Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

საქართველო–რუსეთი დიდი რაგბის მოლოდინში - sportsmen.ge

საქართველო–რუსეთი დიდი რაგბის მოლოდინში - sportsmen.ge

2015-03-02 14:11:00

საქართველოს მომავალმა მეტოქე რუსეთმა, კრასნოდარში 16:13 რუმინეთი დაამარცხა და ამ გუნდთან ექვსწლიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2015 წლის გათამაშების მეოთხე ტურში,  ''დათვები'' და ''ბორჯღალოსნები''  ერთმანეთს  14 მარტს, 17:00 საათზე , ''მიხეილ მესხის'' სტადიონზე შეერკინებიან.  ''დათვები'' 22–წლიანი წაგებული სერიების შეწყვეტას შეეცდებიან, მაგრამ რუსეთისთვის ერთია რუმინეთთან თამაში და მეორე საქართველოს წინაშე გამოსვლა, მით უმეტეს თბილისში, თუმცა, სერიის გასაგრძელებლად აუცილებელია, რომ საქართველოს ნაკრებმა იმაზე უკეთ ითამაშოს, ვიდრე განვლილ სამ ტურში გერმანიასთან, პორტუგალიასთან და ესპანეთთან. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის საქართველოსთან მარცხის გამო, ჩვენმა ''ბორჯღალოსნებმა'' ცხრილში პირველი ადგილი დაიკავეს.  მიმდინარე რეიტინგი ასეთია: საქართველო 3 3 0 0 110:36 13 1 რუმინეთი 3 2 0 1 79:34 11 3 რუსეთი 3 2 0 1 82:78 9 1 ესპანეთი 3 1 0 2 64:75 5 1 პორტუგალია 3 1 0 2 36:60 5 1 გერმანია 3 0 0 3 32:121 0 0   
იხილეთ მსგავსი სიახლეები :