Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

თავისუფლების საზღვარი

თავისუფლების საზღვარი



მყავს 5 წლის გოგონა. როცა მას რამეს ვუკრძალავ, მამამისი ხმას არ იღებს. საერთოდ, მე და ჩემს მეუღლეს ბევრ რამეზე გვაქვს სხვადასხვა აზრი, ბავშვი კი იბნევა, ნერვიულობს. მე მიმაჩნია, რომ ოჯახში უნდა იყოს ერთიანი ნორმები და მოთხოვნები. როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა? "არ შეიძლება" - ერთ-ერთი პირველი სიტყვაა, რომლის აღქმასა და გაგებასაც ბავშვი სწავლობს. პატარას მიაჩნია, რომ მას ბევრი საინტერესო რამის გაკეთებას არ ანებებენ, "ეს უფროსები" გაუთავებლად უკრძალავენ რაღაცას. რა თქმა უნდა, არც ერთ მოსიყვარულე და მზრუნველ დედას არ სურს, ბავშვს თავისუფლება შეუზღუდოს, მაგრამ აკრძალვა უმეტესად აუცილებლობით არის ნაკარნახევი, ამიტომაც ხშირად გვიხდება "არას" თქმა. მაშ, როგორღა ისწავლოს ბავშვმა საკუთარ შეცდომებზე? სად არის თავისუფლების ზღვარი? თანამედროვე მშობლები ხშირად მიუთითებენ აღზრდის იაპონურ სისტემაზე, სადაც ბავშვებს უარს თითქოს არაფერზე ეუბნებიან, მაგრამ ეს წარმოდგენა არცთუ მართებულია. პატარა იაპონელებს ხუთ წლამდე მართლაც არ ეუბნებიან "არას", მერე კი ბავშვი მიდის სკოლაში, სადაც თავს ატყდება აკრძალვებისა და წესების მთელი სისტემა, რომელიც იაპონური კულტურითა და მენტალიტეტით არის განსაზღვრული. ასეთი ზეწოლა ყველასთვის უმტკივნეულოდ არ ჩაივლის. რა თქმა უნდა, აკრძალვები საჭიროა. გარდა იმისა, რომ ამგვარად უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებას, არსებობს სოციალური შეზღუდვებიც. პატარას მოუწევს ცხოვრება ადამიანებს შორის, რომელთა სურვილები და მოთხოვნილებები ყოველთვის მისას არ დაემთხვევა, და მხოლოდ ქცევის საყოველთაოდ აღიარებული ნორმები ხდის შესაძლებელს ამ თანაარსებობას. საზოგადოებაში ცხოვრების წესია: "ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი". სასურველია, ამ წესს ბავშვი ოჯახში გაეცნოს. სხვაგვარად მისთვის რეალობასთან შეჯახება მტკივნეული იქნება. გარემომცველი სამყარო ხომ მხოლოდ მოსიყვარულე ნათესავებისგან არ შედგება; ცხოვრება ზოგჯერ ძალიან მკაცრია და ჩვენი სურვილების ასრულებას არ ჩქარობს. მხოლოდ ნაცადი გზითდა მაინც, ბავშვს მეტისმეტად ბევრი რამ არ უნდა ავუკრძალოთ. მშობლების აკრძალვები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბავშვის ძირითად მოთხოვნილებებს. ზედმეტი აქტიურობა, ბავშვის მისწრაფება ყველაფერი მოსინჯოს, ყველაფერში გაერკვეს - სხვა არაფერია, თუ არა ჯანსაღი შემეცნებითი ინტერესი, აუცილებელი კომპონენტი განვითარებისა, ახალი ცოდნის მიღებისა საკუთარი თავისა და გარესამყაროს შესახებ. თუ არ წაიქეცი, სიარულს ვერ ისწავლი. უარყოფითი გამოცდილებაც გამოცდილებაა. ბავშვს, რომელსაც ზედმეტად მზრუნველი დედა ჰყავს, ძალზე მოსაწყენი ცხოვრება აქვს. ის მოკლებულია აღმოჩენების სიხარულს. თუ არ გსურთ, ასეთი ბავშვი გყავდეთ, ისე უნდა მოიქცეთ, რომ არ გამოიწვიოთ თავისუფლებისმოყვარე პირმშოს ჯანყი. ქცევის წესები1. "არ შეიძლება" - ოჯახის უკლებლივ ყველა წევრისგან უნდა მოდიოდეს. თუ დედა ამბობს: "არა!", მამა განწყობის მიხედვით რეაგირებს, ბებია კი დასძენს: "შეიძლება, მაგრამ ჯერ არა", - ეს არასწორი აკრძალვაა. ასეთ დროს ბავშვი სწრაფად ითვისებს მანიპულირების ხერხებს და უფროსებს ისე ატრიალებს, როგორც  სურს. შემდეგ კი მშობლებს უკვირთ, სად ისწავლა მათმა პირმშომ ასე ოსტატურად ეშმაკობა.2. თუ არის საშუალება, ყოველთვის შესთავაზეთ ბავშვს ალტერნატივა. მაგალითად, "არა, წიგნის დახევა არ შეიძლება, აი, შენ ძველი გაზეთი, ის შეგიძლია დახიო", ან "პოლიკლინიკის დერეფანში სირბილი არ შეიძლება, მაგრამ როცა ქუჩაში გავალთ, ირბინე, რამდენიც გინდა". ამ შემთხვევაში აკრძალვა ისე საწყენი აღარ იქნება.3. როცა "არ შეიძლება" ბავშვს მეტისმეტად ხშირად ისმის, ამ სიტყვების აზრი უფასურდება, ამიტომ სასურველია სინონიმების გამოყენება. სიტყვით "საშიშია!" მივუთითებთ ბავშვს იმ საგნებზე, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მის ჯანმრთელობას. გააცანით ბავშვს საფრთხე "მცირე დოზებით". მაგალითად, მიეცით საშუალება შეეხოს ნემსს. ამას თან უნდა ახლდეს სიტყვები: "წვეტიანია!", "საშიშია!", "შეიძლება გიჩხვლიტოს!" წარმოთქვით ეს ფრაზა შეშფოთებული ინტონაციით.4. თუ სიტუაცია სახიფათო არ არის, "არ შეიძლებას" ნაცვლად გამოიყენეთ სიტყვები "ნუ იზამ!" მაგალითად: "ნუ დახატავ შპალერზე, ნუ დასვრი მაგიდას საჭმლით!" 5. აუხსენით ბავშვს აკრძალვის მიზეზი. ესაუბრეთ დაახლოებით ასე: "ქუჩაზე გადარბენა არ შეიძლება, ვიდრე შუქნიშანზე მწვანე შუქი არ აინთება - შესაძლოა, მანქანას ჩაუვარდე, ეს კი ძალიან მტკივნეულია და საშიში". ბავშვები ბრიყვები არ არიან, მათ შეუძლიათ აკრძალვების არსის გაგება.6. იყავით თანამიმდევრული. თუ რაიმე აუკრძალეთ, ბავშვის პროვოკაციას ნუღარ წამოეგებით. თუ ბავშვი მიხვდა, რომ თქვენით მანიპულირება შეუძლია, სიმტკიცის გამოჩენა გაგიჭირდებათ. 7. როცა აკრძალვებზე საუბრობთ, შეახსენეთ ბავშვს მისი წარსული გამოცდილება, ასევე მოუყევით მაგალითები ნაცნობთა ცხოვრებიდან. "გახსოვს, ბევრი კანფეტი რომ ჭამე, მერე მუცელი გტკიოდა, იქნებ ასე აღარ მოვიქცეთ?" "გახსოვს, გიორგიმ თოვლი ჭამა, მერე ავად გახდა და ეზოში სათამაშოდ დიდხანს ვერ გამოდიოდა. ხომ არ გინდა, შენც ასე დაგემართოს?"8. დაბოლოს, არ დაივიწყოთ, ვისგან იღებენ ბავშვები მაგალითს. არ შეიძლება, აუკრძალოთ ბავშვს რამე და შემდეგ თქვენ თვითონ არ შეასრულოთ საკუთარი აკრძალვა. თუ დედა ქუჩას წითელზე გადაკვეთს, ნუ იფიქრებთ, რომ ბავშვი მიწისქვეშა გადასასვლელით ისარგებლებს. გსურთ, ბავშვს თვითკონტროლი ასწავლოთ? - დაიწყეთ საკუარი თავისგან.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :