Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

შეუძლია თუ არა რუსეთს საქართველოს და სომხეთის საჰაერო სივრცის გამოყენება სირიაში ფრენების განსახორციელებლად

შეუძლია თუ არა რუსეთს საქართველოს და სომხეთის საჰაერო სივრცის გამოყენება სირიაში ფრენების განსახორციელებლად

2015-09-14 13:35:00

"შეუძლია თუ არა რუსეთს საქართველოს და სომხეთის საჰაერო სივრცის გამოყენება სირიაში ფრენების განსახორციელებლად", - სტატიას ამ სათაურით EurasiaNet.org-ი აქვეყნებს."იმის ფონზე, რომ ვაშინგტონი სულ უფრო მეტ შეშფოთებას გამოთქვამს სირიაში რუსი სამხედროების ყოფნით, იბადება კითხვა: რას მოიმოქმედებს რუსეთი, თუკი არსებული საჰაერო მარშრუტები დაიხურება? როგორც ჩანს, რუსეთ-ირანს შორის საჰაერო დერეფნის ერთ-ერთი ვარიანტი საქართველო და სომხეთია", - წერს გამოცემა.EurasiaNet.org-თან საუბარში სომხეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს პრესმდივანი, რუბენ გრძელიანი აცხადებს, რომ რუსეთს სომხეთის საჰაერო სივრცის გამოყენება თავისუფლად შეუძლია, თუმცა, აქვე დასძენს, რომ რუსულ თვითმფრინავებს სომხეთის საჰაერო You must have Flash Player installed in order to see this player. სივრცე სირიაში სატრანზიტო ფრენებისთვის ჯერჯერობით არ გამოუყენებია.ამასთანავე, 8 სექტემბერს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, მოკავშირე ქვეყნებში საავიაციო ბაზები გახსნას.რაც შეეხება თბილისის პოზიციას, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში EurasiaNet.org-თან საუბარში განაცხადეს, აღნიშნული საკითხი "მათ კომპეტენციაში არ შედის", რაც სტატიის ავტორების მოსაზრებით, "ცოტა არ იყოს უცნაურია ქვეყნისთვის, რომელიც რუსეთს მთავარ საფრთხედ დღემდე მიიჩნევს".
იხილეთ მსგავსი სიახლეები :