Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

რევოლუცია  - sportsmen.ge

რევოლუცია - sportsmen.ge

2014-03-24 16:36:33

გასულ წელს ამ დროისთვის ვინმესთვის რომ გეთქვა, რომ ''ლივერპული'' მომავალ წელს ჩემპიონობისთვის იბრძოლებსო, დაცინვის საგანი გახდებოდი და ვერც ვერანაირ არგუმენტს მოიყვანდი შენი აზრის გასამტკიცებლად. ''მანჩესტერ იუნაიტედი'' პირველზე იყო და არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში რომ ისინი ჩემპიონები გახდებოდენ. მეორე მანჩესტერული გუნდი ''სიტი'' სეზონს კარგად ატარებდა და თან ძალიან ძლიერი შემადგენლობაც ჰყავდა. ''არსენალი'' და ''ჩელსი'' კი ტრადიციულად კარგ სეზონს თამაშობდნენ და ოთხეულში იყვნენ. ''ლივერპული'' კი ისტორიაში ყველაზე ცუდათ დაწყებული სეზონის, ტრავმიანობის და სუარესის უდისციპლინობის გამო ჩემპიონთა ლიგაზე კი არა ევროპის ლიგაზეც ვერ გავიდა.  წელს ყველაფერი სხვანაირადაა, ლივერპულს ყველა ჩემპიონობის რეალურ კანდიდატად განიხილავს და ამის საბაბიც აქვთ. ''ლივერპულმა'' წელს ორივე თამაში მოუგო ''მანჩენსტერს'', ''არსენალისგან'' 20 წუთში არაფერი დატოვა, თანაქალაქელიც ''ევერტონი'' გაანადგურა.  რა შეიცვალა ამ ერთი წლის მანძილზე, რატომ გახდა უმოტივაციო "ლივერპული" ჩემპიონიბის რეალური კანდიდატი ? უდიდესი წვლილი ამაში ''ლივერპულის'' ჩრდილო ირლანდიელ მწვრთნელს ბრენდან როჯერს მიუძღვის. მან შეძლო და გუნდისთვის უსარგებლო ფეხბურთელებისგან ვარსკვლავები დააყენა. ამის ნათელი მაგალითია ჯორდან ჰენდერსონი. როდესაც 'როჯერსი კლუბში მოვიდა ჰენდერსონის ტრანსფერს ყველა წარუმატებლად თვლიდა. როჯერსის ხელში ჰენდერსონი გუნდის ლიდერად იქცა და სტივენ ჯერარდის არ ყოფნის დროს გუნდის ლეგენდა მშვენივრად შეცვალა. იგი არა მარტო "ლივერპულისთვის" იქცა მნიშვნელოვან ფიგურად, არამედ ნაკრების თავკაცის ყურადღების სფეროში მოიექცა და დიდი ალბათობით ბრაზილიაშიც გაჰყვება ნაკრებს. როჯერსიმა შეძლო ის რომ გუნდში დანერგა ტიკი-ტაკას სისტემა რაც ბურთის კონტროლს ითვალისწინებს. "ლივერპულს" ამ ტაქტიკაზე გადასვლა გაუჭირდა და სწორედ ამიტომ იყო პირველ წელს ჩავარდნა.კენი დალგლიშის "ლივერპული" უფრო ბრიტანულ ფეხბურთს თამაშობდა, ჰყავდათ ენდი ქეროლი და ყველა შეტევა ჩაწოდებით მთვარდებოდა. ეხლა კი "ლივერპულის" თამაში კარგი სანახავია, არის ბურთის კონტროლი, ლამაზი კომბინაციები, ერთი სიტყვით რომ ვთქვა, "ლივერპულის" თამაშს კრეატივი შეემატა. მნიშვნელოვანი ფაქტორი "ლივერპულის" საჩემპიონო გუნდად ქცევის ის არის, რომ გუნდი არ ხარჯავს ფულს უაზრო ტრანსფერებში. როჯერის მოსვლამდე გუნდმა გადაიხადა 35 მილიონი ქეროლში, დაიმატეს ჩარლი ადამი, დაუნინგი, პოლ კონჩესკი, ეს იმ ფეხბურთელთა მცირე ჩამონათვლია ვინც ვერ გაამართლა. ბრანდან როჯერსის დროს გუნდის მიერ დამატებული ფეხბურთელების უმრავლესობა გუნდს გამოადგა. გუნდმა დაიმატა კოუტინიო, რომელმაც კლუბი უფრო ტექნიკური გახადა. ახალგაზრდული გუნდიდან როჯერსმა დაანწინაურა რაჰიმ სტერლინგი რომელიც მშვენივრად ათამაშდა და უკვე ნაკრებშიც გამოიძახეს. ყველაზე კარგი ტრანსფერი კი სტარიჯია. ''ჩელსიში'' დაუფასებელი სტარიჯი "ლივერპულში" მშვენივრად ათამაშდა და ინგლისის ნაკრების მთავარ თავდამსხმელად იქცა.  გუნდის წარმატებაში კი უდიდეს როლს თამაშობს ლუის სუარესი. იგი წინა წელსაც იმსახურებდა პრემიერ ლიგის ბომბარდირობას, მაგრამ მას ხელი ისევ თავისმა თავმა შეუშალა, ივანოვიჩს უკბინა და წინა სეზონის დასკვნითი ნაწილი გამოტოვა. წელს უკვე სულ სხვანაირ დაჭკვიანებულ სუარესს ვხედავთ. ეგოისტი ფეხბურთელიდან ის გუნდურ ფეხბურთელად იქცა . იგი წელს პრემიერლიგაში უკონკურენტოა საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისთვის ბრძოლაში. საუკეთესოა ასევე, საგოლე გადაცემებშიც. მისი და სტარიჯის ტანდემი და უდავოდ საუკეთესოა პრემიერლიგაში, თუ მსოფლიოში არა. "ლივერპულის" ფანებისათვის სანატრელი პრემიერლიგის ტიტულს მოგება, თვითონ ''ლივერპულზეა" დამოკიდებული, რადგან უშუალო კონკურენტებს ''სიტისა'' და ''ჩელსის'' სახლში იღებს. თუ "ლივერპული" შეძლებს კონკურენტებთან წარმატებით თამაშს, სანატრელ ოცნებას აიხდენს და მე-19 ტიტულს მოიგებს. შეგახსენებთ, რომ "წითლებმა" ინგლისის პირველი დივიზიონი ბოლოს 1990 წელს მოიგეს, ხოლო პრემიერლიგად გადაკეთებული გათამაშება ჯერ არ მოუგიათ.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :