Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

სექსუალური ჰოროსკოპი: გაიგეთ მეტი მამაკაცის სექსუალურ მოთხოვნილებებზე - სამოქალაქო პრესა

სექსუალური ჰოროსკოპი: გაიგეთ მეტი მამაკაცის სექსუალურ მოთხოვნილებებზე - სამოქალაქო პრესა

2014-04-27 00:15:00

მამაკაცებისთვის, სექსი ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ზოდიაქოს ნიშნები ყველაფერზე საუბრობენ, უკვე შეგიძლიათ გაიგოთ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მამაკაცი სექსს და ისწავლით როგორ მოიქცეთ კონრეტულ ზოდიაქოს ნიშანთან ურთიერთობისას. ვერძი-მგზნებარე და ვნებიანი ვერძი, ყოველთვის მზადაა სექსისთვის. იმედი არ გქონდეთ, რომ მასთან თქვენი ურთიერთობა დიდხანს გასტანს. ვერძს უყვარს ერთდღიანი თავგადასავლები. მისი გრძნობები თქვენს მიმართ ჩნდება სწრაფად და ძალიან მალევე უკვალოდ ქრება. კურო-კუროს საკმაოდ თანამედროვე აზროვნება აქვს. თუ  მასთან ურთიერთობის გაღრმავება გსურთ, მაშინ ბევრი აწვალეთ და ალოდინეთ, ამით მისი ინტერესი თქვენს მიმართ გამძაფრდება, თუმცა ფრთხილად იყავით, ზომიერება გმართებთ. ტყუპები-ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ მამაკაცებს უყვართ ფლირტი, სექსი. ცხოვრობენ თავისუფალი ცხოვრებით, მათთვის არ არსებობს შეზღუდვები. არ უყვართ ხანგრძლივი ურთიერთობები და თუ მაინც, გსურთ მასთან სერიოზული ურთიერთობა, მაშინ რამოდენიმე კვირა თავი შეიკავეთ სექსისგან. კირჩხიბი-მიუხედავად იმისა, რომ კირჩხიბი კაცი საკმაოდ რომანტიკული და მგრძნობიარეა, მისთვის არ არსებობს შეზღუდვები. კირჩხიბისთვის მნიშვნელოვანია როგორი სექსი ექნება პარტნიორთან და აკვირდება თითოეულ თქვენს ნაბიჯს. დაელოდეთ როდის გამოიჩენს ინიციატივას და არ აჩქარდეთ. ლომი-ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ის ყველაზე ეგოისტი მამაკაცია, არ გამოირჩევა ქალებისადმი პატივისცემით. ერთი მხრივ, უყვარს, თუ ქალი დგამს პირველ ნაბიჯს სექსისკენ, თუმცა მეორე მხრივ, დასცინის და ირონიულად უყურებს მის ყველა ქმედებას. მისთვის ქალები ორ კატეგორიად იყოფა: ქალები ერთი ღამისთვის და ქალები სერიოზული ურთიერთობისთვის. ქალწული-ქალწული მამაკაცი, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სექსს. მას ურთიერთობა აქვს მხოლოდ იმ ქალთან, რომელიც სერიოზულად ფიქრობს მასზე. თუ გსურთ შთაბეჭდილება მოახდინოთ ქალწულზე, მაშინ კოცნა შემოინახეთ პირველი ღამისთვის. სასწორი-სასწორი მამაკაცი მიიჩნევს, რომ სექსი არ უნდა გადადო. არ გაწელოთ დრო და გაცნობიდან რამოდენიმე დღეში დაკავდით მასთან სექსით. მორიელი-ვნებიანი მორიელი ყოველთვის მზადაა სექსისთვის. მოთმინება იქონიეთ და ოდნავ აწვალეთ მორიელი მამაკაცი, მისი ინტერესი თქვენს მიმართ დღითიდღე გაიზრდება და პირველი ღამე უფრო მხურვალე და მგზნებარე იქნება. მშვილდოსანი-ჭკვიანი და ვნებიანი მშვილდოსანი, არ უშინდება ხანგრძლივ ურთიერთობებს. მას არ შეეცვლება წარმოდგენა თქვენს მიმართ, თუ სექსის ინიციატორი იქნებით, თუმცა უმჯობესია მოთმინებით დაელოდოთ. თხის რქა- ჯენტლმენი თხის რქა არასდროს ეცდება თქვენს შეცდენას და პირველივე ღამით თქვენთან სექსით არ დაკავდება. რამოდენიმე კვირაში, ან თვეში, უნდა აგრძნობინოთ მამაკაც თხის რქას, რომ თქვენ მზად ხართ სექსისთვის, თუმცა დაელოდეთ პირველ ნაბიჯს მისგან. მერწყული-თუ არ ხართ მზად პირველივე ღამით დასთანხმდეთ მას სექსზე, მაშინ კარგად მოემზადეთ და შემდეგ შემოთავაზებაზე უარი არც გაბედოთ! მერწყული მოთმინებით დაგელოდებათ, თუმცა შეეცდება თქვენგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს თევზები-ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცები, საკმაოდ მგრძნობიარეები არიან. თუ მასთან სერიოზული ურთიერთობა გსურთ, მაშინ მოთმინება იქონიეთ, თევზებთან სექსით არც თუ ისე მალე დაკავდებით, თუმცა დარწმუნებული იყავით, რომ პირველი ღამე საკმაოდ რომანტიკული და სასიამოვნო იქნება.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :