Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

შრიფტის ანატომია: შურონგ დიაოს "თმიანი ანბანი" (+ფოტო)

შრიფტის ანატომია: შურონგ დიაოს "თმიანი ანბანი" (+ფოტო)

2014-05-06 16:06:00

წარმოშობით ჩინელმა მხატვარმა ნიუ-იორკიდან, შურონგ დიაომ საინტერესო პროექტი, პირადი აქციდენტური შრიფტი შეიმუშავა, სადაც ასო-ბგერების შტრიხები მხატვრის გრძელი, შავი თმით არის "მოხაზული", ხოლო ქალის შიშველი სხეული უარყოფითი სივრცის ნაწილად გვევლინება. იხილეთ ფოტოგალერეადამწყებმა გრაფიკულმა დიზაინერმა წარმოადგინა პროექტი, სახელწოდებით "თმიანი ანბანი" ("Hair Alphabet"), რომელიც ფოტოგრაფის ლამაზი, გრძელი თმისგან შექმნილი ლათინური ანბანის 26 ასო-ბგერას წარმოადგენს.დიაოს თქმით, პროექტს ესთეტიკურობის მიღმა სხვა, კულტურული ქვეტექსტიც აქვს: "მინდოდა, გამევლო პარალელი და მომეძებნა კავშირი ჩინურ იეროგლიფებსა და ლათინურ ანბანს შორის. ამიტომაც თმით ისეთი ფორმები მივეცი ასოებს, როგორც მელნით ბრინჯის ქაღალდზე გამოჰყავთ ხოლმე ჩინური იეროგლიფები."
იხილეთ მსგავსი სიახლეები :