Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

როდესაც გარუჯვა გვეკრძალება

როდესაც გარუჯვა გვეკრძალება



უკანასკნელ ხანს სულ უფრო პოპულარული ხდება ავტორუჯი. ის ულტრაიისფერი სხივების უსაფრთხო ალტერნატივაა, თანაც ზამთარ-ზაფხულ მოქმედი. ქათქათა კანის პატრონებსაც კი შეუძლიათ, ისე “გაირუჯონ”, რომ მზის დამწვრობისა არ შეეშინდეთ.შესაძლოა გაგიგონიათ ტერმინები “ბრონზანტი (ბრონზერი, ბრონზატორი)” და “ავტობრონზანტი”. რა განსხვავებაა მათ შორის? ბრონზანტი შეიცავს საღებავ ნივთიერებებს, რომლებიც კანს წასმისთანავე ანიჭებს მსუყე შოკოლადისფერ ელფერს. ასეთი საშუალებების ეფექტი ხანმოკლეა, რადგან მათ ადვილად ჩამობანს წყალი. წყალთან (ცრემლთან, ოფლთან, წვიმასთან) ურთიერთქმედებისას ისინი იღვენთება, კანზე ჩამოედინება და ტოვებს უსიამოვნო კვალს. ადვილად გადადის ტანსაცმელზეც. გარდა ამისა, ძნელია ასეთი საშუალებების თანაბრად წასმა - თუ გადააჭარბე, საბრძოლო შეფერილობას მიიღებ. თავად ბრონზანტით მიღებული რუჯიც მაქსიმუმ ერთდღიანია და შეიძლება, უფრო ადრეც მოგვშორდეს, თუ შხაპი მივიღეთ ან წყალში შევცურეთ. კოსმეტოლოგები გვირჩევენ, ბრონზანტით ვისარგებლოთ მხოლოდ ექსტრემალურ შემთხვევაში, როდესაც ძალიან გვეჩქარება, და გამოვიყენოთ იგი მხოლოდ სხეულის ღია უბნების შესაფერადებლად.როგორ წავისვათ ბრონზანტიბრონზანტი ისმება სუფთა კანზე თხელ ფენად. ამ დროს ტუჩებსა და წარბებზე ჯობს ცხიმიანი კრემი წავისვათ, რათა ავტორუჯის მოხვედრა თავიდან ავიცილოთ. ასევე არ არის რეკომენდებული ბრონზანტის წასმა ქუთუთოებზე და თვალების ირგვლივ. ბრონზანტის მთელ ტანზე დამოუკიდებლად თანაბრად წასმა წარმოუდგენელია, ამიტომ დახმარება სხვას უნდა სთხოვოთ ან სილამაზის სალონის სპეციალისტის მომსახურებით ისარგებლოთ. წასმის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები საპნით, რომ ხელისგულები არ შეგეღებოთ. ამჟამად ბრონზანტების ასორტიმენტი მრავალფეროვანია. არსებობს ორმაგი და სამმაგი პიგმენტაციის ხელოვნური თუ ნატურალური კომპონენტებისგან დამზადებული საშუალებები უფრო ღრმა და ინტენსიური “რუჯის” მისაღებად. გამოდის კრემის, ლოსიონის, სპრეის, მუსის და სხვა სახით. ავტობრონზანტი არის საშუალება, რომელიც კანს თანდათანობით აძლევს მუქ ფერს. ავტობრონზანტების მოქმედი ნივთიერებაა დიჰიდროქსიაცეტონი. სწორედ ის შედის უჯრედის ცილებთან ქიმიურ რეაქციაში და ამ­უქებს კანს. ჩვეულებრივ, ეფექტი წასმიდან ერთი საათის შემდეგ ხდება თვალსაჩინო. ავტობრონზანტის ღირსებაა ელფერის რეგულირების სიმარტივე - ის შეიძლება ყოველი მომდევნო წასმისას გავაძლიეროთ. ავტობრონზანტი მხოლოდ კანის ზედაპირულ ფენაში მჟღავნდება, ამიტომ დაახლოებით სამი დღე ძლებს - სწორედ ამდენი ხანი სჭირდება კანის ზედაპირული შრის განახლებას. ამის კვალობაზე, ეფექტის შესანარჩუნებლად ამ ტიპის ავტორუჯის გადასმა რეკომენდებულია სამ დღეში ერთხელ. ავტობრონზანტი არ სვრის ტანსაცმელს და კანს თანდათანობით და ბუნებრივად შორდება. მისი ნაკლი ის არის, რომ თუ არათანაბრად წავისვით, ზოლებსა და ლაქებს აჩენს. აეროზოლის ფორმის ავტობრონზანტი რისკს ამცირებს. ზოგიერთი მწარმოებელი მას ამატებს ფერად ინდიკატორს, რათა დავინახოთ, სად რამდენი წავუსვით.რით განსხვავდება იაფფასიანი ავტობრონზანტები უფრო ძვირიანი, პროფესიული მარკის ან ლუქს კლასის საშუალებებისგან? იაფფასიანი ავტორუჯი არ შეიცავს კანის მოსავლელ კომპონენტებს. პროფესიული და ლუქსის მარკის ნაწარმში კი შედის ასაკის საწინააღმდეგო შრატი, დამატენიანებელი ფუძე, ვიტამინები, სინათლის ამრეკლავი ნაწილაკები, ულტრაიისფერი ფილტრი და სხვა. ავტობრონზანტებს უშვებენ კრემის, შრატის, გელის, აეროზოლის, სპრეის, მუსის სახით. დასავლეთში მათ უწოდებენ ტანის მოსავლელ კოსმეტიკას რუჯის ეფექტით. ცალ-ცალკე გამოდის სახისა და სხეულისთვის განკუთვნილი ავტობრონზანტები. საქმე ის არის, რომ სახის კანს უფრო მკვრივი სტრუქტურა აქვს, თუმცა უფრო მგრძნობიარეა. ცხიმოვანი ჯირკვლებიც აკეთებს თავის საქმეს. სახის ავტობრონზანტები ამ თავისებურებათა გათვალისწინებით იქმნება. ამიტომ არ არის რეკომენდებული ტანისთვის განკუთვნილი საშუალების სახეზე წასმა. მაგრამ ზოგიერთი მწარმოებელი უშვებს უნივერსალურ საშუალებას “ორი ერთში”, რომლის წასმა ტანზეც შეიძლება და სახეზეც. შეძენისას შეამოწმეთ ვარგისობის ვადა. ჩვეულებრივ, ის ერთი წელია. ვადაგასული საშუალება, საუკეთესო შემთხვევაში, ლაქებად ლაგდება კანზე, უარესში კი ალერგიულ რეაქციას იწვევს.როგორ წავისვათავტობრონზანტი ისმება თხლად სუფთა კანზე წინასწარი პილინგის შემდეგ. პილინგის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იდაყვებსა და მუხლებს. ავტორუჯის სახეზე წასმისას წარბები და ტუჩები ცხიმიანი კრემით დაიფარეთ. მოარიდეთ ავტორუჯი თვალების ირგვლივ არსებულ კანს. სხეულზე წასმისას შეიზილეთ ავტობრონზანტი წრიული მოძრაობებით შეწოვამდე. მუხლები და იდაყვები დაიმუშავეთ მოხრილი, რათა კანი დაჭიმული იყოს. პროცედურის შემდეგ აუცილებლად დაიბანეთ ხელები საპნით. ამის შემდეგ ერთი საათის განმავლობაში არ არის რეკომენდებული ვარჯიში, წყლის გადავლება. ავტობრონზანტისგან გაჩენილი ლაქები შეიძლება მოვიშოროთ ლიმონის წვენით ან წყალბადის ზეჟანგით.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :