Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

სხეულის ოთხი ფორმა: ვინ როგორ უნდა დაიკლოს წონაში

სხეულის ოთხი ფორმა: ვინ როგორ უნდა დაიკლოს წონაში

2014-01-21 12:03:00

არსებობს სხეულის ოთხი ძირითადი ფორმა:1. მსხალი, როდესაც გამოკვეთილია თეძოები და უკანალი.2. ვაშლი, როცა სისრულე წელისა და მუცლის არეზე მოდის. 3. ქვიშის საათი – სხეულის ძალიან ლამაზი ფორმა, როცა მკერდი და თეძოა გამოკვეთილი წვრილი წელის ფონზე.4. მილი (მას ასევე უწოდებენ ბანანს), როცა არსად არაფერია გამოკვეთილი, პატარაა მკერდიც.მაშ ასე, ვინ როგორ უნდა დაიკლოს წონაში?"ქვიშის საათი" – ასეთი სხეულის ფორმის მქონეს მოუხდება სირბილი და ველოსიპედით სიარული."მილი" – ისინი, როგორც წესი, გამხდრები არიან. ასე რომ, პირიქით, სასურველია მოიმატონ კუნთოვანი მასა, ანუ ინტენსიურად ავარჯიშონ კუნთები. "მსხალი" – უნდა იმუშაონ ხელის კუნთების გასამკვრივებლად და ჩაატარონ ვარჯიშები მოკლე ინტერვალებით."ვაშლი" – წელის გარშემოწერილობის შემცირებას შეძლებს გრძელვადიანი კარდიო და ძალოსნური ვარჯიშებით ტრენაჟორებზე. დაბოლოს, რჩევა სხეულის ყველა ტიპის მქონეთ: ნუ წევხართ ტელევიზორთან და ნურც კომპიუტერთან იღამებთ თვალებს. გადით გარეთ და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :