Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ტრანსსექსუალების კოშმარული ცხოვრება

ტრანსსექსუალების კოშმარული ცხოვრება

2014-03-19 14:48:00

ისინი ბავშვობიდანვე თავს საწინააღმდეგო სქესის ადამიანებად მიიჩნევენ. ამ ადამიანებს დისკომფორტს უქმნის ურთიერთწინააღმდეგობა, რომელიც მათ რეალურ პიროვნებასა და გარკვეულ ფირმას შორის არსებობს. მაშ, როგორ ცხოვრობენ ტრანსსექსუალი ადამიანები? ტაილანდში ასეთ ადამიანებს "კატოის" უწოდებენ, ევროპელებისთვის კი ისინი, უბრალოდ, ''ლედიბოისები'' არიან. ისინი რომ ''მესამე სქესის'' ადამიანები არიან, ბავშვობიდანვე იციან. ასეთი მოზარდებისთვის ჰორმონალური პრეპარატებიც კი ხელმისაწვდომია: ტაილანდში სქესობრივი ჰორმონები თავისუფლად იყიდება.კატოიები, ჩვეულებრივ, ქალის სამუშაოს ასრულებენ: ისინი მაღაზიაში, ყავახანებში, რესტორნებსა და სილამაზის სალონებში მუშაობენ. ბევრი მათგანი გართობის ინდუსტრიაშიცაა დასაქმებული: ისინი ცეკვავენ და კაბარეებში გამოდიან, ზოგიერთი მათგანი კი პროსტიტუციას ეწევა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კატოი ტაილანდში ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელმაც ქვეყნის კულტურაშიც კი მტკიცედ მოიკიდა ფეხი: მათ რიცხვს მიეკუთვნებიან საკმაოდ პოპულარული მოდელები, მომღერლები და კინომსახიობები, ხოლო ადგილობრივი პრესა არცთუ იშვიათად ბეჭდავს ამა თუ იმ კატოის კონკურსში გამარჯვებულ ''ლამაზმანს''. თუმცა, საბოლოოდ, ასეთი ადამიანების ცხოვრება ადვილი მაინც არ არის: საზოგადოება მათ აგდებულად უყურებს, რის გამოც კატოებში თვითმკვლელობა საკმაოდ ხშირი მოვლენაა.თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომელთაც მეტად გაუმართლათ. მაგალითად, ამანდა ლეპორი… თუმცა კეთილდღეობის, პოპულარობის, სიკაშკაშისა და მომხიბვლელობის მიუხედავად, არც ამ ქალბატონის ცხოვრებაა ბედნიერი. ''იმ დროიდან, რაც საკუთარი თავი მახსოვს, გოგონა ვიყავი. ვერაფრით ვხვდებოდი, მშობლები ბიჭურად რატომ მაცმევდნენ. ვფიქრობდი, რომ ისინი შეშლილები იყვნენ. ისე, დედაჩემი შიზოფრენიით იყო დაავადებული და ხშირად სამკურნალო დაწესებულებებში რჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭურად ვიყავი შემოსილი, ყველა გოგონად აღმიქვამდა. სკოლაში მძიმე პერიოდი გამოვიარე. მართალია, ბიჭები არ მცემდნენ, თუმცა ჩემს ჩაცმულობასა და მანერებზე ყველა იცინოდა. თავიდანვე ვიცოდი, რომ ბიჭები მომწონდა, თუმცა ქალური სასქესო ორგანოები არ მქონდა. საცდელად რამდენიმე გეი-კლუბში წავედი, თუმცა იქ ბიჭები ჩემით არ დაინტერესდნენ. ჩვეულებრივ ბარში კი მამაკაცებს ვეღარ ვიშორებდი. ერთ მშვენიერ დღესაც მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და რამდენიმე ძვირფასი სამკაული ჰორმონალურ პრეპარატებზე გადავცვალე. როდესაც წამლების მიღებიდან ერთ თვეში მკერდმა დაიწყო გაზრდა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არავინ მეგულებოდა''…სრულად იხილეთ: reitingi.ge
იხილეთ მსგავსი სიახლეები :