Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ღმერთმა ადამიანები ძლიერებად და სუსტებად დაჰყო, კოლტმა კი მათი შესაძლებლობები გაათანაბრა

ღმერთმა ადამიანები ძლიერებად და სუსტებად დაჰყო, კოლტმა კი მათი შესაძლებლობები გაათანაბრა

2014-02-20 10:13:00

აშშ მსოფლიოში ყველაზე მილიტარისტული ქვეყანაა. ამ შემთხვევაში, საუბარია არა შეიარაღებულ ძალებზე, არამედ სამოქალაქო პირებზე. სტატისტიკური მონაცემებით, ამერიკის მოსახლეობის 47% ცეცხლსასროლი იარაღითაა შეიარაღებული. უდავოა, რომ ამ გარემოებაზე უდიდესი ზეგავლენა შეერთებული შტატების წარსულმა იქონია - სამოქალაქო ომი, ველური დასავლეთი და ოქროს ციებ-ცხელება. ყოველივე ამან პისტოლეტი, თუ რევოლვერი რიგითი ამერიკელი მოქალაქეების განუყრელ მეგობრად აქცია. 1871 წელს დაარსებული აშშ-ს მსროლელთა ეროვნული ასოციაციაში 2,8 მლნ ადამიანია გაწევრიანებული, რომლებსაც იარაღის შეძენისა და ტარების უფლებას ქვეყნის კონსტიტუცია აძლევს. დღეს ამერიკის 31 შტატში, არსებული კანონმდებლობით, სამოქალაქო პირებს იარაღის ტარების უფლება აქვთ. მიუხედავად ამისა, ყველა შტატში ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის განსხვავებული წესი მოქმედებს. მაგალითად, ვირჯინიაში პისტოლეტის ან რევოლვერის საყიდლად მისულ ადამიანს, სასურველ ეგზემპლიარს 10-15 წუთში გაუფორმებენ. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ მას პოლიციასთან პრობლემები არ აქვს. მეზობელ შტატ ვაშინგტონში კი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა საერთოდ აკრძალულია. ხშირ შემთხვევაში, ამერიკის კანონებს ძნელია გაუგო. ის, რაც ერთგან ნებადართულია, სხვაგან უმკაცრესად ისჯება. თუმცა ფაქტები ჯიუტია. დღესდღეისობით 320 მილიონიან ამერიკის მოსახლეობაზე 270 მილიონი პისტოლეტი, რევოლვერი, სანადირო თოფი, კარაბინი და შაშხანაა გაფორმებული (!). ამ პარამეტრით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მოცემული ციფრები განცვიფრებას იწვევს. თუმცა, თავად ამერიკელები ყოველივე ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ. არასამთავრობო ორგანიზაციები და ადამიანის უფლებათა დამცველები მხოლოდ მაშინ აქტიურდებიან, როდესაც ამერიკის რომელიმე სკოლაში ან სხვა დაწესებულებაში შევარდნილი მოზარდი რამდენიმე ათეულ ადამიანს დაცხრილავს. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ცეცხლსასროლი იარაღის თავისუფალი მიმოქცევის შეზღუდვას არავინ გეგმავს. ამჟამად ამერიკაში 8 ათასზე მეტი სასროლი კლუბი ფუნქციონირებს, რომლებშიც მილიონობით ადამიანია გაწევრიანებული. ყოველ უიქ-ენდზე, სროლისა და დენთის მოყვარულები ერთად ტირებში, პოლიგონებზე, სასროლეთებზე იკრიბებიან და თავიანთი საყვარელი იარაღებიდან სამიზნედ მდგარ სხვადასხვა ნივთებს გულმოდგინეთ ესვრიან. გაგიკვირდებათ და ასეთ ღონისძებებში მონაწილეთა ასაკი 14-16 წლიდან იწყება და 65-70 წლით მთავრდება. როგორც ჩანს, ცეცხლსასროლი იარაღისადმი სიყვარული ყველა თაობის ამერიკელში დევს.lenta.ru-ს მიხედვით მოამზადა ნუკრი მგელაძემ ტეგები: კოლტი, ცეცხლსასროლი იარაღი,
იხილეთ მსგავსი სიახლეები :