Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

როგორ გავიკეთოთ მოდური და ორიგინალური მანიკიური თავად? (+ მასტერკლასი)

როგორ გავიკეთოთ მოდური და ორიგინალური მანიკიური თავად? (+ მასტერკლასი)

2014-05-08 13:36:00

გრაფიკული ზოლები, გლუვი ზედაპირი და ტრენდული ფერები - მანიკიურის წარმოდგენილ მასტერკლასში სეზონის ყველა მოდური ხაზია თავმოყრილი. იხილეთ მასტერკლასიმსგავსი მანიკიურის გასაკეთებლად დაგჭირდებათ:• ფრჩხილის საბაზისო, უფერო ლაქი• სურათზე წარმოდგენილი ოთხი ფერის ლაქი• წვრილი ფუნჯი მოსახატად• უფერო, გლუვი ლაქი1. წაისვით ფრჩხილზე უფერო საბაზისო ლაქი. მასზე წასმული ლაქი გაცილებით მდგრადია. გარდა ამისა, მანიკიური მოშორებისას არ ტოვებს კვალს.2. გადაისვით მთლიან ფრჩხილზე ღია იასამნისფერი ლაქი და დაელოდეთ გაშრობას.3. დაიხატეთ მართკუთხედი ფრჩხილის კუთხეში, როგორც სურათზეა ნაჩვენები. თუ ფიქრობთ, რომ ვერ შეძლებთ მის სწორად დახატვას, გამოიყენეთ ჩვეულებრივი წებოვანი ქაღალდი (აუცილებლად ლაქის კარგად გაშრობის შემდეგ, რათა არ გაგიფუჭდეთ წასმული ლაქი).4. ფრჩხილის მეორე კუთხეშიც დაიხატეთ კიდევ ერთი, შედარებით მცირე ზომის მართკუთხედი.5. თხელი ფუნჯით და შავი ლაქით დაიხატეთ კონტური დიდი ზომის მართკუთხედის ირგვლივ.6. მანიკიურის საბოლოო იერის მისაცემად გადაისვით გლუვი ლაქი - მის ნაცვლად შეგიძლიათ, პირიქით, მბზინავი ლაქი გამოიყენოთ. ეს, რა თქმა უნდა, თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.იხილეთ მასტერკლასიჯანიძე ნინოჟურნალი ”და ქალი”
იხილეთ მსგავსი სიახლეები :