Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

საქართველოს პროკუატურა გიორგი დგებუაძის იგივე ''მასტერას''  ექსტრადირებას ითხოვს (ვიდეო) - სამოქალაქო პრესა

საქართველოს პროკუატურა გიორგი დგებუაძის იგივე ''მასტერას'' ექსტრადირებას ითხოვს (ვიდეო) - სამოქალაქო პრესა

2014-07-01 17:33:00

საქართველოს პროკუატურა გიორგი დგებუაძის იგივე ''მასტერას''  ექსტრადირებას ითხოვს. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით,  ყველა სამართლებრივი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ  გია დგებუაძის საქართველოში ექსტრადიცია მოხდეს. მისი თქმით, დგებუაძე დაკავებულია ჰოლანდიაში, გადაგზავნილია სათანადო დოკუმენტაცია და დაწყებულია პროცესი. ამასთან, შოთაძე ვერ აკონკრეტებს, თუ რა ვადებში იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.  გია დგებუაძის წინააღმდეგ გამოძიება  ორ საქმეზეა დაწყებული. ერთი ეხება თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის მიმართ არადამიანურ მოპყრობას, ხოლო მეორე ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს არასრულწლოვან პირთა გაზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსი გიორგი დგებუაძე ("მასტერა") ჰოლანდიაში დააკავეს.  არსებული ინფორმაციით, "მასტერა" ამჟამად საპატიმრო დაწესებულებაშია მოთავსებული და მისი ექსტრადიციის საკითხი განიხილება.  მთავარმა პროკურატურამ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს გიორგი დგებუაძეს ბრალი გასული წლის 7 მარტს წაუყენა.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :