Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

შვიდდღეული: ორმაგი "დინამო", ორმაგი რეკლამა

შვიდდღეული: ორმაგი "დინამო", ორმაგი რეკლამა

2014-05-24 10:51:00

"თეთრი ულვაშის ჩრდილქვეშ" - ასეთი სათაური ეწერა 2003 წელს გაზეთ "სარბიელის" პირველ გვერდზე. იქვე "ეხატა" თეთრი ულვაში და ორი გახარებული "დინამო", საფეხბურთო და საკალათბურთო. მათ ერთსა და იმავე დღეს მოახერხეს საქართველოს ჩემპიონობის მოპოვება. მაშინ "დინამოების" მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი იყო.ფეხბურთი2003 წლის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, ბევრი კარგიც წაიღო და ცუდიც. საფეხბურთო "დინამომ" სხვადასხვა მფლობელი გამოიცვალა და მუდმივად რჩებოდა საფეხბურთო ჩემპიონატის ფავორიტთა შორის. ბოლო ორი წელია, ეს გუნდი საკალათბურთო ენაზე რომ ვთქვათ, ორმაგ დუბლებს ასრულებს - თასსაც არავის უთმობს და ჩემპიონობასაც. დინამოელებმა შაბათს, 17 მაისს ჩემპიონისთვის განკუთვნილი ოქროს მედლები ჩამოიკიდეს, ხოლო ოთხშაბათს, 21 მაისს, თასის ფინალში 2:1 დაამარცხეს საჩხერის "ჩიხურა" და მეთერთმეტედ აღმართეს საქართველოს თასი.კალათბურთირაც შეეხება საკალათბურთო "დინამოს", 2003 წლის შემდეგ გუნდი არაერთხელ დადგა დაშლის პირას, სუპერლიგის აუტსაიდერის "მანტიაც" ხშირად ემოსა, მაგრამ სამი წლის წინ გუნდში სასიკეთო ძვრები მოხდა, "დინამო" თანდათან ძლიერდებოდა და 11-წლიანი შესვენების შემდეგ ჩემპიონობასაც... ფინალურ სერიაში "დინამო" "ქუთაისს" დაუპირისპირდა და "არმიასთან" ბრძოლაში მოქანცულ ქუთათურებს საწყისი ორი შეხვედრა პირველივე ტაიმში მოუგო. სერია სამ მოგებამდეა. მესამე მატჩი 24 მაისს გაიმართება, ამიტომ "შვიდდღეულში" "დინამო" ჩემპიონიაო, ვერ დავწერთ. თუმცაღა, სასწაული უნდა მოხდეს, "ქუთაისმა" ლურჯებს ჩემპიონობა რომ გამოგლიჯონ. როგორია 2 წაგების შემდეგ ზედიზედ სამი მატჩი მოუგო აწყობილი "დინამოს".სოდის მიღების...ისევე როგორც სოდის მიღების, რეკლამირების უამრავი ხერხი არსებობს. მაგალითად, ილიკო ჩიგოგიძე... არა, "მე, ბებია, ილიკო და ილარიონში" ბევრი პერსონაჟია, ჩვენს შემთხვევაში კი - ორი. ფოთის "კოლხეთის" ხელმძღვანელობამ განგებ დაბეჭდა დიდი ბანერი, ზედ დააწერა "ინასარიძე, ერთი ფორმა გვაცვია" და მის ფონზე გუნდური ფოტო გადაიღო. კობა ინასარიძე "ლელოს" ჟურნალისტია (სხვათა შორის, 2003 წელს "სარბიელის" ღირსებას იცავდა), რომელმაც "ლელოში" თავის რუბრიკას დაურთო ფოტო: ფოთელების ნაწილს ერთი ფორმა ეცვა, მეორეს - სხვა. ჰოდა, ბანერი სწორედ კობას წერილის საპასუხოდ დაბეჭდეს და ახლადგადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ ყველას ერთი ფორმა აცვია. დაგვეთანხმებით, სოციალურ ქსელსა თუ მედიაში ასეთი სურათის გავრცელება "ლელოს" რეკლამირების კარგი ხერხია.თავის მხრივ, რეკლამა გამოუვიდა თავად "კოლხეთსაც", რომელიც რიგით მეორე ლიგაში თამაშობს და დიდი ხანია, მასზე ცალკე პუბლიკაცია არ დაწერილა. არადა, უძველესი ქართული გუნდი ნამდვილად იმსახურებს უმაღლეს ლიგასაც, ძლიერ სპონსორსაც და მაღალი ხარისხის ეკიპირებასაც.მაშველები2013-14 წლების სეზონში ორმა გრანდმა ჩაყვინთა - "ბარსელონამ" ზედაპირულად, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ღრმად. ყურყუმელაობას კი ასეთი გუნდების მწვრთნელებს არავინ ჰპატიობს. ამიტომ დაითხოვეს "ბარსადან" ტატა მარტინო, ხოლო "მანჩესტერიდან" - დევიდ მოიესი. სანაპიროზე მაშველები უმალ გამოჩნდნან, ლუის ენრიკემ "ბარსელონას" ემბლემიანი აკვალანგი მოირგო და გუნდის სახსნელად წყალში გადაეშვა. იგივე გააკეთა ჰოლანდიელმა ლუის ვან გაალმა - "მანჩესტერის" წყლიდან ამოსათრევად ჩაყვინთა. ბატონ ლუისს "დაზარალებულის" მხოლოდ ნაპირზე გამოთრევა არ ეყოფა, ხელოვნური სუნთქვის ცოდნაც დასჭირდება "მანიუს" ფერზე მოსაყვანად. მით უმეტეს, რომ თავად გაალი ამბობს, ფერგიუსონის დროება უნდა დავაბრუნოთო.გაცილებით მარტივადაა საქმე "ბარსელონაში". ლუის ენრიკეს გუნდში საფეხბურთო არისტოტელეც ჰყავს, პლატონიც და ალექსანდრე მაკედონელიც - საფეხბურთო ფილოსოფიის მასწავლებლობა არ მოუწევს, ბევრი ხაზვა არც ტაქტიკურ დაფაზე დასჭირდება, მისთვის მთავარია გაგება და კაცობა... ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ "ბარსას" წარმატებული მწვრთნელის პეპ გვარდიოლას მთავარი იარაღი სწორედ ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობები და ურთიერთგაგება იყო.ევროპის მწვერვალზე რუსული არმიის გავლითერთი შეხედვით სენსაციური შედეგით დასრულდა ევროპის უმთავრესი საკლუბი საკალათბურთო შეჯიბრება ევროლიგა. ნახევარფინალში სამი მონსტრი ("ბარსელონა", "რეალი" და ცსკა) და ერთი ჩვეულებრივი გუნდი, "მაქაბი" თამაშობდნენ. ქართველებს საქომაგო ობიექტიც გვყავდა - ისრაელის "მაქაბის" ღირსებას რიკი ჰიკმანი იცავდა, რომელიც ამავე დროს საქართველოს ნაკრების წევრია. საოცარი სანახავი გამოდგა ნახევარფინალი რუსულ ცსკა-სა და "მაქაბის" შორის. მოსკოველებს გამარჯვება ჯიბეში ჰქონდათ, ბოლო წამებზე 5 ქულით იგებდნენ, მაგრამ ისეთი შეცდომები დაუშვეს, ბავშვებსაც რომ არ მოსდით ხოლმე. მოკლედ, ჰიკმანმა რუსეთის არმიას პირში ჩალა გამოავლო, ხოლო ფინალში არც მადრიდის "რეალს" დააყარა უკეთესი დღე.ქვეთავის დასაწყისში დავწერეთ, "მაქაბის" გამარჯვება "ერთი შეხედვით სენსაცია" იყოო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, "ყველაფერს ფულით ვერ იყიდი" - მაღალანაზღაურებადი კალათბურთელები წარმატების გარანტიას არ იძლევიან. ბევრი რამ მწვრთნელზეა დამოკიდებული, რომელიც ისრაელის გუნდს სხვებზე უკეთესი აღმოაჩნდა - დევიდ ბლატი.ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
იხილეთ მსგავსი სიახლეები :