Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

რა სასარგებლო თვისებები აქვს რეჰანს?

რა სასარგებლო თვისებები აქვს რეჰანს?

2014-05-07 20:14:00

• რეჰანი ამაღლებს ორგანიზმის საერთო ტონუსს.• აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ხელს უშლის საკვების დიდხანს დარჩენას კუჭში და აღადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. • ხალხური მედიცინა გვირჩევს რეჰანის აბაზანას, როგროც დამამაშვიდებელ საშუალებას.• რეჰანის ნახარშს სვამენ ხველების, თავის ტკივილის, შარდსასქესო ორგანოების ანთების დროს.• რეჰანის ეთერზეთს აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება• რეჰანის ზეთის არომათერიპია ხსნის სტრესს, დადებითად მოქმედებს უძილობის, მოუსვენრობის დროს.• რეჰანის ჩაი ნერვებს აწყნარებს. 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 30 წუთი. დალიეთ ½ ჭიქა ერთ მიღებაზე. შეგიძლიათ მაქსიმუმ 4-ჯერ დალიოთ დღეში.• ეს ჩაი კარგად მოქმედებს ღებინებისა და გულზიდვის დროსაც.• თუ დილით თაფლიან რეჰანის ჩაის დალევთ, ენერგია მთელი დღე გაგყვებათ.• თუ ტრანსპორტი და მგზავრობა ცუდად გხდით, თავბრუსხვევას და გულისრევის შეგრძნებას იწვევს, შეგიძიათ ღეჭოთ რეჰანის ფოთოლი მგზავრობის დროს.• ტომსიკაში გამოკრული გამხმარი რეჰანი კარადაში კარგ სურნელს დაატრიალებს და ტანსაცმელს ჩრჩილისგან დაიცავს
იხილეთ მსგავსი სიახლეები :