითხველს უპასუხებს ბავშვთა ოკულისტი მაია კავლელიშვილი: მოკლე ანატომიური ექსკურსიადამიანის თვალი ფოტოკამერას მოგვაგონებს. ის წარმოადგენს რთულ სისტემას, რომლის შემადგენლობაშიც შედის:თვით თვალი;სპეციალური ნერვული ბოჭკოები, რომლებიც მხედველობით ინფორმაციას თავის ტვინს აწვდიან; თავის ტვინის ის ნაწილი, რომელიც აღიქვამს ამ ინფორმაციას და აანალიზებს დანახულს.თვით თვალი შედგება:ოპტიკური ნაწილისგან. ის შეიძლება შევადაროთ ობიექტივს, რომელშიც შედის ლინზების სისტემა - ბროლი და რქოვანა;მგრძნობელობითი ნაწილისგან. ეს არის თავისებური გარსი, რომლითაც თვალი შიგნიდან არის ამოფენილი. ის შეიძლება შევადაროთ ფოტოფირს.ახალშობილის თვალს მხოლოდ სინათლის შეგრძნების უნარი შესწევს. შემდგომ მხედველობის სიმახვილე იმატებს და სიცოცხლის პირველი წლის დასასრულს ზრდასრული ადამიანის ნორმის 1/3-1/2-ს უტოლდება. მხედველობითი სისტემა ყველაზე სწრაფად სიცოცხლის პირველ თვეებში ვითარდება. მუცლადყოფნის პერიოდში, მშობიარობისას ან სიცოცხლის პირველ დღეებში თავჩენილმა ნებისმიერმა პათოლოგიურმა პროცესმა, რომელიც თვალის შიგნითა გარსის შემღვრევას, მხედველობის ნერვის ფუნქციის მოშლას და სხვა დარღვევებს იწვევს, შესაძლოა, საგრძნობლად შეაფერხოს მხედველობითი ანალიზატორის განვითარება. ფუნქციონალური დახვეწის კვალდაკვალ თვალის ზომებიც იმატებს. ახალშობილის გუგა მოზრდილი ადამიანის გუგაზე 6 მმ-ით მოკლეა. ამით აიხსნება ახალშობილთა შორსმხედველობა. გუგის ზრდასთან ერთად შორსმხედველობა მცირდება.აუცილებელია, მართებულად შეფასდეს მხედველობითი ანალიზატორის განვითარება დროსთან მიმართებით.ჩვილის მხედველობას ფიქსაციის რეაქციით აფასებენ. სიცოცხლის პირველ კვირას მხედველობა ფასდება გუგის რეაქციით სინათლეზე. ხანმოკლე ფიქსაცია სიცოცხლის მეორე კვირიდან ვლინდება, გრძელდება რამდენიმე წამს და ისიც მხოლოდ საგნის ნელი მოძრაობისას არის შესამჩნევი.სიცოცხლის მეორე თვიდან ჩვილს უკვე შეუძლია, ორივე თვალით მყარად დააფიქსიროს საგანი. ამ პერიოდში მშობელი ამჩნევს, რომ პატარა აქტიურად აკვირდება საგნებს, ცოცხლად რეაგირებს დედის დანახვაზე.ექვსი-რვა თვის ჩვილი იწყებს ფიგურების განსხვავებას, თორმეტი თვიდან კი ნახატების თვალიერებას.მხედველობითი სისტემა მთელი ბავშვობის განმავლობაში ვითარდება. ადრეულ ასაკში გამოვლენილი მცირედი გადახრაც კი მძიმე პათოლოგიას გვაცილებს თავიდან.რას უნდა მივაქციოთ ყურადღებაწამწამების ზრდას. არის შემთხვევები, როდესაც წამწამები არათანაბრად იზრდება, ეხება გუგას და შესაძლოა, ანთებისა და რქოვანა გარსის დაზიანების მიზეზად იქცეს.თვალის ჭრილს. ახალშობილს იგი ვიწრო აქვს. დააკვირდით, ხომ არ განსხვავდება ერთმანეთისგან მარჯვენა და მარცხენა ჭრილები, თანაბრად არის თუ არა ორივე თვალი ამობურცული თვალბუდიდან.თვალის ზომას. დააკვირდით, სიმეტრიულია თუ არა ანდა სხვადასხვა ზომისა ხომ არ არის თვალები. თვალის ზომის მომატება მძიმე პათოლოგიაზე - თანდაყოლილ გლაუკომაზე მიუთითებს. ამ დაავადების დროს იმატებს თვალშიგა წნევა, რასაც მხედევლობის სწრაფი და შეუქცევადი დაქვეითება მოჰყვება. თვალის ყველა ხილული სტრუქტურა ერთ მთლიანობას უნდა ქმნიდეს, რქოვანა გამჭვირვალე უნდა იყოს, ფერადი გარსები - ერთნაირი შეფერილობის. მნიშვნელოვანია გუგის რეაქცია სინათლეზე. ის უნდა შეფასდეს ჩაბნელებულ ოთახში, სინათლის წერტილოვანი წყაროს გამოყენებით. სინათლის სხივის მოხვედრისას ჯანსაღი გუგა ვიწროვდება.თუ ნორმიდან გადახრის რაიმე ნიშანი შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ბავშვთა თვალის ექიმს. საზოგადოდ კი პათოლოგიის ნაადრევი გამოვლენისთვის ოკულისტის გეგმური კონსულტაციები ყველა ბავშვმა უნდა გაიაროს.თუ არსებობს თვალის დაავადების განვითარების ალბათობა, მაგალითად, თუ ახალშობილი დღენაკლულია, პირველი კონსულტაცია სამშობიარო სახლშივე ტარდება.თუ არც ხილული პათოლოგია არსებობს და არც მისი განვითარების რისკი, გეგმური კონსულტაცია უნდა ჩატარდეს, როცა ახალშობილს ერთი თვე შეუსრულდება. ოკულისტი დაათვალიერებს თვალის ფსკერს, შეაფასებს მხედველობით ფუნქციას.მომდევნო ვიზიტები ტარდება ექვსი თვისა და ერთი წლის ასაკში, ამის შემდეგ კი - წელიწადში ერთხელ.თუ მშობლებს ან ახლო ნათესავებს ჰქონდათ თვალის დაავადება, სასურველია, ბავშვი ხუთ წლამდე მიიყვანოთ სპეციალიზებულ ოფთალმოლოგიურ კლინიკაში.გახსოვდეთ: ადრეულ სტადიაში გამოვლენილი დაავადება უმეტესად მკურნალობას ექვემდებარება.როდის არის საჭირო ოკულისტის სასწრაფო კონსულტაცია დღენაკლულ ბავშვებს, განსაკუთრებით მათ, რომლებსაც დაბადებისთანავე დასჭირდათ ჟანგბადის მიწოდება, დიდი აქვთ მძიმე პათოლოგიის - ახალშობილთა რეტინოპათიის განვითარების ალბათობა. საქმე ის არის, რომ ჭარბი ჟანგბადის ზემოქმედების შედეგად თვალის ფსკერის პერიფერიაზე ხდება სისხლძარღვთა აშრევება. რაც უფრო ღრმაა დღენაკლულობა (ანუ რაც უფრო ადრე და ნორმასთან შედარებით მცირე მასით იბადება ბავშვი), მით უფრო მეტია რეტინოპათიის განვითარების ალბათობა. ეს დაავადება სწრაფად იწვევს სიბრმავეს, ამიტომ დღენაკლულ ჩვილს დაბადებისთანავე უნდა დაუწესდეს ბავშვთა ოფთალმოლოგის მუდმივი მეთვალყურეობა.თუ თვალები დიდი ან სხვადასხვა ზომისა გეჩვენებათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ვინაიდან, როგორც აღვნიშნეთ, ეს თანდაყოლილ გლაუკომაზე მეტყველებს. ამ დროს, გარდა ხსენებული განსხვავებისა, შესაძლოა შეამჩნიოთ რქოვანას შემღვრევა.თუ გუგამ მიიღო მორუხო-მოთეთრო ფერი, თითქოს გარსი გადაეფარაო, ეს თანდაყოლილ კატარაქტას გვაფიქრებინებს.პირველი ორი თვის განმავლობაში სიელმე ყველა ბავშვს შეიძლება შეამჩნიოთ. ეს თვალის მამოძრავებელი ცენტრის მოუმწიფებლობის ბრალია. თუ სიელმე უფრო მეტხანს გაგრძელდა და უფრო და უფრო შესამჩნევი გახდა, მკურნალობა აუცილებელია.საბედნიეროდ, თვალის თანდაყოლილი პათოლოგიები იშვიათობაა. მშობლებს უფრო მეტად თვალის ჰიგიენის საკითხები აღელვებთ. ბავშვებს სინათლე მოზრდილებზე მეტად სჭირდებათ. კარგი განათება მხედველობის განვითარების აუცილებელი ფაქტორია. როცა ბავშვს არ სძინავს, მას ბუნებრივი განათება სჭირდება. თუ ის საკმარისი არ არის, შეიძლება დაემატოს ელექტრული განათება. ძილის დროს კი ოთახს ნუ ჩააბნელებთ, დატოვეთ ღამის, სუსტი განათება. აუცილებელია სეირნობა სუფთა ჰაერზე, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს ამ დროს, ჩვეულებრივ, სძინავთ. კარგი განათება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღრუბლიან ამინდში და ისეთ ოთახებში, რომლებსაც პატარა ფანჯრები აქვს.მხედველობის სიმახვილე და ფერადი მხედველობა ერთდროულად ვითარდება, ამიტომ სასურველია, ბავშვს ოთახი ან კუთხე მკვეთრი ფერის სათამაშოებით და საგნებით მოურთოთ. თვალს წითელი, ყვითელი, მწვანე ფერების სიუხვე სჭირდება. პირველსავე თვეს შეიძლება, ჩვილს საწოლთან დროდადრო სათამაშო გირლანდა ჩამოვუკიდოთ კლასიკური ფორმის ელემენტებით: კუბით, სფეროთი, პირამიდით, - ოღონდ ისინი მეტისმეტად პატარა არ უნდა იყოს. ცენტრში უმჯობესია წითელი ელემენტები მოექცეს, შემდეგ - ყვითელი, ფორთოხლისფერი, მწვანე, ნაპირზე კი - ლურჯი. გირლანდა ბავშვის მუცლის გასწვრივ, 30 სმ-ის სიმაღლეზე დაკიდეთ.მეტად მნიშვნელოვანია თვალის ჰიგიენა. ზოგჯერ პატარას გაღვიძებისას თვალის უპეებთან გამონადენს შეამჩნევთ. თეთრი გამონადენი ნორმალურია, მოყვითალო კი საშიში - ეს ჩირქოვანი გამონადენია.ბავშვს თვალები დღეში ერთხელ, დილით, თბილი ჩაის ან გვირილის ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონით უნდა გაუწმინდოთ. ზედა და ქვედა ქუთუთოები მუშავდება ცალ-ცალკე, თვალის გარეთა კუთხიდან შიგნით, ცხვირისკენ. თითოეული თვალის გასაწმენდად ცალკე ტამპონი გამოიყენეთ.თვალის გაწმენდისას მეტისმეტ გულმოდგინებას ნუ გამოიჩენთ _ შესაძლოა, გამოირეცხოს საცრემლე გარსი, რომელიც მიკრობების საწინააღმდეგო აგენტებს შეიცავს. მისი გამოშრობა თვალისთვის საზიანოა.თუ ექიმმა ბავშვს თვალის წვეთები გამოუწერა, უნდა ისწავლოთ მისი ჩაწვეთება: დააწვინეთ პატარა მყარზედაპირიან მაგიდაზე, ცალი ხელით თავი დაუკავეთ, მეორე ხელში კი ფლაკონი დაიჭირეთ და ასე ჩააწვეთეთ. თუ ბავშვი ტირის და თვალებს არ ახელს, ქუთუთოები მარცხენა ხელის საჩვენებელი და ცერა თითებით გაუწიეთ. ძალას ნუ გამოიყენებთ, მანიპულაცია ძალიან ფრთხილად ჩაატარეთ.თვალის მალამო მხოლოდ ქვემო ქუთუთოზე უნდა წაუსვათ, თვალზე თვითონვე გადანაწილდება. გაითვალისწინეთ: მხედველობის ორგანოს ფუნქციის დარღვევა, მით უფრო - ბავშვობის ასაკში, სახუმარო არ არის. მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა მხოლოდ ექიმის - ოკულისტის ჩარევით უნდა მოგვარდეს. 
იხილეთ მსგავსი სიახლეები :