Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

საუკეთესოთა შორის საუკეთესო მწვრთნელები

საუკეთესოთა შორის საუკეთესო მწვრთნელები

2013-06-19 10:00:00

ამერიკულმა გამოცემა Bleacher report-მა თანამედროვეობის საუკეთესო მწვრთნელების რეიტინგი შეადგინა. ჩვენი კოლეგები დაეყრდნენ არა მხოლოდ 2012/13 წლების სეზონის შედეგებს, არამედ გაითვალისწინეს მთლიანად კარიერის განმავლობაში მიღწეული წარმატებებიც. სიაში ვერ მოხვდა სერ ალექს ფერგიუსონი. შოტლანდიელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მწვრთნელად აღარასოდეს იმუშავებს. სწორედ ამიტომ არის, რომ რეიტინგს იუპ ჰაინკესი ლიდერობს, ვისაც მსგავსი რამ არ უთქვამს.მაშ ასე, საუკეთესოთა შორის საუკეთესოების ოცეული ასე გამოიყურება:1. იუპ ჰაინკესი (გერმანია, ბაიერნის ყოფილი მთავარი მწვრთნელი), 2. ჟოზე მოურინიო (პორტუგალია, ჩელსი), 3. ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი, ესპანეთის ნაკრები), 4. ხოსეპ გვარდიოლა (ესპანეთი, ბაიერნი), 5. ოტმარ ჰიტცფელდი (გერმანია, შვეიცარიის ნაკრები), 6. ლუის ვან გაალი (ჰოლანდია, ჰოლანდიის ნაკრები), 7. მარჩელო ლიპი (იტალია, გუანჩჟოუ), 8. რაფა ბენიტესი (ესპანეთი, ნაპოლი), 9. კარლო ანჩელოტი (იტალია, პარი სენ-ჟერმენი), 10. არსენ ვენგერი (საფრანგეთი, არსენალი). 11. გუუს ჰიდინკი (ჰოლანდია, ანჟი), 12. ლუიშ ფელიპე სკოლარი (ბრაზილია, ბრაზილიის ნაკრები), 13. იურგენ კლოპი (გერმანია, დორტმუნდი), 14. მანუელ პელეგრინი (ჩილე, მანჩესტერ სიტი), 15. ფათიჰ თერიმი (თურქეთი, გალათასარაი), 16. მირჩა ლუჩესკუ (რუმინეთი, შახტარი), 17. ანტონიო კონტე (იტალია, იუვენტუსი), 18. მარსელო ბიელსა (არგენტინა, სანტოსი), 19. ანდრე ვილაშ ბოაში (პორტუგალია, ტოტენჰემი), 20. ლუჩანო სპალეტი (იტალია, ზენიტი).ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იხილეთ მსგავსი სიახლეები :