Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

რა ხდება ბრაზილიაში? მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე და მერვე დღე ( + ბევრი ფოტო )

რა ხდება ბრაზილიაში? მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე და მერვე დღე ( + ბევრი ფოტო )

2014-06-20 01:54:00

მსოფლიოს ყველა საინფორმაციო საშუალებებით აქტიურად აშუქებენ ბრაზილიაში მომდინარე მოვლენებს, მედია თუ ტელევიზია ფართოდ ავრცელებს სხვადასხვა კურიოზულ თუ საინტერესო კადრებს. სოციალური ქსელები კი აჭრელებულია ჩემპიონატის ამსახველი ფოტოებით. რამდენადაც სამყაროს მთელი ყურადღება სამხრეთ ამერიკის ამ ულამაზეს ქვეყანაზეა მიპყრობილი, სტატია მინდა წარმოგიდგინოთ ფოტოები, რათა მეტ ნაკლებად ნათელი წარმოდგენა შეგვექმნას იქ მიმდინარე საინტერესო, კურიოზულ, ემოციურ თუ დაძაბულ მოვლენებზე. გაგიჟებული და აჟიტირებული გულშემატკივრები, გოლის გატანის თუ დაძაბული მომენტის დროს აბობოქრებული სტადიონის "ტრიბუნები", ხან განერვიულებული და ხან კიდევ გახარებული მწვრთნელები, ზოგჯერ ემოციურად ატირებული ფეხბურთელები და ასიათასობით გულშემატკივრები.რიო დე ჟანეიროს თუ სან პაულოს ქუჩებში, ისევე როგორც სამთავრობო ტრიბუნებზე ვიღას აღარ შეხვდებით, მათ შორის 2014 წლის დაუვიწყარ დღეებს ბრაზილიაში ატარებენ სუპერმოდელები, მსოფლიო კინოს კაშკაშა ვარსკვლავები, პოლიტიკოსები, ძველი თაობის მარად დაუვიწყარი ფეხბურთის ბომბარდირები და რაც მთავარია - ბავშვების დიდი არმია.ბოლოს კი მინდა წარმოგიდგინოთ "ჩემი ფავორიტი ესპანელების" ტრაგიკული სახეების ამსახველი ფოტოები, ნაკრები, რომელსაც ბედმა არ გაუღიმა და ნაკრები, რომელიც პირველივე ტურში დამარცხებისთვის იყო განწირული.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :