Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

თამარ ქალდანი - მოქალაქეებმა, რომლებმაც ინსპექტორის აპარატს მიმართეს, არა მარტო საკუთარი უფლებები, არამედ ბევრი ადამიანის ინტერესი დაიცვეს

თამარ ქალდანი - მოქალაქეებმა, რომლებმაც ინსპექტორის აპარატს მიმართეს, არა მარტო საკუთარი უფლებები, არამედ ბევრი ადამიანის ინტერესი დაიცვეს

2016-01-28 14:50:00

28 იანვარი პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღს წელს მსოფლიო უკვე მეათედ აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებისთვის ემზადება საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიც. რა ტიპის აქტივობებს გეგმავს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საზედამხედველო ორგანო, პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ რა სახის დარღვევებს აწყდება ყველაზე ხშირად, რომელ სფეროში მოქმედი კომპანიებისა, თუ საჯარო დაწესებულებების მიმართ აფიქსირებენ მოქალაქეები უკმაყოფილებას, რა უნდა იცოდნენ მომხმარებლებმა ვიდეო თვალთვალისას და როგორ უნდა მოიქცნენ, თუ მათ სარეკლამო სმს-ის მიღება არ სურთ, რა როლი მიუძღვის ინსპექტორის აპარატს ვიზალიბერალიზაციისა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობის პროცესში? ამ და სხვა თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, თამარ ქალდანს ესაუბრა.- ქალბატონო თამარ, 28 იანვარს მსოფლიო პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო დღეს მეათედ აღნიშნავს. როგორ უერთდება საქართველო დაგეგმილ საიუბილეო ღონისძიებებს?- საქართველოში ინსპექტორის აპარატი ამ თარიღს უკვე მესამედ აღნიშნავს. პრიორიტეტული სფეროების გათვალისწინებით, ყოველ წელს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ვგეგმავთ და ვახორციელებთ. პირველ წელს გვქონდა საკანონმდებლო ხასიათის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე დისკუსია. მეორე წელს ჩავატარეთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული კამპანია, წელს კი, ორი ღონისძიების სინთეზი გადავწყვიტეთ. გაიმართება ფოტო, ვიდეო, პოსტერების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება და მიღება, სადაც დიპოლომატიური კორპუსის, საერთაშორისო, საჯარო, კერძო ორგანიზაციების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ვუმასპინძლებთ.- ორი წლის განმავლობაში აპარატი ეტაპობრივად ინსტიტუციურადაც განვითარდა, დაემატა ახალი დეპარტამენტები, თანამშრომლები. მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუტი მაინც მცირე ასაკს ითვლის, რამდენად არის მოწოდების სიმაღლეზე იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რასაც კანონი ავალდებულებს?- აპარატის თანამშრომელთა რაოდენობა ოპტიმალურია, ინსპექტორის ჩათვლით, სულ 43 ადამიანი მუშაობს და მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ერთი ოფისი ფუნქციონირებს. დატვირთვა გაიზარდა, თუმცა, არსებული რესურსს მაქსიმალურად ნაყოფიერად ვიყენებთ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად. არც ერთი მიმართულებით ჩავარდნა არ გვაქვს, პირიქით - 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს მოქალაქეთა მიმართვიანობა ექვსჯერ გაიზარდა, 4-ჯერ გაიზარდა ჩატარებული ინსპექტირებების რაოდენობა, გაზრდილია კონსულტაციების მაჩვენებელი და დაგვემატა ახალი ფუნქციები. მოქალაქეთა მომართვიანობის შედეგად არა მხოლოდ მათი, არამედ ათასობით სხვა მოქალაქის უფლებების დაცვა გახდა შესაძლებელი. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ინტენსიურად ვმუშაობთ რეგიონებში, მოვიცავით თვითმმართველი ქალაქებიც. ვმუშაობდით აპარატის ინსტიტუციურ განვითარებაზე, რათა ჩვენი ევროპელი კოლეგების მსგავსად არსებულ გამოწვევებს გავმკლავებოდით. - რაც შეეხება ე.წ. მეორე გასაღებს, რომელიც ინსპექტორის აპარატს უკავშირდება, რამდენად გაუმჯობესდა ვითარება სამართალდამცავ უწყებებში მას შემდეგ, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობის უფლება მიენიჭა?- ჩვენ რამდენიმე ძალიან მნიშვენლოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელმაც შეცვალა მანკიერი პრაქტიკა და კანონთან შესაბამისობაში მოიყვანა სამართალდამცავი ორგანოების მიერ მონაცემთა მოპოვების პროცესი. მაგალითის სახით შემიძლია დავასახელო მობილური თუ ინტერნეტ პროვაიდერებისგან სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინფორმაციის მოპოვების წესი. ამასთან, ჩვენი ფუნქცია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლია და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ფუნქცია მაღალ პროფესიულ დონეზე შევასრულოთ. აქტიურად ვმუშაობთ როგორც სასამართლოსთან, ისე პარლამენტთან იმისთვის, რომ ეს პროცესები კიდევ უფრო დაიხვეწოს.- ვიზალიბერალიზაციისასთვის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, სწორედ პერსონალური მონაცემების დაცვა იყო. რა როლი შეასრულა ინსპექტორის აპარატმა ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებამდე მონაცემების დაცულობის ევროპული სტანდარტების დამკვიდრებისთვის?- იმის გათვლისწინებით, რომ ინსპექტორის აპარატი არც ისე დიდი ხნის წინ შეიქმნა, ძალიან სწრაფად მოგვიწია ამ მნიშვნელოვან პროცესში ჩართვა. ინტენსიურად ვმუშაობდით იუსტიციის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა სამინისტროებთან, სხვა უწყებებთან. ჯერ კიდევ მაისში პერსონალური მონაცემების დაცვის რეფორმა შეფასდა, როგორც წარმატებული, შესრულებულად ჩაითვალა საქართველოს მიერ აღებული ყველა ვალდებულება. მოხარულები ვართ, რომ სხვა უწყებებთან ერთად, ჩვენი წვლილიც შევიტანეთ ამ მნიშვნელოვან პროცესში. - როგორია გამოცდილება საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით. ვისთან თანამშრომლობთ მონაცემების დაცვის კუთხით არსებული თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად?- ძალიან გავაფართოვეთ თანამშრომლობა საერთაშორისო მიმართულებით. ჩვენზე დიდი გამოცდილების მქონე ინსტიტუციების ცოდნის გაზიარება და მათთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ინსპექტორის აპარატი წარმოდგენილია ევროსაბჭოს შესაბამის კომიტეტსა და ბიუროში, არის საზედამხედველო ორგანოების საერთაშორისო და ევროპული გაერთიანებების წევრი, საქართველოს სახელით მონაწილეობს ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შექმნაში. გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატები პოლონეთთან, მაკედონიასთან, სერბეთთან, სხვა ქვეყნებთან. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ. ამასთან, ხშირად, მონაცემთა გადაცემის საკითხებს იმდენად დიდი მასშტაბები აქვს, რომ შესაძლოა, რამდენიმე ქვეყნის საზედემხედველო ორგანოს ერთად მოუწიოს მუშაობა. ამისთვისაც მზად ვართ.- მონაცემების დაცვის კუთხით არსებული ტენდენციებზე მინდა ვისაუბროთ, რომელია ყველაზე ხშირი დარღვევები, რის შესახებაც მოქალაქეები მოგმართავენ?- ძალიან გაიზარდა გამოვლენილი დარღვევების სპექტრი. აქამდე პირდაპირი მარკეტინგი ლიდერობდა, თუმცა, მოქალაქეები მოგვმართავენ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მოქალაქისთვის მის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა, მონაცემთა დამუშავება კანონიერი საფუძვლის გარეშე, მოგვმართავდნენ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მონაცემების დამუშავების შესახებ, მონაცემთა გასაჯაროების, ვიდეო-თვალთვალის, აუდიო-კონტროლის და ბიომეტრიული მონაცემების გამოყენების შესახებ. - რომელი სფეროს წარმომადგენლები, რომელ სფეროში მომუშავე კომპანიები უგულვებელყოფენ ყველაზე ხშირად პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულებას?- დარღვევების ფართო სპექტრიდან გამომდინარე, შეხება მოგვიწია ძალიან ბევრ ორგანიზაციასთან, მათ შორის იყვნენ სადაზღევო კომპანია, ბანკი, მობილური ოპერატორი, ინტერნეტ-პროვაიდერი, ფარმაცევტული კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, მსხვილი და საშუალო კომპანიები. საჯარო სექტორში ყველაზე მეტი განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხებოდა; ასევე იყო სკოლა, ექსპერტიზის ბიურო, აღსრულების ბიურო და სხვა. ჩვენ შევისწავლეთ კონკრეტული საქმეები. ძირითად შემთხვევებში, დარღვევა სახეზე იყო, თუმცა, ამავე დროს, იყო შემთხვევები, როდესაც დარღვევა არ გამოვლინდა.- რამდენად ხშირად ხვდებით განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების კანონიერი საფუძვლის გარეშე დამუშავების, ან გაცემის ფაქტებს, როგორიც არის მაგალითად, ჯანმრთელობის შესახებ ცნობები?- მსგავს ფაქტებს საკმაოდ ხშირად ვხვდებით. ამ თვალსაზრისით, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში ჩვენი ინტერვენცია გახდა საჭირო. გვქონდა საქმე ჯანმრთელობის მდგომარეობის, ნასამართლეობის, ასევე, პოლიტიკური შეხედულების შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე. - რა უნდა იცოდეს მოქალაქემ ვიდეო და აუდიო კონტროლის შესახებ, როგორ უნდა მიხვდეს მომხმარებელი არღვევს თუ არა კომპანია ვიდეო თვალთვალის წესებს?- ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი გამაფრთხილებელი ნიშანია, რომ მოქალაქე მიხვდეს, როდის იმყოფება კონტროლირებად ტერიტორიაზე. ვიდეოთვალთვალი ან აუდიო მონიტორინგი უშუალოდ სამუშაო ადგილზე უნდა იყოს გამონაკლისი შემთხვევა, როცა ეს აუცილებელია, მაგალითად, პირის, საკუთრების, უსაფრთხოების, საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად, ვინაიდან კანონი მკაცრ შეზღუდვებს აწესებს. მესამე ინდიკატორი შეიძლება იყოს ამ მონაცემების უსაფრთხოება და დაცულობა. ეს მონაცემები მხოლოდ ორგანიზაციის კანონით განსაზღვრული მიზნებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული და ჩანაწერები ღია წყაროებში არ უნდა ხვდებოდეს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენთან კომუნიკაციის არხების გამარტივებას, ახლა ვმუშაობთ მობილურ აპლიკაციაზე, რომლის საშუალებითაც მოქალაქეს შეეძლება დააფიქსიროს დარღვევა, გადაიღოს ფოტო, ვიდეო და შეგვატყობინოს.- მობილური ოპერატორები და SMS SPAM, - რა ვითარება არის პირდაპირი მარკეტინგის კუთხით?- პირდაპირი მარკეტინგის თვალსაზრისით გაუმჯობესება გვაქვს. SMS OFF -ის ფუნქცია ბევრმა კომპანიამ დანერგა. მაგრამ ვფიქრობთ, როგორ შეიძლება პროცესის დახვეწა და მოქალაქეთათვის უარის თქმის შესაძლებლობების ახალი ალტერნტივების შექმნა. - თუმცა არის შემთხვევები, როდესაც SMS OFF შეტყობინებას არ ახლავს, ან არ მუშაობს.- 2015 წელს 18 დაჯარიმების ფაქტს ჰქონდა ადგილი. კანონი განსაზღვრავს ჯარიმას იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს ე.წ. SMS OFF ან მოქალაქემ გამოხატა უარი, მაგრამ, კანონით გათვალისწინებული 10 დღის შემდეგ, მან შეტყობინება კვლავ მიიღო. - რას ეტყოდით მოქალაქეებს, რომლებსაც მისდით ისეთი სარეკლამო შეტყობინებები, რომელსაც OFF ფუნქცია არ აქვს, ან ეს ფუნქცია არ მუშაობს?- შეგვატყობინონ. ამისთვის არ არის აუცილებელი ოფისში მოსვლა. ჩვენს ვებ-გვერდზე არის სპეციალური ფორმა, მათ შეუძლიათ განცხადების ფორმის შევსება და გამოგზავნა მათ ხელთ არსებულ „სქრინ შოთთან“ ერთად. ძალიან ბევრი ასეთი განცხადება განგვიხილავს. - რა ვალდებულებები ეკისრებათ დამსაქმებლებს თანამშრომლების პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით, რას ავალდებულებს მათ ამ მიმართულებით კანონი და რა უნდა იცოდნენ დასაქმებულებმა?- მთავარია, რომ მონაცემთა დამუშავება კანონიერი და სამართლიანი იყოს. არ უნდა ლახავდეს მოქალაქის ღირსებას. პრინციპი - ”შევინახოთ რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძება დიდხანს”, - კანონთან შესაბამისობაში არ მოდის. ორგანიზაციამ, პირველ რიგში, უნდა იცოდეს მიზანი, რისთვის სჭირდება ეს ინფორმაცია და ამ მიზნიდან გამომდინარე, უნდა განსაზღვროს ვადა, მოცულობა, უსაფრთხოების სტანდარტები, ვის აქვს დაშვება ამ ინფორმაციაზე. ვალდებულებები რთული არ არის, პირიქით, პროცესის ოპტიმიზაციას და ორგანიზაციებისადმი ნდობის განმტკიცებას უწყობს ხელს. - ბოლო დროს ძალიან ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომელიც დამსაქმებლის მიერ, დასაქმებულის მიმოწერის წაკითხვის უფლებას ეხებოდა. საუბარი მაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე.- ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, რუმინეთმა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და დამსაქმებლის ინტერესებს შორის ბალანსი უზრუნველყო. სასამართლომ ასევე იმსჯელა პირად ცხოვრებაში ჩარევისა და სხვა მნიშვნელოვან ინტერესებს შორის ბალანსის დაცვის აუცილებლობაზე. თქვა, რომ ჩარევის მოცულობა, პროპორციულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ინფორმაციას ცოტა არასწორი ინტერპრეტირება მოჰყვა, ჩვენ სპეციალური განცხადებაც გავავრცელეთ, ვთარგმნეთ სასამართლოს მსჯელობის ვრცელი ვერსია.- რამდენად აქვს დამსაქმებელს სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის კონტროლის უფლება?- გააჩნია კონკრეტულ გარემოებებს. მაგალითად, ეს თუ არის სამსახურებრივი მიმოწერა, ორგანიზაციას შიდა რეგულაციით დადგენილი აქვს კონტროლის მექანიზმი და თანამშრომელი ამის შესახებ ინფორმირებულია, კონტროლის მიზანი მკაფიოა და ემსახურება ორგანიზაციის ან მესამე პირის ინტერესების დაცვას, ამ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ ჩარევა პროპორციულია, თუმცა, ეს არ უნდა ეხებოდეს თანამშრომლის პირად ელექტრონულ ფოსტას, პირად საუბარს, სოციალური ქსელის პირად გვერდს. - საუბრის ბოლოს, მოქალაქეთა მომართვიანობასთან დაკავშირებულ სტატისტიკაზე მინდა გკითხოთ, როგორ აისახება პერსონალური მონაცემების დაცვის შესაძლო დარღვევების შესახებ მოქალაქეთა განცხადებები ციფრებში? - 2013 წელს სულ ორი განცხადება მივიღეთ, 2014 წელს - 19, 2015 წელს კი 119 განცხადება. რაც შეეხება კონსულტაციების სტატისტიკას, 2013 წელს 300-ის, 2014 წელს 1000-ის ფარგლებში იყო, 2015 წელს კი 1215 კონსულტაცია გავუწიეთ როგორც მოქალაქეებს, ისე კერძო და საჯარო ორგანიზაციებს. ანა მარშანია”ინტერპრესნიუსი”
stdClass Object ( [id] => 363828 [title] => თამარ ქალდანი - მოქალაქეებმა, რომლებმაც ინსპექტორის აპარატს მიმართეს, არა მარტო საკუთარი უფლებები, არამედ ბევრი ადამიანის ინტერესი დაიცვეს [alias] => thamar-qaldani-moqalaqeebma-romlebmac-inspeqtoris-aparats-mimarthes-ara-marto-sakuthari-uflebebi-aramed-bevri-adamianis-interesi-daicves [title_alias] => [introtext] => [fulltext] => 28 იანვარი პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღს წელს მსოფლიო უკვე მეათედ აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებისთვის ემზადება საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიც. რა ტიპის აქტივობებს გეგმავს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საზედამხედველო ორგანო, პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ რა სახის დარღვევებს აწყდება ყველაზე ხშირად, რომელ სფეროში მოქმედი კომპანიებისა, თუ საჯარო დაწესებულებების მიმართ აფიქსირებენ მოქალაქეები უკმაყოფილებას, რა უნდა იცოდნენ მომხმარებლებმა ვიდეო თვალთვალისას და როგორ უნდა მოიქცნენ, თუ მათ სარეკლამო სმს-ის მიღება არ სურთ, რა როლი მიუძღვის ინსპექტორის აპარატს ვიზალიბერალიზაციისა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობის პროცესში? ამ და სხვა თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, თამარ ქალდანს ესაუბრა.- ქალბატონო თამარ, 28 იანვარს მსოფლიო პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო დღეს მეათედ აღნიშნავს. როგორ უერთდება საქართველო დაგეგმილ საიუბილეო ღონისძიებებს?- საქართველოში ინსპექტორის აპარატი ამ თარიღს უკვე მესამედ აღნიშნავს. პრიორიტეტული სფეროების გათვალისწინებით, ყოველ წელს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ვგეგმავთ და ვახორციელებთ. პირველ წელს გვქონდა საკანონმდებლო ხასიათის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე დისკუსია. მეორე წელს ჩავატარეთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული კამპანია, წელს კი, ორი ღონისძიების სინთეზი გადავწყვიტეთ. გაიმართება ფოტო, ვიდეო, პოსტერების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება და მიღება, სადაც დიპოლომატიური კორპუსის, საერთაშორისო, საჯარო, კერძო ორგანიზაციების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ვუმასპინძლებთ.- ორი წლის განმავლობაში აპარატი ეტაპობრივად ინსტიტუციურადაც განვითარდა, დაემატა ახალი დეპარტამენტები, თანამშრომლები. მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუტი მაინც მცირე ასაკს ითვლის, რამდენად არის მოწოდების სიმაღლეზე იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რასაც კანონი ავალდებულებს?- აპარატის თანამშრომელთა რაოდენობა ოპტიმალურია, ინსპექტორის ჩათვლით, სულ 43 ადამიანი მუშაობს და მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ერთი ოფისი ფუნქციონირებს. დატვირთვა გაიზარდა, თუმცა, არსებული რესურსს მაქსიმალურად ნაყოფიერად ვიყენებთ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად. არც ერთი მიმართულებით ჩავარდნა არ გვაქვს, პირიქით - 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს მოქალაქეთა მიმართვიანობა ექვსჯერ გაიზარდა, 4-ჯერ გაიზარდა ჩატარებული ინსპექტირებების რაოდენობა, გაზრდილია კონსულტაციების მაჩვენებელი და დაგვემატა ახალი ფუნქციები. მოქალაქეთა მომართვიანობის შედეგად არა მხოლოდ მათი, არამედ ათასობით სხვა მოქალაქის უფლებების დაცვა გახდა შესაძლებელი. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ინტენსიურად ვმუშაობთ რეგიონებში, მოვიცავით თვითმმართველი ქალაქებიც. ვმუშაობდით აპარატის ინსტიტუციურ განვითარებაზე, რათა ჩვენი ევროპელი კოლეგების მსგავსად არსებულ გამოწვევებს გავმკლავებოდით. - რაც შეეხება ე.წ. მეორე გასაღებს, რომელიც ინსპექტორის აპარატს უკავშირდება, რამდენად გაუმჯობესდა ვითარება სამართალდამცავ უწყებებში მას შემდეგ, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობის უფლება მიენიჭა?- ჩვენ რამდენიმე ძალიან მნიშვენლოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელმაც შეცვალა მანკიერი პრაქტიკა და კანონთან შესაბამისობაში მოიყვანა სამართალდამცავი ორგანოების მიერ მონაცემთა მოპოვების პროცესი. მაგალითის სახით შემიძლია დავასახელო მობილური თუ ინტერნეტ პროვაიდერებისგან სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინფორმაციის მოპოვების წესი. ამასთან, ჩვენი ფუნქცია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლია და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ფუნქცია მაღალ პროფესიულ დონეზე შევასრულოთ. აქტიურად ვმუშაობთ როგორც სასამართლოსთან, ისე პარლამენტთან იმისთვის, რომ ეს პროცესები კიდევ უფრო დაიხვეწოს.- ვიზალიბერალიზაციისასთვის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, სწორედ პერსონალური მონაცემების დაცვა იყო. რა როლი შეასრულა ინსპექტორის აპარატმა ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებამდე მონაცემების დაცულობის ევროპული სტანდარტების დამკვიდრებისთვის?- იმის გათვლისწინებით, რომ ინსპექტორის აპარატი არც ისე დიდი ხნის წინ შეიქმნა, ძალიან სწრაფად მოგვიწია ამ მნიშვნელოვან პროცესში ჩართვა. ინტენსიურად ვმუშაობდით იუსტიციის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა სამინისტროებთან, სხვა უწყებებთან. ჯერ კიდევ მაისში პერსონალური მონაცემების დაცვის რეფორმა შეფასდა, როგორც წარმატებული, შესრულებულად ჩაითვალა საქართველოს მიერ აღებული ყველა ვალდებულება. მოხარულები ვართ, რომ სხვა უწყებებთან ერთად, ჩვენი წვლილიც შევიტანეთ ამ მნიშვნელოვან პროცესში. - როგორია გამოცდილება საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით. ვისთან თანამშრომლობთ მონაცემების დაცვის კუთხით არსებული თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად?- ძალიან გავაფართოვეთ თანამშრომლობა საერთაშორისო მიმართულებით. ჩვენზე დიდი გამოცდილების მქონე ინსტიტუციების ცოდნის გაზიარება და მათთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ინსპექტორის აპარატი წარმოდგენილია ევროსაბჭოს შესაბამის კომიტეტსა და ბიუროში, არის საზედამხედველო ორგანოების საერთაშორისო და ევროპული გაერთიანებების წევრი, საქართველოს სახელით მონაწილეობს ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შექმნაში. გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატები პოლონეთთან, მაკედონიასთან, სერბეთთან, სხვა ქვეყნებთან. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ. ამასთან, ხშირად, მონაცემთა გადაცემის საკითხებს იმდენად დიდი მასშტაბები აქვს, რომ შესაძლოა, რამდენიმე ქვეყნის საზედემხედველო ორგანოს ერთად მოუწიოს მუშაობა. ამისთვისაც მზად ვართ.- მონაცემების დაცვის კუთხით არსებული ტენდენციებზე მინდა ვისაუბროთ, რომელია ყველაზე ხშირი დარღვევები, რის შესახებაც მოქალაქეები მოგმართავენ?- ძალიან გაიზარდა გამოვლენილი დარღვევების სპექტრი. აქამდე პირდაპირი მარკეტინგი ლიდერობდა, თუმცა, მოქალაქეები მოგვმართავენ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მოქალაქისთვის მის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა, მონაცემთა დამუშავება კანონიერი საფუძვლის გარეშე, მოგვმართავდნენ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მონაცემების დამუშავების შესახებ, მონაცემთა გასაჯაროების, ვიდეო-თვალთვალის, აუდიო-კონტროლის და ბიომეტრიული მონაცემების გამოყენების შესახებ. - რომელი სფეროს წარმომადგენლები, რომელ სფეროში მომუშავე კომპანიები უგულვებელყოფენ ყველაზე ხშირად პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულებას?- დარღვევების ფართო სპექტრიდან გამომდინარე, შეხება მოგვიწია ძალიან ბევრ ორგანიზაციასთან, მათ შორის იყვნენ სადაზღევო კომპანია, ბანკი, მობილური ოპერატორი, ინტერნეტ-პროვაიდერი, ფარმაცევტული კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, მსხვილი და საშუალო კომპანიები. საჯარო სექტორში ყველაზე მეტი განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხებოდა; ასევე იყო სკოლა, ექსპერტიზის ბიურო, აღსრულების ბიურო და სხვა. ჩვენ შევისწავლეთ კონკრეტული საქმეები. ძირითად შემთხვევებში, დარღვევა სახეზე იყო, თუმცა, ამავე დროს, იყო შემთხვევები, როდესაც დარღვევა არ გამოვლინდა.- რამდენად ხშირად ხვდებით განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების კანონიერი საფუძვლის გარეშე დამუშავების, ან გაცემის ფაქტებს, როგორიც არის მაგალითად, ჯანმრთელობის შესახებ ცნობები?- მსგავს ფაქტებს საკმაოდ ხშირად ვხვდებით. ამ თვალსაზრისით, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში ჩვენი ინტერვენცია გახდა საჭირო. გვქონდა საქმე ჯანმრთელობის მდგომარეობის, ნასამართლეობის, ასევე, პოლიტიკური შეხედულების შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე. - რა უნდა იცოდეს მოქალაქემ ვიდეო და აუდიო კონტროლის შესახებ, როგორ უნდა მიხვდეს მომხმარებელი არღვევს თუ არა კომპანია ვიდეო თვალთვალის წესებს?- ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი გამაფრთხილებელი ნიშანია, რომ მოქალაქე მიხვდეს, როდის იმყოფება კონტროლირებად ტერიტორიაზე. ვიდეოთვალთვალი ან აუდიო მონიტორინგი უშუალოდ სამუშაო ადგილზე უნდა იყოს გამონაკლისი შემთხვევა, როცა ეს აუცილებელია, მაგალითად, პირის, საკუთრების, უსაფრთხოების, საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად, ვინაიდან კანონი მკაცრ შეზღუდვებს აწესებს. მესამე ინდიკატორი შეიძლება იყოს ამ მონაცემების უსაფრთხოება და დაცულობა. ეს მონაცემები მხოლოდ ორგანიზაციის კანონით განსაზღვრული მიზნებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული და ჩანაწერები ღია წყაროებში არ უნდა ხვდებოდეს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენთან კომუნიკაციის არხების გამარტივებას, ახლა ვმუშაობთ მობილურ აპლიკაციაზე, რომლის საშუალებითაც მოქალაქეს შეეძლება დააფიქსიროს დარღვევა, გადაიღოს ფოტო, ვიდეო და შეგვატყობინოს.- მობილური ოპერატორები და SMS SPAM, - რა ვითარება არის პირდაპირი მარკეტინგის კუთხით?- პირდაპირი მარკეტინგის თვალსაზრისით გაუმჯობესება გვაქვს. SMS OFF -ის ფუნქცია ბევრმა კომპანიამ დანერგა. მაგრამ ვფიქრობთ, როგორ შეიძლება პროცესის დახვეწა და მოქალაქეთათვის უარის თქმის შესაძლებლობების ახალი ალტერნტივების შექმნა. - თუმცა არის შემთხვევები, როდესაც SMS OFF შეტყობინებას არ ახლავს, ან არ მუშაობს.- 2015 წელს 18 დაჯარიმების ფაქტს ჰქონდა ადგილი. კანონი განსაზღვრავს ჯარიმას იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს ე.წ. SMS OFF ან მოქალაქემ გამოხატა უარი, მაგრამ, კანონით გათვალისწინებული 10 დღის შემდეგ, მან შეტყობინება კვლავ მიიღო. - რას ეტყოდით მოქალაქეებს, რომლებსაც მისდით ისეთი სარეკლამო შეტყობინებები, რომელსაც OFF ფუნქცია არ აქვს, ან ეს ფუნქცია არ მუშაობს?- შეგვატყობინონ. ამისთვის არ არის აუცილებელი ოფისში მოსვლა. ჩვენს ვებ-გვერდზე არის სპეციალური ფორმა, მათ შეუძლიათ განცხადების ფორმის შევსება და გამოგზავნა მათ ხელთ არსებულ „სქრინ შოთთან“ ერთად. ძალიან ბევრი ასეთი განცხადება განგვიხილავს. - რა ვალდებულებები ეკისრებათ დამსაქმებლებს თანამშრომლების პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით, რას ავალდებულებს მათ ამ მიმართულებით კანონი და რა უნდა იცოდნენ დასაქმებულებმა?- მთავარია, რომ მონაცემთა დამუშავება კანონიერი და სამართლიანი იყოს. არ უნდა ლახავდეს მოქალაქის ღირსებას. პრინციპი - ”შევინახოთ რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძება დიდხანს”, - კანონთან შესაბამისობაში არ მოდის. ორგანიზაციამ, პირველ რიგში, უნდა იცოდეს მიზანი, რისთვის სჭირდება ეს ინფორმაცია და ამ მიზნიდან გამომდინარე, უნდა განსაზღვროს ვადა, მოცულობა, უსაფრთხოების სტანდარტები, ვის აქვს დაშვება ამ ინფორმაციაზე. ვალდებულებები რთული არ არის, პირიქით, პროცესის ოპტიმიზაციას და ორგანიზაციებისადმი ნდობის განმტკიცებას უწყობს ხელს. - ბოლო დროს ძალიან ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომელიც დამსაქმებლის მიერ, დასაქმებულის მიმოწერის წაკითხვის უფლებას ეხებოდა. საუბარი მაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე.- ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, რუმინეთმა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და დამსაქმებლის ინტერესებს შორის ბალანსი უზრუნველყო. სასამართლომ ასევე იმსჯელა პირად ცხოვრებაში ჩარევისა და სხვა მნიშვნელოვან ინტერესებს შორის ბალანსის დაცვის აუცილებლობაზე. თქვა, რომ ჩარევის მოცულობა, პროპორციულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ინფორმაციას ცოტა არასწორი ინტერპრეტირება მოჰყვა, ჩვენ სპეციალური განცხადებაც გავავრცელეთ, ვთარგმნეთ სასამართლოს მსჯელობის ვრცელი ვერსია.- რამდენად აქვს დამსაქმებელს სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის კონტროლის უფლება?- გააჩნია კონკრეტულ გარემოებებს. მაგალითად, ეს თუ არის სამსახურებრივი მიმოწერა, ორგანიზაციას შიდა რეგულაციით დადგენილი აქვს კონტროლის მექანიზმი და თანამშრომელი ამის შესახებ ინფორმირებულია, კონტროლის მიზანი მკაფიოა და ემსახურება ორგანიზაციის ან მესამე პირის ინტერესების დაცვას, ამ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ ჩარევა პროპორციულია, თუმცა, ეს არ უნდა ეხებოდეს თანამშრომლის პირად ელექტრონულ ფოსტას, პირად საუბარს, სოციალური ქსელის პირად გვერდს. - საუბრის ბოლოს, მოქალაქეთა მომართვიანობასთან დაკავშირებულ სტატისტიკაზე მინდა გკითხოთ, როგორ აისახება პერსონალური მონაცემების დაცვის შესაძლო დარღვევების შესახებ მოქალაქეთა განცხადებები ციფრებში? - 2013 წელს სულ ორი განცხადება მივიღეთ, 2014 წელს - 19, 2015 წელს კი 119 განცხადება. რაც შეეხება კონსულტაციების სტატისტიკას, 2013 წელს 300-ის, 2014 წელს 1000-ის ფარგლებში იყო, 2015 წელს კი 1215 კონსულტაცია გავუწიეთ როგორც მოქალაქეებს, ისე კერძო და საჯარო ორგანიზაციებს. ანა მარშანია”ინტერპრესნიუსი” [state] => 1 [sectionid] => 2 [mask] => 1 [catid] => 44 [created] => 2016-01-28 10:50:22 [created_by] => 124 [created_by_alias] => [modified] => 2016-01-28 11:15:18 [modified_by] => 3559 [checked_out] => 0 [checked_out_time] => 0000-00-00 00:00:00 [publish_up] => 2016-01-28 10:50:22 [publish_down] => Never [images] => [urls] => [attribs] => big_image=../photo/2015_02/0-00IANV-2016/qaldani.jpg multicategory=| video_file= video_image= video_type=1 show_title= link_titles= show_intro= show_section= link_section= show_category= link_category= show_vote= show_author= show_create_date= show_modify_date= show_pdf_icon= show_print_icon= show_email_icon= language= keyref= readmore= ext_link= galerycategory=0 [version] => 2 [parentid] => 0 [ordering] => 1 [metakey] => [metadesc] => [access] => 0 [hits] => 84 [metadata] => robots= author= [popup] => 1453978362 [corrected] => 1 [topic_id] => -1 [author] => Maka Chaganava [usertype] => Super Administrator [category] => ინტერვიუ [section] => REPORTER [slug] => 363828:thamar-qaldani-moqalaqeebma-romlebmac-inspeqtoris-aparats-mimarthes-ara-marto-sakuthari-uflebebi-aramed-bevri-adamianis-intere
იხილეთ მსგავსი სიახლეები :