Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

საქართველო-რუსეთი  მე-19 რკენის ბილეთები და სარაგბო ისტორია - sportsmen.ge

საქართველო-რუსეთი მე-19 რკენის ბილეთები და სარაგბო ისტორია - sportsmen.ge

2015-03-06 17:11:00

14 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის  2015 წლის გათამაშების მე-4 ტურში საქართველო რუსეთს დაუპირისპირდება. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლიაციას ''საზოგადოებრივი მაუწყებელი'' შემოგთავაზებთ.   რაც შეეხება ბილეთებს,8 მარტიდან ყოველდღიურად მხოლოდ მესხის სტადიონის სალაროებში გაიყიდება. 8 მარტს ბილეთების გაყიდვა 12 საათზე დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება, ხოლო 9 მარტიდან სალაროები  11-დან 19:00 საათამდე იმუშავებს.    ისტორია: საქართველო-რუსეთის სარაგბო მეტოქეობა სათავეს 1993 წლიდან იღებს.  1993 წელს ''ბორჯღალოსნები''-''დათვების'' პირველი რკენა ანგარიშით 9:15 რუსთა გამარჯვებით დასრულდა 1996 წელს ეროვნულ სტადიონზე პირველი ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ ანგარიშით 29:20 1998 წელს გამართული მატჩი ლელოს გარეშე მოვიგეთ 12:6 და რუსეთი მსოფლიო თასის შესარჩევი ტურიდან გამოვთიშეთ. 2001 წელს კრასნოდარში დავამარცხეთ რუსები. 2002 წელს კი, ეროვნულზევე, 17:13 ვიმარჯვეთ და მსოფლიო თასზე პირველად გავედით. 2004 წელს მესხზე განახლებული შემადგენლობით მოვიგეთ 9:3 2006 წლის  გამარჯვება მესხზე, ანგარიშით 46:19  2008 წლის თოვლიანი გამარჯვება, როდესაც ციმბირში 18:12 დავამარცხეთ რუსეთის ნაკრები. 2009 წელი დიდი გამარჯვება უკრაინის ქალაქ მარიუპოლში 29:21 2010 წელი გამარჯვება ტრაპიზონში 36:8 2012 წელი რბევა მესხზე, დათვების უსიტყვო კაპიტულაცია და ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება 46:0  სულ 18 სამეზობლო რკენის ბალანსია 16-1 (1 ფრე) საქართველოს სასარგებლოდ, ქულები 443:224, ლელოები 49:13    
იხილეთ მსგავსი სიახლეები :