Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

საინტერესო ფაქტები მარილის შესახებ

საინტერესო ფაქტები მარილის შესახებ

2013-10-26 00:00:00

ოდესმე დაფიქრებულხართ, როგორი მნიშვნელოვანი და შეუცვლელია მარილი ჩვენს ცხოვრებაში? მასზე იმდენს წერენ და საუბრობენ! ნამდვილად მავნეა თუ არა მარილი ჯანმრთელობისთვის? რა რაოდენობით უნდა მივიღოთ, რომ ზიანის ნაცვლად სარგებელი მოგვიტანოს? ხომ არ გვწამლავენ მწარმოებლები, როდესაც პროდუქტში დიდი რაოდენობით მარილს ამატებენ?მარილს უძველესი დროიდან მოიხმარენ და აფასებენ. ის ხომ ერთადერთი მინერალია, რომლის ჭამაც შეიძლება. ამასთანავე, მარილი ბუნებრივი კონსერვანტია -  არასოდეს ფუჭდება და სხვა პროდუქტსაც იცავს გაფუჭებისგან.  მას დიდ ეკონომიკურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და ვაჭრობის საშუალებაც კი იყო: ფულის ნაცვლად მარილით იხდიდნენ. არსებობს სხვადასხვა ფერის მარილი: წითელი, ყავისფერი, ვარდისფერი და შავიც კი.  თეთრი მარილი ყველაზე მავნეა, ყველაზე ძვირი კი იისფერი მარილია.ძველად, ზოგიერთ ქვეყანაში,  ერთგულების ფიცს მარილზე დებდნენ, რადგან მარილი არასოდეს ქრება: ის შეიძლება დიდი რაოდენობით გაიხსნას წყალში, მაგრამ მისი აორთქლების შემდეგ მარილის კრისტალები ხელახლა გაჩნდება!მარილი  დეჰიდრატაციისგან გვიცავს, რადგან ორგანიზმს ტენის შენარჩუნებაში  ეხმარება.მაშ რატომღა აითვალწუინეს ექიმებმა და დიეტოლოგებმა მარილი? საქმე კვლავ ზომიერებაშია: ამის გარეშე მარილი შეიძლება საწამლავად იქცეს ორგანიზმისთვის. მარილის დიდი რაოდენობით მიღებას უნდა მოერიდონ ჭარბი წონისა და მაღალი წნევის მატარებელი ადამიანები. მარილი არასასურველია ოსტეოპოროზით, თირკმლით და გულით დაავადებულთათვისაც. მარილის მთლიანად ამოღება რაციონიდან სასურველი არ არის, თუმცა ზომიერება აუცილებელია.სხვადასხვა სურნელოვანი ინგრედიენტის დამატებით შეგვიძლია არომატული მარილი დავამზადოთ, რომელიც სალათებს, ხორცეულს ან წვნიანებს განუმეორებელ გემოს შესძენს. პოპულარულია ლიმონის, როზმარინის, ლავანდის და ა.შ. მარილი 
იხილეთ მსგავსი სიახლეები :