Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

სამხრეთ ოსეთთან საოკუპაციო ხაზი დღეიდან ჩაიკეტა

სამხრეთ ოსეთთან საოკუპაციო ხაზი დღეიდან ჩაიკეტა

2015-08-25 00:00:00

სამხრეთ ოსეთთან საოკუპაციო ხაზი დღეიდან ჩაიკეტა.  ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი"ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი ე.წ დამოუკიდებლობის დღეა. დაგეგმილია სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებები. შეზღუდვები 27 აგვისტოს მოიხსნება. აღნიშნულის გამო ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელმღვანელობამ რეგიონში დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარების მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.  შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულა და პროტესტი გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ 2015 წლის 19 აგვისტოს, დილის 10:57 საათზე ოკუპირებულ სოფელ ხელჩუას მიმართულებიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების „მი–8“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენმა გორის რაიონის სოფ. ზარდიაანთკარის მიმართულებით შემოფრენისას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დაარღვია. 
იხილეთ მსგავსი სიახლეები :