Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

თორნიკე შარაშენიძე - თუ ნატომ რუსეთისგან საკუთარი წევრი სახელმწიფოები ვერ დაიცვა, ალიანსის არსებობის პერსპექტივა ბუნდოვანი იქნება

თორნიკე შარაშენიძე - თუ ნატომ რუსეთისგან საკუთარი წევრი სახელმწიფოები ვერ დაიცვა, ალიანსის არსებობის პერსპექტივა ბუნდოვანი იქნება

2016-02-10 14:27:00

საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" ჯიპა-ს პროფესორს, თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა. - ბატონო თორნიკე, კრემლთან დაახლოებულმა "ეხო მოსკვის" მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვენედიქტოვმა ამავე რადიოსადგურის ეთერში განაცხადა: იმ შემთხვევაში, თუ ლატვიის ქალაქ დაუგავაში მცხოვრები რუსი მოქალაქეები ქალაქის მერიაზე რუსულ დროშას აღმართავენ და მათ წინააღმდეგ ლატვიური პოლიცია ძალას გამოიყენებს, რუსი მოსახლეობის დასაცავად ფსოკოვიდან დაუგავაში რუსეთის შინაგანი ჯარები შეიძლება 7 წუთში აღმოჩდნენ. მისივე თქმით, ამ ქმედების გამო ნატო რუსეთის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს და კრემლს ეს ქმედებაც ისევე შერჩება, როგორც ჯერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, შემდეგ ყირიმისა და დონბასის მიერთება შერჩა. თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ კრემლთან დაახლოებული ვენედიქტოვი თავს უფლებას აძლევს ღიად, თუნდაც ჰიპოტეტურად, ისაუბროს სხვა ქვეყნის მიმართ კრემლის აგრესიულ გეგმებზე? - არ გამოვრიცხავ, რომ ამგვარი განცხადებებით კრემლი დასავლეთს აფრთხილებდეს. ვენედიქტოვის განცხადებების მიზანია დასავლეთში იცოდნენ, რომ კრემლში ლატვიაზე იერიშის გეგმები არსებობს. ვენედიქტოვის გარდა რუსეთის ოფიციალური პირებიც არ ერიდებიან საუბარს იმაზე, რომ თუკი რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობა ომში გადაიზრდება და ამ დაპირისპირებაში ჩაერთვება ნატო, მაშინ რუსეთი საპასუხოდ დაარტყამს ლატვიას. ლატვია რუსეთს ესაზღვრება და ყველაზე მეტად დაუცველია იმ თვალსაზრისით, რომ ლატვიაში პრორუსული ძალები და რუსული უმცირესობა გაცილებით ძლიერია, ვიდრე ესტონეთსა და ლიტვაში. ფაქტია, რომ ლატვია რუსეთისთვის კარგი სამიზნეა. - თუ რუსულ საინფორმაციო საშუალებებს ყურადღებით მივადევნებთ თვალს, სულ უფრო აშკარაა, რომ რუსეთი დანარჩენ მსოფლიოსთან მასშტაბური დაპირისპირებისთვის ემზადება სწორედ იმ იმედით, რომ ნატო მის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს. რჩება შთაბეჭდილება რომ მას ამ ეტაპზე სამი სამიზნე უკვე ჰყავს - ლატვია, უკრაინა და თურქეთი. იმის გათვალისწინებით, რომ ნატო-ს წევრები არიან ბალტიის ქვეყნები და ნატო-ს წევრია თურქეთი, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთი სწორედ უკრაინის მიმართულებაზე გააქტიურდება? - ვფიქრობ, რუსეთმა უკრაინის საკითხი ამ ეტაპზე გაყინა. როგორც ჩანს, დონბასის მიმართულებაზე მისთვის წარმატების მიღწევა რთულია. ორ მიმართულებაზე ომის წარმოებას რუსეთი ვერ შეძლებს. თუკი რუსეთი თურქეთთან შარში გაეხვევა, რაც გამორიცხული სულაც არაა, რაშიც ნატო აუცილებლად ჩაერთვება, მაშინ რუსეთის მოქმედების ლოგიკა ამგვარი იქნება - თუ მე ნატო მეომება, მაშინ მე შევალ ლატვიაში. თუ ნატომ ლატვიის დაცვა ვერ მოახერხა, მაშინ ეს პრაქტიკულად ნიშნავს შემდეგს - ნატო რეალურად არც არსებობს. ეს სწორედ ისაა, რაც რუსეთს უნდა. - ერთი მხრივ დასავლეთსა და რუსეთს, ხოლო მეორე მხრივ რუსეთსა და თურქეთს შორის კონფრონტაციის ფონზე საერთშორისო არენაზე ვითარება არ მშვიდდება. სირიაში ასადის არმიისთვის რუსეთის მხარდაჭერის პარალელურად, პუტინის განკარგულებით, საბრძოლო მზადყოფნაზე გამოსცადეს ჩრდილოეთ კავკასიაში განლაგებული სამხედრო ძალები. ერდოღანის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ პუტინი ერდოღანთან შეხვედრას გაურბის. გვახსოვს, რომ 2008 წელს, აგვისტოს ომის დაწყებამდე პრეზიდენტი მედვედევი თავს არიდებდა პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრას. სხვათა შორის, იგივე ვენედიქტოვმა იგივე რადიოსადგურის ეთერში ასეთი რამაც განაცხადა: - ილხამ ალიევს და მის თურქ მეგობრებს უნდა ახსოვდეთ, რომ რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია ყარაბაღის აფეთქება. ჩვენ ხალხის ბედი არ გვაღელვებს. ჩვენ ჩვენს პატრიოტულ და გეოპოლიტიკურ ამოცანებს გადავწყვეტთ. თქვენი აზრით, სირიაში მიმდინარე მოვლენებისა და თურქეთსა და რუსეთს შორის სულ უფრო მზარდი დაძაბულობის ფონზე, ახლო აღმოსავლეთში რა სავარაუდო სცენარებით შეიძლება განვითარდეს პროცესები? - სამწუხაროდ, საქმე რუსეთსა და თურქეთს შორის რეალური დაპირისპირებისკენ მიდის. ბუნებრივია, თურქეთს ახსოვს, რომ ოდესღაც სირია ოსმალეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო. სხვა თუ არაფერი, სირია თურქეთის უშუალო სამეზობლოშია, ამიტომაც მას მიაჩნია, რომ იქ განვითარებული უარყოფითი მოვლენები მასზე უშუალოდ იმოქმედებს და ეს მართლაც ასეა. ასე რომ, სამწუხაროდ, პროცესები რეალურად მიდის აქეთკენ ანუ რუსეთსა და თურქეთს შორის სერიოზული დაპირისპირებისკენ. არაა გამორიცხული თურქეთი ფიქრობდეს, რომ შექმნილი ვითარება ფანტასტიკური შანსია ასწავლოს ჭკუა რუსეთს ნატოს მეშვეობით. - თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ახმედ დავითოღლუმ განაცხადა: - რუსეთი სირიაში ისევე დამარცხდება, როგორც სსრკ ავღანეთში.... - ვიზიარებ თურქეთის პრემიერის ამ მოსაზრებას. რუსეთმა ჭკუა ვერა და ვერ ისწავლა, თუნდაც ამერიკის შეცდომებზე. ამერიკამ კატასტროფული შეცდომა დაუშვა, როცა ერაყში შეიჭრა. ეს ამერიკას ძალიან ძვირი დაუჯდა. ვგულისხმობ არა მხოლოდ ფინანასებს, არამედ პოლიტიკურ კაპიტალსაც. ამის შემდეგ, ჭკუათმყოფელი წესით ახლო აღმოსავლეთში თავს არ შეყოფდა. მაგრამ, ფაქტია, რომ ახლა რუსეთი სირიაში აქტიურადაა ჩართული. - ასადის არმიას რუსული ავიაციის მხარდაჭერით ალყაში ჰყავს აყვანილი ქალაქი ალეპო. ასადის ხელისუფლება აფართოებს თავის კონტროლს ქვეყნის ტერიტორიაზე. თუ ამ პროცესებამდე მოსკოვს დასავლეთი ადანაშაულებდა იმაში, რომ კრემლი სირიის დაშლაზეც მიდიოდა, ოღონდ მისი სამხედრო ძალები ალავიტებით დასახლებულ სირიის ნაწილში მაინც შეენარჩინებინა, ახლა პროცესები ისე ვითარდება, სულაც არაა გამორიცხული სირიაში პროცესები სწორედაც რომ რუსული სცენარით განვითარდეს...- მოდით კითხვა ასე დავსვათ - აქედან რა უნდა მიიღოს რუსეთმა? არა მგონია, რომ ასადი შეძლებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარებას. არა მგონია, რუსეთმა რეალურად შეძლოს ასადის რეჟიმის გამყარება და გაძლიერება. რაც უფრო მეტად იქნება იგი ჩართული სირიის კამპანიაში, მის მიმართ მუსლიმური ქვეყნების აგრესია სულ უფრო მეტად გაიზრდება. იმას, რომ სირიიდან დევნილების ნაკადი ევროპას რუსეთის გამო აწყდება, ევროპაში ძალიან კარგად აცნობიერებენ და ხვდებიან. საბოლოო ჯამში ამგვარი ქმედებით რუსეთი კიდევ უფრო იფუჭებს ურთიერთობას ევროპის ქვეყნებთან და თავის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მოკავშირე გერმანიასთან. - სამხედრო ექსპერტების მტკიცებით, ამერიკული ბირთვული იარაღის სამიზნე სამხრეთ ოსეთში განლაგებული ბალისტიკური ტიპის "ისკანდერებიც" იქნება და შესაბამისად, თუ ფართო მასშტაბის სამხედრო მოქმედებები დაიწყო, საქართველოს საფრთხეები მყისიერად გაიზრდება. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ სამხედრო დაპირისპირებამ გლობალური მასშტაბები მართლაც შეიძინა, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ნატო-ს სამიზნე ცხინვალის რეგიონში განლაგებული "ისკანდერებიც" აღმოჩნდეს? - ძალიან რთული სათქმელია, რომ სწორედ ასე მოხდება. ჩემი აზრით, თუ დიდი უბედურება მართლაც დაიწყო, მათ პირველ რიგში "ისკანდერებზე" უფრო ძლიერი ობიექტები, იგივე ბირთვული იარაღები ექნებათ გასანადგურებელი. ასეთ შემთხვევაში "ისკანდერები", ალბათ, მესამე თუ მეოთრეხარიხოვანი სამიზნეები იქნება, მითუმეტეს ცხინვალის რეგიონში. ამაზე თითქოს სერიოზული მსჯელობა ემსახურება იმ აზრის დამკვიდრებას, რომ ვითარების გამწვავების შემთხვევაში ამერიკელები საქართველოს დაარტყამენ. ჩვენ გვახსოვს ანტითურქული ისტერიკა, აქაოდა, აბა ვის მხარეზე ხართ რუსების თუ თურქებისო? მადლობა ღმერთს, ამ ისტერიკამ ჩაიარა. ჩაიარა იმიტომ, რომ ამას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. ახლა ცდილობენ ისევ ატეხონ ისტერიკა, აქაოდა ამერიკელები ცხინვალს დაარტყამენ და ჩვენ რა გვეშველებაო. ამის მსგავსი ჩვეულებრივი ისტერიკები ჩვენ არა ერთხელ გვინახავს. - რუსეთსა და თურქეთს შორის სამხედრო დაპირისპირების ფონზე და იმ შემთხვევაში, თუ კრემლმა სირიაში შეძლო ასადის რეჟიმის შენარჩუნება, თქვენი აზრით, რა სავარაუდო სცენარით იმოქმედებს რუსეთი სამხრეთ კავკასიაში? - თუ ერაყში ამერიკის გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ძნელი წარმოსადგენია, რომ სირიაში პროცესები სწრაფად დასრულდეს. ასადის რეჟიმის შენარჩუნება ასე მარტივი სულაც არ გახლავთ. არც ის პროცესები მესახება მარტივად, თუ როგორ განვითარდება პროცესები საბოლოოდ სირიაში. აშკარაა, რომ ეს პროცესი დროში გაიწელება და დარწმუნებული ვარ, როგორადაც არ უნდა წავიდეს საქმე სირიაში, რუსეთს ძალიან მძიმედ დაუბრუნდება. თუკი რუსეთი სირიის გამო თურქერთთან დაპირისპირებაში ჩაერთვება რუსეთი კავკასიისთვის კარგა ხანს ვერ მოიცლის. ასეთ ვითარებაში რუსეთისთვის მთავარი იქნება კავკასიაში სიმშვიდე იყოს, რომ მას პრობლემები არ შეექმნას. მას კავკასიაში პრობლემებს ისედაც არავინ უქმნის. - ისეთ რთულ ვითარებაში, რომელშიც დღევანდელი მსოფლიო იმყოფება, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ საქართველო ნატოში გასაწევრიანებელ მაპ-ს უახლოეს მომავალში იმის გამო ვერ მიიღებს, რომ ალიანს, მაშინ როცა რუსეთი სულ უფრო მეტად არაპროგნოზირებადი ხდება და იარაღს აჟღარუნებს, როგორც ჩანს, არ სურს რუსეთის კიდევ უფრო გაღიზიანება. თქვენი აზრით, შექმნილ ვითარებაში მაპ-ის მიღების პერსპექტივის მოახლოების თვალსაზრისით ოფიციალური თბილისის მხრიდან როგორი ნაბიჯები იქნებოდა ოპტიმალური? - სამწუხაროდ, ოფიციალური თბილისი ვერ გარკვეულა მოითხოვოს მაპ-ი თუ არ მოითხოვოს. ჩვენ გვახსოვს, რომ დანიშვნისთანავე თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში მაპ-ი კატეგორიული ფორმით მოითხოვა, მერე როგორც ჩანს, მიხვდა, რომ ეს არ იყო სწორი ნაბიჯი. ახლა ამბობს, რომ ჩვენ ნატო-ში გაწევრიანება გვინდა. პრობლემა ისაა, რომ ალიანსში გაწევრიანებისთვის მაპ-ი კვლავ რჩება აუცილებელ ინსტრუმენტად. გვინდა არ გვინდა მაპ-ი უნდა მიიღო, თუ ნატოში შესვლა გინდა. მოდით, რეალისტები ვიყოთ, ახლა ნატოსთვის მთავარია დაიცვას ბალტიისპირეთი და რუსეთის აგრესიულობის გამო მას ამ ეტაპზე ჩვენთვის ნაკლებად სცალია. მან უნდა დაანახოს ყველას, რომ ნატო ძლიერია და შესწევს თავისი წევრი სახელმწიფოების დაცვის უნარი. ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ნატო-ს ჯერჯერობით ჩვენთვის არ სცალია. ვერ გავიზიარებ აზრს, რომ ალაინს არ უნდა რუსეთის გაღიზიანება, დღეს ნატო-ს მთავარი ამოცანა რუსეთისაგან ბალტიის ქვეყნების დაცვაა. მას რომ ჩვენი დაცვის საშუალება ჰქონდეს, იგი ჩვენც დაგვიცავდა და ნატო-შიც მიგვიღებდა, მაგრამ მგონია რომ მას არ ჰყოფნის რესურსები, რომ გააქტიურებულ რუსეთს ყველა მიმართულებით დაუპირისპირდეს. რუსეთი ნატო-ს წევრ ძალიან ბევრ ქვეყანას ესაზღვრება. ნატოსთვის ახლა მთავარია რუსეთისგან დაიცვას მისი წევრი სახელმწიფოები და ალაინსი დაშლისგან გადაარჩინოს. თუ მან ეს ვერ შეძლო, ალაინსის არსებობის პერსპექტივა ბუნდოვანი იქნება. კობა ბენდელიანი"ინტერპრესნიუსი"
stdClass Object ( [id] => 365606 [title] => თორნიკე შარაშენიძე - თუ ნატომ რუსეთისგან საკუთარი წევრი სახელმწიფოები ვერ დაიცვა, ალიანსის არსებობის პერსპექტივა ბუნდოვანი იქნება [alias] => thornike-sharashenidze-thu-natom-rusethisgan-sakuthari-tsevri-sakhelmtsifoebi-ver-daicva-aliansis-arsebobis-perspeqtiva-bundovani-iqneba [title_alias] => [introtext] => [fulltext] => საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" ჯიპა-ს პროფესორს, თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა. - ბატონო თორნიკე, კრემლთან დაახლოებულმა "ეხო მოსკვის" მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვენედიქტოვმა ამავე რადიოსადგურის ეთერში განაცხადა: იმ შემთხვევაში, თუ ლატვიის ქალაქ დაუგავაში მცხოვრები რუსი მოქალაქეები ქალაქის მერიაზე რუსულ დროშას აღმართავენ და მათ წინააღმდეგ ლატვიური პოლიცია ძალას გამოიყენებს, რუსი მოსახლეობის დასაცავად ფსოკოვიდან დაუგავაში რუსეთის შინაგანი ჯარები შეიძლება 7 წუთში აღმოჩდნენ. მისივე თქმით, ამ ქმედების გამო ნატო რუსეთის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს და კრემლს ეს ქმედებაც ისევე შერჩება, როგორც ჯერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, შემდეგ ყირიმისა და დონბასის მიერთება შერჩა. თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ კრემლთან დაახლოებული ვენედიქტოვი თავს უფლებას აძლევს ღიად, თუნდაც ჰიპოტეტურად, ისაუბროს სხვა ქვეყნის მიმართ კრემლის აგრესიულ გეგმებზე? - არ გამოვრიცხავ, რომ ამგვარი განცხადებებით კრემლი დასავლეთს აფრთხილებდეს. ვენედიქტოვის განცხადებების მიზანია დასავლეთში იცოდნენ, რომ კრემლში ლატვიაზე იერიშის გეგმები არსებობს. ვენედიქტოვის გარდა რუსეთის ოფიციალური პირებიც არ ერიდებიან საუბარს იმაზე, რომ თუკი რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობა ომში გადაიზრდება და ამ დაპირისპირებაში ჩაერთვება ნატო, მაშინ რუსეთი საპასუხოდ დაარტყამს ლატვიას. ლატვია რუსეთს ესაზღვრება და ყველაზე მეტად დაუცველია იმ თვალსაზრისით, რომ ლატვიაში პრორუსული ძალები და რუსული უმცირესობა გაცილებით ძლიერია, ვიდრე ესტონეთსა და ლიტვაში. ფაქტია, რომ ლატვია რუსეთისთვის კარგი სამიზნეა. - თუ რუსულ საინფორმაციო საშუალებებს ყურადღებით მივადევნებთ თვალს, სულ უფრო აშკარაა, რომ რუსეთი დანარჩენ მსოფლიოსთან მასშტაბური დაპირისპირებისთვის ემზადება სწორედ იმ იმედით, რომ ნატო მის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს. რჩება შთაბეჭდილება რომ მას ამ ეტაპზე სამი სამიზნე უკვე ჰყავს - ლატვია, უკრაინა და თურქეთი. იმის გათვალისწინებით, რომ ნატო-ს წევრები არიან ბალტიის ქვეყნები და ნატო-ს წევრია თურქეთი, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთი სწორედ უკრაინის მიმართულებაზე გააქტიურდება? - ვფიქრობ, რუსეთმა უკრაინის საკითხი ამ ეტაპზე გაყინა. როგორც ჩანს, დონბასის მიმართულებაზე მისთვის წარმატების მიღწევა რთულია. ორ მიმართულებაზე ომის წარმოებას რუსეთი ვერ შეძლებს. თუკი რუსეთი თურქეთთან შარში გაეხვევა, რაც გამორიცხული სულაც არაა, რაშიც ნატო აუცილებლად ჩაერთვება, მაშინ რუსეთის მოქმედების ლოგიკა ამგვარი იქნება - თუ მე ნატო მეომება, მაშინ მე შევალ ლატვიაში. თუ ნატომ ლატვიის დაცვა ვერ მოახერხა, მაშინ ეს პრაქტიკულად ნიშნავს შემდეგს - ნატო რეალურად არც არსებობს. ეს სწორედ ისაა, რაც რუსეთს უნდა. - ერთი მხრივ დასავლეთსა და რუსეთს, ხოლო მეორე მხრივ რუსეთსა და თურქეთს შორის კონფრონტაციის ფონზე საერთშორისო არენაზე ვითარება არ მშვიდდება. სირიაში ასადის არმიისთვის რუსეთის მხარდაჭერის პარალელურად, პუტინის განკარგულებით, საბრძოლო მზადყოფნაზე გამოსცადეს ჩრდილოეთ კავკასიაში განლაგებული სამხედრო ძალები. ერდოღანის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ პუტინი ერდოღანთან შეხვედრას გაურბის. გვახსოვს, რომ 2008 წელს, აგვისტოს ომის დაწყებამდე პრეზიდენტი მედვედევი თავს არიდებდა პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრას. სხვათა შორის, იგივე ვენედიქტოვმა იგივე რადიოსადგურის ეთერში ასეთი რამაც განაცხადა: - ილხამ ალიევს და მის თურქ მეგობრებს უნდა ახსოვდეთ, რომ რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია ყარაბაღის აფეთქება. ჩვენ ხალხის ბედი არ გვაღელვებს. ჩვენ ჩვენს პატრიოტულ და გეოპოლიტიკურ ამოცანებს გადავწყვეტთ. თქვენი აზრით, სირიაში მიმდინარე მოვლენებისა და თურქეთსა და რუსეთს შორის სულ უფრო მზარდი დაძაბულობის ფონზე, ახლო აღმოსავლეთში რა სავარაუდო სცენარებით შეიძლება განვითარდეს პროცესები? - სამწუხაროდ, საქმე რუსეთსა და თურქეთს შორის რეალური დაპირისპირებისკენ მიდის. ბუნებრივია, თურქეთს ახსოვს, რომ ოდესღაც სირია ოსმალეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო. სხვა თუ არაფერი, სირია თურქეთის უშუალო სამეზობლოშია, ამიტომაც მას მიაჩნია, რომ იქ განვითარებული უარყოფითი მოვლენები მასზე უშუალოდ იმოქმედებს და ეს მართლაც ასეა. ასე რომ, სამწუხაროდ, პროცესები რეალურად მიდის აქეთკენ ანუ რუსეთსა და თურქეთს შორის სერიოზული დაპირისპირებისკენ. არაა გამორიცხული თურქეთი ფიქრობდეს, რომ შექმნილი ვითარება ფანტასტიკური შანსია ასწავლოს ჭკუა რუსეთს ნატოს მეშვეობით. - თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ახმედ დავითოღლუმ განაცხადა: - რუსეთი სირიაში ისევე დამარცხდება, როგორც სსრკ ავღანეთში.... - ვიზიარებ თურქეთის პრემიერის ამ მოსაზრებას. რუსეთმა ჭკუა ვერა და ვერ ისწავლა, თუნდაც ამერიკის შეცდომებზე. ამერიკამ კატასტროფული შეცდომა დაუშვა, როცა ერაყში შეიჭრა. ეს ამერიკას ძალიან ძვირი დაუჯდა. ვგულისხმობ არა მხოლოდ ფინანასებს, არამედ პოლიტიკურ კაპიტალსაც. ამის შემდეგ, ჭკუათმყოფელი წესით ახლო აღმოსავლეთში თავს არ შეყოფდა. მაგრამ, ფაქტია, რომ ახლა რუსეთი სირიაში აქტიურადაა ჩართული. - ასადის არმიას რუსული ავიაციის მხარდაჭერით ალყაში ჰყავს აყვანილი ქალაქი ალეპო. ასადის ხელისუფლება აფართოებს თავის კონტროლს ქვეყნის ტერიტორიაზე. თუ ამ პროცესებამდე მოსკოვს დასავლეთი ადანაშაულებდა იმაში, რომ კრემლი სირიის დაშლაზეც მიდიოდა, ოღონდ მისი სამხედრო ძალები ალავიტებით დასახლებულ სირიის ნაწილში მაინც შეენარჩინებინა, ახლა პროცესები ისე ვითარდება, სულაც არაა გამორიცხული სირიაში პროცესები სწორედაც რომ რუსული სცენარით განვითარდეს...- მოდით კითხვა ასე დავსვათ - აქედან რა უნდა მიიღოს რუსეთმა? არა მგონია, რომ ასადი შეძლებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარებას. არა მგონია, რუსეთმა რეალურად შეძლოს ასადის რეჟიმის გამყარება და გაძლიერება. რაც უფრო მეტად იქნება იგი ჩართული სირიის კამპანიაში, მის მიმართ მუსლიმური ქვეყნების აგრესია სულ უფრო მეტად გაიზრდება. იმას, რომ სირიიდან დევნილების ნაკადი ევროპას რუსეთის გამო აწყდება, ევროპაში ძალიან კარგად აცნობიერებენ და ხვდებიან. საბოლოო ჯამში ამგვარი ქმედებით რუსეთი კიდევ უფრო იფუჭებს ურთიერთობას ევროპის ქვეყნებთან და თავის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მოკავშირე გერმანიასთან. - სამხედრო ექსპერტების მტკიცებით, ამერიკული ბირთვული იარაღის სამიზნე სამხრეთ ოსეთში განლაგებული ბალისტიკური ტიპის "ისკანდერებიც" იქნება და შესაბამისად, თუ ფართო მასშტაბის სამხედრო მოქმედებები დაიწყო, საქართველოს საფრთხეები მყისიერად გაიზრდება. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ სამხედრო დაპირისპირებამ გლობალური მასშტაბები მართლაც შეიძინა, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ნატო-ს სამიზნე ცხინვალის რეგიონში განლაგებული "ისკანდერებიც" აღმოჩნდეს? - ძალიან რთული სათქმელია, რომ სწორედ ასე მოხდება. ჩემი აზრით, თუ დიდი უბედურება მართლაც დაიწყო, მათ პირველ რიგში "ისკანდერებზე" უფრო ძლიერი ობიექტები, იგივე ბირთვული იარაღები ექნებათ გასანადგურებელი. ასეთ შემთხვევაში "ისკანდერები", ალბათ, მესამე თუ მეოთრეხარიხოვანი სამიზნეები იქნება, მითუმეტეს ცხინვალის რეგიონში. ამაზე თითქოს სერიოზული მსჯელობა ემსახურება იმ აზრის დამკვიდრებას, რომ ვითარების გამწვავების შემთხვევაში ამერიკელები საქართველოს დაარტყამენ. ჩვენ გვახსოვს ანტითურქული ისტერიკა, აქაოდა, აბა ვის მხარეზე ხართ რუსების თუ თურქებისო? მადლობა ღმერთს, ამ ისტერიკამ ჩაიარა. ჩაიარა იმიტომ, რომ ამას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. ახლა ცდილობენ ისევ ატეხონ ისტერიკა, აქაოდა ამერიკელები ცხინვალს დაარტყამენ და ჩვენ რა გვეშველებაო. ამის მსგავსი ჩვეულებრივი ისტერიკები ჩვენ არა ერთხელ გვინახავს. - რუსეთსა და თურქეთს შორის სამხედრო დაპირისპირების ფონზე და იმ შემთხვევაში, თუ კრემლმა სირიაში შეძლო ასადის რეჟიმის შენარჩუნება, თქვენი აზრით, რა სავარაუდო სცენარით იმოქმედებს რუსეთი სამხრეთ კავკასიაში? - თუ ერაყში ამერიკის გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ძნელი წარმოსადგენია, რომ სირიაში პროცესები სწრაფად დასრულდეს. ასადის რეჟიმის შენარჩუნება ასე მარტივი სულაც არ გახლავთ. არც ის პროცესები მესახება მარტივად, თუ როგორ განვითარდება პროცესები საბოლოოდ სირიაში. აშკარაა, რომ ეს პროცესი დროში გაიწელება და დარწმუნებული ვარ, როგორადაც არ უნდა წავიდეს საქმე სირიაში, რუსეთს ძალიან მძიმედ დაუბრუნდება. თუკი რუსეთი სირიის გამო თურქერთთან დაპირისპირებაში ჩაერთვება რუსეთი კავკასიისთვის კარგა ხანს ვერ მოიცლის. ასეთ ვითარებაში რუსეთისთვის მთავარი იქნება კავკასიაში სიმშვიდე იყოს, რომ მას პრობლემები არ შეექმნას. მას კავკასიაში პრობლემებს ისედაც არავინ უქმნის. - ისეთ რთულ ვითარებაში, რომელშიც დღევანდელი მსოფლიო იმყოფება, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ საქართველო ნატოში გასაწევრიანებელ მაპ-ს უახლოეს მომავალში იმის გამო ვერ მიიღებს, რომ ალიანს, მაშინ როცა რუსეთი სულ უფრო მეტად არაპროგნოზირებადი ხდება და იარაღს აჟღარუნებს, როგორც ჩანს, არ სურს რუსეთის კიდევ უფრო გაღიზიანება. თქვენი აზრით, შექმნილ ვითარებაში მაპ-ის მიღების პერსპექტივის მოახლოების თვალსაზრისით ოფიციალური თბილისის მხრიდან როგორი ნაბიჯები იქნებოდა ოპტიმალური? - სამწუხაროდ, ოფიციალური თბილისი ვერ გარკვეულა მოითხოვოს მაპ-ი თუ არ მოითხოვოს. ჩვენ გვახსოვს, რომ დანიშვნისთანავე თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში მაპ-ი კატეგორიული ფორმით მოითხოვა, მერე როგორც ჩანს, მიხვდა, რომ ეს არ იყო სწორი ნაბიჯი. ახლა ამბობს, რომ ჩვენ ნატო-ში გაწევრიანება გვინდა. პრობლემა ისაა, რომ ალიანსში გაწევრიანებისთვის მაპ-ი კვლავ რჩება აუცილებელ ინსტრუმენტად. გვინდა არ გვინდა მაპ-ი უნდა მიიღო, თუ ნატოში შესვლა გინდა. მოდით, რეალისტები ვიყოთ, ახლა ნატოსთვის მთავარია დაიცვას ბალტიისპირეთი და რუსეთის აგრესიულობის გამო მას ამ ეტაპზე ჩვენთვის ნაკლებად სცალია. მან უნდა დაანახოს ყველას, რომ ნატო ძლიერია და შესწევს თავისი წევრი სახელმწიფოების დაცვის უნარი. ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ნატო-ს ჯერჯერობით ჩვენთვის არ სცალია. ვერ გავიზიარებ აზრს, რომ ალაინს არ უნდა რუსეთის გაღიზიანება, დღეს ნატო-ს მთავარი ამოცანა რუსეთისაგან ბალტიის ქვეყნების დაცვაა. მას რომ ჩვენი დაცვის საშუალება ჰქონდეს, იგი ჩვენც დაგვიცავდა და ნატო-შიც მიგვიღებდა, მაგრამ მგონია რომ მას არ ჰყოფნის რესურსები, რომ გააქტიურებულ რუსეთს ყველა მიმართულებით დაუპირისპირდეს. რუსეთი ნატო-ს წევრ ძალიან ბევრ ქვეყანას ესაზღვრება. ნატოსთვის ახლა მთავარია რუსეთისგან დაიცვას მისი წევრი სახელმწიფოები და ალაინსი დაშლისგან გადაარჩინოს. თუ მან ეს ვერ შეძლო, ალაინსის არსებობის პერსპექტივა ბუნდოვანი იქნება. კობა ბენდელიანი"ინტერპრესნიუსი" [state] => 1 [sectionid] => 2 [mask] => 1 [catid] => 44 [created] => 2016-02-10 10:27:08 [created_by] => 124 [created_by_alias] => [modified] => 2016-02-10 10:53:40 [modified_by] => 3559 [checked_out] => 0 [checked_out_time] => 0000-00-00 00:00:00 [publish_up] => 2016-02-10 10:27:08 [publish_down] => Never [images] => [urls] => [attribs] => big_image=../photo/2015_02/0-0OQT-2015/sharashenidze.jpg multicategory=| video_file= video_image= video_type=1 show_title= link_titles= show_intro= show_section= link_section= show_category= link_category= show_vote= show_author= show_create_date= show_modify_date= show_pdf_icon= show_print_icon= show_email_icon= language= keyref= readmore= ext_link= galerycategory=0 [version] => 2 [parentid] => 0 [ordering] => 1 [metakey] => [metadesc] => [access] => 0 [hits] => 29 [metadata] => robots= author= [popup] => 1455100138 [corrected] => 1 [topic_id] => -1 [author] => Maka Chaganava [usertype] => Super Administrator [category] => ინტერვიუ [section] => REPORTER [slug] => 365606:thornike-sharashenidze-thu-natom-rusethisgan-sakuthari-tsevri-sakhelmtsifoebi-ver-daicva-aliansis-arsebobis-perspeqtiva-bundovani-iqneba [catslug] => 44:interviu [groups] => Public [sec_pub] => 1 [cat_pub] => 1 [audio] => [video] => [image] => [sec_access] => 0 [cat_access] => 0 [topic_title] => [rating_count] => 0 [rating] => 0 [text] => საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" ჯიპა-ს პროფესორს, თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა. - ბატონო თორნიკე, კრემლთან დაახლოებულმა "ეხო მოსკვის" მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვენედიქტოვმა ამავე რადიოსადგურის ეთერში განაცხადა: იმ შემთხვევაში, თუ ლატვიის ქალაქ დაუგავაში მცხოვრები რუსი მოქალაქეები ქალაქის მერიაზე რუსულ დროშას აღმართავენ და მათ წინააღმდეგ ლატვიური პოლიცია ძალას გამოიყენებს, რუსი მოსახლეობის დასაცავად ფსოკოვიდან დაუგავაში რუსეთის შინაგანი ჯარები შეიძლება 7 წუთში აღმოჩდნენ. მისივე თქმით, ამ ქმედების გამო ნატო რუსეთის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს და კრემლს ეს ქმედებაც ისევე შერჩება, როგორც ჯერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, შემდეგ ყირიმისა და დონბასის მიერთება შერჩა. თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ კრემლთან დაახლოებული ვენედიქტოვი თავს უფლებას აძლევს ღიად, თუნდაც ჰიპოტეტურად, ისაუბროს სხვა ქვეყნის მიმართ კრემლის აგრესიულ გეგმებზე? - არ გამოვრიცხავ, რომ ამგვარი განცხადებებით კრემლი დასავლეთს აფრთხილებდეს. ვენედიქტოვის განცხადებების მიზანია დასავლეთში იცოდნენ, რომ კრემლში ლატვიაზე იერიშის გეგმები არსებობს. ვენედიქტოვის გარდა რუსეთის ოფიციალური პირებიც არ ერიდებიან საუბარს იმაზე, რომ თუკი რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობა ომში გადაიზრდება და ამ დაპირისპირებაში ჩაერთვება ნატო, მაშინ რუსეთი საპასუხოდ დაარტყამს ლატვიას. ლატვია რუსეთს ესაზღვრება და ყველაზე მეტად დაუცველია იმ თვალსაზრისით, რომ ლატვიაში პრორუსული ძალები და რუსული უმცირესობა გაცილებით ძლიერია, ვიდრე ესტონეთსა და ლიტვაში. ფაქტია, რომ ლატვია რუსეთისთვის კარგი სამიზნეა. - თუ რუსულ საინფორმაციო საშუალებებს ყურადღებით მივადევნებთ თვალს, სულ უფრო აშკარაა, რომ რუსეთი დანარჩენ მსოფლიოსთან მასშტაბური დაპირისპირებისთვის ემზადება სწორედ იმ იმედით, რომ ნატო მის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს. რჩება შთაბეჭდილება რომ მას ამ ეტაპზე სამი სამიზნე უკვე ჰყავს - ლატვია, უკრაინა და თურქეთი. იმის გათვალისწინებით, რომ ნატო-ს წევრები არიან ბალტიის ქვეყნები და ნატო-ს წევრია თურქეთი, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთი სწორედ უკრაინის მიმართულებაზე გააქტიურდება? - ვფიქრობ, რუსეთმა უკრაინის საკითხი ამ ეტაპზე გაყინა. როგორც ჩანს, დონბასის მიმართულებაზე მისთვის წარმატების მიღწევა რთულია. ორ მიმართულებაზე ომის წარმოებას რუსეთი ვერ შეძლებს. თუკი რუსეთი თურქეთთან შარში გაეხვევა, რაც გამორიცხული სულაც არაა, რაშიც ნატო აუცილებლად ჩაერთვება, მაშინ რუსეთის მოქმედების ლოგიკა ამგვარი იქნება - თუ მე ნატო მეომება, მაშინ მე შევალ ლატვიაში. თუ ნატომ ლატვიის დაცვა ვერ მოახერხა, მაშინ ეს პრაქტიკულად ნიშნავს შემდეგს - ნატო რეალურად არც არსებობს. ეს სწორედ ისაა, რაც რუსეთს უნდა. - ერთი მხრივ დასავლეთსა და რუსეთს, ხოლო მეორე მხრივ რუსეთსა და თურქეთს შორის კონფრონტაციის ფონზე საერთშორისო არენაზე ვითარება არ მშვიდდება. სირიაში ასადის არმიისთვის რუსეთის მხარდაჭერის პარალელურად, პუტინის განკარგულებით, საბრძოლო მზადყოფნაზე გამოსცადეს ჩრდილოეთ კავკასიაში განლაგებული სამხედრო ძალები. ერდოღანის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ პუტინი ერდოღანთან შეხვედრას გაურბის. გვახსოვს, რომ 2008 წელს, აგვისტოს ომის დაწყებამდე პრეზიდენტი მედვედევი თავს არიდებდა პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრას. სხვათა შორის, იგივე ვენედიქტოვმა იგივე რადიოსადგურის ეთერში ასეთი რამაც განაცხადა: - ილხამ ალიევს და მის თურქ მეგობრებს უნდა ახსოვდეთ, რომ რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია ყარაბაღის აფეთქება. ჩვენ ხალხის ბედი არ გვაღელვებს. ჩვენ ჩვენს პატრიოტულ და გეოპოლიტიკურ ამოცანებს გადავწყვეტთ. თქვენი აზრით, სირიაში მიმდინარე მოვლენებისა და თურქეთსა და რუსეთს შორის სულ უფრო მზარდი დაძაბულობის ფონზე, ახლო აღმოსავლეთში რა სავარაუდო სცენარებით შეიძლება განვითარდეს პროცესები? - სამწუხაროდ, საქმე რუსეთსა და თურქეთს შორის რეალური დაპირისპირებისკენ მიდის. ბუნებრივია, თურქეთს ახსოვს, რომ ოდესღაც სირია ოსმალეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო. სხვა თუ არაფერი, სირია თურქეთის უშუალო სამეზობლოშია, ამიტომაც მას მიაჩნია, რომ იქ განვითარებული უარყოფითი მოვლენები მასზე უშუალოდ იმოქმედებს და ეს მართლაც ასეა. ასე რომ, სამწუხაროდ, პროცესები რეალურად მიდის აქეთკენ ანუ რუსეთსა და თურქეთს შორის სერიოზული დაპირისპირებისკენ. არაა გამორიცხული თურქეთი ფიქრობდეს, რომ შექმნილი ვითარება ფანტასტიკური შანსია ასწავლოს ჭკუა რუსეთს ნატოს მეშვეობით. - თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ახმედ დავითოღლუ
იხილეთ მსგავსი სიახლეები :