Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

საშკო პანდევი: საქართველოში შევუტევთ - ან ყველაფერი ან არაფერი!

საშკო პანდევი: საქართველოში შევუტევთ - ან ყველაფერი ან არაფერი!

2014-07-04 13:43:00

3 ივლისს საჩხერის "ჩიხურამ" წარმატებული სტარტი აიღო ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მაკედონიაში 1:0 დაამარცხა "ტურნოვო". გამარჯვების გოლი 31-ე წუთზე ლაშა კუჭუხიძემ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ტაიმეზე მეტი ქარულმა გუნდმა 10 კაცით ითამაშა და მაინც იმარჯვა.თამაშის შემდეგ იხტიბარს არ იტეხდა მაკედონიელთა კაპიტანი საშკო პანდევი, რომელიც "ნაპოლის" ვარსკვლავის, გორან პანდევის უმცროსი ძმაა."ვფიქრობ, ურიგოდ არ მითამაშია. ჩვენი მეტოქე უნდა შევაქო, "ჩიხურამ" კარგად ითამაშა. მატჩის დასაწყისში გვქონდა მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. და აქ ამოქმედდა დაუწერელი კანონი, მეტოქემ აქეთ დაგვსაჯა.ყველაფერი გავიღეთ, მაგრამ სასურველ შედეგს რიცხობრივ უპირატესობაშიც ვერ მივაღწიეთ.მაგრამ არაფერია დაკარგული. საქართველოში შევუტევთ: ან ყველაფერი ან არაფერი. მე მჯერა ჩემი თანაგუნდელების და ჩვენი შანსის. თუ მათ შეძლეს აქ გამარჯვება, რატომ არ შეიძლება ჩვენ მოვიგოთ საქართველოში".
იხილეთ მსგავსი სიახლეები :