Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

სოსო ცისკარიშვილი – ვფიქრობ, პრემიერი მხარეებთან ინდივიდუალურ შეხვედრებში უფრო შეძლებდა მალე მიეღწია შედეგისთვის

სოსო ცისკარიშვილი – ვფიქრობ, პრემიერი მხარეებთან ინდივიდუალურ შეხვედრებში უფრო შეძლებდა მალე მიეღწია შედეგისთვის

2016-03-03 15:41:00

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტ სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა. - ბატონო სოსო, პრემიერმა კვირიკაშვილმა პარტნიორებს მოუწოდა სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცვლილებებს განახორციელებს. თქვენი აზრით, ვის ბოსტანში ისროლა კენჭი კვირიკაშვილმა და სავარაუდოდ, რით დასრულდება "ქართულ ოცნებაში" დაწყებული იწილო-ბიწოლო? - ჩემი აზრით, კენჭები ნასროლია როგორც ერთი, ისე მეორე პარტიის ბაღში, არ გამოვრიცხავ, რომ ამ განცხადების შემდეგ, ვინმეს ბაღში ყვავილების თაიგულიც აღმოჩნდეს. ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ ბატონი გიორგი გამოიყენებდა მუქარებს საჯარო განცხადებებში. ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ ასეთი ინფორმაცია ჰქონოდათ დაპირისპირებულ მხარეებს თუნდაც ერთი თვით ადრე, ქვეყანაში ამ თემაზე რომ ზედმეტი შფოთი არ ყოფილიყო მედიასივრცის ჩართულობით. ვფიქრობ, პრემიერი მხარეებთან ინდივიდუალურ შეხვედრებში შეძლებდა უფრო მალე მიეღწია იმ შედეგისთვის, რომლის სურვილიც მას გააჩნია. პრემიერის განცხადების შინაარსი აბსოლუტურად გასაგებია. არანაირი ორი აზრი ერთ წინადადებაზე არ შეიძლება არსებობდეს, რადგან პრემიერმა აზრი მკაფიოდ დააფიქსირა. ვფიქრობ, ამით უნდა ამოიწუროს უსაგნო დებატები. რაც უფრო მალე დასრულდება ამ გაუგებრობაში ჩართულ ადამიანთა კამათი, მათ მეტი შესაძლებლობა ექნებათ განაგრძონ საკუთარი ვალდებულებების შესრულება. ეს უფრო შედეგიანი იქნება არა ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. მე მივესალმები პრემიერ-მინისტრის სრულიად მკაფიოდ ჩამოყალიბებულ აზრს როგორც მთავრობის წევრთა მიმართ, ასევე იმ "მეოცნებეთა" მისამართით, რომლებსაც პერსპექტივაში ჯერ კიდევ ელანდებათ სტალინიზმის და პუტინიზმის დიდებით სარგებლობა. - საშინაო პოლიტიკაში ბევრი საინტერესო, ბევრიც ნაკლებად მნიშვნელოვანი და ნაკლებად საინტერესო რამ ხდება. მოგეხსენებათ, 2016 წელი საარჩევნო წელია. ამ თვალსაზრისით, თქვენი დაკვირვებით რა ხდება საშინაო პოლიტიკაში საინტერესო და მნიშვნელოვანი და რას მიიჩნევდით ნაკლებად საინტერესოდ და შესაბამისად, უმნიშვნელოდ? - საშინაო პოლიტიკა, როგორც ასეთი, ჩამოყალიბებული სახით არავის გვინახავს და რეალურად, ჩვენი ხელისუფლება მხოლოდ მეხანძრეების ფუნქციით მოქმედებს. ამა თუ იმ საკითხის თავიდან ასარიდებლად, ხელისუფლების მხრიდან არანაირი წინმსწრები ქმედებები არ გვინახავს, რაც ქვეყნისთვის ზიანის მომტანია. ყველაზე დიდი მიღწევა გახლავთ ის, რომ გლეხებს არ შეუქმნეს ისეთი გადაულახავი სიძნელეები, რაც მათ დააკარგვინებდა ათეული წლების განმავლობაში მათ ხელთ არსებულ მიწის ნაკვეთებს. რასაკვირველია, ეს პროგრესია, მაგრამ მაინც იყო სერიოზული პრობლემები, თუნდაც ტყიბულის მაღაროებთან დაკავშირებით. კარგია, რომ საკითხი მოგვარებისკენ წავიდა, მაგრამ თვითკმაყოფილების განცდა არავის უნდა ჰქონდეს, რადგან ჯერ კიდევ წინ არის აუცილებლობა ამგვარი გაფიცვების თავიდან ასაცილებლად. ამავე დროს, ჩვენი მედია ძირითადად დაკავებულია მხოლოდ "ქართული ოცნების" მომავალი საარჩევნო სიის განჭვრეტის სურვილით. ასე თუ ისე, წელიწადი დაიწყო მეტ-ნაკლები სიმშვიდით და მეტი ოპტიმიზმით. რაც, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია ახალი პრემიერ-მინისტრის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან, მის მიერ აკადემიზმის მოშველიებასთან. რაც დრო გადის, სულ მეტად ვრწმუნდებით, რომ თურმე, შეიძლებოდა მშვიდად, ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე საკითხების შესწავლა და მათი გადაწყვეტა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შიდა პოლიტიკა ზედმეტად გადატვირთულია შფოთით და შფოთი გახდა ჩვენი არსებობის ფორმა, რისი ტირაჟირებაც ხდება ხშირად ჩვენი მედიის საშუალებით. რატომღაც ყველას ავიწყდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შეგონება - იქ, სადაც არ არის სიმშვიდე, ჭეშმარიტება ვერ გაიმარჯვებს. ჩვენ სიმშვიდეს არა თუ ვერ მივაღწიეთ, არამედ ვებრძვით კიდეც მას სხვადასხვა თემის უპასუხიმგებლო ტირაჟირებითა და გაუთავებელი განხილვებით. - "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის დაწყებულ დაპირისპირებაზე თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა: "ივანიშვილმა კოალიციაში #1 სუბიექტად "რესპუბლიკური პარტია" დაასახელა." მისივე განმარტებით, თოფაძის ქმედება კოალიციის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანიაა, რომლის უკან ქვეყანაში საცეცებგაშლილი გააქტიურებული ძალები დგანან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ქვეყნის საგარეო კურსი შეიცვალოს. თქვენი აზრით, რა ხდება "ქართულ ოცნებაში"? სავარაუდოდ, თოფაძემ რომელი პოლიტიკური ძალების სურვილები გაახმოვანა? - ძალაუნებურად, ქალბატონი ხიდაშელის შეხედულებები უნდა განვიხილოთ მისი წინამორბედის, ირაკლი ალასანიას მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან კავშირში. არ არის რაღაც აღმოჩენა რაზეც საუბრობს ქალბატონი თინა. დიახ, ეს გახლავთ დაგეგმილი კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი. ვითარებაში, როცა "ქართული ოცნების" მამა-მარჩენალს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არც ერთ თავის ინტერვიუში, ან გამოსვლაში არ წამოსცდენია სიტყვა ნატო, გასაკვირი არაფერია. რასაკვირველია, სტალინის მიმართ უკიდურესი სიყვარულით განწყობილი ადამიანები უმალ იმავე სენით შეპყრობილ პუტინს უფრო მარტივად გაუგებენ, ვიდრე საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელსაც სურს ცივილიზებული პერსპექტივა საკუთარი ქვეყნისათვის. ბატონო თოფაძე იყო რა და ალბათ, ახლაც არის წარმატებული ბიზნესმენი, რატომღაც არჩევს გაიგრძელოს ვადა საკუთარი წარუმატებელი პოლიტიკოსობის. საკმარისია, რაც მან შეურაცყოფები მიაყენა საქართველოს პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს იმისთვის, რომ მან გაინაღდოს სავარძელი პარლამენტში. რჩება შთაბეჭდილება, რომ ისრები, რომლებიც ისევ იმავე მიმართულებით იქნება გამოყენებული, "ქართული ოცნების" წარუმატებელი პირებისგან, რჩება აუცილებელ წინაპირობად მომავალ პარლამენტში აღმოსაჩენად. - მინისტრმა ხიდაშელმა განაცხადა: "ეუთო-ში რუსეთის ელჩმა მითხრა რომ არარეალისტური გეგმები მაქვს და დამპირდა, რომ არჩევნების შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვლება." ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ მინისტრ ხიდაშელის "არარეალისტურ გეგმებში" საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება იგულისხმება. თქვენი აზრით, რა აძლევს ეუთო-ში რუსეთის ელჩს იმის თქმის საფუძველსა და საშუალებას, რომ საქართველოში "არჩევნების შემდეგ ყველაფერი შეიცვლება" ანუ, ქვეყნის საგარეო კურსში სერიოზული კორექტივები მოხდება? - როგორც ჩანს, ქალბატონ თინას არ ჰქონდა ინფორმაცია ეუთო-ში რუსეთის ელჩის შესახებ, მაგრამ თავად ეუთო-ში არავის ეპარება ეჭვი, რომ ამ ადამიანს, არანაირი შეხება დიპლომატიასთან არ აქვს. არის ერთი ხეპრე და სრულიად არაადეკვატური გამონათქვამებითა და ქცევით ყველას ცნობიერებაში დამკვიდრებული პირი. ორიოდე დღის წინ, კონფერენციაში, რომელიც ეუთო-ს ეგიდით მიმდინარეობს ვენაში, მან წყობილებიდან გამოიყვანა მისი გერმანელი კოლეგა. ამ ადამიანის განცხადებებს რაიმე სახის სერიოზულობა არ აქვს, თუმცა, დიდი ალბათობით, რასაც ის ამბობს, დღევანდელი კრემლის მესვეურების გაჟღერებული ოცნებაა. მინდა ვიქონიო იმედი, რომ პუტინიზმი არ შეცვლის სტალინიზმს და ჩვენ ქვეყანა თავიდან ასაშენებელი არ გვექნება. - ენერგეტიკის მინისტრის უკანასკნელი განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ აზერბაიჯანს ჩვენთვის საკმარისი გაზიც აქვს და არც მისი მოწოდების პრობლემა არ არსებობს ანუ, საქართველოს "გაზპრომისგან" დამატებითი გაზის შესყიდვა არ მოუწევს. მაგრამ, ფაქტია, რომ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებში პრობლემად რჩება სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ გაზის ნატურით ანაზღაურების სქემის შეცვლის საკითხი. კალაძე "გზაპრომთან" ახალი ხელშეკრულების ხელმოწერას კი აანონსებს, მაგრამ არაფერს ამბობს იმაზე, თბილისი "გაზპრომის" წინადადებებზე უარს იტყვის თუ არა. თქვენი აზრით, რატომ არ აცხადებს მინისტრი კალაძე ან კიდევ პრემიერი იმას, რომ ქართული მხარე "გაზპრომის" პირობებს არ მიიღებს? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ახლა ბურთი ხომ აშკარად ჩვენს მოედანზეა.... - მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბატონ კალაძეს სიცოცხლის ბოლომდე მისჯილი აქვს იყოს იქ, სადაც "გაზპრომის" პირველი პირები მოისურვებენ. საინტერესოა თავად გეოგრაფია - ამ თემაზე სასაუბროდ სად იმართებოდა შეხვედრები. მე მგონი უმაღლესი კლასის მზვერავებიც კი ვერ მოახერხებდნენ ამდენ ქვეყანაში გადანაცვლებას და საიდუმლო მოლაპარაკებებს, რასაც ადგილი აქვს "გაზპრომსა" და ჩვენს ენერგეტიკის სამინისტროს შორის. რასაკვირველია, ჩვენთვის, უპირველეს ყოვლისა, გაუგებარია ამ თემაზე საქართველო რატომ არ საუბრობს სომხეთთან. გასაკვირი ისაა, რომ პრობლემაზე, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ქვეყნის წინაშე დგას, საჯაროდ არ მიმდინარეობს მსჯელობა. ვგულისხმობ იმ პრიმიტიულ თემას, რომ საქართველოს არც რუსეთის და არც სომხეთის საზღვართან არ გააჩნია მრიცხველი იმისთვის, რომ მიიღოს რაიმე დამაჯერებელი ინფორმაცია იმაზე, თუ რა რაოდენობის ბუნებრივი აირი მიედინება რუსეთიდან სომხეთში. ჩვენ იძულებული ვართ დავიჯეროთ მუდმივად სიცრუის რეჟიმში მოსარგებლე კრემლის ციფრებს. ასეთ ვითარებაში მართლაც გაუგებარია საქართველო მისთვის კუთვნილ 10%-ს იღებს თუ 5%-ს. შეიძლებოდა ჩვენ თავი დაგვენებებინა "გაზპრომისთვის", იმავე თემაზე გაგვეგრძელებინა საუბარი სომხეთის ხელისუფლებასთან და შეგვეთავაზებინა, როგორც წინა წლებში - 10%-ს დავიტოვებდით საქართველოში და თუ რუსეთმა მოგვცა ფული ამ 10%-ის ჩვენთვის სასარგებლოდ, იმას გადავცემდით ერევანს ანუ, წინსვლა იქნებოდა აშკარად. გარდა იმისა, რომ სომხეთი გაზს იღებს, იგი ჩვენგან ჩვენთვის განკუთვნილი 10%-ის თანხას მიიღებდა და საკითხიც დაიხურებოდა. ცხადია, რომ "გაზპრომი" სომხეთში უფრო გავლენიანია, ვიდრე სომხეთის მთავრობა, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გვეცადა. თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ გვიწევს დათმობა საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებისა იმისთვის, რომ არ გაგვეყინონ სომეხი მეზობლები. საინტერესოა, ჩვენი საზოგადოებისთვის ამ საკითხზე მათი პოზიცია რატომ არ არის ცნობილი? რატომ არ უნდა იყვნენ ისინი თანახმა იმაზე, რაც მათთვის მოდიოდა გაზის სახით, გაზის იმ რაოდენობას დაემატოს კიდევ 10%-ის ფასიც გამოხატული იმ ვალუტაში, რომელიც ასეთ შემთხვევაში რუსეთიდან იქნება მიღებული? საუბარია ვალუტის იმ ოდენობაზე, რასაც კრემლი ამ საქმისთვის გაიმეტებს. - ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოხდა. როგორც გაირკვა ქრისტიანმა ქართველებმა მუსლიმი ქართველებისთვის სასაფლაოსთვის მიწის გამოყოფის შესაძლებლობა გააპროტეს. ქართველები კი ვამბობთ, რომ ტოლერანტობით გამორჩეულები ვართ, მაგრამ რეალურად მთლად ასე არაა და ეს ფაქტია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ უდავოა, რომ თუნდაც მუსლიმებისთვის სასაფლაოსთვის მიწის გამოყოფის გაპროტესტება ქრისტიანულ ქცევად ვერანაირად ვერ ჩაითვლება. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ქართული საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს რბილად რომ ვთქვათ, მუსლიმი თანამოქალაქეებისადმი აშკარად არაქრისტიანული დამოკიდებულება აქვს? - მე ყურადღებას მივაქცევდი იმ პერიოდს, როცა დადგა საქართველოში ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ურთიერთობების პრობლემა. ჩვენ ხომ საუკუნეების განმავლობაში რელიგიური ტოლერანტობით გამორჩეული და საჩვენებელი ქვეყანა ვიყავით? ნუ გამოვრიცხავთ, რომ ასეთი დაპირისპირება გარკვეული შედეეგია იმ "რბილი" და "ხისტი" ზეწოლისა, რასაც ადგილი აქვს უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ისევ და ისევ ჩვენი საამური მოგონებისგან, რომელსაც ჰქვია მოსკოვის კრემლი. რასაკვირველია, შესაძლოა, გვქონდეს მენეჯმენტის შეცდომები. როგორც ჩანს, მთავრობაში არსებულ რელიგიურ საკითხთა სამსახური ბოლომდე არ იყო ინფორმირებული, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა ადიგენში. მათ ისე გასცეს მიწის გამოყოფაზე თანხმობა, რომ არც კი ჰქონიათ იმის მოლოდინი, მას გარკვეული პროტესი მოჰყვებოდა თუ არა. ჩვენ ჩვენს თვალწინ უკვე ვატყობთ ცვლილებას, თუ რა არის უპირველესი ღირებულება ჩვენი მოსახლეობისთვის. თუ ადრე ეროვნული კუთვნილება იყო მთავრი, ამ თვალსაზრისით ჩვენ სრულიად წარმატებული ვართ ჩვენსავე ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობების შედეგებით. ასეთ ვითარებაში მართლაც გაუგებარია უცებ, გენეტიკური ქართველები ერთმანეთს რომ დაერევიან ხოლმე მათი რელიგიური მისწრაფებებისგან გამომდინარე. ეს არ გახლავთ ბუნებრივი მოვლენა. ეს არის შეთხზული და ხშირად განხორციელებადი თემა. ამიტომ, შესაბამისი დასკვნები უნდა გამოიტანონ როგორც ხელისუფლების მაღალ შტოებში, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა. მომხდარი, უპირველეს ყოვლისა, სირცხვილია იმ სოფლის გამგებლის, რომლის სოფელშიც შფოთი რელიგიურ ნიადაგზე ქვეყნის მასშტაბით განხილვის თემა გახდა. კობა ბენდელიანი "ინტერპრესნიუსი"
stdClass Object ( [id] => 369018 [title] => სოსო ცისკარიშვილი – ვფიქრობ, პრემიერი მხარეებთან ინდივიდუალურ შეხვედრებში უფრო შეძლებდა მალე მიეღწია შედეგისთვის [alias] => soso-ciskarishvili-vfiqrob-premieri-mkhareebthan-individualur-shekhvedrebshi-ufro-shedzlebda-male-mieghtsia-shedegisthvis [title_alias] => [introtext] => [fulltext] => საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტ სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა. - ბატონო სოსო, პრემიერმა კვირიკაშვილმა პარტნიორებს მოუწოდა სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცვლილებებს განახორციელებს. თქვენი აზრით, ვის ბოსტანში ისროლა კენჭი კვირიკაშვილმა და სავარაუდოდ, რით დასრულდება "ქართულ ოცნებაში" დაწყებული იწილო-ბიწოლო? - ჩემი აზრით, კენჭები ნასროლია როგორც ერთი, ისე მეორე პარტიის ბაღში, არ გამოვრიცხავ, რომ ამ განცხადების შემდეგ, ვინმეს ბაღში ყვავილების თაიგულიც აღმოჩნდეს. ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ ბატონი გიორგი გამოიყენებდა მუქარებს საჯარო განცხადებებში. ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ ასეთი ინფორმაცია ჰქონოდათ დაპირისპირებულ მხარეებს თუნდაც ერთი თვით ადრე, ქვეყანაში ამ თემაზე რომ ზედმეტი შფოთი არ ყოფილიყო მედიასივრცის ჩართულობით. ვფიქრობ, პრემიერი მხარეებთან ინდივიდუალურ შეხვედრებში შეძლებდა უფრო მალე მიეღწია იმ შედეგისთვის, რომლის სურვილიც მას გააჩნია. პრემიერის განცხადების შინაარსი აბსოლუტურად გასაგებია. არანაირი ორი აზრი ერთ წინადადებაზე არ შეიძლება არსებობდეს, რადგან პრემიერმა აზრი მკაფიოდ დააფიქსირა. ვფიქრობ, ამით უნდა ამოიწუროს უსაგნო დებატები. რაც უფრო მალე დასრულდება ამ გაუგებრობაში ჩართულ ადამიანთა კამათი, მათ მეტი შესაძლებლობა ექნებათ განაგრძონ საკუთარი ვალდებულებების შესრულება. ეს უფრო შედეგიანი იქნება არა ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. მე მივესალმები პრემიერ-მინისტრის სრულიად მკაფიოდ ჩამოყალიბებულ აზრს როგორც მთავრობის წევრთა მიმართ, ასევე იმ "მეოცნებეთა" მისამართით, რომლებსაც პერსპექტივაში ჯერ კიდევ ელანდებათ სტალინიზმის და პუტინიზმის დიდებით სარგებლობა. - საშინაო პოლიტიკაში ბევრი საინტერესო, ბევრიც ნაკლებად მნიშვნელოვანი და ნაკლებად საინტერესო რამ ხდება. მოგეხსენებათ, 2016 წელი საარჩევნო წელია. ამ თვალსაზრისით, თქვენი დაკვირვებით რა ხდება საშინაო პოლიტიკაში საინტერესო და მნიშვნელოვანი და რას მიიჩნევდით ნაკლებად საინტერესოდ და შესაბამისად, უმნიშვნელოდ? - საშინაო პოლიტიკა, როგორც ასეთი, ჩამოყალიბებული სახით არავის გვინახავს და რეალურად, ჩვენი ხელისუფლება მხოლოდ მეხანძრეების ფუნქციით მოქმედებს. ამა თუ იმ საკითხის თავიდან ასარიდებლად, ხელისუფლების მხრიდან არანაირი წინმსწრები ქმედებები არ გვინახავს, რაც ქვეყნისთვის ზიანის მომტანია. ყველაზე დიდი მიღწევა გახლავთ ის, რომ გლეხებს არ შეუქმნეს ისეთი გადაულახავი სიძნელეები, რაც მათ დააკარგვინებდა ათეული წლების განმავლობაში მათ ხელთ არსებულ მიწის ნაკვეთებს. რასაკვირველია, ეს პროგრესია, მაგრამ მაინც იყო სერიოზული პრობლემები, თუნდაც ტყიბულის მაღაროებთან დაკავშირებით. კარგია, რომ საკითხი მოგვარებისკენ წავიდა, მაგრამ თვითკმაყოფილების განცდა არავის უნდა ჰქონდეს, რადგან ჯერ კიდევ წინ არის აუცილებლობა ამგვარი გაფიცვების თავიდან ასაცილებლად. ამავე დროს, ჩვენი მედია ძირითადად დაკავებულია მხოლოდ "ქართული ოცნების" მომავალი საარჩევნო სიის განჭვრეტის სურვილით. ასე თუ ისე, წელიწადი დაიწყო მეტ-ნაკლები სიმშვიდით და მეტი ოპტიმიზმით. რაც, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია ახალი პრემიერ-მინისტრის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან, მის მიერ აკადემიზმის მოშველიებასთან. რაც დრო გადის, სულ მეტად ვრწმუნდებით, რომ თურმე, შეიძლებოდა მშვიდად, ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე საკითხების შესწავლა და მათი გადაწყვეტა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შიდა პოლიტიკა ზედმეტად გადატვირთულია შფოთით და შფოთი გახდა ჩვენი არსებობის ფორმა, რისი ტირაჟირებაც ხდება ხშირად ჩვენი მედიის საშუალებით. რატომღაც ყველას ავიწყდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შეგონება - იქ, სადაც არ არის სიმშვიდე, ჭეშმარიტება ვერ გაიმარჯვებს. ჩვენ სიმშვიდეს არა თუ ვერ მივაღწიეთ, არამედ ვებრძვით კიდეც მას სხვადასხვა თემის უპასუხიმგებლო ტირაჟირებითა და გაუთავებელი განხილვებით. - "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის დაწყებულ დაპირისპირებაზე თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა: "ივანიშვილმა კოალიციაში #1 სუბიექტად "რესპუბლიკური პარტია" დაასახელა." მისივე განმარტებით, თოფაძის ქმედება კოალიციის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანიაა, რომლის უკან ქვეყანაში საცეცებგაშლილი გააქტიურებული ძალები დგანან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ქვეყნის საგარეო კურსი შეიცვალოს. თქვენი აზრით, რა ხდება "ქართულ ოცნებაში"? სავარაუდოდ, თოფაძემ რომელი პოლიტიკური ძალების სურვილები გაახმოვანა? - ძალაუნებურად, ქალბატონი ხიდაშელის შეხედულებები უნდა განვიხილოთ მისი წინამორბედის, ირაკლი ალასანიას მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან კავშირში. არ არის რაღაც აღმოჩენა რაზეც საუბრობს ქალბატონი თინა. დიახ, ეს გახლავთ დაგეგმილი კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი. ვითარებაში, როცა "ქართული ოცნების" მამა-მარჩენალს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არც ერთ თავის ინტერვიუში, ან გამოსვლაში არ წამოსცდენია სიტყვა ნატო, გასაკვირი არაფერია. რასაკვირველია, სტალინის მიმართ უკიდურესი სიყვარულით განწყობილი ადამიანები უმალ იმავე სენით შეპყრობილ პუტინს უფრო მარტივად გაუგებენ, ვიდრე საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელსაც სურს ცივილიზებული პერსპექტივა საკუთარი ქვეყნისათვის. ბატონო თოფაძე იყო რა და ალბათ, ახლაც არის წარმატებული ბიზნესმენი, რატომღაც არჩევს გაიგრძელოს ვადა საკუთარი წარუმატებელი პოლიტიკოსობის. საკმარისია, რაც მან შეურაცყოფები მიაყენა საქართველოს პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს იმისთვის, რომ მან გაინაღდოს სავარძელი პარლამენტში. რჩება შთაბეჭდილება, რომ ისრები, რომლებიც ისევ იმავე მიმართულებით იქნება გამოყენებული, "ქართული ოცნების" წარუმატებელი პირებისგან, რჩება აუცილებელ წინაპირობად მომავალ პარლამენტში აღმოსაჩენად. - მინისტრმა ხიდაშელმა განაცხადა: "ეუთო-ში რუსეთის ელჩმა მითხრა რომ არარეალისტური გეგმები მაქვს და დამპირდა, რომ არჩევნების შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვლება." ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ მინისტრ ხიდაშელის "არარეალისტურ გეგმებში" საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება იგულისხმება. თქვენი აზრით, რა აძლევს ეუთო-ში რუსეთის ელჩს იმის თქმის საფუძველსა და საშუალებას, რომ საქართველოში "არჩევნების შემდეგ ყველაფერი შეიცვლება" ანუ, ქვეყნის საგარეო კურსში სერიოზული კორექტივები მოხდება? - როგორც ჩანს, ქალბატონ თინას არ ჰქონდა ინფორმაცია ეუთო-ში რუსეთის ელჩის შესახებ, მაგრამ თავად ეუთო-ში არავის ეპარება ეჭვი, რომ ამ ადამიანს, არანაირი შეხება დიპლომატიასთან არ აქვს. არის ერთი ხეპრე და სრულიად არაადეკვატური გამონათქვამებითა და ქცევით ყველას ცნობიერებაში დამკვიდრებული პირი. ორიოდე დღის წინ, კონფერენციაში, რომელიც ეუთო-ს ეგიდით მიმდინარეობს ვენაში, მან წყობილებიდან გამოიყვანა მისი გერმანელი კოლეგა. ამ ადამიანის განცხადებებს რაიმე სახის სერიოზულობა არ აქვს, თუმცა, დიდი ალბათობით, რასაც ის ამბობს, დღევანდელი კრემლის მესვეურების გაჟღერებული ოცნებაა. მინდა ვიქონიო იმედი, რომ პუტინიზმი არ შეცვლის სტალინიზმს და ჩვენ ქვეყანა თავიდან ასაშენებელი არ გვექნება. - ენერგეტიკის მინისტრის უკანასკნელი განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ აზერბაიჯანს ჩვენთვის საკმარისი გაზიც აქვს და არც მისი მოწოდების პრობლემა არ არსებობს ანუ, საქართველოს "გაზპრომისგან" დამატებითი გაზის შესყიდვა არ მოუწევს. მაგრამ, ფაქტია, რომ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებში პრობლემად რჩება სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ გაზის ნატურით ანაზღაურების სქემის შეცვლის საკითხი. კალაძე "გზაპრომთან" ახალი ხელშეკრულების ხელმოწერას კი აანონსებს, მაგრამ არაფერს ამბობს იმაზე, თბილისი "გაზპრომის" წინადადებებზე უარს იტყვის თუ არა. თქვენი აზრით, რატომ არ აცხადებს მინისტრი კალაძე ან კიდევ პრემიერი იმას, რომ ქართული მხარე "გაზპრომის" პირობებს არ მიიღებს? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ახლა ბურთი ხომ აშკარად ჩვენს მოედანზეა.... - მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბატონ კალაძეს სიცოცხლის ბოლომდე მისჯილი აქვს იყოს იქ, სადაც "გაზპრომის" პირველი პირები მოისურვებენ. საინტერესოა თავად გეოგრაფია - ამ თემაზე სასაუბროდ სად იმართებოდა შეხვედრები. მე მგონი უმაღლესი კლასის მზვერავებიც კი ვერ მოახერხებდნენ ამდენ ქვეყანაში გადანაცვლებას და საიდუმლო მოლაპარაკებებს, რასაც ადგილი აქვს "გაზპრომსა" და ჩვენს ენერგეტიკის სამინისტროს შორის. რასაკვირველია, ჩვენთვის, უპირველეს ყოვლისა, გაუგებარია ამ თემაზე საქართველო რატომ არ საუბრობს სომხეთთან. გასაკვირი ისაა, რომ პრობლემაზე, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ქვეყნის წინაშე დგას, საჯაროდ არ მიმდინარეობს მსჯელობა. ვგულისხმობ იმ პრიმიტიულ თემას, რომ საქართველოს არც რუსეთის და არც სომხეთის საზღვართან არ გააჩნია მრიცხველი იმისთვის, რომ მიიღოს რაიმე დამაჯერებელი ინფორმაცია იმაზე, თუ რა რაოდენობის ბუნებრივი აირი მიედინება რუსეთიდან სომხეთში. ჩვენ იძულებული ვართ დავიჯეროთ მუდმივად სიცრუის რეჟიმში მოსარგებლე კრემლის ციფრებს. ასეთ ვითარებაში მართლაც გაუგებარია საქართველო მისთვის კუთვნილ 10%-ს იღებს თუ 5%-ს. შეიძლებოდა ჩვენ თავი დაგვენებებინა "გაზპრომისთვის", იმავე თემაზე გაგვეგრძელებინა საუბარი სომხეთის ხელისუფლებასთან და შეგვეთავაზებინა, როგორც წინა წლებში - 10%-ს დავიტოვებდით საქართველოში და თუ რუსეთმა მოგვცა ფული ამ 10%-ის ჩვენთვის სასარგებლოდ, იმას გადავცემდით ერევანს ანუ, წინსვლა იქნებოდა აშკარად. გარდა იმისა, რომ სომხეთი გაზს იღებს, იგი ჩვენგან ჩვენთვის განკუთვნილი 10%-ის თანხას მიიღებდა და საკითხიც დაიხურებოდა. ცხადია, რომ "გაზპრომი" სომხეთში უფრო გავლენიანია, ვიდრე სომხეთის მთავრობა, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გვეცადა. თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ გვიწევს დათმობა საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებისა იმისთვის, რომ არ გაგვეყინონ სომეხი მეზობლები. საინტერესოა, ჩვენი საზოგადოებისთვის ამ საკითხზე მათი პოზიცია რატომ არ არის ცნობილი? რატომ არ უნდა იყვნენ ისინი თანახმა იმაზე, რაც მათთვის მოდიოდა გაზის სახით, გაზის იმ რაოდენობას დაემატოს კიდევ 10%-ის ფასიც გამოხატული იმ ვალუტაში, რომელიც ასეთ შემთხვევაში რუსეთიდან იქნება მიღებული? საუბარია ვალუტის იმ ოდენობაზე, რასაც კრემლი ამ საქმისთვის გაიმეტებს. - ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოხდა. როგორც გაირკვა ქრისტიანმა ქართველებმა მუსლიმი ქართველებისთვის სასაფლაოსთვის მიწის გამოყოფის შესაძლებლობა გააპროტეს. ქართველები კი ვამბობთ, რომ ტოლერანტობით გამორჩეულები ვართ, მაგრამ რეალურად მთლად ასე არაა და ეს ფაქტია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ უდავოა, რომ თუნდაც მუსლიმებისთვის სასაფლაოსთვის მიწის გამოყოფის გაპროტესტება ქრისტიანულ ქცევად ვერანაირად ვერ ჩაითვლება. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ქართული საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს რბილად რომ ვთქვათ, მუსლიმი თანამოქალაქეებისადმი აშკარად არაქრისტიანული დამოკიდებულება აქვს? - მე ყურადღებას მივაქცევდი იმ პერიოდს, როცა დადგა საქართველოში ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ურთიერთობების პრობლემა. ჩვენ ხომ საუკუნეების განმავლობაში რელიგიური ტოლერანტობით გამორჩეული და საჩვენებელი ქვეყანა ვიყავით? ნუ გამოვრიცხავთ, რომ ასეთი დაპირისპირება გარკვეული შედეეგია იმ "რბილი" და "ხისტი" ზეწოლისა, რასაც ადგილი აქვს უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ისევ და ისევ ჩვენი საამური მოგონებისგან, რომელსაც ჰქვია მოსკოვის კრემლი. რასაკვირველია, შესაძლოა, გვქონდეს მენეჯმენტის შეცდომები. როგორც ჩანს, მთავრობაში არსებულ რელიგიურ საკითხთა სამსახური ბოლომდე არ იყო ინფორმირებული, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა ადიგენში. მათ ისე გასცეს მიწის გამოყოფაზე თანხმობა, რომ არც კი ჰქონიათ იმის მოლოდინი, მას გარკვეული პროტესი მოჰყვებოდა თუ არა. ჩვენ ჩვენს თვალწინ უკვე ვატყობთ ცვლილებას, თუ რა არის უპირველესი ღირებულება ჩვენი მოსახლეობისთვის. თუ ადრე ეროვნული კუთვნილება იყო მთავრი, ამ თვალსაზრისით ჩვენ სრულიად წარმატებული ვართ ჩვენსავე ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობების შედეგებით. ასეთ ვითარებაში მართლაც გაუგებარია უცებ, გენეტიკური ქართველები ერთმანეთს რომ დაერევიან ხოლმე მათი რელიგიური მისწრაფებებისგან გამომდინარე. ეს არ გახლავთ ბუნებრივი მოვლენა. ეს არის შეთხზული და ხშირად განხორციელებადი თემა. ამიტომ, შესაბამისი დასკვნები უნდა გამოიტანონ როგორც ხელისუფლების მაღალ შტოებში, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა. მომხდარი, უპირველეს ყოვლისა, სირცხვილია იმ სოფლის გამგებლის, რომლის სოფელშიც შფოთი რელიგიურ ნიადაგზე ქვეყნის მასშტაბით განხილვის თემა გახდა. კობა ბენდელიანი "ინტერპრესნიუსი" [state] => 1 [sectionid] => 2 [mask] => 1 [catid] => 44 [created] => 2016-03-03 11:41:53 [created_by] => 124 [created_by_alias] => [modified] => 2016-03-03 12:18:26 [modified_by] => 3559 [checked_out] => 0 [checked_out_time] => 0000-00-00 00:00:00 [publish_up] => 2016-03-03 11:41:53 [publish_down] => Never [images] => [urls] => [attribs] => big_image=../photo/2015_02/ipn3/ciskarishvilisoso_big.jpg multicategory=| video_file= video_image= video_type=1 show_title= link_titles= show_intro= show_section= link_section= show_category= link_category= show_vote= show_author= show_create_date= show_modify_date= show_pdf_icon= show_print_icon= show_email_icon= language= keyref= readmore= ext_link= galerycategory=0 [version] => 2 [parentid] => 0 [ordering] => 1 [metakey] => [metadesc] => [access] => 0 [hits] => 74 [metadata] => robots= author= [popup] => 1457005455 [corrected] => 1 [topic_id] => -1 [author] => Maka Chaganava [usertype] => Super Administrator [category] => ინტერვიუ [section] => REPORTER [slug] => 369018:soso-ciskarishvili-vfiqrob-premieri-mkhareebthan-individualur-shekhvedrebshi-ufro-shedzlebda-male-mieghtsia-shedegisthvis [catslug] => 44:interviu [groups] => Public [sec_pub] => 1 [cat_pub] => 1 [audio] => [video] => [image] => [sec_access] => 0 [cat_access] => 0 [topic_title] => [rating_count] => 0 [rating] => 0 [text] => საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტ სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა. - ბატონო სოსო, პრემიერმა კვირიკაშვილმა პარტნიორებს მოუწოდა სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცვლილებებს განახორციელებს. თქვენი აზრით, ვის ბოსტანში ისროლა კენჭი კვირიკაშვილმა და სავარაუდოდ, რით დასრულდება "ქართულ ოცნებაში" დაწყებული იწილო-
იხილეთ მსგავსი სიახლეები :