Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ქართველი ნაშვილები გოგონას სულისშემძვრელი ისტორია - "დედამთილი დედაჩემი აღმოჩნდა"

ქართველი ნაშვილები გოგონას სულისშემძვრელი ისტორია - "დედამთილი დედაჩემი აღმოჩნდა"

2014-04-30 16:05:00

სულისშემძვრელი ამბავი ახალგაზრდა ქალმა მიამბო. ქეთიმ გათხოვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გაიგო, რომ ნაშვილები იყო და ქალი, რომელიც დედამთილი ეგონა, მისთვის ნამდვილი, ბიოლოგიური, ქმრისთვის კი აღმზრდელი დედა აღმოჩნდა. ქეთი: - გარეგნულად ძალიან მამსგავსებენ აღმზრდელ მშობლებს, განსაკუთრებით, დედას. ისინი ყოველთვის თავს მევლებოდნენ, ჩემზე ბედნიერი ბავშვი არ მეგულებოდა და რატომ უნდა გამჩენოდა ეჭვი, რომ ნაშვილები ვიყავი?22 წლისა გავთხოვდი. ჩემი მშობლები მხოლოდ ერთი რამით იწუნებდნენ სასიძოს - დედისერთაა, მშობლები არ დათმობენ, ჩვენთან რომ იცხოვროს; შენც ვერ დაგაძალებთ, რომ ჩვენთან უფრო ხშირად იყო, ვიდრე ქმრის ოჯახშიო.სადედამთილოს ნახვისთანავე უცნაური განცდა დამეუფლა. დედაჩემი და ის ერთმანეთს ჰგავდნენ, მე კი - ორივეს. როდესაც სადედამთილოს ჩავეხუტე, რაღაცნაირი სითბო ვიგრძენი და დედაჩემს ვუთხარი კიდეც, მგონი, ძალიან კეთილი დედამთილი მეყოლება-მეთქი. მართლაც დედაშვილური ურთიერთობა გვქონდა. შარშან დედამთილს საშვილოსნოს ოპერაცია გავუკეთეთ. სანამ ავად გახდებოდა, თითს არაფერზე მაკარებინებდა. მისი ავადმყოფობის შემდეგ ყველაფერს მე ვაკეთებდი. ერთხელ აივანზე გავიყვანე, სავარძელში ჩავსვი და სახლის დალაგებას შევუდექი. მის ოთახში ტანსაცმლის კარადა რომ გადმოვალაგე, ზედა თაროდან ძველებური საკვოიაჟი გადმოვარდა. ძალიან ლამაზი იყო, თან კარგად შენახული. ვიფიქრე, ვთხოვ და სიამოვნებით ვატარებ-მეთქი. სხვის ნივთებში ქექვა არ მახასიათებს, მაგრამ რატომღაც გავხსენი. ჩანთაში ჩვილის ფოტო და რაღაც იყო ცელოფანში გახვეული. დავხედე თუ არა ფოტოს, ჩემი თავი შევიცანი. დაახლოებით 5 თვის ასაკში იყო გადაღებული. შინ მსგავსი ბევრი ფოტო მაქვს.იხილეთ სრულად
იხილეთ მსგავსი სიახლეები :