Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

სინუსიტი

სინუსიტი



ჩემს შვილს ჰაიმორიტის დიაგნოზი დაუსვეს. როგორც კი ქარი წამოუბერავს, მაშინვე ეწყება სურდო, რომელიც კვირაობით და თვეობით უგრძელდება, სტკივდება სახე. ეგებ გაგვაცნოთ ეს დაავადება - რა იწვევს, როგორ დავიცვათ მისგან თავი, როგორ ვიმკურნალოთ...სინუსიტი - პარანაზალური ანუ ცხვირის ღრუსთან დაკავშირებული წიაღების მწვავე ან ქრონიკული ანთებაა. ეს წიაღები ქალას ძვლებში განთავსებული ჰაერის შემცველი ღრუებია და მდებარეობს თვალბუდის უკან, ზევით და ქვევით. მათი ფუნქციაა, გაფილტრონ და გაათბონ შესუნთქული ჰაერი. ამის შემდეგ ჰაერი გადადის ბრონქებში. სინუსების ამომფენ ლორწოვანს აქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია - შესუნთქული ჰაერიდან დიფუზიის გზით აითვისოს მსუბუქი იონები, ნაწილობრივ - ჟანგბადიც და გადაიტანოს ის პირდაპირ თავის ტვინში. ასეთი “ვიტამინიზებული” ჰაერით მომარაგებული თავის ტვინი, ბუნებრივია, სრულყოფილად მუშაობს და არ ავადმყოფობს. გარდა ამისა, წიაღები ფუნქციობს როგორც ხმის რეზონატორები (ქმნის რეზონანსის ეფექტს ლაპარაკის დროს). ყველა ეს წიაღი, ცხვირის ღრუს მსგავსად, ლორწოვანით არის ამოფენილი და ფაქიზად რეაგირებს გარეგან ზემოქმედებაზე ცხვირის ღრუსთან კავშირის გამო, ამიტომ არცთუ იშვიათია მათი ანთება. სინუსიტებს, მათი ლოკალიზაციის მიხედვით, შემდეგნაირად ყოფენ: ჰაიმორიტი - ზედა ყბის წიაღის ანთება; ფრონტიტი - შუბლის წიაღის ანთება; ეთმოიდიტი - ცხავის ძვლის წიაღის ანთება; სფენოიდიტი - ძირითადი ძვლის ანთება. მწვავე სინუსიტით რთულდება მწვავე სურდო, გრიპი, წითურა, ქუნთრუშა და სხვა ინფექციური დაავადებები, ასევე - ზედა უკანა ოთხი კბილის ფესვის ანთება. რისკის ფაქტორებია ცხვირის ვიწრო ღრუები, ცხვირის ძგიდის გამრუდება, ცხვირისა და წიაღების დამაკავშირებელი არხის შევიწროება, უცხო სხეული. გავრცელების არეალის მიხედვით სინუსიტი შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი, მიმდინარეობდეს ზოგიერთი ან ყველა წიაღის დაზიანებით. ანთების ხანგრძლივობის მიხედვით განასხვავებენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ სინუსიტებს. ქრონიკულია ფორმები, რომლებიც ორ თვეზე მეტხანს გრძელდება. მოზრდილ ადამიანს ოთხივე სინუსში ორ ჭიქამდე ჩირქი უგროვდება. ცხვირიდან მოყვითალო ან მომწვანო ფერის გამონადენი ჯერ კიდევ არ ნიშნავს სინუსიტს და მით უმეტეს არ გვაძლევს ანტიბიოტიკების მიღების საფუძველს. როგორ მოვიქცეთ ამ დროს? სვით ბევრი სითხე; ისუნთქეთ ტენიანი ჰაერი; ფრთხილად გამოირეცხეთ ცხვირის ღრუ მარილიანი წყლით ან გაიკეთეთ ინჰალაცია ბალახების ნაყენით; ტემპერატურის მომატებისას (38,50ჩ-მდე და მეტად) და თავის ტკივილისას მიიღეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი (თუ უკუჩვენება არ გაქვთ); 2-3 დღის განმავლობაში ჩაიწვეთეთ ცხვირის წვეთები, რომლებიც სისხლძარღვებს ავიწროებს. თუ ნორმამდე ჩამოსვლის შემდეგ ტემპერატურამ კვლავ მოიმატა, გახანგრძლივდა ცხელება, თავის დახრისას თავი იჩინა ტკივილმა წიაღების პროექციის არეში (ე.ი. ცხვირის ახლოს და შუბლის მიდამოში), მიმართეთ ექიმს. სინუსიტის ნიშნებია: უხვი გამონადენი ცხვირიდან; თავის ტკივილი; ცხვირით სუნთქვის გაძნელება, უმეტესად - ცალმხრივად; ზეწოლის შეგრძნება, დაჭიმულობა ანთების მიდამოში; სინათლის შიში; ცრემლდენა; სხეულის ტემპერატურის მომატება. ტკივილი ხშირად ვრცელ ფართობს მოიცავს, არ არის შემოფარგლული, ანდა ლოკალიზებულია შუბლის, საფეთქლის მიდამოში და ერთსა და იმავე დროს იწყება. შეიძლება შესივდეს ლოყა ან ზედა ან ქვედა ქუთუთო.მოსალოდნელი გართულებებისათანადო მკურნალობის გარეშე სინუსიტი შეიძლება მრავალნაირად გართულდეს, მათ შორის - სიცოცხლისთვის საშიში ისეთი დაავადებებითაც, როგორებიცაა: მენინგიტი (ტვინის გარსის ანთება), ტვინის სიმსივნე და აბსცესი ან სიცოცხლისთვის ნაკლებსაშიში, მაგრამ წლების განმავლობაში შემაწუხებელი სხვა დაავადებები, რომლებიც საბოლოოდ იწვევს ჭკუასუსტობას, სიბრმავეს, სიყრუეს, შაკიკს (შეტევისმაგვარი, უმეტესად ცალმხრივი თავის ტკივილი), არტერიული წნევის მომატებას, ინსულტს, ტვინის სისხლძარღვების სკლეროზს, ალცჰაიმერის დაავადებას (ტვინის კოლაგენოზი) და სხვ.; გარდა ამისა, როცა სუნთქვა სრულყოფილი არ არის, ბავშვი გამუდმებით გაღიზიანებულია, კარგავს მადას ან, პირიქით, ბევრს ჭამს, ეცვლება ქცევა, ცუდად ითვისებს სასწავლო მასალას. რისი ბრალია გართულება?სინუსებში მოხვედრილი ინფექციური აგენტი ღრუების ამომფენი ლორწოვანის კვდომას და დაჩირქებას იწვევს. თუ ჩირქი სინუსებში დაგროვდა, რამდენიმე ხნის შემდეგ სისხლი გამოიყოფა პირდაპირ ტვინში, რადგან ტვინი შუბლის წიაღისგან გამიჯნულია თხელი ძვლოვანი ფირფიტით, რომელიც უხვად შეიცავს სისხლძარღვებს და ამის გამო ჩირქოვანი ტოქსინებისთვის ადვილად შეღწევადია. დაავადების შემდგომი განვითარება დამოკიდებულია იმ ქსოვილის იმუნურ სისტემაზე, რომელიც ტვინს აკრავს გარს. თუ ქსოვილის უჯრედები შეძლებენ, ჩაყლაპონ და გაანეიტრალონ ეს შხამები, ტვინი ჯანმრთელი დარჩება, თუ არადა განვითარდება ტვინის ავადმყოფობა - თავის ტკივილით დაწყებული, სიმსივნითა და აბსცესით დამთავრებული. შესაძლოა უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ახლომხედველობა ბავშვობის ასაკში იწყება და ამის მიზეზია ანგინა. მექანიზმი ასეთია: ხახის ნუშურების ანთება იწვევს მალათაშორისი მოკლე კუნთების დაძაბულობას (სპაზმს). ის რეფლექსურად გადაეცემა თვალის კუნთებს, რომლებიც თვალის ბროლს აკონტროლებს. ვითარდება აკომოდაციის სპაზმი - ახლომხედველობა. შორსმხედველობა, კატარაქტა, გლაუკომა, თვალის ნერვის ატროფია მოხუცებულთა დაავადებებია. მათი მიზეზი ფრონტიტია, ე.ი. ანთება და ჩირქის დაგროვება შუბლის წიაღში. ჩირქოვანი ტოქსინები იღვრება ბროლში, ეს უკანასკნელი იბინდება და ვითარდება კატარაქტა. თუ ტოქსინი თვალის უკანა სივრცეში მოხვდა, იწყება დაბრმავება, ირღვევა თვალის სითხის გამოყოფა, თვალშიგა წნევა იმატებს, ხოლო ცვლის საბოლოო პროდუქტები თვალის ქსოვილიდან არ გამოიყოფა. თვალი იწამლება თავისივე ნარჩენებით, შუბლის წიაღიდან გადასული ტოქსინებით და ადამიანი ბრმავდება - ეს გლაუკომაა. მას ოპერაციულად მკურნალობენ, თუმცა ოპერაცია მხედველობას ვერ აღადგენს, ის მხოლოდ აჩერებს დაბრმავების პროცესს. იგივე ხდება ოტიტის, მოხუცებულთა სიყრუის, ყურებსა და თავში ხმაურის, სმენის დაქვეითებისა და შიგნითა ყურის ვესტიბულური აპარატის სკლეროზის დროს - ჰაიმორის წიაღიდან ჩირქოვანი ტოქსინები ევსტაქის მილით ყურში ხვდება. აი, რამდენი უსიამოვნების მოტანა შეუძლია “უწყინარ” ჰაიმორიტს. გარდა ამისა, მან შესაძლოა ხელი შეუწყოს ბრონქული ასთმის, ქრონიკული პნევმონიის განვითარებას, კუჭის, ნაწლავების, თირკმელების, საკვერცხეების, საშვილოსნოს, წინამდებარე ჯირკვლის, გულის დაზიანებას. დიაგნოსტიკამწვავე და ქრონიკული სინუსიტის დიაგნოზის დასმა ექიმს უნდა მიანდოთ. თვითმკურნალობა ამ დროს აკრძალულია. ოტოლარინგოლოგი სინუსიტის დიაგნოზს ინსტრუმენტული, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული (ცხვირიდან გამონადენის მიკრობიოლოგიური კვლევა, დაავადების გამომწვევის განსაზღვრა) გამოკვლევების საფუძველზე სვამს, მერე კი აუცილებელ მკურნალობას ნიშნავს. ზოგჯერ რენტგენის სურათი დიაგნოსტიკისთვის არ არის საკმარისი - რენტგენის სურათზე ჩირქი მხოლოდ მაშინ ჩანს, თუ ის თხელია. ამ დროს ცხვირით სუნთქვა შეუძლებელია. თუ ჩირქი ჰაერგამტარ გზებში მყარად არის “შეფუთული”, სურათზე ის არ განირჩევა. პაციენტი ამ დროს თითქოს თავისუფლად სუნთქავს. სინამდვილეში ეს სუნთქვა კი არ არის, არამედ ჰაერის ყლაპვა ცხვირით და ხახით, სინუსების გვერდის ავლით. ინფექციას გაქრონიკულება ახასიათებს, ქრონიკული სინუსიტის მკურნალობა კი გაცილებით რთული და ხანგრძლივია, ვიდრე მწვავისა. ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ქალას მეზობელ ნაწილებზე, მეზობლად კი ტვინი და თვალებია, ასე რომ, ნუ გარისკავთ, მიდით ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან და მისი მეთვალყურეობით იმკურნალეთ.პროფილაქტიკაპარანაზალური წიაღების ინფექციისგან თავის დაცვის საუკეთესო გზა ხელების ბანა და მოწევისგან თავის შეკავებაა. ვირუსი ორგანიზმში იჭრება დაბინძურებული ხელის პირზე, ცხვირზე ან თვალზე შეხებისას. თბილი წყლითა და საპნით ხელების ხშირი ბანა დაავადების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. მოწევაზე უარის თქმით კი თავს დაიზღვევთ მრავალი დაავადებისაგან, მათ შორის - ფილტვების, ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების, ყურების დაავადებებისგანაც. წელიწადის ცივ დროს განსაკუთრებით აქტუალურია გრიპისა და გაციების პროფილაქტიკა. საამისოდ სასურველია მიიღოთ ფიტოკომპლექსები, რომლებიც იმუნიტეტს აძლიერებს. შეიძლება მათი ჩართვა კომპლექსურ მკურნალობაშიც გრიპით ან სხვა ვირუსული ინფექციით დაავადებისას - ეს გამოჯანმრთელებას დააჩქარებს. გამოხატული პროფილაქტიკური მოქმედება ახასიათებს ბაქტერიულ იმუნომოდულატორებს - ИРС-19-ს, იმუდონს, ბრონქომუნალს, იმუნო-რიცს. ისინი ზრდიან ანტისხეულების გამომუშავებას და 2-3-ჯერ ამცირებენ გაციების რისკს, ხოლო ავადმყოფობის შემთხვევაში ორგანიზმს გამომწვევთან ბრძოლას უადვილებენ და ამით აჩქარებენ გამოჯანმრთელებას. იმუნურ სისტემას აძლიერებს ვიტამინებიც: ჩ ვიტამინი, ვიტამინი B6, B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი, ვიტამინი A, მინერალებიდან - თუთია, ფერმენტებიდან - პანკრეატინი. ძალიან კარგია ნიორი - როგორც ცოცხალი, ისე კაფსულებად.როგორ მკურნალობენ?მდგომარეობისდა მიხედვით, შეიძლება დაინიშნოს როგორც მედიკამენტები, მათ შორის - ანტიბიოტიკები, ცხვირის წვეთები, რომლებიც სისხლძარღვთა შევიწროებას იწვევს, სეკრეტოლიტები, იმუნიტეტის მოსაძლიერებელი საშუალებები, ვიტამინები, მინერალები, ფერმენტები, - ასევე სამკურნალო ბალახები, ჰომეოპათიური პრეპარატები, არომათერაპია, ფიზიოპროცედურები. მკურნალობის უკანასკნელი ეტაპია ქირურგიული ჩარევა. დაავადების დასაწყისში კარგად მოქმედებს ამოქსაცილინი და ტრიმეტოპრიმი, სულფამეტოქსაზოლი. ლორწოვანის შეშუპების შესამცირებლად და სურდოსთან საბრძოლველად არსებობს პრეპარატები, რომლებსაც სისხლძარღვთა შემავიწროებელი ეფექტი აქვს: გალაზოლინი, დლიანოსი, ნაფტიზინი, სანორინი, ნაზოლი, ტიზინი და სხვა. ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი მათგანი (სანორინი, ნაფტიზინი, ტიზინი) არტერიული წნევის მომატებას იწვევს, ზოგიერთი კი უკურეაქციას, შეშუპებას, თანაც მათი მიღება 3-5 დღეზე მეტხანს არ შეიძლება, რადგან ცხვირის ლორწოვანს აშრობს. ბავშვებისთვის კი უნდა გამოვიყენოთ ამ პრეპარატების სპეციალური პედიატრიული ფორმა. სინუსიტის სამკურნალოდ ფართოდ იყენებენ ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატ სინუპრეტს. ის ამცირებს ანთებას და ლორწოვანი გარსის შეშუპებას, აწესრიგებს ლორწოვანი გარსის დაცვით ფუნქციას, ამცირებს შედედებას და აუმჯობესებს ღრუებიდან ლორწოს გამოძევებას. ეფექტურობით გამოირჩევა პრეპარატი სინუფორტეც. ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, მას აქვს ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც. სეკრეტის სიჭარბისას მისი ყოველდღიური შეყვანა ცხვირში (ნაცვლად გამორეცხვისა) ცხვირის ღრუს სწრაფ გასუფთავებას უზრუნველყოფს. სეკრეტის გასათხელებლად და გამოსაძევებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს აეროზოლი სალინი, გელი რინარისი, ცხვირის წვეთები ნო-სოლი. არცთუ დიდი ხნის წინ ფარმაცევტულ ბაზარზე გამოჩნდა ახალი, ადრიატიკის ზღვის წყლის ფუძეზე დამზადებული ნაზალური შესასხურებელი დიდებისთვის და ცხვირის წვეთები წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - აკვამარისი. შეგახსენებთ: ამ მედიკამენტებით შეგიძლიათ ისარგებლოთ ახალგამოვლენილი სინუსიტის დროს. მცირე ეფექტის, მეტადრე უეფექტობის დროს აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. საზოგადოდ კი, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევისა და სპეციალისტის დასკვნის გარეშე მედიკამენტების, მეტადრე ანტიბიოტიკების, მიღებას უმჯობესია ერიდოთ.არომათერაპიაორთქლით ინჰალაცია უშუალოდ ლორწოვანზე ზემოქმედების საუკეთესო მეთოდია. ის ხელს უწყობს სქელი ლორწოს გამოყოფას და ინფექციის მოსპობას. კარგია გვირილის, პიტნის, ევკალიპტის, ლავანდის, ფიჭვის ზეთები. ეფექტურია სხვადასხვა ზეთის კომბინირება და მათი მონაცვლეობა. მწვავე სინუსიტის დროს ინჰალაცია უნდა ჩატარდეს დღეში 4-ჯერ. როცა სიმპტომები შესუსტდება, პროცედურების რაოდენობა თანდათან დღეში ერთამდე შემცირდება, მაგრამ არ შეწყდება, სანამ არ გაიწმინდება ღრუები. ბავვებისთვის სინუსების გასაწმენდად შეიძლება გამოვიყენოთ ახალგამოწურული ჭარხლის წვენი - 1-2 წვეთი ცხვირში დღეში 2-3-ჯერ. შემდეგ ცხვირი თბილი წყლით გამოურეცხეთ და კარგად მოხოცეთ. მოზრდილებმა ცხვირში გამოისვით ბლომად თაფლი, ნესტოებში ჩაიდეთ თაფლში დასველებული ბამბა ან დოლბანდი, ცხვირის ფუძეზე, თვალების სიახლოვეს, დაიფინეთ ტილო და აქეთ-იქიდან დაიდეთ კარგად მოხარშული ცხელი კვერცხი, ზემოდან გადაიფარეთ პირსახოცი და გაიჩერეთ გაგრილებამდე. თაფლი გადნება და ნელ-ნელა ცხვირ-ხახაში გადავა. ფრთხილად გადმოაფურთხეთ ხელსახოცზე. 3 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ხახვს დაასხით 50 მლ თბილი წყალი, დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი ან შაქარი. დააყენეთ ნახევარი საათი და ჩაიწვეთეთ ცხვირში. ყოჩივარდას ბოლქვის სუფთა წვენი გააზავეთ დისტილირებულ წყალში 5-10-ჯერ. ჩაიწვეთეთ ყოველ დილით, უზმოზე, უბალიშოდ ზურგზე მწოლიარემ, თითო წვეთი თითო ნესტოში. ხუთი წუთის შემდეგ წამოდექით, დალიეთ ბალახების (სალბის, არყის ყვავილების) თაფლითა და ლიმონის წვენით შეზავებული ნახარში, შემდეგ 1-2 წუთით დაიხარეთ იატაკამდე, ბოლოს ცხვირი გამოირეცხეთ და მოიხოცეთ. იწვეთეთ 1, 2, 3 თვე. ეს ნახარში მაცივარში 10 დღე ინახება. შემდეგ მზადდება ახალი. დაბოლოს, გახსოვდეთ, ორგანიზმის გაწმენდა გვიცავს ისეთი დაავადებებისგან, როგორებიცაა ალერგია, ბრონქული ასთმა, ეპილეფსია და მრავალი სხვა.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :