Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

სინგაპურში ელექტრომობილის მფლობელი დააჯარიმეს

2016-03-09 21:03:00

სინგაპურში უცნაური შემთხვევა მოხდა. მსოფლიოში ცნობილი ელექტრომობილის Tesla Model S-ის მფლობელი ადგილობრივი მკვიდრი ჯო ნგიენი საკუთარი ავტომობილით გარემოს დაბინძურებისათვის 15 ათასი დოლარით დააჯარიმეს. როგორც გამოცემა Channel News Asia იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი ელექტროძრავითაა აღჭურვილი და ელემენტებზე მუშაობს, შესაბამისად კი გარემოში ვერ გამოყოფს დამაბინძურებელ ნივთიერება CO2-ს, ის მაინც დააჯარიმეს. დაჯარიმების ოფიციალურ მიზეზად ის სახელდება, რომ გარემოს დაბინძურება ავტომობილის ელემენტების დასატენად გამოყენებული ელექტროენერგიის მისაღებად მოხდა და არა უშუალოდ ავტომობილის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ჯო ნგიენი ადგილობრივ სატრანსპორტო ზედამხედველობის სამსახურზე ნაწყენი დარჩა, ის საბოლოოდ მარტო არ აღმოჩნდა. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე კომპანია „ტესლას“ მფლობელმა ილონ მასკმა დაპოსტა, რომლის განცხადებითაც, მან უკვე ჩააყენა საქმის კურსში სინგაპურის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ სიტუაციაში გარკვევას დაჰპირდა. კოკა კვირკველია მასალის გამოყენების პირობები
იხილეთ მსგავსი სიახლეები :