Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

როგორ გავზარდოთ მკერდის ზომა? - რჩევები გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიტნეს-დედოფლისგან (+ ფოტო)

როგორ გავზარდოთ მკერდის ზომა? - რჩევები გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიტნეს-დედოფლისგან (+ ფოტო)

2014-05-06 16:06:00

პატარა ან უფორმო მკერდის პრობლემა ბევრ ქალბატონს აწუხებს, მაგრამ არსებობს ვარჯიშები, რომლებიც მკერდს კუნთების მოცულობას მატებს და ლამაზ ფორმას აძლევს მას. რჩევისთვის გერმანიაში მოღვაწე ქართველ გოგონას - ნორა ლობჟანიძეს მივმართეთ, რომელიც ფიტნეს-ინსტრუქტორი გახლავთ და საკუთარი ცეკვის სტუდიას ხელმძღვანელობს. ნორამ ახლახან გერმანიის ფიტნეს-ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა. ის თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. - ნორა, როგორ გავაკეთოთ სწორად მკერდის ვარჯიშები?- ყველაზე ეფექტური ვარჯიშები მკერდის კუნთების მოსამატებლად არის "აჯიმანია". მთავარია, პოზიცია სწორად დაიკავოთ. უფრო გაგიადვილდებათ, თუ მუხლებზე დამდგარი გააკეთებთ აზიდვებს. დააკვირდით ფოტოებზე ფეხებისა და ხელების განლაგებას. - რა სიხშირით ვივარჯიშოთ? დღის რომელ მონაკვეთში? ერთ ვარჯიშს რამდენი დრო დავუთმოთ?- კვირაში მინიმუმ სამჯერ უნდა ივარჯიშოთ. ორგანიზმს რომ მიაჩვევთ, შეგიძლიათ კვირაში ხუთჯერაც. რაც შეეხება ვარჯიშის დროს, ეს თქვენი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე უნდა შეარჩიოთ. დღის რომელ მონაკვეთშიც უფრო მეტ ენერგიას გრძნობთ, უმჯობესია, თუ ვარჯიშებსაც მაგ დროს გააკეთებთ. - შედეგს დაახლოებით რამდენ დღეში დავინახავთ?- საშუალოდ, 6-8 კვირაში.- რა გავაკეთოთ მკერდის ფორმის შესანარჩუნებლად?- ვარჯიშები პერიოდულად უნდა გაიმეოროთ, რომ კუნთი ისევ არ მოდუნდეს. - ვარჯიშის მერე უნდა დავისვენოთ? - დასვენება ვარჯიშის ინტენსიურობაზეა დამოკიდებული. "მოუსმინეთ" თქვენს ორგანიზმს და როდესაც დაღლას იგრძნობთ, დაისვენეთ.- როდის ჯობია ვარჯიში, ჭამამდე თუ ჭამის მერე? ვარჯიშის მერე რამდენი ხანი არ უნდა ვჭამოთ?- თუ წონაში დაკლება გინდათ, მაშინ ვარჯიშის მერე, ერთი-ორი საათის განმავლობაში ნურაფერს შეჭამთ. ვარჯიშის შემდეგ ორგანიზმში ცხიმების წვის პროცესი გრძელდება და საკვების მიღება ხელს უშლის ამ პროცესს. თუ წონის პრობლემა არ გაწუხებთ, მაშინ ვარჯიშის დასრულებიდან 30 წუთში შეგიძლიათ მიირთვათ. ვარჯიშის დაწყებამდე, მინიმუმ ერთი საათით ადრე უნდა ჭამოთ. ახალ ნაჭამზე ვარჯიში არ არის მიზანშეწონილი.- შესაძლებელია თუ არა, ვარჯიშთან ერთად, კვებითაც შევუწყოთ ხელი კუნთური მასის გაზრდას? არის რამე პროდუქტი, რაც კუნთებისთვის არის კარგი?- ვარჯიში და კვება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. კუნთების გაზრდისთვის კარგია პროტეინის შემცველი საკვები (კვერცხი, ხორცი). თუ ლამაზი ტანის დაყენება გადაწყვიტეთ, მაშინ რაციონიდან ტკბილეულის ამოღება მოგიწევთ. - შენ რას ურჩევდი პატარა მკერდის მქონე გოგოებს?- ვარჯიში და სწორი კვება! კიდევ - სწორი ჩაცმულობა, რომელიც მკერდის ზომას ვიზუალურ კორექტირებას გაუკეთებს. თუ პატარა მკერდი გაქვთ, მაშინ სხეულის ის ნაწილი გამოკვეთეთ, რომელიც უფრო ლამაზი გაქვთ (მაგალითად, გრძელი ფეხები). მთავარი ნებისყოფაა! დაიწყეთ ვარჯიში დღესვე და იყავით მუდამ ფორმაში. იხილეთ ფოტოგალერეათეა ინასარიძე
იხილეთ მსგავსი სიახლეები :