Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

შენი ხასიათი ბავშვობის საყვარელი სათამაშოს მიხედვით

შენი ხასიათი ბავშვობის საყვარელი სათამაშოს მიხედვით

2014-05-28 15:03:00

თქვენი ბავშვობის საყვარელი სათამაშო იყო: 1. კონსტრუქტორი2. პლასტელინი3. წიგნები4. საღებავები5. მატარებელი6. რბილი სათამაშოები7. თოჯინები8. ჯარისკაცები9. ფოტოაპარატი10. ბურთი1. კონსტრუქტორითუ ოდესღაც, მშობლების საამაყოდ, საათობით იჯექით და კონსტრუქტორის აწყობით ერთობოდით, მაშინ დღეს თქვენ პრინციპულობითა და სიჯიუტით გამოირჩევით. თუ რაიმეს ჩაიფიქრებთ, ვერაფერი გადაგახვევინებთ ამ გზიდან. ცოტა უნდობლობით ეკიდებით ადამიანებს, ცდილობთ, თავად გადაამოწმოთ ამა თუ იმ ინფორმაციის სისწორე. არ გიყვართ მოულოდნელობები, უპირატესობას ანიჭებთ მოვლენების ჩვეულ განვითარებას და მიუხედავად იმისა, რომ სიახლეები გიზიდავთ, მაინც არ ჩქარობთ მათში თავით გადაშვებას და თავადაც არ ცდილობთ შეიცვალოთ, თუნდაც გარეგნულად.2. პლასტელინიგამუდმებით სრულყოფილებისკენ ისწრაფვით, ცდილობთ, საკუთარი ფანტაზიები რეალობად აქციოთ. ხანდახან კი ისინი იმდენად უჩვეულოა, რომ ძნელია გამონაგონსა და სინამდვილეს შორის საზღვრის გავლება. სამწუხაროდ, ყველა თქვენი ახლობელი ვერ ეკიდება ამას გაგებით და იმედოვნებენ, რომ ოდესღაც მაინც შეიცვლებით. თქვენ კი საკუთარი თავის შეცვლას არა, მაგრამ მთელი ძალისხმევით ცდილობთ, შეცვალოთ სამყარო.3. წიგნებიგამოუსწორებელი მეოცნება ხართ. გიყვართ "მოგზაურობა", თანაც სახლიდან გაუსვლელად. მახვილი გონების პატრონს შეგიძლიათ ყველაფრის არსს სიღრმისეულად ჩასწვდეთ, თუმცა ამ დროს ხშირად თქვენს, ძირითად საქმეს ივიწყებთ ხოლმე. 4. საღებავებიზედმიწევნით მძაფრად აღიქვამთ ყველაფერს და ურთიერთობაში უხილავი ძაფების დაჭერაც შეგიძლიათ. თუკი საკუთარი შემოქმედებითი ნიჭი ვერსად განახორციელეთ, შესაძლოა, დეპრესია და მეტიც, აგრესიაც განგივითარდეთ. მაგრამ თუ შემდგარი ადამიანი ხართ, სამყაროს მთელი თავისი ხიბლით ეგებებით და ხარობთ სიცოცხლით. თქვენი ახლობლები ბედნიერები არიან, რადგან გვერდით თქვენ სახით ჰყავთ ფაქიზი სულის პატრონი ადამიანი, რომელიც მუდამ სითბოსა და სიყვარულს ასხივებს.5. მატარებლებიმოგზაურობა მხოლოდ იმიტომ გიყვართ, რომ ამ დროს შეგიძლიათ გაიცნოთ ახალი ადამიანები, იცხოვროთ კომფორტში. მაგრამ დიდხანს გაჩერება არსად შეგიძლიათ. ამიტომაც მთელი თქვენი ცხოვრება დაუსრულებელი შეხვედრებისა და განშორებებისგან შედგება.6. რბილი სათამაშოებიგიყვართ ახალი შთაბეჭდილებები და განცდები. ინტელექტუალური აბსტრაქციები – თქვენი სტიქია არ არის. გსურთ ყველაფერი გამოსცადოთ, შეიგრძნოთ საკუთარ თავზე. თამაშებისა და აზარტისადმი ლტოლვა თანდაყოლილი გაქვთ. მთავარია, სწორად მიმართოთ ეს ნიჭი. სხვაგვარად შესაძლოა, ემოციებმა გძლიოთ. 7. თოჯინებიარანორმალურად გაინტერესებთ უცხო ადამიანებთან კონტაქტი, მათი უფრო ახლოს გაცნობა, თუმცა მოკლეხნიან ურთიერთობას აბამთ. თითქოს ადამიანების კოლექციას ქმნით, ისწრაფვით, გარშემომყოფების უსაზღვრო წრე შექმნათ. გამორიცხული არ არის, რომ ღმერთმა ადამიანის ბუნების შეცნობის ნიჭი გარგუნათ. 8. ჯარისკაცებიბავშვობიდან გიზიდავდათ ტაქტიკური მიზნების დასახვა და მათ განსახორციელებლად სხვადასხვა მანევრის კეთება. შესაძლოა, რომ ჭადრაკით ან კომპიუტერული თამაშებით იქცევთ ხშირად თავს. სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგამდეთ, ჯერ კარგად მოიფიქრებთ და დაგეგმავთ. ძალიან გიყვართ შეჯიბრებებში მონაწილეობა და რა თქმა უნდა, მათში გამარჯვება. მარტივად ითვისებთ ყველანაირ ახალ ინფორმაციას. მაგრამ წარმატებას მხოლოდ მაშინ აღწევთ, როცა ყველა ინტელექტუალურ ჩანაფიქრს რეალობად აქცევთ.9. ფოტოაპარატითუ პატარა ასაკიდან თქვენი საყვარელი გასართობი ფოტოაპარატი იყო, იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, ვინც ყველაფერს იმახსოვრებს. თქვენთვის სულ მცირე მიზეზია საკმარისი იმისათვის, რომ გააცოცხლოთ წარსული. როგორც წესი, გიჭირთ საკუთარი განცდების გამოხატვა. ძირითადად, გარშემომყოფთა შეფასებაზე ხართ ორიენტირებული, თუმცა საკმაოდ თავმოყვარე ხართ იმისათვის, რომ ეს აღიაროთ. 10. ბურთითქვენ – მოქმედებების ადამიანი ხართ, არ შეგიძლიათ დიდხნიანი და მტანჯველი ანალიზი. თუ რაიმე ჩაიფიქრეთ, გირჩევნიათ, სწრაფად და მტკიცედ იმოქმედოთ და არა მხოლოდ თვალყური ადევნოთ მოვლენებს, არამედ მონაწილეობაც მიიღოთ მათში. გიყვართ შეჯიბრებები, თუმცა თქვენთვის მათში მონაწილეობა უფრო მთავარია, ვიდრე შედეგი. მომთხოვნი არ ხართ ყოფიერების მიმართ, კომფორტის არქონა თქვენზე ნაკლებად მოქმედებს.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :