Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

სასიყვარულო ჰოროსკოპი - გაიგეთ მეტი თქვენი სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ - სამოქალაქო პრესა

სასიყვარულო ჰოროსკოპი - გაიგეთ მეტი თქვენი სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ - სამოქალაქო პრესა

2014-04-28 22:15:00

ცხენის წელი საკმაოდ კარგია რომანების დასაწყებად. ზოგიერთი ნიშნისთვის კი ეს განსაკუთრებით რომანტიკული და სასიყვარულო თავგადასავლებით აღსავსე წელია. ვერძი - ეს წელი  საკმაოდ ვნებიანი იქნება, თუმცა თქვენი მერყევი ხასიათი სასიყვარულო ურთიერთობებშიც იჩენს თავს და შესაძლოა ამან არაერთი თქვენი რომანი დაანგრიოს. კურო - თუ თქვენ უკვე გყავთ საყვარელი ადამიანი, მაშინ იყავით ბედნიერი მასთან ერთად. ხოლო თუ ეს ასე არაა, მაშინ ხშირად იარეთ წვეულებებზე, სიყვარული კარზე არ მოგიკაკუნებთ. თქვენთვის ეს წელი საუკეთესოა სასიყვარულო ურთიერთობების დასაწყებად. ტყუპები - ეს წელი თქვენთვის არც თუ ისე დიდი სიყვარულის მომტანი იქნება, შესაძლებელია საყვარელმა ადამიანმა გიღალატოთ კიდეც. არ ელოდოთ ქორწინებას და რომანტიკულ ისტორიებს. კირჩხიბი - ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს, წინ ზღაპრული წელი ელით. თუ თქვენ უკვე იპოვნეთ ნამდვილი სიყვარული, მაშინ მოემზადეთ ქორწილისთვის, ხოლო თუ თავისუფალი, ან უკვე დაქორწინებული ხართ, მაშინ წინ სასიამოვნო სიუპრიზები გელით. ლომი - თქვენთვის ეს წელი საკმაოდ პრობლემური იქნება და შეიძლება სულაც არ დაგრჩეთ დრო სიყვარულისთვის, მაგრამ არ ინერვიულოთ, თუ თქვენი გული ღია იქნება ურთიერთობებისთვის, მაშინ სიყვარული ყველა პრობლემას გადაგაჭრევინებთ. ქალწული - ეს წელი თქვენთვის ემოციურად დატვირთული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მარტივი ურთიერთობები გიყვართ, შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაში კარგი ცვლილებები მოხდეს. ბევრია სიხარული, შესაძლებელია, საქმე ქორწინებამდეც მივიდეს. სასწორი - ეს წელი ძალიან ბევრ სიურპიზს და სიყვარულს გპირდებათ. თუ თქვენ გიყვართ ვინმე, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ დიდი შანსი გაქვთ, თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა წარმატებული იყოს. ძირითადი ცვლილებები კი ზაფხულში, ივლისის თვის შემდეგ მოხდება. მორიელი - ეს წელი თქვენთვის საკმაოდ მძიმე იქნება. თქვენ არ გექნებათ ბევრი იმედგაცრუება ურთიერთობებში, თუმცა ვერც რამე კარგს შეგპირდებით. არ ელოდოთ ბევრ სასიყვარულო ურთიერთობას. მშვილდოსანი - გელით სასიამოვნო ცვლილებები. შესაძლოა იქორწინოთ, შეგეძინოთ შვილი, ან შეიძინოთ ახალი სახლი. ეს წელი ნამდვილად წარმატებული იქნება თქვენი სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. თხის რქა - გელით ძალიან ბევრი იმედგაცრუება და ტყუილი. შესაძლოა, დაკარგოთ საყვარელი ადამიანი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და თქვენ შეგიძლიათ ეს ურთიერთობა ისევ თავიდან დაიწყოთ. მერწყული - ეს წელი თქვენთვის სიუპრიზებით დატვირთული იქნება, შესაძლებელია მცირე ეკონომიკური პრობლემები, თუმცა ეს დიდ პრობლემას არ შექმნის. გაზაფხული საუკეთესო პერიოდია სასიყვარულო ურთიერთობების დასაწყებად. თევზები - თქვენთვის ეს წელი არც თუ ისე კარგი იქნება. მოგიწევთ დიდი ძალისხმევა გამოიჩინოთ, სანამ სიყვარულს იპოვნით, შეიძლება მისთვის ბრძოლაც დაგჭირდეთ, თუმცა ეს ამად ნამდვილად ღირს.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :