Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

"შსს-ს მინისტრის მოადგილემ სკანდალური ვიდეომასალა მერაბიშვილის თანხმობით გაავრცელა..."

"შსს-ს მინისტრის მოადგილემ სკანდალური ვიდეომასალა მერაბიშვილის თანხმობით გაავრცელა..."

2012-09-23 05:21:00

Notice: Undefined index: HTTP_USER_AGENT in /var/www/html/www.kvirispalitra.ge/templates/mobile_smartphone/html/com_content/article/default.php on line 165 ბედუკაძის ოჯახმა საქართველო დატოვა. ამის შესახებ "კვირის პალიტრას" ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ განუცხადა. გთვაზობთ მასთან დაპირებულ ინტერვიუს. გიორგი ფოფხაძე: ახლახან მაცნობეს, რომ ვლადიმერ ბედუკაძის ცოლ-შვილმა საქართველოს საზღვრები დატოვა. ისინი თვითმფრინავის ტრაპამდე ქართველმა და უცხოელმა უფლებადამცველებმა მიაცილეს. უკვე დანამდვილით შემიძლია ვთქვა, რომ მათ სამშვიდობოს გამოაღწიეს.- აცხადებდით, რომ ბედუკაძის ოჯახზე მიმდინარეობდა ზეწოლა.… იოლად მისცეს მათ საზღვრის გადაკვეთის საშუალება?- ვფიქრობ, აეროპორტში ბედუკაძის ოჯახის უსაფუძვლო შეყოვნება ზედმეტ აჟიოტაჟს გამოიწვევდა, რასაც ხელისუფლება მოერიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისთვის არასასურველი ინფორმაცია უცბად გავრცელდებოდა უცხოელი უფლებადამცველების მიერ.- თუ ინტერესდებიან დასავლელი უფლებადამცველები დავით აკობიას ბედით, რომელზეც ვრცელდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომ ნაწამებია.…- დიახ, ამის შესახებ საუბარი გვქონდა და ისევ მექნება ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან ადამიანების წამების წინააღმდეგ მოქმედ კომიტეტში. საერთოდ, წამების ამსახველ კადრებს ციხეში ბევრი იღებდა. აკობია ერთი პატარა ჭანჭიკია და ახლა ჩვენზე დაბოღმილები მას სასტიკად ექცევიან. ხელისუფლებამ ბელგიაში თავისი ზონდერები გამოგზავნა, რომლებიც ჩემზე კომპრომატებს ეძებდნენ. უნდათ გამომიყვანონ წყალწაღებულ ნარკომანად, თქვან, რომ ქურდებთან მაქვს ურთიერთობა და ა.შ. ნეტავ 120 კგ-იანი ნარკომანი სად უნახავთ (იცინის)? აშკარაა, ხელისუფლება ახლა ვირთხის დღეშია და ალბათ უკვე ამზადებს კადრებს, რომ თოთქოს ასლანა და იგორა ჩამოგვყავს და ა.შ. ამ მარაზმს უკვე აღარავინ დაიჯერებს. ხელისუფლებას გაუჭირდება მოამზადოს ოპოზიციის წინააღმდეგ ისეთი მაკომპრომეტირებელი მასალა, რომ პატიმრების წამების ამსახველი კადრები გადაფაროს. - ბატონო გიორგი, განაცხადეთ, რომ ევროპარლამენტის წევრებმა აღნიშნული ვიდეოკადრების შესახებ დიდი ხნით ადრე იცოდნენ. როგორ მოხდა, რომ მათგან არ გაჟონა ინფორმაციამ?- გაჟონა კიდეც, მაგრამ ხელისუფლებამ ვერ მოასწრო მომზადება. იძულებულები გავხდით, მალე გაგვევრცელებინა მასალა. ამ ფაქტების გახმაურებას ვაპირებდით მხოლოდ მას შემდეგ, რაც რიგ პირთა უსაფრთხოება დაცული იქნებოდა.ახლა რაც შეეხება იმას, თუ როგორ გაჟონა ინფორმაციამ:…ევროპარლამენტის დეპუტატებმა დაიბარეს ჩვენი ელჩი სალომე სამადაშვილი და მკაცრად ჰკითხეს, - საქართველოს ციხეებში პატიმრები საშინელ მდგომარეობაში რატომ არიანო. სალომე სამადაშვილს თავი უმართლებია (როგორც მე შევიტყვე), რაღაც სტატისტიკაც მოუყვანია, ისიც უთქვამს, - სასჯელაღსრულების სისტემაში ისეთ რეფორმებს ვატარებთ, რომ ჩვენს გამოცდილებას საფრანგთი, ესპანეთი და სხვა მოწინავე ქვეყნები იზიარებენო. ამის შემდეგ ვეღარ მოუთმენიათ ევროპარალმენტის დეპუტატებს და პირდაპირ უჩვენებიათ მისთვის აღნიშნული კადრები.ასე გასკდა ეს საქმე და ჩვენც იძულებული გავხდით, მასალები სწრაფად გაგვესაჯაროებინა. ახლა ჩვენ გვადანაშაულებენ იმის გამო, რომ ვინახავდით ამ კადრებს. ადამინების უსაფრთხოება გვაწუხებდა, თორემ ვინ დამასწარებდა აღნიშნული მასალის გავრცელებას?! 3 წელზე მეტია, რაც მე და ირმა ინაშვილი გავყვირით, რომ ციხეში გაუსაძლისი მდგომარეობა და "ხალხის სიყვარულით გულდათუთქული ვაჟბატონები" მაშინ სად ბრძანდებოდნენ?! ბედუკაძემ ამ ვიდეომასალის გამოტანა მოახერხა მხოლოდ იმიტომ, რომ უფროსობამ ის დაიწუნა და აღარ მოიკითხა. გაცილებით უფრო უარესი მასალები ბაჩო ახალიას სეიფში ინახება და მოვუწოდებ ხელისუფლებას, პირველ რიგში ეს მასალები გაასაჯაროვოს. ამ კადრებს ახალაია შიგადაშიგ სააკაშვილს ანახებდა, - აი, რა კარგად ვმუშაობთო!!!კიდევ ერთხელ ვამბობ, გახსნან ახალიას სეიფი და ყველაფერს ნათელი მოეფინება. მერე კი აუცილებლად გავუგზავნით პროკურატურას ჩვენს ხელთ არსებულ კადრებს - ვითომ რომ არაფერი იციან და ინფორმაციას ჩვენგან ითხოვენ. - რატომ იყო ეს კადრები დაწუნებული და "კარგი" ვიდეომასალა როგორი უნდა ყოფილიყო?- რამდენად ვიცი, "კარგი" იყო ის მასალა, სადაც პატიმრის ტირილი, ტანჯვა უფრო მეტად იყო წარმოჩენილი, გაუპატიურების სცენაც უფრო თვალსაჩინოდ ასახული. თანაც კამერის კანკალის გარეშე გადაღებული უნდა ყოფილიყო ყველაფერი და "ხუთიანზე" აწყობილი...მეცინება, თამაზ თამაზაშვილის და ბიძინა ივანიშვილის ძალად მიბმა რომ უნდათ ამ საქმეზე. დახედეთ ვიდეოფირის თარიღებს, სად იყო მაშინ თამაზაშვილი ან ივანიშვილი?! ერთ-ერთი დამუშავებული პატიმარი თანამშრომლობის ხელწერილს დებს და თარიღად 2011 წლის 9 მარტს უთითებს. ამით მგონი ყევლაფერია ნათქვამი. უბრალოდ, აღარ იცის ხელისუფლებამ, ამ სიტუაციიდან როგორ გამოძვრეს.- ირმა ინაშვილმა განაცახადა, რომ მას შსს-ს მინისტრის ერთმა მოადგილემ გადასცა აღნიშნული მასალები. გაჩნდა ეჭვი, რომ შოთა უტიაშვილზეა საუბარი.…- შოთიკოსკენ ნამდვილად ვერ გავიშვერ ხელს, იმიტომ რომ არაფერ შუაშია. - და მაინც საინტერესოა, მერაბიშვილის თანხმობით მისცეს ინაშვილს ეს მასალა თუ მის გარეშე?- ვფიქრობ, რომ ამის შესახებ მერაბიშვილმაც იცოდა. ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება. მან იცოდა, რომ აღნიშნული მასალა დამოუკიდებელი ჟურნალისტების ხელში მოხვდა. ვერ გეტყვით, რა მოსაზრებით დათანხმდა ამას, ექსპერტივით პოლიტიკური მოსაზრებების ფრქვევას ვერ დავიწყებ. მთავარია, რომ ვიდეომასალა ყველამ ნახა. იხილეთ : - ბაჩო ახალაიას პირადი დაკვეთით, თეთრაძე გაუპატიურებისას შემოაკვდათ - ვლადიმერ ბედუკაძე - მკვლელობისა და გაუპატიურების ამსახველი ”უფრო მნიშვნელოვანი” მასალები ახალაიას სეიფშია - ვლადიმერ ბედუკაძე (სპეციალურად საიტისთვის) მასალის გამოყენების პირობები
იხილეთ მსგავსი სიახლეები :