Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

საქართველოს "მსოფლიოს წლის მეწარმე" ესტუმრა

2016-03-18 17:55:00

საქართველოში „ალტრად ჯგუფის“ დამაარსებელი და პრეზიდენტი - „მსოფლიოს წლის მეწარმის“ საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული მოედ ალტრადი ჩამოვიდა. ფრანგი მილიარდერი ბიზნეს კლიმატის გაცნობის მიზნით მთავრობისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა. მოედ ალტრადი თბილისს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და EY საქართველოს მოწვევით ესტუმრა.ვიზიტის გარგლებში „ალტრად ჯგუფის“ დამაარსებელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. პრემიერთან შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს. „მსოფლიოს წლის მეწარმემ“ შეხვედრები გამართა ასევე იუსტიციის სახლში, ეკონომიკის სამინისტროში, საქართველოს რაგბის კავშირსა და ბიზნესორგანიზაციებში. ,,თავისუფალ უნივერსიტეტში” კი მოედ ალტრადის ავტობიოგრაფიული რომანის "ბადავი" პრეზენტაცია შედგა. ვიზიტის დასრულებამდე ბიზნესმენი მცხეთის მონახულებას გეგმავს. ასევე იხილეთ: ვინ არის მოედ ალტრადი - "მილიარდერი ბედუინი" მასალის გამოყენების პირობები
იხილეთ მსგავსი სიახლეები :