სკანდალური ვიდეოების ავტორმა, ვლადიმერ ბედუკაძემ ბაჩო ახალაიას მეუღლისაგან საჩუქარი მიიღო. არც მეტი და არც ნაკლები, საჩუქარი ფოტოა, რომელზ" />სკანდალური ვიდეოების ავტორმა, ვლადიმერ ბედუკაძემ ბაჩო ახალაიას მეუღლისაგან საჩუქარი მიიღო. არც მეტი და არც ნაკლები, საჩუქარი ფოტოა, რომელზ" />

Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

რა აჩუქა ბაჩო ახალაიას ცოლმა ვლადიმერ ბედუკაძეს?

რა აჩუქა ბაჩო ახალაიას ცოლმა ვლადიმერ ბედუკაძეს?

2013-01-28 01:43:00

image" />სკანდალური ვიდეოების ავტორმა, ვლადიმერ ბედუკაძემ ბაჩო ახალაიას მეუღლისაგან საჩუქარი მიიღო. არც მეტი და არც ნაკლები, საჩუქარი ფოტოა, რომელზეც კვერცხის ნაჭუჭებია გადაღებული. ბაჩო ახალაიას ცოლმა, ანი ნადარეიშვილმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე კვერცხის ნაჭუჭების ფოტო გამოაქვეყნა, სათაურით-"ბედუკაძეს ჩემგან". რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ ბედუკაძე "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" გამოდიოდა, როდესაც მას კვერცხები დაუშინეს.ის ტელევიზიაში დავით პაიჭაძის გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მივიდა. ვლადიმერ ბედუკაძე საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. დაკავებიდან მალევე ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ცხადია ბედუკაძეს გირაო 2000 ლარის ოდენობით დააკისრეს, რომელიც 10 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. მის წინააღმდეგ გამოძიება ისევ მიმდინარეობს. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ვლადიმერ ბედუკაძის განხადებით პატიმრების წამება ბაჩო ახალაიას მითითებით ხორციელდებოდა. ბაჩო ახალაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 143-ე მუხლის საფუძველზე წაუყენეს. ანი ნადარეიშვილი, კი ამტკიებს, რომ ხალაია იმისთვის ისჯება, რომ იგი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. მისი თქმით, ბაჩო ახალაიას დამსახურებაა ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში თავისუფლად დადიოდნენ და ხალხს საკუთარი შვილების ქუჩაში გაშვების არ ეშინოდათ. საინტერესოა, მოუხადა თუ არა ბედუკაძემ ახალაიას მეუღლეს მადლობა საჩუქრისათვის.OA_show(9);
იხილეთ მსგავსი სიახლეები :